Category: ახალი ამბები

  • პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება

    პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, ნაცვლად 20 აგვისტოსი, პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა. კერძოდ, პირველი, მეორე და მესამე ეტაპების დასრულების შემდეგ, სკოლებში დოკუმენტაციის წარდგენის პერიოდი 5 ივლისამდე გაგრძელდა. მეოთხე ეტაპის რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადად კი 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდი დადგინდა.

    „თუმცა, სამინისტროში შემოსული დიდი რაოდენობით მოქალაქეთა განცხადებების გათვალისწინებით, რომელთა შვილები ელექტრონული რეგისტრაციით ვერ მოხვდნენ სასურველ ან ვერცერთ ახლომდებარე სკოლაში და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩაითვალა დაჩქარდეს რეგისტრაციის მე-4 ეტაპის დაწყება რათა დარჩენილ ადგილებზე სკოლებს დროულად მიეცეთ შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვები ჩარიცხონ. სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

    შეგახსენებთ, რომ IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

    ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

    სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

    ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ, ,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.

    საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

    მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

    მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    დღეს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • მისცენ სწორი ჩვენებები.. მერე ხვეწნას დაიწყებენ და აღარავის დააინტერესებს – მირიან ნიკოლაძე დაკავებულებს აფრთხილებს

    მისცენ სწორი ჩვენებები.. მერე ხვეწნას დაიწყებენ და აღარავის დააინტერესებს – მირიან ნიკოლაძე დაკავებულებს აფრთხილებს

    “მისცენ სწორი ჩვენებები.. მერე ხვეწნას დაიწყებენ და მერე აღარავის აინტერესებდეს”- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა და შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს სწორი ჩვენების მისაცემად მოუწოდა.  როგორც ნიკოლაძე აცხადებს, მან ზუსტად იცის, ვინ არიან ის პირები, რომლებიც 19 წლის ფეხბურეთელს გამოეკიდნენ და დაკავებულებს აფრთხილებს რომ ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზით შესაძლებელია დაუდგინდეთ მკვლელებს იმ ნიადაგზე გავლის ფაქტი.

    ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზით შესაძლებელია დაუდგინდეთ მკვლელებს იმ ნიადაგზე გავლის ფაქტი. ამოღებული ნიმუშები შედარდება მათი ფეხსაცმლიდან აღებულ ნიმუშებს. დაგეგმილია ასევე კიდევ რამოდენიმე ექსპერტიზა, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი.აქედან გამომდინარე, ის, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ ჩვენებებზე ვართ დამოკიდებული და ამ საქმის ფიგურანტები თუ ხმას არ ამოიღებენ ვერაფერი გაირკვევა, ცდებიან.მე ისინი გავაფრთხილე, ისე მოუწევთ პასუხისგება, რომ მერე ხვეწნას დაიწყებენ და მერე შეიძლება აღარავის აღარ აინტერესებდეს. ამიტომ ვამბობ, ახლავე მისცენ სწორი ჩვენებები“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

  • “ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი”- შაქარაშვილის ბიძა

    “ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი”- შაქარაშვილის ბიძა

    “ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი”- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. როგორც ნიკოლაძე აცხადებს, მან ზუსტად იცის, ვინ არიან ის პირები, რომლებიც 19 წლის ფეხბურეთელს გამოეკიდნენ.

    „გიორგის ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი. გიდასტურებთ, რომ გიორგის რამდენიმე ადამიანი გაეკიდა, კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით. „ტოიოტა“- დან გადმოსული ადამიანების ნაწილი ამირხანაშვილთან დარჩნენ, ნაწილი კი გიორგის გაეკიდა.“– განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ტვ “პირველის” ეთერში.

    ცნობისთვის, მირიან ნიკოლაძემ დღეს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ერთიან პოზიციაზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც ოჯახი, “ტოიტა ქამრის” 6 მგზავრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

  • როგორ გახდა ვანო ჩხარტიშვილი დაკარგული ანაბრების სინონიმი – ბიზნესმენი ეთერში გამოჩნდა და  განმარტებას აკეთებს

    როგორ გახდა ვანო ჩხარტიშვილი დაკარგული ანაბრების სინონიმი – ბიზნესმენი ეთერში გამოჩნდა და განმარტებას აკეთებს

    ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი რუსთავი ორის თოქშოუში გამოჩნდა. ბიზნესმენი, რომელიც მედიაში თითქმის არასდროს ჩანს სხვადასხვა თემაზე საუბრობს, მათ შორის ანაბრების თემასთან დაკავშირებით, რომელთა დაკარგვასთან მისი სახელი და გვარი დიდი ხანია ასოცირდება.  ბიზნესმენი ანაბრების დაკარგვას ინფლაციას უკავშირებს და ამბობს,  რომ მას საქართველოს ფულადსაკრედიტო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ის ამბობს, რომ იმ პერიოდში, შესაბამისი თანამდებობაც კი არ ეკავა.

