Category: ახალი ამბები

  • თავი სამართლებელი არავის აქვს, საქართველოს სულის მატარებელი ვარ რუსეთშიც – შენგელია

    თავი სამართლებელი არავის აქვს, საქართველოს სულის მატარებელი ვარ რუსეთშიც – შენგელია

    საქართველოს საკლათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია რუსეთის არმიის კლუბში, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ ამბობს, რომ თავი სამართლებელი არავის აქვს.

    მისი თქმით, ის საქართველოს სულის მატარებელია რუსეთშიც და ყველგან, სადაც არის.

    “კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ,” – განაცხადა თორნიკე შენგელიამ რუსთავი 2–თან საუბრისას.

    საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა. შენგელიას თქმით, ცსკაში გადასვლით ბედნიერია.

  • ფოტოგრაფმა ბრეგვაძემ პოლიციელებს უთხრა, რომ შაქარაშვილს და მის მეგობრებს საერთოდ არ იცნობდა. ნაწყვეტი პოლიციელის ჩვენებიდან

    ფოტოგრაფმა ბრეგვაძემ პოლიციელებს უთხრა, რომ შაქარაშვილს და მის მეგობრებს საერთოდ არ იცნობდა. ნაწყვეტი პოლიციელის ჩვენებიდან

    იმ ეკიპაჟის პოლიციელის ჩვენებიდან, რომელმაც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანა, ირკვევა, რომ მან პოლიციელები მოატყუა. პოლიციელი ამბობს, რომ მან ბრეგვაძე თბილისში, გუდვილთან დატოვა. ჩვენებაში ნათქვამია, რომ ბრეგაძემ პოლიციელებს უთხრა, თითქოს საერთოდ არ იცნობდა იმ ხუთ ახალგაზრდას, ვინც მერსედესის მგზავრებმა სცემეს. ანუ შაქარაშვილს და მის მეგობრებს, რომლებთან ერთადაც წვეულების შემდეგ ხიდზე ერთად მოდიოდა, ვისთან ერთადაც ფოტოებს იღებდა და ლისზე წასვლას გეგმავდა წვეულების გასაგრძელებლად. პოლიციელის ჩვენების მიხედვით ბრეგვაძემ მათ უთხრა, რომ დასავლეთიდან თბილისში ავტოსტოპით მოდიოდა, და მის წინ მიმავალ უცნობ ბიჭებს მერსედესის მარკის მანქანიდან გადმოსულმა პიროვნებებმა გინება და ჩხუბი დაუწყეს, რის შემდეგაც მას შეეშინდა, გაიქცა და დაიმალა.

     

  • ტაოში  სოფელი იწვის (ვიდეო)

    ტაოში სოფელი იწვის (ვიდეო)

    ტაოში სოფელი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და ვიდეოს ავრცელებს.

  • შესვლა აკრძალულია – შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება

    შესვლა აკრძალულია – შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება

    დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე მოსალოდნელია 4 ბალამდე შტორმი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცოების მართვის სამსახური ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

    დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
    ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

    გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.

    შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ძალიან მეწყინა მე რომ რაღაცას მტენიან, ყველამ კარგად იცის რომ არაფერ შუაში არ ვარ – კაწრო

    ძალიან მეწყინა მე რომ რაღაცას მტენიან, ყველამ კარგად იცის რომ არაფერ შუაში არ ვარ – კაწრო

    “ძალიან მეწყინა ეს ამბავი, მითუმეტეს, მე რომ რაღაცას მტენიან. ყველამ კარგად იცის რომ მე არაფერ შუაში არ ვარ”- საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი ავთანდილ ბილანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ გააკეთა. მისი განცხადებით, ის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან არანაირ კავშირში არ არის, აქვს ალიბიც და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს, რათა სიმართლე დადგინდეს.

    „არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც დაზარალებულთან, არც მოძალადეებთან. საერთოდ არანაირი ნაცნობობა არ მაქვს, არაფერი აბსოლუტურად. არც შორეული ნაცნობობა მაკავშირებს, ვაფშე არ ვიცნობ. შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორით შევიტყვე. გავიგე, რომ ბავშვი იყო დაკარგული, და მერე ტელევიზორში რომ გამოაცხადეს. ჩემი ტელეფონი ამოიღეს, გააკეთებენ ყველაფერს და დადგინდება სად ვიყავი, კონტაქტი ვისთან მქონდა და ა.შ. ჩემი ტელეფონი საგამოძიებო ორგანოში დავტოვე.პროკურატურამ საგამოძიებო ორგანოში იმიტომ დამიბარა, რომ გვარამიას თქმით, ვიდეოჩანაწერებში მე ვიყავი.მივეცი ჩვენება სად ვიყავი და რას ვშვრებოდი მაგ დღეებში. ყველაფერი ამოღებულია და ყველამ იცის, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ.

