Category: ახალი ამბები

  • შესაძლოა ამირხანაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს – შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

    შესაძლოა ამირხანაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს – შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

    შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის თქმით, შესაძლოა ერთ–ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილს საფრთხე ემუქრება.

    “რაც შეეხება ამირხანაშვილს, არ გამოვრიცხავ, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდეს და პირდაპირ რეკომენდაციით მივმართავდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოწმის დაცვის სპეციალური ღონისძიება გამოიყენოს ამ ადამიანის მიმართ. ჩემი შეხედულებით, ეს აუცილებელი და გადაუდებელია”, –ამბობს ადვოკატი ტვ პირველის ეთერში.

    ყიფშიძის თქმით, თუ ამირხანაშვილი ალაპარაკდება, დამნაშავეების წინააღმდეგ ეს სერიოზული დარტყმა იქნება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

    მისივე თქმით, ამირხანაშვილი ახალგაზრდაა და შესაძლებელია მარტივად მოყვეს ვინმეს ზემოქმედების ქვეშ.

    ყიფშიძე დარწმუნებულია, რომ ამირხანაშვილი ადრე თუ გვიან გამოძიებას ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის.

    ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულია. გუშინ გავრცელებული კადრებით, მას დიდუბეში მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. ჯერჯერობით უცნობია, რაზე ისაუბრეს მათ.

    ბილანიშვილი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.

  • შაქარაშვილის საქმის მოწმის ოჯახი და ადვოკატი “ტვ პირველს” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

    შაქარაშვილის საქმის მოწმის ოჯახი და ადვოკატი “ტვ პირველს” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი ტელეკომპანია პირველს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

    მათი განცხადებით, ტვ პირველის ეთერში არასწორად გავიდა ახვლედიანის ჩვენებები, ასევე ჩხუბის ვიდეოში ის წითელი ისრით არასწორად მონიშნეს.

    მათ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

    „პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. ვეხმაურებით „ტვ პირველზე“ გასულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც გუშინ, 7 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა არხის სხვადასხვა გამოშვებაში. კერძოდ, არხზე გავიდა ვახო ახვლედიანის მეორე ჩვენების ეს ნაწილი: „აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი ცემა არ უნდოდათ“, რეალურ ჩვენებაში კი წერია საპირისპირო: „აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ“.

    ჩვენების საპირისპირო კონტექსტში გაშუქების მიზანი სავარაუდოდ, იყო ტრაგედიით დამძიმებული შაქარაშვილების ოჯახის წევრების კიდევ უფრო გაღიზიანება. შემდეგ გამოშვებებში კი აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამ მათი სიუჟეტი გააზიარა და „ტვ პირველზე“ დაყრდნობით, ვახო ახვლედიანი მძიმე ფორმით გააკრიტიკა.

    „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახური უკვე კვირაზე მეტია ავრცელებს დეზინფორმაციებს ვახოს შესახებ, თითქოს, ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მათ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი.

    ასევე, არ არის სიმართლე, თითქოს, ვახო ახვლედიანი პირველივე წამებიდან იყო აგარაკის კიბეებთან მომხდარი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, – ვახო ახვლედიანი არასწორად არის მონიშნული წითლად არხის მიერ გაშიფრულ ვიდეომასალაში. ვახოს ეცვა შორტი, იმ კონკრეტულ ეპიზოდში მონიშნულ ახალგაზრდას კი შარვალი აცვია. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და არ არის გამორიცხული, მივმართოთ სასამართლოსაც.

    ვითხოვთ, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან – ნოდარ მელაძისგან, გააკეთოს განმარტება, რატომ ჩაამატა ჩვენებაში სიტყვა – „არ“ და რატომ ერჩის მიზანმიმართულად ვახო ახვლედიანს. სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება არაერთი გაყალბებული ფაქტი თუ ჩვენება, რაც 20 წლის დაზარალებული ბიჭის ფსიქიკას ანადგურებს და მის სტიგმატიზირებას ახდენს. ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტების შეფასებით, ის ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი – გიორგი ქათამაძე. ვახო ახვლედიანს, გიორგი ქათამაძეს და კოკო ღიბრაძეს ამ საქმეში აქვთ დაზარალებულის სტატუსი.

