Category: ახალი ამბები

  • ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ – მეუფე იაკობი

    ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ – მეუფე იაკობი

    ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ხედავს, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ. მეუფის თქმით, თუ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, წინ უნდა იყურებოდნენ და ეკლესიის წინააღმდეგ შეცდომები არ უნდა დაუშვან.

    „რასაც ვუყურებ, პირდაპირ გეუბნებით, ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ და ეგ არის, სხვა არაფერი. საკონსიტიტუციო უმრავლესობით კიდევ სხვა ძალა არ მოვა და რაღაცები, რაც ჩანს, ასეა, რადგან ხალხთან ურთიერთობა მაქვს. შეიძლება ბევრი ადამიანი შეიკრიბოს, მაგრამ ალბათ, როდესაც მოსვლა გინდა, თვალწინაც უნდა იყურებოდე და რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა, არც მანამდე, თუ ხელისუფლებაში იყავი და არც ახლა ეკლესიის წინააღმდეგ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

    მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სასიკეთოდ აისახება თუ არა ქვეყანაზე, ეს თავად ადამიანებზეა დამოკიდებული.

    „ჩვენ თვითონ უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ. ვფიქრობ, სხვებს უნდა ვუყუროთ და ის შეცდომები არ დავუშვათ, რაც სხვა ქვეყნებში ხდება. ჩვენი ქვეყანა ერთმანთთან ქიშპით არ უნდა დავანგრიოთ“,-თქვა მეუფე იაკობმა.

  • არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს – კობალაძე დაკავებულ შვილზე

    არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს – კობალაძე დაკავებულ შვილზე

    ქართული ოცნების დეპუტატი, კობა კობალაძე შვილის დაკავების შემდეგ აცხადებს, რომ ის ისე არ გაუზრდია, “რომ დანები ატრიალოს”.

    მისივე თქმით, უმთავრესია, რომ მსხვერპლი არ არის, გამოძიებით კი ყველაფერი გაირკვევა.

    „აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს. ამის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს და ის… არის საკმაოდ ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით მაცხოვრებელი. ჩემთვის უმთავრესი ის არის, რომ პრინციპში არ არის მსხვერპლი, გამოჩნდება ყველაფერი, დამნაშავე პასუხს აგებს.“, – განაცხადა კობალაძემ ფორმულასთან საუბრისას.

    ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვ პირველზე გასული ანონსის შემდეგ თბილისში მომხდარ დაჭრაში ბრალდებულები დააკავა. მათ შორის არის ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი.

    შსს–ს განცხადებით, ანონსის გასვლის შემდეგ “შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.”

  • ვერ შევამჩნიე პროკურატურას და შსს-ს, ვიღაცას ხელს აფარებდნენ – მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

    ვერ შევამჩნიე პროკურატურას და შსს-ს, ვიღაცას ხელს აფარებდნენ – მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

    ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და თქვა, რომ  სამართალდამცველ ორგანოებს ვერ შეამჩნია, რომ ვინმეს ხელს აფარებენ.

    სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არ ჩაიფარცხება ამბავი და თუ გამოძიებაა, ზერელედ არ უნდა გამოიძიონ. მე ვერ შევამჩნიე, ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს, ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა”.- ამბობს მეუფე იაკობი.

    მეუფე ფიქრობს, რომ “ჟურნალისტებმა ბევრი გააკეთეს” თუმცა, საქმეს გამოძიებაც ბოლომდე მიიყვანდა. მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს თხოვს, ამ ტრაგედიას პოლიტიკოსები არ შეეხონ.

    “ჟურნალისტებმა ბევრი რამე გააკეთეთ, მაგრამ მე არ მგონია ძიება აქამდე არ მისულიყო. ალბათ უფრო ღრმადაც ჩავლენ. ჩემთვის გულსატკენია ისიც, რომ აქეთაც ახალგაზრდებია და რამდენი ადამიანი იღუპება. იქით გარდაცვლილი გვყავს, აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა… ჩემი თხოვნა იქნება, ნებისმიერი პირების მიმართ, რომ ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას, პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან რა. ვინც პოლიტიკოსია არ მოიტყუეონ ახლა, ტელევიზიის დირექტორი ვარ ან რაღაცაო..”. – ამბობს მეუფე იაკობი.

    10 ივლისს პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები აქვს მიყენებული.

    ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო, რომელიც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • სემეკმა შესაძლოა გამანაწილებელი კომპანიებისთვის 5%-ზე მეტი წილის გაყიდვის აკრძალვა შეძლოს

    სემეკმა შესაძლოა გამანაწილებელი კომპანიებისთვის 5%-ზე მეტი წილის გაყიდვის აკრძალვა შეძლოს

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ-ი) ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შეძლებს, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.

    “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს 13 ივლისის სხდომაზე იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, თუ გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების ხუთი ან ხუთზე მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს.

