Category: ახალი ამბები

  • “კაწროს” გამოკითხვა დასრულდა

    “კაწროს” გამოკითხვა დასრულდა

    ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” გამოკითხვა დასრულდა. ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ამ წუთებში უნდა დატოვოს.

    შეგახსნებეთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის – სკანდალური მტკიცებულებები “მთავარი არხის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს.

  • “ნაციონალების ძუკ**ბის სპეკტაკლია” – ოცნების დეპუტატი შვილებზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

    “ნაციონალების ძუკ**ბის სპეკტაკლია” – ოცნების დეპუტატი შვილებზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

    თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილე და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი მიხეილ გრემელაშვილი ძალადობაზე ბრალდებას “სპეკტაკლს” უწოდებს და შეურაცხმყოფელი ტერმინებით ეხმიანება.

    “ნაციონალების ძ***ას მოწყობილ სპექტაკლს, აგერ გაირკვევა ყველაფერი, რაღაც–რაღაცა პოსტები რომ დამიდეს ნაციონალების ძ***ებმა, გაუშვით ყველაფერი თუ სიმართლეა, როგორ გეკადრებათ, მაგ სპექტაკლზე პასუხის დამბრუნებელი არა ვარ, აგერ გამოძიება, სამართალდამცავები და  გაარკვევენ”,– თქვა მიხეილ გრემელაშვილმა მთავარ არხთან.

    მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.

    შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

    გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც თავის ბიძაშვილს, მიხეილ გრემელაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.

    კუკუნაშვილის თქმით, გრემელაშვილი სისტემატურად ძალადობს საკუთარ ქალიშვილებზე, რის გამოც ერთერთმა მათგანმა სუიციდიც სცადა.

  • თბილისში, გოგოლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა

    თბილისში, გოგოლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა

    თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ძველი საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული შენობის ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ჩამონგრევის დროს სახლში იმყოფებოდა ასაკოვანი ქალი, რომელმაც თავის შეკავება შეძლო და ბინა დატოვა.

    ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და საპატრულო პოლიცია.

  • ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრპერანგიანი კაცი ბილანიშვილია, შემდეგ კი უარყო

    ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრპერანგიანი კაცი ბილანიშვილია, შემდეგ კი უარყო

    ტელეკომპანია იმედმა 17:00 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს–ს იდენტიფიცირებული ჰყავს პირი, რომელიც გურამ ამირხანაშვილთან წერეთლის გამზირზე საუბრობდა. ტელეკომპნიამ თქვა, რომ მათი ექსკლუზიური ინფორმაციით, ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწროა”.

    თუმცა, იმავე გამოშვებაში, ქრონიკის წამყვანმა ინფორმაცია უარყო და მაყურებელს დაუზუსტებელი ინფორმაციისთვის ბოდიში მოუხადა. ნინო თოლორდავას განმარტებით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია იყო ის, რომ შსს–ს ბილანაშვილი იდენტიფიცირებული ჰყავს.

    კადრების გავრცელების შემდეგ, რომელშიც ჩანს, რომ თეთრპერანგიანი მამაკაცი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოდის და გურამ ამირხანაშვილს ხვდება, დღეს გამოძიებამ ავთანდილ ბილანიშვილი დაკითხა. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ კადრებში ბილანიშვილია აღბეჭდილი, თუმცა ეს ინფორმაცია შსს–ს არ დაუდასტურებია.

    გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცი “კაწრო” არ არის და ამაზე გამოძიებას მსჯელობა უკვე ჰქონდა.

  • თუ ფანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიშროებას არ წარმოადგენს – გამყრელიძე

    თუ ფანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიშროებას არ წარმოადგენს – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ჯანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიში არ არის.

    მისი თქმით, ეს რეკომენდაცია ევროპის დაავადებთა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებშია ასახული, რაზე დაყრდნობითაც ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

    “ეს უახლესი გაიდლაინი დაიდო 22 ივნისს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, სადაც წერტილი დაესვა საკითხს, რომ თუ კონდიციონერი ჩართულია და შიგნით არ ატრიალებს ჰაერს ღია ფანჯრების ფონზე საშიშროებას არ წარმოადგენს. ამიტომ იქნა გადაწყვეტილება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიღებული, ოღონდ იმ პერიოდში აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ პირბადე. მსგავს რეკომენდაციებზეც ვმუშაობთ, რომ ალბათ, იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

    ხათუნა ზახაშვილის თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ვცელდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავარ რეკომენდაციებად პირბადე, ჰიგიენა და დისტანციის დაცვა რჩება.