    სამწუხაროა, რომ ხშირად ამ საქმეში აქცენტი არ არის ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე, ბრალდებულებზე და არის მსხვერპლზე. მიმდინარეობს ამ დაზარალებული ახალგაზრდების მასობრივი ბულინგი. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, ფიზიკურად ცოცხლად გადარჩენილ 20 წლის ახალგაზრდებს ნუ გაანადგურებენ მორალურად დაუზუსტებელი, არაეთიკური ან განგებ გაყალბებული ინფორმაციით.

    იმედს ვიტოვებთ, საქმე უმოკლეს პერიოდში გაიხსნება. მანამდე კი გამძლეობას ვუსურვებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს“, – წერია ვახო ახვლედიანის ოჯახისა და ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “თუ ვერ იპოვეს დაგიჭერენ, ჯერ ჩუმად ვარ.. მეშინია” – შაქარაშვილის საქმის მოწმის სატელეფონო მიმოწერა გასაჯაროვდა

    “თუ ვერ იპოვეს დაგიჭერენ, ჯერ ჩუმად ვარ.. მეშინია” – შაქარაშვილის საქმის მოწმის სატელეფონო მიმოწერა გასაჯაროვდა

    ტვ “პირველი” თენგო ბარაქაძისა და მისი მეგობარი გოგონას მიმოწერას ასაჯაროვებს, სადაც საუბარია ხიდთან მომხდარ ინციდენტზე. როგორც ბარბაქაძე მის მეგობარ გოგოს, სახელად ანას სწერს, მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ერთი ადამიანი გაუჩინარდა და ამის გამო მას შესაძლოა პატიმრობა დაემუქროს.

    “ანი, შეიძლება დამიჭირონ, ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი იმათგანი.

    -მე შენზე ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, რეებს მელაპარაკება, ეს ვერ არის. უნდა გეთქვა, რომ გეკიდე. თუ ვერ იპოვეს, დაგიჭერენ. ანუ, ჰო, 20 წლით.

    -რატომ დამიჭერენ?

    -არ ვიცი, შენ მითხრარი, ეგ უბრალოდ გითხარი. რა საფრთხე გემუქრება.

    -დამკითხეს, მთელი ღამე იქ ვიყავი, ტელეფონი წამართვეს. ყველაფერი ნახეს,”- ნათქვამია მიმოწერაში.

    -მივხვდი, გული მერევა სად იყო ის ტიპი

    -ტვინს მიჭამ გაიგე?! ჩემი გამჭირვებია ეს კიდე მიმატებს მთელი ღამე იქ ვეგდე

    -შენი ბრალია

    -აუ რაც გინდა ის ქენი რა ~

    – დავაი რა წესიერად მელაპარაკე თორე რაც მოგივა ნახავ ახლა ჩუმად ვარ. ჯერ ჩუმად ვარ იმიტო რო მეშინია საშინლად

    -დახმარების მაგივრად ნერვებს მიშლი

    -თენგო დახმარების საშუალება არ მომეცი რომ დაგხმარებოდი.”

    არსებული ინფორმაციით, გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს გოგო, ვისაც თენგო ბარბაქაძე სწერდა.

    შეგახსენებთ, რომ თენგო ბარბაქაძე 18 ივნისს, ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა. მას წვეულებაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც რამდენიმე მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისისკენ გაემართა. მას შემდეგ რაც წვეულებაზე მყოფმა ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ისინი კვლავ უკან, წვეულებაზე გაბრუნდნენ,  რა დროსაც გზაში შეხვდათ ის პირები, რომელთაც აგარაკზე განერიდნენ. ბარბაქაძე “მერსედესის“ მარკის ავტომობილში იჯდა.

  • ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

    ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე წუთში დაკითხავენ.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ  „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ გურამ ამირხანაშვილთან ტოიოტა ქამრიდან ჩამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა მიდის და რამდენიმე წუთის განმავლობაში ელაპარაკება. ის მიკროავტობუსიდან ზუსტად იმ ადგილზე ჩამოდის, სადაც ამირხანაშვილი. მთავარი არხის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს პიროვნება ავთანდილ ბილანიშილია.