    თუ სემეკი გადაწყვეტს, რომ ოპერატორმა წილი არ უნდა გაყიდოს, მას გაყიდვა აეკრძალება.

    ოპერატორმა კომისიას უნდა გააცნოს მონაწილე პირის შესახებ ინფორმაცია:

    • საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა;
    • აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე;
    •  შერწყმის ან/და წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილების პირობები;
    • ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.

    სემეკს შეეძლება ისეთი ინფორმაციაც მოითხოვს, რომელიც ჩამოთვლილ პუნქტებში არ წერია.  შეტყობინების წარდგენიდან 3 თვის ვადაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება, გასცეს თანხმობა ან აკრძალოს 5 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება.

    კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება.

    კანონპროექტის ავტორების – სემეკისა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანია, განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა, მათი პრევენცია, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნება.

  • შაქარაშვილმა ცემის შედეგად გონება დაკარგა, რის შემდეგაც მდინარეში ჩააგდეს – ფორმულა

    შაქარაშვილმა ცემის შედეგად გონება დაკარგა, რის შემდეგაც მდინარეში ჩააგდეს – ფორმულა

    ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხეობაში თავდამსმელებმა დაზიანებები მიაყენეს, მან გონება დაკარგა, თავდამსხმელებს გარდაცვლილი ეგონათ და მდინარეში ჩააგდეს.

    “სანდო წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა დევნისა და სასტიკი ცემის დროს არაგვის ხეობაში გონება დაკარგა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილს საზარდულსა და ბოქვენის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს, კვალის დაფარვისა და არევის მიზნით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს, მისი ჩანთა კი მდინარის პირას დატოვეს”, – თქვა დავით ქაშიაშვილმა შაბათის ფორმულაში.

    მისივე თქმით, გამოძიება სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს და ფორმულას ეს ინფორმაცია წყარომ საგამოძიებო უწყებიდან მიაწოდა.

    10 ივლისს პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები აქვს მიყენებული.

    “სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში”, – ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

    ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო, რომელიც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • მედიაში გასული ანონსის შემდეგ ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი დააკავეს

    მედიაში გასული ანონსის შემდეგ ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვ პირველზე გასული ანონსის შემდეგ თბილისში მომხდარ დაჭრაში ბრალდებულები დააკავა. მათ შორის არის ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი.

    ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატ კობა კობალაძის შვილი და კიდევ რამდენიმე პირი ქუჩაში ადამიანს თავს დაესხნენ და სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა.

    ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ თქვა, რომ სიუჟეტის გასვლამდე მას დაზარალებულის მამა დაუკავშირდა და სთხოვა, მასალა ეთერში არ გაეშვა, უარის მიღების შემდეგ კი შსს–მ ბრალდებულები დააკავა.

    გადაცემის ანონის გასვლის შემდეგ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც უწყება ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

    შსს–ს განცხადებით, ანონსის გასვლის შემდეგ “შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.”

    დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ.ჟ და 2000 წელს დაბადებული გ.კ. 2000 წელს დაბადებული დ.კ. კი, მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში თავისი ინიციატივით გამოცხადდა.

    გ.კ.-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, დ.ჟ-ს კი ძალადობა და ცივი იარაღის ტარება.

    დეპუტატმა კობა კობალაძემ შსს-ს განცხადების შემდეგ თქვა, რომ განყოფილებაში შვილთან ერთად მივიდა.

    “ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები და რეალურად, სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამას. არც არავის ხელს ვაფარებთ და არც უდანაშაულობას დანაშაულად არ ვიზამთ. ბავშვი არის სპორტსმენი, ჯანმრთელი, ამბავი… არ ვიცი, გაერკვევიან”, – აცხადებს კობალაძე რუსთავი 2–თან საუბრისას.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რაოდენობა 986–მდე გაიზარდა. ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ განკურნებულთა რიცხვმა კი 857–ს მიაღწია.  ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    კორონავირუსით ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქალაქი ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთი – 21კმ–ში, სოფელ ლევიტანასთან 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

  • “ნაცემი ბავშვი ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე და მერე გაატანეს წყლის ნაკადს“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

    “ნაცემი ბავშვი ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე და მერე გაატანეს წყლის ნაკადს“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

    “ჩვენ გვაქვს ყველაზე სამწუხარო ინფორმაცია, რომ ნაცემი ბავშვი ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე ძალადობის გამოყენებით და მერე გაატანეს წყალს.“– ეს განცხადება გარდაცვილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაშვილმა გააკეთა. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ გიორგის დაზიანებები  დაცემის და დაგორების დაშედეგად ვერ მიადგებოდა და ამ გზით ვერც წყალში აღმოჩნდებოდა, რადგან დაღმართის დასრულების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ მან ჩაირბინა,  მდინარემდე საკმაოდ დიდი ადგილია. ის თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილი სასტიკად ცემეს, შემდეგ კი წყალში დაახრჩეს და წყლის ნაკადს გაატანეს. დაზიანებები კი მას ცემის შედეგად აქვს მიყენებული.

