Category: ახალი ამბები

  • “ვერ გადავარჩინე”- ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა

    “ვერ გადავარჩინე”- ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა

    “დედა ვერ გადავარჩინე” – ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა;

    “ყველას გონია რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოგი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.

    პანაშვიდი, სამშაბათი, ოთხშაბათი
    მისამართი, ნინო რამიშვილის 35ბ. მარჯვენა სადარბაზო, 12 სართ.

    დაკრძალვა, ხუთშაბათს 14:00
    საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

    რამდენიმე დღისწინ ნანუკა ჟორჟოლიანი წერდა, რომ უმძიმესი დღეების გავლა უწევდა და ასეთი მძიმე პერიოდი მას არასდროს ჰქონია.

    “უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.

    არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში.”- დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

  • საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი – ოხანაშვილი  სერგი კაპანაძეს

    საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი – ოხანაშვილი სერგი კაპანაძეს

    საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე იყო მიღწეული, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს ბიუროს სხდომაზე.

    „სულ მცირე მომერიდებოდა და კომენტარს არ გავაკეთებდი თქვენი პოლიტიკური ძალის და თქვენი სახელით ან საარჩევნო კოდექსზე, ან საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე. გვახსოვს, როგორ გულანთებულები ითხოვდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ისიც ნახა ჩვენმა საზოგადოებამ ბოლოს როგორ დაუჭირეთ მხარი, საერთოდ არ მოხვედით. რომან გოცირიძე დადიოდა და ელოდებოდა, იქნებ რამე მოხდესო. ძალიან გთხოვთ, როდესაც კომენტარს აკეთებთ და მითუმეტეს, როცა რამეს გვიწუნებთ, თქვენი დასაწუნი ნამდვილად არ გვაქვს არც კონსტიტუციაში ცვლილებები და არც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუნსის საფუძველზე იყო მიღწეული, მათ შორის ეუთო /ოდირის რეკომენდაციები, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყო მხარდაჭერილი. მე მომერიდებოდა თქვენს ნაცვლად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

  • ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ორი პირი დაჭრეს

    ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ორი პირი დაჭრეს

    ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი პირი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაშავებულები კლინიკა “მედცენტრში” არიან გადაყვანილი.

    ექიმების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო მეორე მამაკაცს, რომელიც 22 წლის არის, ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს.

    ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს.

  • COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი დაჯარიმდა

    COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი დაჯარიმდა

    ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 1 სასტუმრო დააჯარიმა.

    ჯარიმის ოდენობა შპს-სთვის 10 000 ლარი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეებისთვის 2 000 ლარია. ამის შესახებ “ინტერპრრსნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

    უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. რაც შეეხება სასტუმროებს, ინსპექტირების გავლის მიზნით 2242 სასტუმრო დარეგისტრირდა, აქედან 983-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები, 458-მა ვერა და 801 არ იყო მზად შემოწმების გასავლელად. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით 1 სასტუმრო დააჯარიმა.

  • ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია

    ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია.

    „ქვეყანაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

    ჩვენს ცენტრში დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. 3-ვეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ, დანარჩენ პაციენტებთანაც არც შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 995-ს შეადგენს. შესაბამისი მონაცემები რამდენიმე წუთის წინ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    მათი ინფორმაციით, ქვეყანაში 857 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 15.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

  • სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს – დეკანოზი თამაზ ლომიძე შაქარაშვილის საქმეზე

    სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს – დეკანოზი თამაზ ლომიძე შაქარაშვილის საქმეზე

    ყველა სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს, – ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ქადაგებისას განაცხადა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა.მისი განცხადებით, კრიმინალია, როცა საქმის ფიგურანტები გამოძიებათან არ თანამშრომლობენ, ისევე როგორც კრიმინალია, როცა მერიაში მიცემული ქრთამის შედეგად კორპუსებს დგამენ იქ, სადაც ამის ადგილი არ არის.