    “ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციებში, რომელიც მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მიუთითებენ, რომ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდიციონერები, რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ, ანუ ჰაერი შემოაქვს და გააქვს. ამასთან, ერთმნიშვნელოვანი მითითებაა, რომ კონდიციონერებში გამოყენებული ფილტრები აუცილებლად უნდა იყოს ახალი გამოცვლილი ან სათანადოდ დამუშავებული და გასუფთავებული. მიუხედავად იმისა, კონდიციონერი არის ჩართული თუ არა, მთავარი რეკომენდაცია რჩება იგივე, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ პირბადე და არ დაგავიწყდეთ ჰიგიენის წესების დაცვა. ამის გარეშე ყველანაირ ქმედებას აზრი ეკარგება”. – განაცხადა ზახაშვილმა.

  • სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ესტუმრა და იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა, რომელიც თავად ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში 1994 წელს დაიწერა და ამავე წელს იერუსალიმში გაიგზავნა, სადაც ქართველ მონაზვნებთან ინახებოდა.

    პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, “26 წლის შემდეგ, წმინდა ნინოს ხატი წმინდა ნინოს მსგავსად, სიმბოლურად, იერუსალიმიდან საქართველოში გამოემგზავრა, სადაც წმინდა ნინოს გზას გაივლის და ამ გზას 11 ივლისს მცხეთაში დაასრულებს; 12 ივლისს კი, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ”.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 9 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის მიზეზად თელასი  გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    მთაწმინდის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ დოლიძის და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის და ანტონოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იროდიონ ევდოშვილის, ცემის, თევდორე მღვდლის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნების, ზაქარია ჯორჯაძის, გურამ გაბისკირიას, რეხის, ჯუმბერ ბეთაშვილის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის და ვალერიან კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, ნოსირის, უბილავას, დოესის, კასპის, ავლიპ ზურაბაშვილის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ილია ვეკუას, ალეკო გობრონიძის, ფორე მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის II შესახვევის მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი

  • თეთრპერანგიანი მამაკაცი “კაწრო” არ არის, მასზე გამოძიებამ იმსჯელა – შაქარაშვილის ბიძა

    თეთრპერანგიანი მამაკაცი “კაწრო” არ არის, მასზე გამოძიებამ იმსჯელა – შაქარაშვილის ბიძა

    გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც წერეთლის გამზირზე გურამ ამირხანაშვილს ხვდება, “კაწრო” ანუ ავთანდილ ბილანიშვილი არ არის.

    მისი თქმით, გამოძიებას აქამდეც ჰქონდა ამ პიროვნებაზე მსჯელობა და კადრებიც ადვოკატებმა გამოძიებისგან მიიღეს.

    “რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს. თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ”,– ამბობს ნიკოლაძე 2020news-თან საუბრისას.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის ვინ არის “კაწრო”, თუმცა გამოძიება ვალდებული იყო, რომ დაეკითხა.

    “ვფიქრობ, რომ როგორც აუცილებლობა, ისე შეფასდება, ვინაიდან ამდენი ხანია, ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს და ახსენებს ვიღაც ადამიანების გარკვეულ წრეს. აქ მარტო ამ ადამიანზე არ არის საუბარი, გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს”,– განაცხადა ნიკოლაძემ.

    ცნობისთვის, გუშინ  „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ გურამ ამირხანაშვილთან ტოიოტა ქამრიდან ჩამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა მიდის და რამდენიმე წუთის განმავლობაში ელაპარაკება. ის მიკროავტობუსიდან ზუსტად იმ ადგილზე ჩამოდის, სადაც ამირხანაშვილი. მთავარი არხის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს პიროვნება ავთანდილ ბილანიშილი, იგივე “კაწროა. ბილანიშვილი ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.

  • რატომ არის კარანტინი სავალდებულო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის  – ჩიქოვანის პასუხი

    რატომ არის კარანტინი სავალდებულო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის – ჩიქოვანის პასუხი

    პრემიერ–მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რატომ არის უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო, ხოლო უცხოეული ვიზიტორებისთვის – არა.

    ჩიქოვანის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ტურისტები კორონავირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან მათ საქართველოს მოქალაქესთან შედარებით გაცილებით ნაკლები საკონტაქტო წრე ჰყავთ.