  • ვალდებულები ვართ, მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ– თურნავა კარანტინზე

    ვალდებულები ვართ, მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ– თურნავა კარანტინზე

    ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს მოქალაქეებისთვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი შენარჩუნების მიზეზს განმარტავს. მისი თქმით, მოქალაქეების მიმართ “მეტ სიფრთხილეს და ზრუნვას” იჩენენ.

    თურნავას თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ მოსახლეობა დაიცვან და “არ მოხდეს ის, რაც მოხდა სამი თვის წინ, როცა პანდემია იწყებოდა”.

    “იგივე რომ არ მოხდეს, ჩვენივე ხარჯით, როგორც აქამდე უზრუნველყოფდით, კომფორტულად, აუცილებლად გავუშვებთ კარანტინში ორი კვირით.

    ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც, ვინც იმ ხუთი სახელმწიფოდან არ ჩამოდის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მოქალაქეობასთან მიბმა და დისკრიმინაცია” – თქვა თურნავამ რუსთავი 2–ის ეთერში.

    მინისტრი ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეების არშემოწმებას შეთანხმების ვალდებულებებით ხსნის.

    “ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს, თუმცა, უკონტროლოდ არ ვტოვებთ – თერმოსკრინინგი ტარდება, ელექტრონული ფორმა ივსება, იმ შემთხვევაში თუ ამ ხუთი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს ჩამოფრენამდე ბოლო 14 დღის ისტორიაში აქვს მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მათაც ვთავაზობთ სავალდებულო, ფასიან PCR ტესტს.

    აქედან გამომდინარე, კონტროლი ხორციელდება. რატომ ხორციელდება უფრო მეტი კონტროლი, თან ჩვენს ხარჯზე საქართველოს მოქალაქეებზე – მარტივი პასუხია, ის ჩვენი მოქალაქეა, ვალდებულები ვართ, მეტი სიფრთხილე და მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ, ნურავინ მიიღებს ამას სხვაგვარად, ეს არ არის ვინმეს უფლებების შეზღუდვა”,– განაცხადა ნათია თურნავამ.

    ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ მაშინაც, თუ ევროპის იმ 5 ქვეყნიდან შემოდიან, რომელსაც საზღვრები საქართველომ უპირობოდ გაუხსნა. 2 კვირიანი კარანტინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ.

  • 19 წლის გოგოები ისე სცემა, დაალურჯა – “ოცნების” დეპუტატს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ

    19 წლის გოგოები ისე სცემა, დაალურჯა – “ოცნების” დეპუტატს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ

    სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE”-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც თავის ბიძაშვილს, თელავის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრსა და მაჟორიტარ დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.

    კუკუნაშვილის თქმით, გრემელაშვილი სისტემატურად ძალადობს საკუთარ ქალიშვილებზე, რის გამოც ერთერთმა მათგანმაც სუიციდიც სცადა.

    “ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, მიხეილ გრიმელაშვილს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო გოგოები.და ეს, ცოლშვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება. უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დაამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო.ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით…

    კახეთის ოცნების საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება,გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლშვილი და ანგელოზივით ბავშვები…მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო…სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ”,– წერს კუკუნაშვილი.

    მიხეილ გრიმელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტში, “ქართული ოცნების” დეპუტატია სოფელი შილაურში. ის ასევე არის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი. გრიმელაშვილი იკავებს ფრაქცია „საქართელოს პატრიოტთა ალიანსი“ -ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც.

  • გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ვირუსის მხარეს არიან – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

    გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ვირუსის მხარეს არიან – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

    ევროპული საქართველოს განცხადებით, გაუგებარია, რატომ უნდა გაიარონ სამშობლოში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა 2-კვირიანი კარანტინი მაშინ, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებისთვისაც საზღვრები იხსნება, ასეთი ვალდებულება არ აქვთ. მათ კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ეხმიანება.

