Category: ახალი ამბები

  • მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ – ე.წ. “კაწროს” მეუღლე

    მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ – ე.წ. “კაწროს” მეუღლე

    “მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ “- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ავთო ბილანიშვილის იგივე “კაწროს” მეუღლე, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” თერში ეკა კვესიტაძის “მთავარ აქცენტებს ”. გადაცემაში ნიკა გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ განვითარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს და მისი ვარაუდით საქმეში სწორედ “კაწრო” ფიგურირებს.

    “ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე მთავარ არხს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება. ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა სიცრუის და ჭორების გავრცელებას.

    უკვე ერთ კვირაზე მეტია მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.
    და აი, ამ ამბავს რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ.


    ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს “ნახალოვკაში”, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან. ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე.


    ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო. ადვილია იმის თქმა, – “შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს”, ყველამ იცის ესენი რომ მატყუარები არიან” “მაგათ არაფერი დაეჯერებათ” და აშ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი. არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს!

    მთავარის მთავარი არსი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში.”- წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე. 

  • მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა – მომხდარის ახალი დეტალები

    მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

    „ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა“, – ამბობენ მეზობლები.

    მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მოხდა.

    შეგახსენებთ, მცხეთაში 2 პირის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

    ადგილობრივები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ.

    მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს.

    კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია, რასაც არაოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

    „პირადი საქმეები ჰქონდათ მაგათ. „სტრანნი“ ისტორია აქვთ,“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერთან“.

    ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო მკვლელობის მიზეზი დედაზე სექსუალური ძალადობა, ადგილობრივი ამბობს, რომ „იყო“.

    „კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ – ამბობს ადგილობრივი.

    ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.

    შეგახსენებთ, მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 30-წლამდე მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი მძინარეს გამოჭრა.

  • საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 963 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 841 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • მკვლელობა მცხეთაში – მოკლულია ორი პირი

    მკვლელობა მცხეთაში – მოკლულია ორი პირი

    მცხეთაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი პირი. შსს მომხდარ ფაქტს ადასტურებს.ამ დროისათვის მკვლელობის სხვა დეტალები უცნობია

    როგორც ცნობილია,  რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

     

  • წინანდალში,რედისონის ტერიტორიაზე ხანძარია

    წინანდალში,რედისონის ტერიტორიაზე ხანძარია

     

    წინანდლის რედისონის ტერიტორიაზე ხანძარია. ხანძრის ვიდეოკადრებს ტაბულა ავრცელებს.

    ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება და ხანძარს უკვე აქრობენ.

    სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია მოხდა.  დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ არსებობს.

  • შაქარაშვილის ცხედარს სავარაუდოდ ფერად შენობაში მალავდნენ – საქმეში მესამე მანქანა ჩნდება

    შაქარაშვილის ცხედარს სავარაუდოდ ფერად შენობაში მალავდნენ – საქმეში მესამე მანქანა ჩნდება

    გიორგი შაქარაშვილის ცხედარი სავარაუდოდ 4 დღე წყალში არ იყო – განცხადებას ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს.

    შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. საქმეში გამოჩნდა მესამე ავტომანქანაც – მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში გადაღებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებში ფიგურირებს, საიდანაც “მთავარი არხის” ინფორმაციით, “კაწრო” გადმოდის და საქმის ე.წ. ოქროს მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან მოსალაპარაკებლად მიდის.

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეომასალა აქამდე მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. საქმის ახალი დეტალები მხოლოდ დღეს, ექსკლუზიურად “მთავარისთვის” გახდა ცნობილი.

    ეკა კვესიტაძის “მთავარ აქცენტებში”, ნიკა გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ განვითარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს.

    სავარაუდოდ, გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი წყალში მოხვედრამდე სწორედ იმ ფერად შენობაში იყო გადამალული, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დამწვარია.

    დიდუბეში დაფიქსირებული მიკროავტობუსი მცხეთის სათვალთვალო კამერებშიც ფიგურირებს:

    “ტოიოტამ გააკეთა თავის შავი საქმე. ბავშვი ამ დროისათვის არის უკვე გარდაცვლილი. სავარაუდოდ და ჩვენი წყაროების ცნობით, მისი ცხედარი არის ფერად შენობაში. ეს მანქანა. ე.წ. მაღალი პასადკა, არის ან ჯიპი, ან ფურგონი რაც ჩვენ ვნახეთ. ცხედარი იმყოფება ფერად შენობაში, 5 წთ სჭირდება შენობიდან ცხედრის გადმოტანას მანქანაში და ეს მანქანა მიემართება თბილისისკენ. ამის შემდგ იწვება ეს შენობა. იმისათვის, რომ მიკრონაწილაკი დნმ-ის, ცხედრის იქ არ დარჩეს” ამბობს ნიკა გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე წყალში არ უნდა ყოფილიყო, დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმაც გამოთქვა:

