Category: ახალი ამბები

  • ორშაბათიდან, შეიძლება, დაინიშნოს ექსპერტიზები, რომლებიც გამოძიებას სჭირდება – მირიან ნიკოლაძე

    ორშაბათიდან, შეიძლება, დაინიშნოს ექსპერტიზები, რომლებიც გამოძიებას სჭირდება – მირიან ნიკოლაძე

    გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარიშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზით ცალსახად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი. თუმცა, მისი ინფორმაციით, ორშაბათიდან შეიძლება, დაინიშნოს ექსპერტიზა, რომელიც გამოძიებას სჭირდება.

    „ჩვენ უკვე ოჯახი ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ამ ექსპერტიზით ცალსახად დადასტურდა გიორგი განზრახ მკვლელობის ფაქტი. ჩვენი მონაცემებითა და ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი მტკიცებულებებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ უკვე დადასტურებულია ეს ფაქტი, მაგრამ თუ გამოძიებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ უფრო მეტი მტკიცებულება უნდა, უფრო ახლოს უნდა მიახლოვება ვითარებასთან, რათა თითოეულ მათგანს ცალკე წაუყენოს ბრალდება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ დამატებით დანიშნონ ექსპერტიზა და უფრო ზუსტი პასუხი მიიღონ. სავარაუდოდ, ორშაბათიდან, შეიძლება დაინიშნოს ექსპერტიზები, რომლებიც გამოძიებას სჭირდება.რა თქმა უნდა, საქმე რომ გადაკვალიფიცირებულია მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქციელი და სწორი მიდგომა“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

    შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

     

  • ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს

    ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს

    “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს, სადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. 

    მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე “მთავარის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა.

    მანამდე კი გუშინ, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო.

    გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 18:00 საათზეა დაბარებული.

  • “ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?”- შაქარაშვილის საქმის ფიგურანტს, ბოლო ზარის პერანგზე “ქურდული” სიმბოლიკა ჰქონდა დახატული

    “ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?”- შაქარაშვილის საქმის ფიგურანტს, ბოლო ზარის პერანგზე “ქურდული” სიმბოლიკა ჰქონდა დახატული

    გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტს, ბოლო ზარის პერანგზე “ქურდული” სიმბოლიკა ჰქონდა გამოსახული. ამის შესახებ, რუსთავი2-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

    “ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლოზარზე – 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია?

    ქურდული სიმბოლიკა

    ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.

    ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.

    ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?”- წერს თეონა ცხომელიძე

     

  • ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას – ზალკანიანი

    ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას – ზალკანიანი

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, საფრთხე არ ემუქრება.

    მისი თქმით, ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში.

    „ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და ასევე, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისთვის. ასევე, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოხვდა ნაყოფიერი თანამშრომლობა „ფონსტექსთან“, ასევე წარმატებულია საქართველოს თანამშრომლობა ევროპოლთან, ამასთანავე, პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში“,- აცხადებს მინისტრი.

    მისივე თქმით, ევროკომისია ასევე დადებითად აფასებს პანდემიის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

    „რაც ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ევროკომისია უაღრესად დადებითად აფასებს Covid-19-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის, საზღვრის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ასევე, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და აღნიშნულია, რომ 13 ათას მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა ორგანიზებულად და ეტაპობრივად სამშობლოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

  • მცხეთაში, გადამწვარ ფარდულთან საგამოძიებო მოქდებები ჩატარდა

    მცხეთაში, გადამწვარ ფარდულთან საგამოძიებო მოქდებები ჩატარდა

    მცხეთაში, გადამწვარ ფარდულთან, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმე” გურამ ამირხანაშვილი საბედისწერო ღამეს იმალებოდა, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.  ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.

    კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ შემოსაზღვრეს, რაც ფარდული უცნობმა პირებმა გადაწვეს. რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლება გამოძიება გადამწვარი ტერიტორიიდან, უცნობია.

  • ქუთაისის უნივერსიტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

    ქუთაისის უნივერსიტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

    ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდივანი მაკა ლობჟანიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ასევე თანამდებობა დატოვა რექტორის მოადგილემ, გიგა ღავთაძემ. უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ღავთაძის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ღავთაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა

    კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა

    პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

    საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა  სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი.

    შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

  • ტაბახმელაში ჰასკმა 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

    ტაბახმელაში ჰასკმა 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

    ტაბახმელაში ჰასკმა 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა. ამის შესახებ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

    “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.
    წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას” ეს ,,რაღაცა” კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.

    მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.


    სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს”- წერს ვახტანგ ლომჯრია. 

  • აჭარაში კორონავირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა

    აჭარაში კორონავირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა

    აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

    როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახს დაუდასტურდა, რომელსაც კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა.

    კორონავირუსით, სატვირთო ავტომობილის მძღოლის დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ცოლის და დაინფიცირდა.

    უწყების ცნობით, ინფიცირებულები თბილისში არიან გადაყვანილი, ხოლო ცოლის და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის.

    აჭარაში საერთო ჯამში კორონავირუსით 7 ადამიანია ინფიცირებული.

  • საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    შესაბამისად, მათ რაოდენობა 851 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231 პირი.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.