Category: ახალი ამბები

  • პროკურატურამ მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

    პროკურატურამ მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

    შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას – ა.ო.ს და პაპას – გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.

    ბრალდების მხარემ უკვე მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ.ო.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება. გ.ო.-სთვის წარდგენილი ბრალდება თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა

    ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა

    სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.აღსანიშნავია, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • მაუწყებლობის კანონში ცვლილებები გაწვეულია, წინასაარჩევნოდ ამ თემის განხილვა საჭირო არაა – რომან კაკულია

    მაუწყებლობის კანონში ცვლილებები გაწვეულია, წინასაარჩევნოდ ამ თემის განხილვა საჭირო არაა – რომან კაკულია

    დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიას თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები გაწვეული იქნება იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის.

    „ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის. რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად. კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან,” – განაცხადა კაკულიამ.

    შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები გაწვეული იქნება – რომან კაკულია

    „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები გაწვეული იქნება – რომან კაკულია

    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს გაიწვევენ, რადგან წინასაარჩევნოდ ამ თემის განხილვა საჭირო არ არის.

    კაკულიას ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტმა მედიაში მღელვარება გამოიწვია, მისი წარმოდგენილი ვერსიით მიღება აღარ მოხდება.

    „ ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის”,– ამბობს კაკულია.

    მისივე თქმით, ოპერატორებსა და მარეგულირებელ კომისიას შორის კომუნიკაციის დეფიციტი არსებობდა, რაც ხვალ–ზეგ აღმოიფხვრება. კაკულია ღნიშნავს, რომ ტელესაკომუნიკაციო სექტორს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეგულაციებს მომავალში მარეგულირებელი ბოროტად გამოიყენებს.

    “რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად.

    კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობსდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან,” – განაცხადა კაკულიამ.

    ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს განიხილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას ექნება უფლება, მაუწყებლებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

    კანონპროექტში წერია, რომ თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

    მაუწყებლები კანონპროექტს ცენზურად და კონტროლის დაწესების მექანიზმად განიხილავენ და პარლამენტს მოუწოდებენ, შეაჩერონ მისი დაჩქარებული განხილვა.

    ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებიც და აცხადებენ, რომ ის წინააღმდეგობაშია როგორც კონსტიტუციასთან, ისე სამართლის პრინციპებთან.

  • თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

    თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

    თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი თურქეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, აია-სოფია მეჩეთად გადააკეთოს.

    შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე იუნესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აია-სოფია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, ამიტომ მისი სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ორგანიზაციას წინასწარ უნდა ეცნობოს.

    ცნობისთვის, 1 500 წლის წინ აშენებულ ქრისტიანულ ტაძარს, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა, 1930-იან წლებში მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს.

  • ბასკონიამ გაყიდა, თორნიკე საკუთარი ნებით არ გაქცეულა მოსკოვში! – ნაკრების ყოფილი კაპიტანი

    ბასკონიამ გაყიდა, თორნიკე საკუთარი ნებით არ გაქცეულა მოსკოვში! – ნაკრების ყოფილი კაპიტანი

    საქარველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვახტანგ ნაცვლიშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა–ში გადასვლას ეხმიანება. მისი თქმით, ცსკ–სა ბასკონიას შორის ჩვეულებრივი ტრანფერი განხორციელდა, თორნიკე კი საკუთარი ნებით არ გაქცეულა მოსკოვში.

