Category: ახალი ამბები

  • თორნიკე ყოველთვის დაიცავს სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებას – კალათბურთის ფედერაცია

    თორნიკე ყოველთვის დაიცავს სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებას – კალათბურთის ფედერაცია

    თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკა”-ში გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ფედერაცია წერს, რომ შენგელია მუდამ დაიცავს სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებას.

    “საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!” – წერია განცხადებაში.

    საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა. შენგელიას თქმით, რუსეთის არმიის კლუბში გადასვლით ბედნიერია.

    მისივე განცხადებით, თავი სამართლებელი არავის აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.

  • მე მწამს შინაგანად, რომ მოკლეს და კვალის არევით არიან დაკავებული – ელისაშვილი შაქარაშვილზე

    მე მწამს შინაგანად, რომ მოკლეს და კვალის არევით არიან დაკავებული – ელისაშვილი შაქარაშვილზე

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი შინაგანი რწმენით, გიორგი შაქარაშვილი მოკლეს.

    “ყოველ მის ფოტოს ნახვაზე გული მიკვდება. მეც 15 წლის მყავს უფროსი შვილი და წარმომიდგენია მის ოჯახში რა ხდება. 3 კვირაა ხო ლაპარაკობთ იმაზე, თქვე დალოცვილებო, გამოიძიეთ ეს საქმე. ანგელოზივით ბავშვი უცნაურ ვითარებაშია დაკავებული, მოდი, ნუ ვიტყვით მკვლელობას, თუმცა მე მწამს შინაგანად, რომ ის მოკლეს და შემდეგ კვალის არევით არიან დაკავებული. 3 კვირაა რას შვრება მედია, ვეხვეწებით, რომ გააკეთეთ თქვენი საქმე”,– ამბობს ელისაშვილი.

    ის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ადვოკატისთვის გადაგზავნის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს “ცალკე ჯოჯოხეთია”.

    “დღეს გამაოგნებელი ამბავია. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჰქონდათ შენახული და მერე შემთხვევით გადაუგზავნეს ადვოკატს. ეს კიდევ ცალკე ჯოჯოხეთია. რატო ინახავენ, რა შუაშია საქმესთან”,– ამბობს ელისაშვილი.

    მისივე შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლება მავნებელი, არაპროფესიონალი და უკვე მოძალადეა.

    “რითი განსხვავდებიან იმათგან?! [წინა მთავრობისგან]. აი, რითი განსხვავდებიან?! განსხვავდებიან იმით, რომ არიან მექრთამეები”,– თქვა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა.

  • შაქარაშვილის საქმეში აღმოჩენილ პირადი ცხოვრების კადრებზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

    შაქარაშვილის საქმეში აღმოჩენილ პირადი ცხოვრების კადრებზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

    გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში აღმოჩენილი პირადი ცხოვრების კადრებზე ცალკე გამოძიება დაიწყო.

    სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება შეისწავლის გამომძიებლის მიერ ადვოკატისთვის კადრების გადაცემის საკითხსაც.

    „საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

    პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

    შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურაში მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცეს, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.

  • ეს საქმე ჩამოიშლება სასამართლოში, აღარაფერი ეშველება – ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

    ეს საქმე ჩამოიშლება სასამართლოში, აღარაფერი ეშველება – ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

    გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმე სასამართლოში ჩამოიშლება, რადგან მოწმეებმა მტკიცებულებები შეცვალეს, რაც დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება.

    “რამდენჯერმე მიღებული ჩვენება, რომელთა შორითაც არის წინააღმდეგობა, დაუშვებელი მტკიცებულებაა და მათი გამოკვლევაც არ უნდა მოხდეს სასამართლოში”, – ამბობს გელხაური და მაგალითად საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდება მოჰყვას.

    “რატომაც არის დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. 4–ჯერ შეცვლილი ჩვენების საფუძველზე რომ აქვს ბრალი წარდგენილი, რომ თავისუფლება აღუკვეთა ამირხანაშვილს, ეს უკვე დაუშვებელი მტკიცებულებაა, შესაბამისად, ეს საქმე თავს ვერ დაიჭერს სასამართლოში”,– ამბობს ადვოკატი ტვ პირველის ეთერში.

    მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმეს აღარაფერი ეშველება თავისუფალი სასამართლოს პირობებში.

    “ეს არის საქმის ჩამოშლა, ყველა ის პირი, ვისაც ბრალი ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სასამართლოში გამართლდება”,– აცხადებს გელხაური.

  • ჩემთვის სამწუხაროა და მიუღებელია  – ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას ცსკაში გადასვლაზე

    ჩემთვის სამწუხაროა და მიუღებელია – ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას ცსკაში გადასვლაზე

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქარველოს საკალათბურთოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკაში გადასვლას ეხმიანება. ზურაბიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვის სამწუხარო და მიუღებელია.

    “ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით”,– წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

    საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა. შენგელიას თქმით, რუსეთის არმიის კლუბში გადასვლით ბედნიერია.

    მისივე განცხადებით, თავი სამართლებელი არავის აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.

  • “3 ქულიანი ღალატი ჩააგდო”- ბექა გოჩიაშვილი თორნიკე შენგელიაზე

    “3 ქულიანი ღალატი ჩააგდო”- ბექა გოჩიაშვილი თორნიკე შენგელიაზე

    “3 ქულიანი ღალატი ჩააგდო”- ასე ეხმაურება ცნობილი ქართველი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაs მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას.

