დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.
შსს–ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.
შსს–ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე “კაწრომ” “მთავარი არხისა” და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.
ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, ტელეარხმა “კაწროს” და მისი ოჯახის რეპუტაცია შელახა.
“ძალიან ბევრი სახელისგამტეხი, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მიერ. გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია იქნა გაშვებული ტელევიზიით, რომელმაც ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ავთანდილ ბილანიშვილს და მის ოჯახს. ქარტია იმსჯელებს და მივიღებთ ალბათ დასკვნას, იყო თუ არა [ჟურნალისტური] პრინციპების დარღვევა”,– ამბობს აბესაძე.
მისივე განცხადებით, შესაძლოა უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ჟურნალისტურ მასალაზე დავობს ბილანიშვილი.
ცნობისთვის, მთავარი არხი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ შაქარაშვილის საქმეში არსებულ კადრებში, დიდუბის ტერიტორიაზე მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს “კაწრო” ესაუბრა.
მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ავთანდილ ბილანიშვილი. შსს აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 999–მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 13 ადამიანი, მთლიანობაში – 870 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
საქართველოში COVID-19-ის 114 აქტიური შემთხვევაა.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15-16 წლის ბიჭს ეძებენ. სპეციალური ჯგუფები სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა “ლაივპრესს” უთხრეს, ბიჭი საქონელს მიერეკებოდა, რა დროსაც მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე უნდა გადასულიყო, სადაც პატარა დინებაა, თუმცა წვიმების შედეგად დღეს ამ მონაკვეთზე წყლის დონე მომატებულია.
მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მოზარდი მდინარეს გაუყვა, ამის მერე კი მისი კვალი იკარგება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბიჭი მეორე ნაპირზე მყოფი ძროხის გადმორეკვას ცდილობდა, რა დროსაც მდინარე ადიდდა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ძებნის პროცესს ადიდებული მდინარე ართულებს.

“ვეღარ ვუძლებ ამ მონატრებას დედიკო” – ამ კომენტარს გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი, გიორგის ვიდეოზე წერს, რომელსაც ფეისბუქზე ვერიკო კარტოზია აქვეყნებს.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს ღამით გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მეგობრებთან ერთად მცხეთაში წვეულებიდან წამოსულს თბილისიდან ტოიოტა ქამრის მარკის მანქანით ჩასული ექვსი პირი თავს დაესხა. შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს.

კომპანია „GG DATA“-ს დამფუძნებელი გიორგი ნაკაიძე Facebook-ზე წერს, რომ უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, სავარაუდოდ, დაჰაკეს.
სასამართლოს ვებ-გვერდის HTML კოდში პორნო საიტების ბმულებია ჩასმული.
მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში
სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის ინფრასტრუქტურის ნაწილი გატეხილია. ასეთ ბმულებს ე.წ. სპამ-ბოტები ათავსებენ ისეთ საიტებზე, რომლის გატეხვასაც მოახერხებენ.
Web Archive-ის მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1-ლი ივნისიდან ფიქსირდება.



საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.
ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

“ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ “-ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. სახალხო დამცველის განცხადებამ, ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, გია ვოლსკი გააღიზიანა და მოუწოდებს ჩამოაყალიბოს,თუ რას არ აკეთებს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ოკუპაციის წინააღმდეგ.
“ქართული ოცნების” ერთ ერთმა ლიდერმა წინა ხელისუფლებაც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იმ უკანონობას, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკამ შეუწყო ხელი და პასუხისმგებლობაც მათ უნდა აიღონ.
“ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდა აშშ-ის და ევროკავშირს დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია.
ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!…იქნებ სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს? ასე რომ, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი, რომლის ფარგლებში განიხილავს საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცებისა და უფლებების დარღვევის ფაქტებს.
ცნობისთვის, ეეენინო ლომჯარია დღეს ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. 33 წლის მამაკაცი გუშინ დააკავეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს და ზაზა გახელაძე დაჭრეს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0614 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0614 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4673 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4593 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
საქმის პროკურორის განცხადებით, გიორგი ენდელაძეზე ძალადობისას საგნების, იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი მიატოვეს, მიმალვაში იმყოფებოდნენ და თავს არიდებდნენ გამოძიებას.პროკურატურის პოზიციას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 2000, 5000, 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დავით კობალაძესთან ერთად ბრალდება კიდევ 5 პირს წაუყენა. ერთი პირი კი ძებნაში იმყოფება. უწყების ცნობით, გიორგი ენდელაძეს 6 პირი შურისძიების მოტივით თავს დაესხა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.