Category: ახალი ამბები

  • ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული სისწრაფით იზრდება, სიკვდილიანობა (ჯერ) არა

    ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული სისწრაფით იზრდება, სიკვდილიანობა (ჯერ) არა

    ივნისის შუა რიცხვებიდან დაწყებული, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში რეკორდულად სწრაფად იზრდება. ახალი კორონავირუსი ბოლო კვირის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 50 000 ადამიანს დაუდასტურდა.

    ინფიცირების რეკორდული, 60 000-იანი მონაცემი იქნა აღრიცხული ოთხშაბათს. სიკვდილობა კი ამერიკაში ბოლო კვირის მანძილზე, დღეში საშუალოდ 500 იყო.

    ამ ეტაპზე აშკარაა, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ინფიცირებასთან შეფარდებით იმდენად მაღალი არ არის, როგორც გაზაფხულზე, როცა პანდემიის ეპიცენტრად ნიუ-იორკი გადაიქცა. ერთი შეხედვით, ეს კარგი ამბავია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დღევანდელი მონაცემები მხოლოდ დროებითია.

    სიკვდილობა გაიზრდება

    ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ სიკვდილობის პროცენტულობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის პროგრესულად ზრდასთან ერთად მოიმატებს. სტატისტიკური მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვალება საშუალოდ ერთი თვის შემდეგ ხდება. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი კი ამერიკაში უკვე იზრდება, დაახლოებით მესამედით, როგორც ამას ქვემოთ მოცემული გრაფა აჩვენებს.

    უნდა ვივარაუდოთ, რომ სიკვდილობა თანდათან გაიზრდება, ამბობს ამეშ ადილჯა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრიდან. “ვფიქრობ, ეს ელემენტარული ბიოლოგია და მათემატიკაა. ჰოსპიტალიზაციის და სარეანიმაციო პალატების გამოყენების ზრდასთან ერთად, ჩვენ სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდის მოწმე გავხდებით” – აღნიშნავს ის.

    ინფექცია ახალგაზრდებში

    ბევრი ფიქრობს, რომ მართალია, სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზრდება, მაგრამ ის მაინც შედარებით დაბალ ნიშნულზე დარჩება. ამ მოსაზრებას ორი ფაქტორი ამყარებს: ერთი ის, რომ ამერიკაში, ახალი ტალღის ინფიცირებულთა შორის, თითქმის ნახევარი ახალგაზრდა და შედარებით უფრო ჯანმრთელია.

    თუმცა, აუცილებლად ყურადსაღებია შემდეგი გარემოება: თავისთავად ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ხარ, “არ ნიშნავს, რომ სერიოზულად ავად არ გახდები”, – განაცხადა სამშაბათს ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ. მისი თქმით, კოვიდ-19 დიაგნოზის მქონე ახალგაზრდებიც ხვდებიან ინტენსიური თერაპიის პალატებში, მაგრამ შედარებით დაბალი პროცენტით.

    ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ კოვიდ-19-მა ახალგაზრდების ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული კვალი დაატყოს. “მთელი წყებაა პრობლემების, რომელთა შესახებ თანდათან ვიგებთ,” – ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ბარუნ მათემა.

    “ძალიან ბევრი რამაა ასიმპტომატურ ინფიცირებასა და სიკვდილს შორის” – აღნიშნავს ის. სერიოზულ და ხანგრძლივ გართულებათა რიცხვში კი ეპიდემიოლოგი ფილტვების დაზიანებას, სისხლის შედედებებს და ინსტულტებს ასახელებს.

    მკურნალობის გაუმჯობესება

    სპეციალისტების აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილობის შედარებით მცირე მონაცემს შესაძლოა, მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი – მკურნალობის გაუმჯობესებაც – განსაზღვრავდეს. გვიანი გაზაფხულის შემდეგ, ჰოსპიტალიზებულთა შორისაც ახალი თერაპიების დადებითი შედეგი შეიმჩნევა.

    ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ორი პრეპარატი “დექსამეტაზონი” და “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში უკეთეს შედეგს აჩვენებს. თუმცა, ექიმები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პაციენტების ერთ ნაწილში ხდება.

    “თუ ძალიან, ძალიან ავად ხარ, ეს მედიკამენტები ეფექტურია, მაგრამ ის არ კურნავს” – ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი რაჯეშ განდი. მისი თქმით, ეს წამლები მოქმედებს, ეს მნიშვნელოვანი შედეგია, უკეთესი ვიდრე – მარტში. მაგრამ, “ჯერ ძალიან შორს ვართ იმ მკურნალობისგან, რომელიც გვესაჭიროება… საქმე გვაქვს ძალიან, ძალიან აგრესიულ ვირუსთან, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით”.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს? – ყაველაშვილი შენგელიაზე

    ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს? – ყაველაშვილი შენგელიაზე

    “ცსკა-ში თამაშობს 4-5 ამერიკელი, არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?”- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვურ კლუბში გადასვლას.

    “დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს CSKA არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით -5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

    თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი,” – განაცხადა რუსთავი2-თან საუბრისას მიხეილ ყაველაშვილმა.

  • “ ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში“ – კალათბურთელ შენგელიას მამა

    “ ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში“ – კალათბურთელ შენგელიას მამა

    ერთი წამით ჩამოვაშოროთ პოლიტიკა ყველაფერ ამას და მივხვდებით, რომ სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ მოსალოცი ამბავია და მეტი არაფერი. უნდა გაგვიხარდეს, რომ  თორნიკე ასეთ კლუბში მოხვდა, – ამის შესახებ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მამამ “მთავართან” საუბრისას განაცხადა

    „ძნელია სამწუხაროდ ჩამოშორება, იმიტომ რომ იმდენად პოლიტიზირებულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, რომ დღესდღეობით ჩამოშორება ძნელია. ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. პრეზიდენტის განცხადებაზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ. სამწუხარია, თუ ასე ფიქრობს და რავიცი, ალბათ კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, რომ მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ეს არის ჩემი კომენტარი“, – ამბობს კახა შენგელია. 

    თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა–ში გადასვლას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმაც კი გააკეთა. მან  “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ მისთვის ეს ფაქტი სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია.

    საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის “ბასკონიადან” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა. ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენგელიას “ბასკონიასთან” კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა, “მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს”.

  • კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს – მეთიუ ბრაიზა ვაშინგტონის სანქციებზე

    კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს – მეთიუ ბრაიზა ვაშინგტონის სანქციებზე

    ეს უკვე სანქციებია ვაშინგტონის მხრიდან – შეერთებული შტატების კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა, “მთავარ არხთან” საუბრობს.

    როგორც ამერიკელი დიპლომატი ამბობს, კონგრესის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მსუბუქი ნაბიჯებია, რადგან საქართველო ვაშინგტონისთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

    “ეს კანონპროექტია, ეს არის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი. იქნება სენატის ვერსიაც, ასე რომ ეს ჯერ არ არის ამბის დასასრული, სენატისა და კონგრესის პოზიციაც კი კომიტეტი შეაჯამებს, ასე მუშაობს ამერიკის საკანონმდებლო სისტემა, ამ პროცესს მიეცემა მსვლელობა. მანამდე კი – დიახ, ეს კანონპროექტია, რომელსაც აუცილებლად დაამტკიცებენ, რადგან ეხება სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ოპერაციების ხარჯებს. რაც შეეხება თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამბობს, რომ ეს რეპორტია – დიახ, ეს არის მიმართვა სახელმწიფო მდივნის მიმართ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს შესახებ, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, დაცულები არიან თუ არა ადგილობრივი და უცხოური კომპანიები ოლიგარქიული ჩარევისაგან და არის თუ არა კანონის უზენაესობა ქვეყანაში. თუკი დეპარტამენტი იტყვის, რომ ყველაფერი გამოსწორდა, ეს ზომა არ ამოქმედდება. მაგრამ თუკი იტყვის, რომ ასე არ არის, მაშინ 135 მილიონიდან 15 პროცენტი გაიყინება, ეს უკვე არის სანქცია. ჩემი აზრით, ძალიან მსუბუქი პასუხი, ძალიან, იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება, რადგან იმის მიუხედავად, რაც ხდება საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რომლის შესახებაც მე დამიჯერეთ, ინფორმირებული ვარ ვაშინგტონში, საქართველო ძალიან პოპულარულია, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სანქციები ამ ეტაპზე უფრო მკაცრი არ არის“, – ამბობს ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა.