    “თორნიკე შენ-გელიან ??-ში, 3 ქულიანი ღალატი ჩააგდო, სუფთა”- წერს ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს წევრი გახდა. ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

    ცნობისთვის, შარშან ქართველმა ჯას პიანისტმა, ბექა გოჩიაშვილმა უარი თქვა სტენლი კლარკის ბენდთან ერთად ტურნეზე, სადაც ტურნეს ფარგლებში მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი შედიოდა და განაცხადა, რომ ის დაუკრავდა ყველგან  მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგის გარდა.

     

  • ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მე ვიქნები წინა ხაზზე – სააკაშვილი

    ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მე ვიქნები წინა ხაზზე – სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართავს ავრცელებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში კრიმინალების თარეში დააბრუნა, რომლებიც ახალგაზრდებს ხოცავენ.

    სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა საქართველოს საქვეყნოდ მოჭრა თავი, ამიტომ ის ქართველ ხალხთან ერთად”ხელჩაკიდებული” ბრძოლის წინა ხაზზე იბრძოლებს.

    საქართველოს მე–3 პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებს, რაც მალე დასრულდება.

  • თავიდან უნდა ავიცილოთ ადამიანების მოზღვავება – გამყრელიძე კარანტინის მიზეზებს განმარტავს

    თავიდან უნდა ავიცილოთ ადამიანების მოზღვავება – გამყრელიძე კარანტინის მიზეზებს განმარტავს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განმარტავს, რატომ არის ევროკავშირის 5 ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ხოლო ტურისტებისთვის – არა.

    გამყრელიძის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ თავიდან აიცილონ ადამიანების “მოზღვავება”

    “საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამოგზაუროდ ან სხვა მიზნით წაბრძანდებიან ამ ხუთ ქვეყანაში, დაბრუნებისას, დიახ, მათ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მოუწევთ კარანტინში გადასვლა იმიტომ, რომ თავიდან იქნეს აცილებული დიდი რაოდენობით ადამიანის მოზღვავება.

    ყველაფერი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. გარკვეულ ნაბიჯზე, ალბათ, შემდგომ უკვე მოხდება და იქნება განხილვის საგანი ეს მეორე საკითხი. მაგრამ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და შემოდიან საქართველოში, საქართველოს მთავრობა ყოველგვარი ფასის გარეშე, გადახდის გარეშე მათ უზრუნველყოფს 2–კვირიანი კარანტინით, შესაბამისი კვებით და კვლევებით”,– განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

    მისივე განმარტებით, ტურისტებზე კარანტინი იმიტომ არ ვრცელდება, რომ ეს ორმხრივი შეთანხმების ნაწილია.

    “ამ ადამიანებზე არავითარი სხვა დამატებითი პირობა არ ვრცელდება და ეს არის ორმხრივი შეთანხმების ნაწილი. ანუ ეს ქვეყნები ცნობენ საქართველოს უსაფრთხოდ, და ჩვენც შესაბამისად მათ გავუხსენით კარი”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.

    ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა სხვაგვარად განმარტა. მან თქვა, რომ ტურისტები კორონავირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან მათ საქართველოს მოქალაქესთან შედარებით გაცილებით ნაკლები საკონტაქტო წრე ჰყავთ.

    ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ მაშინაც, თუ ევროპის იმ 5 ქვეყნიდან შემოდიან, რომელსაც საზღვრები საქართველომ უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები 2–კვირიან კარანტინს არ გაივლიან.

  • მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს – კალათბურთის ფედერაცია შენგელიაზე

    მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს – კალათბურთის ფედერაცია შენგელიაზე

    საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ეხმიანება. ფედერაციის განცხადებით, შენგელიას ბასკონიასთან კონტრაქტი 2020 წლამდე ჰქონდა დადებული, თუმცა “მოსკოვლებემა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს”.

    “საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ეხმიანება. ფედერაციის განცხადებით, შენგელიას ბასკონიასთან კონტრაქტი 2020 წლამდე ჰქონდა დადებული, თუმცა “მოსკოვლებემა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს”.

    შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში.” – წერია განცხადებაში.

    საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა. შენგელიას თქმით, რუსეთის არმიის კლუბში გადასვლით ბედნიერია.

    მისივე განცხადებით, თავი სამართლებელი არავის აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.

  • შსს ამტკიცებს, რომ ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილი ის არის, ვინც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს დიდუბეში ამირხანაშვილს შეხვდა

    შსს ამტკიცებს, რომ ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილი ის არის, ვინც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს დიდუბეში ამირხანაშვილს შეხვდა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ამტკიცებს, რომ ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილი, რომელიც გუშინ დაკითხეს ის მამაკაცია, რომელიც 19 ივნისის ღამეს დიდუბის მეტროსთან ქუჩის კამერებმა დააფიქსირა და რომელიც შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმეს, ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. შსს ამბობს, რომ ის თბილისში ქუთაისიდან მომავალ მიკროავტობუსს ჩამოჰყვა. ამავე განცხადებაში შსს უარყოფს, რომ თბილისი–სენაკი–ლესელიძის ტრასაზე, ადგილი, რომელიც შაქარაშვილის საქმეში შესაძლოა შემთხვევის ადგილი ყოფილიყო, ვინმემ ხელოვნურად დაწვა.

    გთავაზობთ განცხადებას სრულად:

    “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე დადგენილია, იგი არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით.

    ასევე, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ., ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.“– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.