    კითხვაზე, როგორ გახდა ვანო ჩხარტიშვილი დაკარგული ანაბრების სინონიმი – ბიზნესმენი პასუხობს, რომ მას გავლენის მოხდება ფიზიკურად არ შეეძლო.ამასთან,  მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომლიც იძიებდა ვანო ჩხარტიშვილის კავშირს ანაბრების გაუფასურებასთან, თუმცა კომისიამ ეს კავშირი ვერ დაადგინა.

    “მე ფიზიკურად არ შემეძლო, შეუძლებელი იყო, რომ მე, ეს საქართველოს ფულადსაკრედიტო პოლიტიკაზე კუპონსა და მანეთს შორის რაიმე გავლენა მომეხდინა. იმიტომ რომ, მაგ პერიოდში ვიყავი ჩვეულებრივი ბანკის მმართველი, პატარა კომერციული ბანკის მმართველი. ამის შემდეგ, ეს თემა ისევე წამოიწია ბატონი მიშა სააკაშვილის კონფლიქტის დროს, როდესაც ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, ის იყო იუსტიციის მინისტრი შევარდნაძის მთავრობის დროს.

    ამის შემდეგ, მე ვხდები პარლამენტის წევრი სააკაშვილის პარლამენტში, ფრაქციის თავმჯდომარე და მომეცა საშუალება, რომ დამეყენებინა საკითხი და შევქმენით სახელმწიფო საგამოძიებო კომისია პარლამენტში, სადაც სააკაშვილის მთავრობის დროს შევიდა ისეთი მემარცხენეები, როგორიც იყო კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, ვასიკო მაღლაფერიძე. დაიკითხა აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო კომისიის სტატუსიდან გამომდინარე და საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მაგ პერიოდში, მე ბანკში არ ვმუშაობდი, მე არ შემეძლო ფულადსაკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე გავლენა მომეხდინა და არავითარი კავშირი ანაბრებთან მიმართებაში არ მქონია. ეს არის სააკაშვილის საგამოძიებო კომისია,“ – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

  • “კეტჩუპებსა” და აჯიკაში სიმსივნისა გამომწვევი ნივთიერება “სუდანი” აღმოაჩინეს

    “კეტჩუპებსა” და აჯიკაში სიმსივნისა გამომწვევი ნივთიერება “სუდანი” აღმოაჩინეს

    საშიში ნივთიერება ყოველდღიური მოხმარების საკვებ პროდუქტებში. უახლესი კვლევის თანახმად, “კეტჩუპებსა” და აჯიკაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება “სუდანი” აღმოჩნდა. კვლევითმა ორგანიზაციამ  41 დასახელების პროდუქტი თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შეამოწმა. აკრძალული საღებავი „სუდანი“ ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა.  

    მწარმოებლები “სუდანს” წითელი შეფერილობისთვის იყენებენ. ნივთიერების სისტემატიური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ქიმიური ნაერთი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და უჯრედების გადაგვარებას. ეს არ არის პირველი კვლევა, როცა ორგანიზაცია, “მომხმარებელი.ჯი” საკვებში საშიშ ნივთიერებებს ამოწმებს. გასულ წელს, ცხრა საკვებ პროდუქტში აღმოჩნდა საშიში ნივთიერება, დახლებიდან პროდუქტები აიღეს, თუმცა ამის შემდეგ ახლა საშიში პროდუქტები მაღაზიებში იყიდება.

    მთავარი პრობლემა კი ქვეყანაში ლაბორატორიის არ არსებობაა, რომელიც დაადგენს, არის თუ არა საკვებ პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება. ისინი, ვინც წლებია საშიშ ნივთიერებებს სწავლობენ, ამბობენ, რომ “სუდანის” შემცველი პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საშიშია და მათი შემცველი პროდუქტების საკვებად გამოყენება არ შეიძლება.