    “ყველამ უნდა თავგამოდებით, სასტიკად ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ მენტალიტეტს. ოთხი დღე ეძებდნენ ახალგაზრდა ბიჭს. ამათმა იცოდნენ, რომ იქ სადღაც მდინარეში გდია მათი თანატოლი მკვდარი. წარმოგიდგენიათ? წარმოუდგენელი საშინელება ტრიალებს მათ ცნობიერებაში. აი ამ 17 კაციდან, შეიძლება მეტიც იყო 17-ზე, იციან, რომ იქ გდია და არცერთი არ მიდის და პოლიციას არ ეუბნება, რომ აი იქ არის, ჩვენ მოვკალით, ან იმან მოკლა, სხვამ მოკლა. წარმოგიდგენიათ რა ხდება მათ ცნობიერებაში? მერიაში რომ სიტყვაზე ქრთამს მისცემ ვიღაცას და სახლს იქ დაგადგმევინებენ, სადაც არ შეიძლება და მეზობელს რომ მზეს ჩაუბნელებ, კრიმინალი ხარ, აბა რა ხარ. ასეა ყველა სფეროში და მოდებული აქვს ეს კიბოსავით ჩვენს ქვეყანას, – ამბობს დეკანოზი თამაზ ლომიძე.”- განაცხადა თამაზ ლომიძემ. 
  • „ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტი” ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა იქნება – გოცირიძე

    “„ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტი” ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა იქნება “- ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პარლამენტში ბოლო დღეებში ინიცირებულ კანონპროექტებს “ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტს” უწოდებს. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” და “კონკურენციის შესახებ” კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები საკუთრების უფლებას ლახავს.

    “დღეს და ხვალ, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ. ესენია: 1. ცვლილებები კონკურენციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას; 2. ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე; 3. ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის 5 პროცენტზე მეტის გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების ( სემეკის) ნებართვის გარეშე. სამივე კანონპროექტი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას. ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას. ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა,”- განაცხადა გოცირიძემ.

  • იაკობ ბრეგვაძე არის სუს-ის ძალიან სტაჟიანი აგენტი – ელისო კილაძე

    იაკობ ბრეგვაძე არის სუს-ის ძალიან სტაჟიანი აგენტი – ელისო კილაძე

    იაკობ ბრეგვაძე არის სუს-ის ძალიან სტაჟიანი აგენტი და მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია –  ამის შესახებ “ქრონიკა +” -ის რედაქტორმა “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა. ელისო კილაძის თქმით, ფოტოგრაფი უწყებისთვის სანდო პირია და მას იყენებდნენ “ტუსოვკებზე” გადასაღებად.

    კილაძის მტკიცებით, ბრეგვაძე არც თუ ისე უმნიშვნელო ფიგურაა და მას ხელს აფარებენ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ნინო გიორგობიანის ნათესავია, არამედ ფოტოგრაფს მჭიდრო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

    “ჩემი წყაროს ინფორმაციით, იაკობი არც თუ ისე უმნიშვნელო ფიგურაა. ის გახლავთ ძალიან სტაჟიანი თანამშრომელი, სანდო პირი ამ უწყებისთვის, რომელსაც გიორგობიანი წარმოადგენდა – სუსი და წარმოადგენს…  აფარებენ ხელს, არამხოლოდ იმიტომ, რომ ნინო გიორგობიანის ახლობელია, არამედ ის არის ძალიან შტაჟიანი აგენტი და მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია“ – ამბობს ელისო კილაძე 

    შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათესავია, ამის შესახებ ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

  • შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე – არის მსხვერპლი

    შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე – არის მსხვერპლი

    აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, საზღვართან, ტოვუზის რაიონში მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაღუპულები. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

    აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რასაც შეტაკებები მოჰყვა და ორივე მხარეს ჰყავს დანაკარგი.

    “სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით ტოვუზის რაიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს ჩვენი პოზიციებისა და საარტილერიო დანადგარის მიმართულებით. ორივე მხრიდან არის დანაკარგი”, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    მათივე ინფორმაციით, სომხეთმა მათი პოზიციების დაკავების მიზნით არტილერიით სცადეს თავდასხმა, თუმცა საპასუხო რეაქციის შემდეგ უკან დაიხიეს, შეტაკებების დროს კი აზერბაიჯანულმა მხარემ 2 სამხედრო მოსამსახური დაკარგა, ხოლო 5 სამხედრო დაშავდა.

    საპირისპიროს ამბობს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. მათი განცხადებით, საზღვრის დარღვევა აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს. უწყების ინფორმაციით, შეტაკებებს მსხვერპლი მხოლოდ აზერბაიჯანული მხრიდან მოჰყვა, სომხეთის მხრიდან კი არავინ დაზარალებულა.