  • შენგელია მოზარდი თაობის მაგალითია, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო – ყაველაშვილი

    შენგელია მოზარდი თაობის მაგალითია, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო – ყაველაშვილი

    პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ცსკაში გადასული თორნიკე შენგელია სამაგალითოა, ამიტომ სოლიდარობას უცხადებს.

    ყაველაშვილის თქმით, შენგელია მისთვის საამაყოა. 

    “მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო.

    დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს CSKA არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

    თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა რუსთავი 2–თან საუბრისას.

    საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

  • სააკაშვილის განცხადებაზე არ ვფიქრობ საერთოდ – გიგა ბოკერია

    სააკაშვილის განცხადებაზე არ ვფიქრობ საერთოდ – გიგა ბოკერია

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე არ ფიქრობს.

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე არ ვფიქრობ საერთოდ. თქვენი კითხვაა, რას ვფიქრობ ამაზე, არაფერს არ ვფიქრობ. სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან კავშირში არ არის. ჩვენ ვართ ევროპული საქართველო, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, იმ პარტიაში რას იზამს, ეს მისი საქმეა. სხვა პარტიების აქტივობებს რატომ უნდა მივესალმო? მე მივესალმები ევროპული საქართველოს წარმატებას ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. სხვა ოპოზიციური პარტიები რას იზამენ, ვინ იქნება მათ წინა, თუ შუა ხაზზე, ეს მათი განცხადებაა”,– ამბობს ბოკერია ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ვიდეომიმართა გაავრცელა. მან თქვა, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომლის კანონიერებას არცერთი წამით არ ცნობს. მისივე განცხადებით,  “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებს, რაც მალე დასრულდება. სააკაშვილი ამბობს, რომ ქართველ ხალხთან ერთად”ხელჩაკიდებული” ბრძოლის წინა ხაზზე იბრძოლებს.

    მის განცხადებას უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაზე უკრაინას პასუხი მოეთხოვება. 

  • “სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა”- თეთრი ფურგონის მძღოლის შვილი

    “სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა”- თეთრი ფურგონის მძღოლის შვილი

    “სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.” – შაქარაშვილის საქმეში  თეთრი ფურგონის მძღოლის შვილი ქრისტინე ლომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს რომ ტელეკომპანია “მთავარმა” ცილისწამებური რეპორტაჟი მოამზადა, რითიც მამამის სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემობრუნდა.

    “ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა.დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ “ მთავარი არხის” რეპორტაჟი, კერძოდ , ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ “სკანდალურ” დეტალებზე საუბრობს.

    ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის ჩემთვისაც ( ამ კონკრეტულ შემთხვევამდე ) მთავარი არხი ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემის მხრივ, ჩემს მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე.

    ის რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს არის წმინდა წყლის ცილისწამება.ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს.

    ვინც მე და ჩემს ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ მამაჩემი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისსში.
    მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია ბატობმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის “გვამის გადამზიდად”.
    მსგავსი ცილისწამება სცდება აფსოლუტურად ყველა ზღვარს.

    რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან. აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა. ამ ბიჭის და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება.
    ეს ბიჭი პირველი არ არის ვინც მამამ დაიმგზავრა, ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს უარს არ ეუბნება.
    ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.

    აფსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს.

    თუმცა ბატონი გვარამია აშკარაა ისევ ცილისწამებითაა დაკავებული.”- წერს ქრისტინე ლომიძე სოციალურ ქსელში.

  • დაანებონ ოჯახს თავი ამ მაიმუნებმა, პოლიტიკურად აჟიტირებულმა დეგენერატებმა – ნიკოლაძე

    დაანებონ ოჯახს თავი ამ მაიმუნებმა, პოლიტიკურად აჟიტირებულმა დეგენერატებმა – ნიკოლაძე

    გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი,  საქმესთან დაკავშირებით კი ბევრი უსაფუძვლო ვერსია ვრცელდება.

    „ჩვენ ველოდებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია გამოძიების წინაშე ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოშობილია დღემდე და რომლის გარკვეული ნაწილი გავლილი გვაქვს გამოძიებასთან ერთად. იმდენი რამ რაც მე ვიცი, თქვენ რომ იცოდეთ, საერთო თავს შეიკავებდნენ ბევრი ვერსიის გაჟღერებისგან და გაიზიარებდნენ იმ ვერსიებს, რაც არის რეალური. ასე რომ, დაველოდოთ დასკვნას და მერე გავაკეთოთ კომენტარი”,– განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ფორმულასთან საუბრისას.

    მისი თქმით, “პოლიტიკურად ანგაჟირებულმა დეგენერატეგმა” ოჯახს თავი უნდა დაანებოთ.

    „ოჯახის პოზიცია არის ცალსახა, დაანებონ ოჯახს თავი ამ მაიმუნებმა, პოლიტიკურად აჟიტირებულმა დეგენერატებმა და მიხედონ თავის საქმეს. ოჯახმა კარგად იცის რას აკეთებს, აქვს სწორი და თანმიმდევრული პოზიცია. ოჯახი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ რაღაც ეტაპზე წარმოიშვა პრობლემები, თვითონ მიმართავს საზოგადოების დახმარებისთვის. ეს უსაგნო და უშინაარსო გასართობი შოუები ძალიან სამარცხვინოა და ჩვენ პირადად არ გვაინტერესებს“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

  • სააკაშვილის განცხადებაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას – სესიაშვილი

    სააკაშვილის განცხადებაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას – სესიაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებაზე სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს და უკრაინას პასუხს მოთხოვს.

    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმეა იმის მოსმენა, რომ უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს.

    მისი თქმით, მძიმეა იმის მოსმენა, რომ უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს.

    „არავის გაკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პოლიტიკური ბაქი-ბუქი, ეს არავის გაკვირვებია, ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი და ამას საზოგადოება კარგად ხედავს. მაგრამ მეორე საყურადღებო თემაა, რომ ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას. ის არის უკრაინის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როდესაც ის ამ ქვეყნის ლეგიტიმაციაზე საუბრობს, თავისთავად ცხადია, არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას.

    ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში და მათ შორის მძიმეა იმის მოსმენა, როდესაც უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. თავისთავად ცხადია, ამაზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება“,- განაცხადა სესიაშვილმა.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ვიდეომიმართა გაავრცელა. მან თქვა, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომლის კანონიერებას არცერთი წამით არ ცნობს. მისივე განცხადებით,  “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებს, რაც მალე დასრულდება.

  • შაქარაშვილის ექსპერტიზის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი – მირიან ნიკოლაძე

    შაქარაშვილის ექსპერტიზის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი – მირიან ნიკოლაძე

    გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, შაქარაშვილის ექსპერტიზის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

    ექსპერტიზამ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს. ასევე პასუხი უნდა გასცეს მიყენებული დაზიანებების შესახებ არსებულ კითხვებს.

    19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ და ტელევიზიებმა ვიდეომასალები გაავრცელეს, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.