    ის ფაქტი, რომ საკვებ პროდუქტებს ეტიკეტზე საშიში ნივთიერების შესახებ არაფერი წერია, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. “მთავარი არხი” დაინტერესდა, კითხულობენ თუ არა მომხმარებლები საკვები პროდუქტის შემადგენლობას და სმენიათ თუ არა, რომ ყოველდიური მოხმარების პროდუქტები საფრთხის შემცველია.

    5 პროდუქტი რომელშიც სიმსივნისა გამომწვევი ნივთიერება “სუდანი” აღმოაჩინეს

     

  • გენერალური შტაბის უფროსად ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

    გენერალური შტაბის უფროსად ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ – გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა.

    ამ დრომდე, გენერალი ჯონი ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის თანამდებობას იკავებდა.

    „ჯონი ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 1993 წლიდან მსახურობს. მისი სამხედრო კარიერა სამხედრო აკადემიიდან იწყება, სადაც 1997 წლამდე სწავლობდა. 1997 წელს ის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სასწავლო ცენტრის ოცმეთაურად, მოგვიანებით კი ასეულის მეთაურად დაინიშნა. 2001-2002 წლებში ჯონი ტატუნაშვილი სპეციალური დანიშნულების ძალების “კომანდოს” ბატალიონის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა. 2003-2005 წლებში სპეციალური დანიშნულების ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მმართველობის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ოფიცერი იყო. 2005-2008 წლებში ჯონი ტატუნაშვილს I ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის, მოგვიანებით კი I ქვეითი ბრიგადის მმართველობის შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2008 წელს ჯონი ტატუნაშვილი სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსად დაინიშნა. 2015 -2016 წლებში ის მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობაზე მსახურობდა, 2017 წელს კი, დასავლეთის სარდლის მოადგილედ დაინიშნა.

    ჯონი ტატუნაშვილი მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში; 2014-2015 წლებში ავღანეთში, ISAF-ის მისიაში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლად მსახურობდა. გენერალ ჯონი ტატუნაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

  • ორგანიზებული ჯგუფები საქართველოდან, ბინებიდან მაღაზიების ძარცვაზე გადავიდნენ – ევროკომისიის ანგარიში

    ორგანიზებული ჯგუფები საქართველოდან, ბინებიდან მაღაზიების ძარცვაზე გადავიდნენ – ევროკომისიის ანგარიში

    “ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან, ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვებიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებზე გადავიდნენ”- ამის შესახებ, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა.

    “ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან, ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვებიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებზე გადავიდნენ. ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი თავიანთი საქმიანობისთვის სხვა ქვეყნებში წავიდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად ბოლო წლებში ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფოს ორგანიზებულ დანაშაულთან გასამკლავებლად გაზრდილი ძალისხმევის გამო მოხდა. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულ კრიმინალთა შორის გაიზარდა საქართველოდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი” – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

    ანგარიშში ასევე ნათქვამია რომ, ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ, საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. 2020 წლის პირველ კვარტალში 3 795 თავშესაფრის განაცხადი დაფიქსირდა, რაც 42 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

    2018-დან 2019 წლამდე, შენგენ ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის საერთო რაოდენობა 17 პროცენტით გაიზარდა (3 805-დან 4 435-მდე). ასევე, 26 პროცენტით გაიზარდა უკანონოდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა (9 400-დან 11 845-მდე).

    ანგარიშში ევროკომისია შეშფოთებას გამოხატავს ალბანეთისა და საქართველოს შემთხვევაში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის გამო.

     

  • სისხლიანი გარჩევა დიღომში – მამაკაცმა მეზობელმა იმის გამო დაჭრა, რომ არ მიესალმა

    სისხლიანი გარჩევა დიღომში – მამაკაცმა მეზობელმა იმის გამო დაჭრა, რომ არ მიესალმა

    სისხლიანი გარჩევა დიღომში – რამდენიმე წუთის წინ მეზობლებს შორის კონფლიქტი ფიზიკური დაპირისპირებითა და დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა მეზობელს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით  მიაყენა და მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილი, კლინიკა “ლანცეტში” არის გადაყვანილი, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

    როგორც თვითმხილველები “მთავარ არხთან” აცხადებენ , დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ დაჭრილი კაცი მეზობელს არ მიესალმა.

    ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და საპარტულო პოლიცია და ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.

  • დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

    დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

    როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი“, – განაცხადეს უწყებაში.