    “ჩვენ თუ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა და შესაბამისად, გაცილებით უფრო ინტენსიურია, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ამაზე ეპიდემიოლოგები უკეთეს პასუხს გაგცემენ. ამიტომ საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების და ამ რეგულაციების მიღება”,– აცხადებს ჩიქოვანი რუსთავი 2–ის ეთერში.

    მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არა დისკრიმინაცია, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

    “მოდით ხაზგასმით გეტყვით იმას, რომ აქ საუბარი უთანასწორობაზე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიის მოქალაქეებზე და რეზიდენტებზეცაა საუბარი ერთის მხრივ. არა, ეს არ არის დიკსრიმინაციული მიდგომა და არათანაბარი მიდგომა. 5 სახელმწიფოზე რომელსაც ვუხსნით, ვსაუბრობთ, როგორც მოქალაქეებზე, ასევე, რეზიდენტებზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში არის უფრო მეტი სიფრთხილე საჭირო. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ უფრო მეტი უსაფართხოებისთვის უზრუნველყოვთ ისინი 14-დღიანი კარანტინით”, — განაცხადა ჩიქოვანმა.

    ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ მაშინაც, თუ ევროპის იმ 5 ქვეყნიდან შემოდიან, რომელსაც საზღვრები საქართველომ უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები 2–კვირიან კარანტინს არ გაივლიან.

  • შავი „ჰიუნდაი“ – კიდევ ერთი ავტომობილი შაქარაშვილის საქმეში, რომელიც აქამდე არ ჩანდა

    შავი „ჰიუნდაი“ – კიდევ ერთი ავტომობილი შაქარაშვილის საქმეში, რომელიც აქამდე არ ჩანდა

    ტაქსის მძღოლი, რომელიც 19 ივნისის ღამეს, თბილისიდან მცხეთაში მისი „უბნელისა“ და ნაცნობის, შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის წამოსაყვანად ჩავიდა, ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მანქანაში ვახტანგ ახვლედიანი და საქმის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი ქათამაძე ჩაისვა, შენიშნა შავი ფერის „ჰიუნდაი“ , რომელსაც მათი ნაცნობი და „უბნელი“ მართავდა.

    ჩვენება, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ტაქსის მძღოლმა გამოძიებას ინციდენტიდან ორი კვირის თავზე, 2 ივლისს მისცა:

    „ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ, დავინახე, რომ ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანა. უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ, დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი, რომელსაც გვერდით ეჯდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს. მე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, რის შემდეგაც მოვატრიალე მანქანა და წამოვედი თბილისისკენ“.

    გამომძიებლის კითხვაზე, გამოელაპარაკეთ თუ არა თქვენს ნაცნობს, რომელიც შავი ფერის „ჰიუნდაის“ მართავდა, ტაქსის მძღოლი პასუხობს:

    „ვუთხარი მე მას, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ბიჭები ჩავისვი მანქანაში და მიმყავს სახლში, რაზეც მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და განვაგრძე გზა“.

    კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ცნობილი, რა მიმართულებით წავიდა შავი „ჰიუნდაი“, ტაქსის მძღოლი პასუხობს, რომ მისთვის, შავი ფერის მანქანის გადაადგილების მარშრუტი უცნობია.

    ტაქსის მძღოლი ჩვენებაში შავი ფერის „ჰიუნდაის“ მძღოლის ვინაობასაც ასახელებს. გამოკითხა თუ არა გამოძიებამ აღნიშნული პირი, ან აპირებს თუ არა მის გამოკითხვას, რადიო თავისუფლებამ საქმის მასალებში ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლია.

    ტაქსის მძღოლის ჩვენების თანახმად, ირკვევა, რომ 19 ივნისის ღამეს, ინციდენტის ადგილას, მცხეთის მაგისტრალზე, ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონიდან, ე.წ. ნახალოვკიდან ჩასული პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მცხეთის მაგისტრალზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს, მათ შორის ვახტანგ ახვლედიანს, გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს, არამედ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, საბურთალოს რაიონიდან ჩასული ავტომობილიც, შავი ფერის „ჰიუნდაი“. საქმის მოწმეები, ვახტანგ ახვლედიანი და კონსტანტინე ღიბრაძე სწორედ საბურთალოს რაიონში ცხოვრობენ.

    აღსანიშნავია, რომ შავი ფერის „ჰიუნდაის“ შესახებ, არაფერს ამბობს საკუთარ ჩვენებებში ვახტანგ ახვლედიანი.

    საქმის მასალების თანახმად, მცხეთის აგარაკზე, დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ნაძალადევსა და საბურთალოზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა.

    წყარო: რადიო თავისუფლება