    “მინდა ავხსნა ის რაც წესით ჟურნალისტების მოვალეობაა! სასკი ბასკონიასა და ცსკას შორის განხორციელდა ჩვეულებრივი ტრანსფერი! ანუ ბასკონიამ გაყიდა თავისი კუთვნილი მოთამაშე ცსკაზე ! რაშიც საკმოდ სოოიდური თანხა აიღო! (ზოგადად კალათბურთში, ტრასფერი იშვიათი და ხელზე ჩამოსათვლელი მოვლენაა, ფეხბურთისგან განსხვავებით) სავარაუდოდ ფინანსური მხარის გამო დათმო ბასკონიამ თორნიკე :1) გამოინთავისუფლა მისი მაღალანაზღაურებადი 2წლიანი კონტრაქტი 2) პლიუს ტრასფერიდან სილიდური თანხა მიიღო! ასე რომ თორნიკე თავისი ნებით არ გაქცეულა მოსკოვში! კითხვა:შეეძლო თუ არა თორნიკეს ხელი შეეშალა ტრანფერისთვის ? სავარაუდოდ შეეძლო ,მაგრამ დიდი ალბათობით რისკის ქვეშ დადგებოდა მისი არსებული კონტრაქტის პირობები ბასკონიასთან და საერთოდ მისი კარიერაც! ერთი სიტყვით დიდად თორნიკე ვერაფერს შეცვლიდა ამ მოლაპარაკებებში!”,– აცხადებს ნაცვლიშვილი.

    ნაცვლიშვილის თქმით, მისი სლოგანი ასეთია – რუსეთი ოკუპანტია, თორნიკე კი მისი მეგობარი.

    “რუსეთი ოკუპანტია-თოკო ჩემი მეგობარი! და ეს ჩემი სლოგანი! ამ სიტყვებს ვწერ არა მარტო როგორც ყოფილი კაპიტანი მოქმედ კაპიტანზე, არამედ უბრალოდ როგორც რიგითი გულშემატკივარი! ალბათ უნდა პირადად იცნობდეთ თოკოს რომ სულ ოდნავ მაინც უხერხულოლად იგრძნოთ თავი იმ ზეწოლაში მონაწილეობისგან, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ახორციელებს მის მიმართ! არ დავმალავ რთული გამოწვევაა ! და ამ ტვირთის ტარება მას მოუწევს! თუმცა დარწმუნებული ვარ თორნიკეს სულისკვეთებაში და ღირსებაში! თოკო პატრიოტია ქვეყნის და ქართული სულის! #geosoul”,– წერს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი.

    საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მწავევე კრიტიკა მოყვა. ამის პასუხად შენგელიამ განაცხადა, რომ თავი სამართლებელი არ აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.

  • “ყველამ ვიცით, როგორი პატრიოტია თორნიკე” – ეროვნული ნაკრები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს

    “ყველამ ვიცით, როგორი პატრიოტია თორნიკე” – ეროვნული ნაკრები შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს

    მოსკოვის ცსკაში გადასვლის შემდეგ თორნიკე შენგელიას საქართველოს ეროვნული ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს. მათი თქმით, თორნიკე ქვეყნის პატრიოტია, ცსკა–ში მისი ტრანფერი კი დიდი წარმატებაა.

    ნაკრების ერთ–ერთი ლიდერი, ვიქტორ სანიკიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ნეგატიური კომენტარებისგან თავი შეიკავონ.

    “მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ნეგატიურ კომენტარებზე, რაც შეეხებოდა თორნიკეს ვითომდა არაპატრიოტულ ნაბიჯს, რაც, ვინც თორნიკეს იცნობთ, დამეთანხმებით, ძალიან შორს არის რეალობისგან. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რაოდენ პატრიოტი არის თორნიკე თავისი ქვეყნის, თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად შეუძლებელსაც აკეთებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, რომელი ქვეყნის გუნდში იქნება.

    მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავი შევიკავოთ ისეთი კომენტარებისგან, რომელიც არის არაკორექტული, რადგან თორნიკეს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ მრავალ წარმატებას მოუტანს თავის ქვეყანას. სადაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის თავისი ქვეყნის პატრიოტად დარჩება და ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ”, – თქვა ვიქტორ სანიკიძემ გავრცელებულ ვიდეოში.

    მანუჩარ მარკოიშვილის თქმით, თორნიკე ქართველი ერის და ნაკრების ღირსებას დაიცავს.

    “მინდა, რომ წარმატება ვუსურვოთ ახალგადადგმულ ნაბიჯში, ახალ გამოწვევებზე, რაც ცსკა-ში გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებლი ვარ, რომ თოკო ძალიან წარმატებული იქნება და კიდევ უფრო ბევრჯერ გაახარებს ქართველი გულშემატკივრის გულს საქართველს ნაკრებში და როგორც აქამდე იცავდა, ისევე ღირსეულად დაიცავს ქართველი ერის, ქართული ნაკრების ღირსებას და ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიქნებით მის გვერდით”,– აცხადებს მარკოიშვილი.

    https://www.facebook.com/GeoBasketball/videos/1528498493989314/

    საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოფიციალურად დადასტურდა. შენგელიას თქმით, რუსეთის არმიის კლუბში გადასვლით ბედნიერია.