    “4 დღე ეძებეს და ეს ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა იმის ეჭვი, რომ არ გამოვრიცხეთ, რომ შესაძლებელია 4 დღე და ღამე წყალში არ ყოფილიყო, ან მე-2 დღეს ან მე-3 დღეს სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს სცოდნოდა სად იყო ეს მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვების გაგვიჩნდა, რომ მაგალითად, მკერდზე ზეწოლის კვალი ჩანდა აშკარად და ამაზე ექსპერტიც საუბრობს. ვიღაცა შეეცადა, რომ გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა, პირდაპირი გულის. ამ დროსაც დაზიანება ხდება გულ-მკერდის და შეიძლება ჰემატომური რაღაც გამოიწვიოს.” ამბობს გიორგი ყიფშიძე  

    შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხი” დღეს გავრცელებული ახალი დეტალებით არაფერს ამტკიცებს და სვამს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას ჩნდება.

  • ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში მსხვერპლი მოჰყვა

    ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში მსხვერპლი მოჰყვა

    ავტოსაგზაო შემთხვევას სიღნაღის მუნიციპალიტეტში  ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    სოფელ ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისსხევის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

    მანქანაში მყოფი ერთი ახალგაზრდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვების გამო, ადგილზე გარდაიცვალა.

    ორი მგზავრი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის ლინიკაში  გადაიყვანა.

  • შაქარაშვილის საქმის სკანდალური ვერსია:იყო თუ არა მისი გაუჩინარების ღამეს შემთხვევის ადგილზე კრიმინალური ავტორიტეტი “კაწრო“

    შაქარაშვილის საქმის სკანდალური ვერსია:იყო თუ არა მისი გაუჩინარების ღამეს შემთხვევის ადგილზე კრიმინალური ავტორიტეტი “კაწრო“

    მთავარი არხი შაქარაშვილის საქმეზე სკანდალურ ვერსიას ავრცელებს. მთავარის ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს გამოძიების ხელთ არსებულ კადრებს, რომლებიც აქამდე არავის შეუმჩნევია. ნიკა გვარამიამ საინფორმაციო გამოშვების ეთერში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შაქარაშვილის მეგობარი, ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში დააბრუნეს და დიდუბეში ჩამოსვეს, მას ადგილზე მეორე მანქანამ მიაკითხა, იქიდან გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცი კი ამირხანაშვილს რამდენიმე წუთი ელაპარაკებოდა.

    19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის .

    მრავალტომიანი საქმის ერთ ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ სწორედ “კაწრო” ჩანს, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

    “მთავარის”ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის, ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს.

    “ჩვენც, ისევე როგორც ყველა ტელევიზიამ პროკურატურის ეს მასალა გამოიყენა იმ ქრონომეტრაჟამდე, ვიდრე ამირხანაშვილი დაიწყებს ქუჩაზე გადასვლას. სინამდვილეში ბრუნდება უკან და როგორც ჩანს გაფრთხილებულია, რომ უნდა დაელოდოს სხვა პირს, მართლაც რამდენიმე წუთში მას მოაკითხავს სხვა პირი, რომელიც გადმოდის ფურგონის ტიპის მანქანიდან. ქუჩაზე გადასვლის იმიტაციაა, ამის შემდეგ ბრუნდება უკან, ამის შემდეგ მიდის ათეულობით მეტრით წინ და იმალება ჩრდილში, რის შემდეგაც აკითხავს სამარშრუტო ტაქსის ტიპის მანქანა და ადამიანი, რომელიც ძალიან გავს ავთანდილ ბილანიშვილს, ეგრეთწოდებულ კაწროს. რომელიც მიდის ამირხანაშვილის დასამუშავებლად კონკრეტული ჩვენების მიცემის თვალსაზრისით. ის მიდის ამირხანაშვილთან და ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება. არავინ ამაზე არ საუბრობს და არ არის დადგენილი ვინ არის ეს ადამიანი.

    ჩვენ ამდენი ხანია ვიძახით, რომ ამ საქმეში ჩარეულია ძალიან მაღალი ქუჩის ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილი.ძალიან გვაეჭვებს მისი გარეგნობა.  ახლა მთავარი საკითხია ამ ადამიანის იდენტიფიკაცია. “– ამბობს ნიკა გვარამია და გამოძიებისგან ითხოვს იმის გარკვევას, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ არავინ დაინტერესდა აქამდე მისი პიროვნებით და იმით, თუ რაზე ელაპარაკა ის ამირხანაშვილს და რატომ არ ჩატარებულა მასთან დაკავშირებით არცერთი საგამოძიებო მოქმედება.