    ალიბიც მაქვს და საერთოდ ზარიც კი არ მაქვს არცერთთან გაშვებული ან გამოშვებული. არანაირი კონტაქტი აბსოლუტურად არ მქონდა. მქონდა უფლება ნამდვილად, რომ არ დამეტოვებინა, მაგრამ ნამდვილად მინდა აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს ბინძური ლაქა. ოჯახი მყავს, შვილი მყავს… ძალიან მეწყინა ეს ამბავი, მითუმეტეს, მე რომ რაღაცას მტენიან. ყველამ კარგად იცის რომ მე არაფერ შუაში არ ვარ“, – განაცხადა ბილანიშვილმა.

    ავთანდილ ბილანიშვილი, წუხელ ღამით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბილანიშვილმა წარადგინა ყველა დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ შაქარაშვილის საქმესთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.

    19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

    მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

    სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

    4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

  • “ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით” –  თორნიკე შენგელია ოფიციალურად რუსული კლუბის, ცსკა-ს წევრია

    “ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით” – თორნიკე შენგელია ოფიციალურად რუსული კლუბის, ცსკა-ს წევრია

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს წევრი გახდა. ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

    „ცსკა“-ს ვებსაიტმა სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა:

    “ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ.”- განაცხადა თორნიკე შენგელიამ
  • ფოთისა და ურეკის სანაპირო წყალმცენარეებისგან მწვანედ „შეიღება“ (ფოტოები)

    ფოთისა და ურეკის სანაპირო წყალმცენარეებისგან მწვანედ „შეიღება“ (ფოტოები)

    ფოთისა და ურეკის სანაპირო წყალმცენარეებისგან მწვანედ „შეიღება“. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპიროს ფოთი-ურეკის მონაკვეთზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

    “ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები.
    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

    აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

    სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.”- ნათქვამია განცხადებაში.

     

  • პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

    პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

    შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურაში მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცეს, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს

    როგორც ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალებთან ერთად, შეცდომით გადასცეს დაბადების დღეზე მყოფი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. მისივე თქმით, ის საგამოძიებო უწყებაში გუშინ დაიბარეს და ხელწერილი მოსთხოვეს, რათა ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება არ მომხდარიყო.

    „იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი. ჩვენ გუშინ ღამის 11 საათზე, გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია. სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ თითქოსდა დაცვის მხარეს გაფრთხილების ხელწერილი უნდა დაეწერა. მათ შორის გულისხმობდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

    განვუმარტეთ, რომ ასეთი სახის გაფრთხილება არასწორი იყო – მათივე მოქმედებით მოვხდა ჩვენს კომპიუტერში. განმარტება, რომ შენახვისთვის ადვოკატები პასუხს ვაგებდით სისხლის სამართლის წესით, იყო აბსურდი, ვინაიდან ეს მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებები იყო ჩვენ გაფრთხილებებზე. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, – განაცხადა ადვოკატმა ვახო მამულაშვილმა.

    19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

  • “შეიზღუდოს ოლიგარქის არაფორმალური გავლენა საქართველოს მთავრობაზე” – აშშ–ს პირობა საქართველოს დახმარებისთვის

    “შეიზღუდოს ოლიგარქის არაფორმალური გავლენა საქართველოს მთავრობაზე” – აშშ–ს პირობა საქართველოს დახმარებისთვის

    აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შეტანილ დოკუმენტს განმარტება დაერთო. კომიტეტის თავმჯდომარის, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ნიტა ლოუის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოსათვის გამოყოფილ დახმარებაზე და ასევე ამ დახმრების 15%-ის შეჩერებაზე, რაც დამოკიდებული იქნება საქართველოში გატარებულ რეფორმებზე.

    “ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა, არ გადაეცეს საქართველოს მთავრობას, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და ანგარიშს არ წარუდგენს საბიუჯეტო კომიტეტს, რომ მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაფერისობის თაობაზე.

    კომიტეტი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემის შექმნისათვის, რომელიც ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის შეთანხმების შედეგია. სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით.”

    განმარტებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციით საქართველოს დასახმარებლად უნდა გამოიყოს არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარისა და ეს დახმარება შემდეგნაირად უნდა განაწილდეს:

    88 025 000 დოლარი ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან

    5 700 000 დოლარი ნარკოტიკებთან ბრძოლისათვის

    1 100 000 დოლარი ტერორიზმთან ბრძოლისათვის

    2 200 000 დოლარი სამხედრო წვრთნების და გადამზადებისათვის

    35 000 000 დოლარი კი საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამიდან.

    კომიტეტი სახელმწიფო მდივანს და USAID-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს პრიორიტეტი მიანიჭოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის განკუთვნილ პროგრამებს, რათა ხელი შეუწყონ მთავრობის გამჭვირვალედ და კარგად ფუნქციონირებას.

    “რუსეთის მთავრობიდან მომავალი საფრთხე ხაზს უსვამს ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის, აშშ-ს საგარეო მხარდაჭერის გაგრძელებას დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით”. – ნათქვამია დოკუმენტში.

    აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი. კანონში ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

    წყარო: ტაბულა

  • ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში არიან: „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი” და „ევროპული საქართველო” – საერთაშორისო გამჭვრივალობა

    ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში არიან: „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი” და „ევროპული საქართველო” – საერთაშორისო გამჭვრივალობა

    2019 წელს, იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.კვლევის თანახმად, 2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში მმართველ პარტიასთან ერთად შედიან: 1 676 618 ლარით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და 1 643 099 ლარით – „ევროპული საქართველო”.

    „პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 41% (8 437 689) კი – კერძოზე. „ქართულ ოცნებას” თუ გამოვაკლებთ, დანარჩენი 18 პოლიტიკური პარტიის ჯამური შემოსავლის 88% სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე მოდიოდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება. 19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელო”-ს არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან იგი 2019 წელს შეიქმნა და ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია;

    2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ;

    141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე „ქართული ოცნების” შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულმა 15 კომპანიამ: 15 750 924 ლარი გამარტივებული შესყიდვებით, 126 092 739 ლარი ტენდერებით, ამ დამფინანსებლებს მმართველი პარტიის ყულაბაში ჯამში 1 745 000 ლარი ჰქონდათ შეტანილი;

    2019 წელს კომპანიამ „გ & კ ტექნოლოგი” და მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა „ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, 40 000 და 60 000 ლარი ჩაურიცხეს. ამ კომპანიამ 16 თვის განმავლობაში 28 376 575 ლარის 8 სახელმწიფო ტენდერი მოიგო. აბრამიშვილი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს, 2012 წელს კი მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც” აფინანსებდა;

    წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო ახასიათებს – მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც ეჭვებს აჩენს: წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული? სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა? „ქართული ოცნების” მსხვილ დამფინანსებლებს შორის 2019 წელსაც, ტრადიციულად მოხვდნენ:

    ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემომწირველი ფიზიკური და იურიდიული პირების ჯგუფი; სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორ „თეგეტა მოტორსთან” დაკავშირებული პირები; „ლილო-მოლთან” დაკავშირებული შემომწირველები; „სერვის-აგრო”-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული შემომწირველები; „პოლიმერთან” დაკავშირებული პირები”, – აღნიშნულია კვლევაში.

    ამასთან, კვლევის თანახმად, 19-მა პარტიამ 2019 წელს სულ 20 723 057 ლარი დახარჯა, რომლის 43% – 8 877 711 ლარი – მმართველ პარტიაზე მოდის. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო”; 1 671 775 ლარით მესამეზე კი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”.

    ამავე კვლევის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ” რეკლამაში 3-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დანარჩენმა 18 პარტიამ.

    რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პოლიტიკური დაფინანსების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო.

    „Facebook-მა საკუთარი ინიციატივით უკვე ორჯერ წაშალა ასეულობით მომხმარებელი, რომლებიც ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და სხვადასხვა პოლიტიკოსებისდისკრედიტაციას ეწეოდნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ფინანსების ხარჯვას ვერ აკონტროლებს – ეს პრობლემა მოგვარებას საჭიროებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

    „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციით, პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე.

    „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს: მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირებას და შესწავლას, პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ მონიტორინგსა და პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსების სწორად და სრულად დეკლარირების მხრივ.

    ასევე, პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე”, – აღნიშნულია კვლევაში.