Category: ახალი ამბები

  • ეს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს ! – მირიან ნიკოლაძე

    ეს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს ! – მირიან ნიკოლაძე

    “ეს ექსპერტიზა ადასტურებს რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს” –  ამის შესახებ “2020NEWS”-ის პრესკლუბში გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაიშვილმა განაცხადა. როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ერთიანი პოზიციაა.

    „წარმოუდგენელია, ეს დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, ფერდობზე დაგორებით იყოს მიყენებული…შესაბამისად, ჩვენი კატეგორიული პოზიცია იქნება პროკურატურის და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლკელობის გამო მიეცეს… ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები“ – აცხადებს ნიკოლაძე

    შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

    ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

  • სოფელ პატარა ფოთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

    სოფელ პატარა ფოთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

    ავტოსაგზაო შემთხვევას ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთთან, ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე ორი ადამიანი ემსხვერპლა.

    გავრცელებული ინფორმაციით, “მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი – ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

    შსს–ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • გირჩი კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

    გირჩი კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

    პარტია „გირჩი“ საარჩევნო კოდექსის ცვლილებით მიღებულ კვოტირების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

    გირჩის განცხადებით, მათ პარტიულ სიას პარტიის პარტნიორები ადგენენ, თუმცა გირჩს არ აქვს უფლება არჩევნებზე დარეგისტრირდეს, თუ კვოტირებას არ დაემორჩილება.

    “მიუხედავად იმისა, რომ “გირჩს” პარტიულ სიას კონკრეტული მხარდამჭერების და ამომრჩევლების მხარდაჭერა უკვე აქვს, “გირჩს” მაინც არ მიეცემა საშუალება დარეგისტრირდეს არჩევნებზე, თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება. პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის, როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას”,– აცხადებენ გირჩში.

    გირჩის პოლიტიკოსი, ანა ჩიქოვანი, რომელიც პარტიულ სიაში მე–16 ადილს იკავებს, ამბობს, რომ მისი მე–4 ადგილზე ხელოვნურად გადასვლა მისივე დისკრიმინაცია და “გირჩის” პრინციპის შეცვლაა.

    ” გირჩის” საარჩევნო სიას, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენი მხარდამჭერები ადგენენ ჩვენივე ციფრული პორტალის – girchi.com-ის მეშვეობით, შესაბამისად, ამ ადამიანებს ვართმევთ უფლებას, პარტიული სია ისე დააკომპლექტონ, როგორც თავად წარმოუდგენიათ სწორად. ამჟამად “გირჩის” საარჩევნო სიაში (რომელიც საბოლოო სახის მიღებამდე ცვალებადია) მე სიის მე-16 ნომერი ვარ, ჩემი ხელოვნურად მე-4 ადგილზე გადასვლა არა მხოლოდ ჩემივე პოზიტიური დისკრიმინაციაა, არამედ ფუნდამენტურად ცვლის “გირჩის” პრინციპს, რომ პარტნიორებს მისცეს საშუალება, თავად აირჩიონ ფავორიტი პოლიტიკოსი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძოლა ამ ნორმის გასაუქმებლად ძალიან მნიშვნელოვანია”,– აცხადებს ჩიქოვანი.

    “გირჩი” სარჩელს კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, დღეს 17:30 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირებს.

  • მართლა ციხეში არ დაამთავრო, ნუ ბედავ ამდენს, ნუ გაბლატავდი! – ნინო ჯანგირაშვილი კახა ბექაურს (ვიდეო)

    მართლა ციხეში არ დაამთავრო, ნუ ბედავ ამდენს, ნუ გაბლატავდი! – ნინო ჯანგირაშვილი კახა ბექაურს (ვიდეო)

    “შენ მართლა ციხეში არ დაამთავრო, ნუ ბედავ ამდენს, ნუ გაბლატავდი! “-  ტელეკომპანია “კავკასიის” დრიექტორი ნინო ჯანგირაშვილი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურსპარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

    “სანამ მე ვარ მედიის სფეროს ზედამხედველი, თქვენი თავისუფლება არ შეიზღუდება. თქვენ ტყუილების თქმის უფლება მომავალშიც გექნებათ და არავინ კომისიის მხრიდან არ დაგსჯით”,  – მიმართა კახა ბექაურმა ნინო ჯანგირაშვილს.

    “წესიერად ილაპარაკე, თორემ ტყუილებს გაჩვენებ ახლა. ვიღაც ობიიექტივ-მჯღაბნელები რომ გიზის, ჩემი გადახდილი ფულით და ხალხის გადახდილი ფულით რომ ტალახის შესხმაში ხელფასს უხდი, შენ მართლა ციხეში არ დაამთავრო, ფრთხილად იყავი, გაიგე? ნუ გაბლატავდი, უზრდელო შენა. თავხედი! ამდენი წელია ვითმენ ამის ბრიყვობას”, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

    ცნობისთვის,   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა რომლის მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში ორი წლის ვადით სპეციალური მმართველები დანიშნოს.

  • აბიტურიენტებს, რომლებმაც საგამოცდო ტესტი კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად დაწერეს, კარანტინში გადაიყვანენ

    აბიტურიენტებს, რომლებმაც საგამოცდო ტესტი კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად დაწერეს, კარანტინში გადაიყვანენ

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან.