    მისივე განცხადებით, თავი სამართლებელი არავის აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.

  • უზურპატორი ხარ, ნატურალური უზურპატორი.. იცინე, იცინე – ჯოხთაბერიძე ბექაურს (ვიდეო)

    უზურპატორი ხარ, ნატურალური უზურპატორი.. იცინე, იცინე – ჯოხთაბერიძე ბექაურს (ვიდეო)

    “უზურპატორი ხარ, ნატურალური უზურპატორი.. იცინე, იცინე “-  კომპანია “მაგთიკომი”მფლობელი გია ჯოხთაბერიძე პარლამენტის დარეგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს დაუპირისპირდა.

    “ჩემს განცხადებას არავითარ პარტიული მიკერძოებასთან არა აქვს საქმე. პარტიულად დამოუკიდებელი ვარ, არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არ ვიქნები მომავალშიც. ჩემი კრიტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ ამ კანონის, მარეგულირებელი კომისიისა და მათი წევრების მიმართ. 1 წელი და 4 თვეა “კავკაზუს ონლაინში” წილები შეიცვალა,  კომპანია განაგრძობს ჩვეულებრივ ფუნქციონირებას და დაიმატა კიდევ საქართველოში აბონენტები, კორონავიურსსაც გაუძლო და არაფერი არ მომხდარა დამანგრეველი საქართველოსათვის. არის თუ არა კავკაზუს ონლაინი კრიტიკული ინფრაქსტრუქტურა? რამდენი დამოუკიდებელი კაბელი შემოდის საქართველოში და საერთოდ, ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ეხება თუ არა “კავკაზუს ონლაინს“? – მიმართა გია ჯოხთაბერიძემ კახა ბექაურს, რაზეც კომუნკაციების კომისიის თავმჯდომარემ უპასუხაა, რომ ეხება.

  • ოჯახმა მესამე დღესვე იცოდა გარდაცვალების მიზეზი – შაქარაშვილის ბიძა დეტალებზე საუბრობს

    ოჯახმა მესამე დღესვე იცოდა გარდაცვალების მიზეზი – შაქარაშვილის ბიძა დეტალებზე საუბრობს

    “ოჯახმა მესამე დღესვე იცოდა გარდაცვალების მიზეზი” – ამის შესახებ შაქარშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    „ჩვენ ვიცოდით, ოჯახმა იცოდა მესამე დღეს, გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, თუმცა არ გავახმაურეთ, ვინაიდან გზაკვალი არ არეულიყო. ვიცოდით ყველა დაზიანების შესახებ, თუმცა ვიდრე საბოლოო შედეგი არ მოვიდა, ჩვენ ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით, ასევე ვართ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

    მირიან ნიკოლაძემ  შაქარაშვილის გარდაცვალების ორ ვერსიაზე საუბრობს.

    „შესაძლოა გიორგი სცემეს და შემდეგ გადააგდეს წყალში, რამაც შემდეგ არაგვში მისი დახრჩობა გამოიწვია, ან მეორე ვარიანტი, რომ შესაძლოა, ის ჯერ გაგუდეს და შემდეგ გადააგდეს წყალში“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

  • გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ტოიოტა ქამრის 6-ვე მგზავრი მკვლელობაში ბრალდებულად ცნონ

    გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ტოიოტა ქამრის 6-ვე მგზავრი მკვლელობაში ბრალდებულად ცნონ

    ” ტოიოტა ქამრის 6-ვე მგზავრი ბრალდებულად ცნონ”- გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ინციდენტის ღამეს ტოიტოა ქამრის მანქანაში მსხდომი ექვსივე პირი მკვლელობაში ბრალდებულად ცნონ. ამ თემაზე შაქარშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    “ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო. ეს გახლავთ ტოიოტა ქამრიში მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი, ექვსივე მათგანი. ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებაში”, — ამბობს შაქარაშვილის ბიძა.