    “ბავშვი ჩამორბენის დროს დაგორებით, წაქცევით ან რაიმე ერთჯერადი ტრავმით ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. ჯერ ის სცემეს სასტიკად. ეს დაზიანებები გამორიცხავს, რომ დაგორებიდან მიეღო კომპლექსურად ეს დაზიანებები და წყალშიც ვერ მოხვდებოდა. თუ დაგორდებოდა მდინარის ნაპირიდან ოც მეტრში მოხვდებოდა. გიორგის პანიკური შიში ქონდა მდინარის და თუ სცემდნენ და გაანებებდნენ თავს მას არც მადევარი არ ეყოლებოდა, არც თვითგადარჩენის შეგრძნება არ ექნებოდა და უბრალოდ ალოგიკურია წყლის პანიკური შიშის ბავშვი როგორ უნდა შესულიყო არაგვში. “– ამბობს მირიან ნიკოლაშვილი.

    ის ამბობს, რომ ოჯახს აქვს პრეტენზია ტოიოტა ქამრის ექვსივე მგზავრის მიმართ, რომლებიც ბოლოს გაეკიდნენ შაქარაშვილს და მის მეგობრებს. და რომელთა დევნის დაწყების შემდეგ შაქარაშვილი არაგვის ხიდის ქვეშ ტერიტორიიდან გაუჩინარდა.

    “პრეტენზია ოჯახის იქნება ექვსივე მათგანის მიმართ თანაბრად. ესენი არიან ვინც გამოეკიდა გიორგის და ვინც განაპირობა მისი სიკვდილი. მაგ ექვსივემ არკვიონ მერე ერთმანეთში ვინ მოკლა ბავშვი.“– ამბობს გარდაცვლილის ბიძა.

    ოჯახის პოზიცია კატეგორიული მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, თუმცა მას გარდაცვალებამდე სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული. 12 დაზიანება თავის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში : თვალბუდის, ტუჩის მიდამოებში, ზურგში, საზარდულში, ხელზე, მენჯ ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ ის ნაცემია და დაგორებით და დაცემით ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა.

    გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს ღამით გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მეგობრებთან ერთად მცხეთაში წვეულებიდან წამოსულს თბილისიდან ტოიოტა ქამრის მარკის მანქანით ჩასული ექვსი პირი თავს დაესხა. შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს.

  • პირველს ფოტოგრაფმა დაურეკა ნინო გიორგობიანს და ეს ზარი საქმის მასალებიდან გამქრალია – ელისო კილაძე

    პირველს ფოტოგრაფმა დაურეკა ნინო გიორგობიანს და ეს ზარი საქმის მასალებიდან გამქრალია – ელისო კილაძე

    პირველს ფოტოგრაფმა დაურეკა სწორედ ნინო გიორგობიანს  და ეს ზარი საქმის მასალებიდან გამქრალია – ამის შესახებ “ქრონიკა +” რედაქტორმა ელისო კილაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

    მისივე თქმით, გიორგობიანი ფეხბურთელ გიორგი შქარაშვილის მკლელობის საქეში, რასაც ჩადის, არის სისხლის სამართლის დანაშაული და მის პასუხისგებას ითხოვს.

    “შაქარაზე წერა დავიწყე თუ არა, პირველი ვინც დამირეკა იყო, არც მეტი არც ნაკლები ნინო გიორგობიანი!
    მერე მიაწერინა ახლობელ ჟურნალისტს, მერე მომწერა თავად – უშედეგოდ!
    ბოლოს მან ჩემთან 2014 წელს დარეკა თამაზაშვილზე დაწერილი მასალის გამო! (მას მერე კონტაქტი არ გვქონია)
    იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ვიცი მის წვლილზე ჩემი შვილის დაჭერის და “ქრონიკა+”-დან ჟურნალისტების წაყვანის საქმეში, პერსონალურ ანგარიშსწორებაზე არასოდეს მიფიქრია!
    ის რასაც ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში ჩადის, არის სისხლის სამართლის დანაშაული და მან პასუხი უნდა აგოს!
    პირველს ფოტოგრაფმა დაურეკა სწორედ მას და ეს ზარი საქმის მასალებიდან გამქრალია!
    112-ის ზარი დადგმულია!
    p.s. 4 ივნისს გიორგობიანის ზარს არ ვუპასუხე – სქრინს დავდებ ქვემოთ !
    #შაქარასარგაგიტარებ!” – 
    წერს ელისო კილაძე.

    შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგაფი იაკობ ბრეგვაძე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ნათესავია.