    „9 აბიტურიენტთან, ვისთანაც ეს აბიტურიენტი გამოცდას წერდა, ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დიდი ალბათობით, ალბათ, მათ საკარანტინო სივრცეში გადასვლა დასჭირდებათ და საკარანტინო სივრციდან ყველა გამოცდის წინ ასე მოვილაპარაკეთ და ასეთია გადაწყვეტილება, რომ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება ყველა გამოცდაზე გასვლის წინ. ვნახეთ, რომ ორი დამკვირვებელია, მაგრამ ჩვენ კარგად დავაკვირდით, ვნახეთ ვიდეოჩანაწერი და დამკვირვებლები საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ წესებს, რაც პირველად პროტოკოლით იყო განსაზღვრული და დიდი ალბათობით, მათ იზოლირება არ დასჭირდებათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

    მისი თქმით, ინფიცირებულ აბიტურიენტის კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან.ცნობისთვის, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

  • “კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა”- გვარამია

    “კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა”- გვარამია

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შეასხებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

    ”კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა”- წერს გვარამია.

    გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.

  • გიორგი შაქარაშვილი სიკვდილის დროს თითქმის ფხიზელი იყო – გეჯაძე

    გიორგი შაქარაშვილი სიკვდილის დროს თითქმის ფხიზელი იყო – გეჯაძე

    გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ შაქარაშვილი სიკვდილის დროს პრაქტიკულად ფხიზელი იყო.

    “ალბათ, თქვენ ყველას გახსოვთ, რომ ერთერთ ინფორმაციის სახით მოგაწოდეთ, რომ აღებული იქნება სისხლი, როგორც ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ასევე ალკოჰოლზე. ალკოჰოლთან მიმართებით აღმოჩნდა 0.85 მეასედი ეთილის სპირტი [ალკოჰოლი] და ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკუალ, თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იყო გარდაცვლილი სიკვდილის დროს”. – თქვა ალექსანდრე გეჯაძემ.

    ექსპერტის განცხადებით, შაქარაშვილს ალკოჰოლის ჭარბი ზემოქმედება რომ ჰქონოდა, ამას შეიძლება შეეშალა ხელი გადაადგილებისთვის, მოძრაობისთვის და ა.შ.

  • სააკაშვილის განცხადების გამო საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

    სააკაშვილის განცხადების გამო საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

    “შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

    აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

    ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს”,– წერია სამინისტროს განცხადებაში.

    ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ვიდეომიმართა გაავრცელა. მან თქვა, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომლის კანონიერებას არცერთი წამით არ ცნობს. მისივე განცხადებით,  “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებს, რაც მალე დასრულდება.

    სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს და უკრაინას პასუხი მოეთხოვება.

  • კონკურენციის სააგენტომ 19-თვიანი მონიტორინგის შედეგად პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

    კონკურენციის სააგენტომ 19-თვიანი მონიტორინგის შედეგად პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

    საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის 19–თვიანი მონიტორინგი დაასრულა. კონკურენციის სააგენტო იკვლევდა, რამ განაპირობა 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა.

    მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, “წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება”.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს მაღაზიებში პური დაახლოებით 5-10 თეთრით გაძვირდა, რის შემდეგაც, მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს საკითხის შესწავლა დაავალა.

    ამ პერიოდში პური არაერთხელ გაძვირდა. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევით, 2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით პურისა და პურპროდუქტების ფასმა 10%–ით მოიმატა.

  • ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის მმართველობა – ღარიბაშვილი

    ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის მმართველობა – ღარიბაშვილი

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპაში არის პრეცენდენტები, როცა ერთი პარტია ხელისუფლებაში სამჯერ, ოთხჯერ და მეტჯერ მოდის, ამიტომ “ქართულ ოცნებასაც” აქვს მმართველობის გაგრძელების ლეგიტიმური უფლება.

    ევროპის თანამედროვე დემოკრატიული სისტემები იცნობს არაერთ მაგალითს, იგივე გერმანია, ლუქსემბურგი და ა.შ. სადაც ჩვენ ვიხილეთ სამჯერ, ოთხჯერ და უფრო მეტჯერ ერთი და იგივე ხელისუფლების მმართველობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის მმართველობა, იმ დათქმით, რომ ჩვენ ხალხი გვაძლევს მანდატს და მხარდაჭერას”,– ამბობს ღარიბაშვილი იმედის ეთერში.

    მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ერთადერთი გამონაკლისია ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა “ქვეყანამ იხილა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა”.

    “ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყანას არ განუცდია ისეთი ტრაგედია, როგორიც არის ომი, ტერიტორიების დაკარგვა. ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთი მმართველი ვერ უნდა დარჩეს პოლიტკაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. ამ ძალას, როგორიც არის ნაცმოძრაობა და სააკაშვილი, არ აქვს არავითარი მორალური უფლება, რომ, არათუ ჰქონდეს პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკაში დარჩენის. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი ჩვენი გუნდი, ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ, სანამ ამ ძალას ქართველ ხალხთან ერთად არ გავიყვანთ პოლიტიკური ველიდან”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.