    “არ ვიცით საერთოდ ამ პიროვნების არსებობის შესახებ. არც ამირხანაშვილი გვეუბნება ვის შეხვდა და რატომ შეხვდა, რატომ ელაპარაკება, ვინ გააფრთხილა რომ ეს ადამიანი აქ მივიდოდა.ჩვენი ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მესამე მანქანა, დაბურულმინიანი ე. წ. მარშრუტკის ტიპის მანქანა და შაქარაშვილის ცხედარი რაღაც პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ამ მანქანაში, სანამ აღმოჩნდებოდა წყალში. ამიტომ განსაკუთრებულ ეჭვს აღძრავს საბარგულიანი მანქანა დაბურული მინებით.

    იყო თუ არა ცხედარი ამ დაბურულმინიან მანქანაში და საერთოდ როგორ და რატომ მოხვდა ეს მესამე მანქანა შემთხვევის ადგილზე. გვაქვს ოთხი წუთი, რომელიც ეხება ამირხანაშვილის დამუშავებას კონკრეტული პირის მიერ. და არის ამის ვიდეომტკიცებულება.

    მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვერ ვიტყვით. მხოლოდ შეგვიძლია ეჭვები გამოვთქვათ და კითხვები დავსვათ.

    რატომ არ არის კაწრო დღემდე გამოძიების ფიგურანტი“- ამბობს გვარამია.

    მისი ინფორმაციით ამჟამად კაწრო, ანუ ავთანდილ ბილანიშვილი ამჟამად ისვენებს შოვში დეპუტატ ილია წულაიას სასტუმროში სანსეტ რეზორტში, სადაც კალაძის ოჯახიც ისვენებს.

  • ევროკავშირი პროგნოზებს ცვლის:ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

    ევროკავშირი პროგნოზებს ცვლის:ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

    ევროკავშირი აცხადებს, რომ ევროპაში ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე გაზაფხულზე ვარაუდობდნენ. ევროკომისიამ 2020წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. წინა გათვლები არ ითვალისწინებდა იმას, რომ საკარანტინო ზომები ასე ნელა და თანდათანობით მოიხსნებოდა.

    ევროკომისიის ზაფხულის პროგნოზში ნათქვამია, რომ ევროზნის მშპ 2020 წელს 8.7 %–ით შემცირდება და 2021 წელს 6.1%–ით გაიზრდება. ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წელს 8.3%–ით შემცირდება, 2021 წელს კი 5.8%–ით გაიზრდება.

    ამგვარად, ვარდნა მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი იქნება – 7.7% ევროზონისთვის და 7.4% მთლიანად ევროკავშირისთვის. 2020 წელს ზრდა ასევე ნაკლებად მდგრადი იქნება, ვიდრე გაზაფხულზე პროგნოზირებდნენ.

    ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მისი სამშობლო, იტალია, ასევე ესპანეთი და საფრანგეთი დაზარალდებიან.

    “ყოველ ევროპულ ქვეყანაში წელს უარყოფითი ზრდის მაჩვენებელი იქნება, მომავალ წელს კი ეკონომიკურ ზრდისკენ წავალთ“– აცხადებს პაოლო ჯენტილონი.

    ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული აღდგენის გეგმა ყველა ქვეყნისთვის დახმარებას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, როგორ დაზარალდნენ ისინი პანდემიისგან. თუმცა ბრიუსელი ცდილობს ჩამორჩენილებს უფრო დაეხმაროს, ვიდრე მდიდრებს და ევროკავშირის კეთილდღეობის მაჩვენებელი გაათანაბროს.

    ამიტომაც ევროკომისარს აშფოთებს ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა კრიზისს თავს სხვებზე ცუდად ართმევს.

    “ევროპულ ქვეყნებში დაუშვებელია იდეა იმის შესახებ, რომ ეს განსხვავებებიმომავალში კონსოლიდირდება და შენარჩუნდება, იმიტომ რომ ეს პრობლემებს შექმნის ჩვენი ერთიანი ბაზრისა და ევროზონის სიმყარისთვის.“

    ბრიუსელისთვის მთავარ პრობლემად გაურკვევლობა რჩება. პროგნოზები არ ითვალისწინებს კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლებლობას. თუმცა, ჯენტილიონი მის წინააღმდეგ მთავარ იარაღად ევროპულ თანამშრომლობას თვლის. ევროკომისარი ამბობს, რომ ოპტიმისტია და დარწმუნებულია, რომ ყველა სახელმწიფოს მეთაური საერთო ევროპული რეაქციის აუცილებლობას აცნობიერებს. ამიტომაც აღდგენის გეგმის შემუშავება რთული იქნება, თუმცა შეთანხმება შესაძლებელია.

  • პროკურატურამ სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

    პროკურატურამ სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

    შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს.

    პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.