    მისი თქმით, ოპოზიციის წევრები ვირუსის მხარეს არიან.

    „რაც შეეხება რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის პოზიციებს, ჩვენ ყოველ ჯერზე ვხედავთ მათგან, რომ ნებისმიერი თემიდან ცდილობენ გარკვეული აჟიოტაჟის შექმნას. როდესაც ჩვენ თავიდან ვიღებდით პრევენციულ ზომებს, მაშინაც გვესმოდა ამასთან დაკავშირებით უსაფუძვლო კრიტიკა. ეს მე მიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად არიან ვირუსის მხარეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

    ცნობისთვის, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. 

  • დავალაგოთ ფაქტები: ეს ისაა, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია – რას წერს ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე

    დავალაგოთ ფაქტები: ეს ისაა, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია – რას წერს ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე

    “დავალაგოთ ფაქტები: ეს ისაა, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია”- ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ქრონოლოგიურად ალაგებს იმ ფაქტებს, რომლებიც ტელეკომპანია “მთავარმა” და ტელეკომპანია “ფორმულამ” სათვალთვალო კამერებით დააფიქსირეს. აღნიშნული ფაქტები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს შაქარაშვილის საქმეში. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია  იმედოვნებს რომ გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს.

    “დავალაგოთ ფაქტები:

    1. ფერად შენობასთან დგას ტოიოტა.

    2. ფერად შენობასთან ხდება რაღაც.

    3. ფერად შენობასთან, სადაც ტოიოტა დგას, მიდის კიდევ სხვა მანქანა და ჩერდება 5 წუთი.

    4. ეს სხვა მანქანა არის მიკროავტობუსი. ეს დაადასტურა შაქარაშვილის ბიზამ გუშინ პოლიტმეტრში. ახსენა ჭიათურის მიკროავტობუსი. თუნდაც ასე იყოს, რა უნდოდა იქ და რა დაინახა იმ 5 წუთში.

    5. 5 წუთში ეს მიკროავტობუსი დაიძვრება.

    6. ზუსტად ამ მონაკვეთში ლიდერფუდის კამერა აფიქსირებს სულ სამ მიკროავტობუსს. ფოტოები ავტვირთე.

    7. შემდეგ – ტოიოტას ამირხანაშვილი ჩამოჰყავს თბილისში, წერეთელზე ჩამოსვამს.

    8. დაახლოებით 2 წუთში თბილისში, წერეთელზე, ზუსტად იქ სადაც ტოიოტამ ამირხანაშვილი ჩამოსვა, ჩერდება მიკროავტობუსი. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა.

    9. მიკროავტობუსიდან გადმოსული ახალგაზრდა უახლოვდება ამირხანაშვილს.

    10. ორივენი იქვე მიფარებულში დგანან და სავარაუდოდ საუბრობენ.

    11. სადაც ამირხანაშვილი და ის ახალგაზრდა საუბრობენ რამდენიმე წუთში ცერდება ტაქსი, რომელშიც ვიღაც ჯდება – შესაძლოა, ამირხანაშვილი, ან ის მეორე ახალგაზრდა ან ორივე ერთად.

    ეს არის ის, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია. იმედია, გამოხიება რსმეს გვეტყვის.”- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

    “პირველ ფოტოზე – მიკროავტობუსი, რომელიც წერეთელზე ჩერდება და იქიდან გადმოსული ადამიანი მიემართება ამირხანაშვილის მიმართულებით.

    დანარჩენი სამი ფოტო. მცხეთა. ფერადი სახლიდან ლიდერფუდის მიმართულება. ჩვენ მიერ გუშინ გაშვებული კადრების მონაკვეთში ფერადი სახლიდან ლიდერფუდამდე ჩაიარა სულ სამმა მიკროავტობუსმა.

    ახლა გამოძიებამ უნდა თქვას ზუსტად – წერეთლის მიკროავრუბუსი და ლიდერფუდთან გადარებული სამი მიკროავტობუსიდან არის თუ არა რომელიმე იდენტური.

    სულ ორი პასუხია – კი ან არა. ამ სამი მიკროავტობუსიდან რომელიმე იმ ღამით ჩამოვიდა წერეთელზე თუ არ ?”- წერს ასევე ვახო სანაია.  

     

  • შეიძლება შეგიკეროთ პიჯაკი 2 საათში, მაგრამ არ იქნება ლამაზი – ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე

    შეიძლება შეგიკეროთ პიჯაკი 2 საათში, მაგრამ არ იქნება ლამაზი – ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძების პროცესი გაიწელა, ეს იმიტომ მოხდება, რომ პასუხები იყოს ზუსტი.

    მისი თქმით, ამ საკითხზე ნებისმიერი მსჯელობა პოლიტიკური მსჯელობაა.

    “რეალური სიტუაციის შეფასებისთვის არსებობს ორი მეთოდი. ერთი, რაც გააჩნდა ჭაკუას, ცემა- ტყეპით შეუძლია ამოიღოს ის ჩვენება, რაც აწყობდათ და არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც გამოძიება უნდა წავიდეს ყოველგვარი დარღვევის გარეშე. თუკი ეს პროცესი გაიწელა არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდა, რომ ეს პროცესი დამთავრდეს, არამედ იმიტომ, რომ პასუხები იყოს ზუსტი და არ დარჩეს შეკითხვა, რომელსაც არ ექნება შესაბამისი პროფესიონალური პასუხი. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტთან დაკავშირებით ნებისმიერი მსჯელობა არის პოლიტიკური მსჯელობა. გამოძიების ხარისხი უნდა იყოს მაღალი. შეიძლება შეგიკეროთ ერთ კვირაში პიჯაკი და მაღალი ხარისხით და შეიძლება ორ საათში, მაგრამ არ იქნება ლამაზი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

  • ჯანდაცვა არ არის ბიზნესი, პრივატიზაციის მიმართულებით არ უნდა ვიაროთ – ნაცვლიშვილი კალაძეს

    ჯანდაცვა არ არის ბიზნესი, პრივატიზაციის მიმართულებით არ უნდა ვიაროთ – ნაცვლიშვილი კალაძეს

    ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი პოლიკლინიკებთან დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივას ეხმიანება

    ნაცვლიშვილის თქმით, ჯანდაცვა არა ბიზნესი, არამედ საჯარო სიკეთეა, მათი პრივატიზება კი  ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

    „არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამ მასშტაბის პრივატიზაცია განხორციელდა როგორც საქართველოში – თითქმის 95 პროცენტი ჯანდაცვის დაწებულებების არის კერძო. კიდევ ერთხელ მინდა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას” შევახსენო, რომ ჯანდაცვა არ არის ბიზნესი და ჯანდაცვა არის საჯარო სიკეთე. ჩვენ პრივატიზაციის მიმართულებით კი არ უნდა ვიაროთ, უნდა ვიაროთ პირიქით, მეტი მუნიციპალური კლინიკებისა და მეტი პოლიკლინიკების მიმართულებით”,– ამბობს ნაცვლიშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ კალაძე პოლიკლინიკების რეაბილატაციისთვის ფული სჭირდება, შეუძლია დამატებითი თანხები მოითხოვოს.

    “გადაწყვეტილება რომელსაც კახა კალაძე აპირებს მიიღოს, არის დაუშვებელი, თუ მას ფული სჭირდება იგივე პოლიკლინიკების რეაბილიტაციისთვის, შეუძლია მიმართოს პარლამენტს, მოითხოვოს ცენტრალური ხელისუფლებიდან დამატებითი თანხები და გაარემონტოს სავალალო მდგომარეობაში მყოფი პოლიკლინიკები. ისინი არ უნდა გახდნენ ისეთი მსხვილი სამედიცინო კომპანიის ნაწილი, როგორიცაა „ევექსი”, რადგან ჩვენ ვართ დიდი მონოპოლიის არსებობის წინაშე ჯანდაცვის სექტორში, ამიტომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

    ცნობისთვის, კალაძე აქვს ინიციატივა, რომ იმ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება მოხდეს, რომელთა შენობები რეაბილიტაციას საჭიროებს.