Category: ახალი ამბები

  • არასამთავრობოებისა და გირჩელების რჩევებს უსმენთ, ეს გწამლავთ – დეკანოზი დავით ნოზაძე მრევლს

    არასამთავრობოებისა და გირჩელების რჩევებს უსმენთ, ეს გწამლავთ – დეკანოზი დავით ნოზაძე მრევლს

    დეკანოზმა დავით ნოზაძემ ქადაგებისას პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან მრევლს უთხრა, რომ არასამთარობო ორგანიზაციები და პარტია გირჩის წევრები მათ “წამლავენ”.

    ამის არგუმენტად დეკანოზი აცხადებს, რომ მრევლი რასაც 10 წლის წინ ფიქრობდა, იმავეს აღარ ფიქრობს, შეეცვალათ როგორც აზრები, ისე ჩაცმულობის სტილი.

    “რომ გკითხოთ, ხომ არ მეგობრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია ჩვენ ერს წამლავენ. იტყვით – არა. ან ხო არ მეგობრობთ გირჩელებთან, რომლებმაც არასამთავრობოებსა აჯობეს. შეწუხდებით – არა… მაგრამ მათ რჩევებს უსმენთ, ტელევიზორიდან და ეს ნელ–ნელა გწამლავთ. თუ დააკვირდებით თქვენ თავს, 10 წლის სხვანაირად ფიქრობდით, ახლა სხვანაირად ფიქრობთ, განა სახარება გამოიკვლიეთ და წინ წახვედით, პირიქით, ისეთ რამეებს ამართლებთ, რასაც გამართლება არ აქვს”,– ამბობს დეკანოზი.

    მან მრევლი ქალები ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა და უთხრა, რომ ისინი იმ ტანსაცმელს იცვამენ, რაც მოდაშია.

    “ტაძარში ქალებმა იცით როგორ უნდა ჩაიცვათ?! მაგრამ გავლენას ახდენს მაინც ის მოდა და იქითკენ მიგიწევთ გული. ქრისტე გეუბნება ასე გააკეთეო და თქვენ მაინც უსმენთ იმას, რაც ღვთისგან არ არის. ეს არის მოდაში და ეს უნდა ჩავიცვა.. და ის სწორია რაც გაცვია?”,– განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

    მანვე დედებს მოუწოდა, შვილები იმ ზომის ტანსაცმლით არ ატარონ, “როგორითაც ძინავთ”, რადგან “ტანტალს თუ მიეჩვია, იტანტალებს მთელი ცხოვრება”.

  • აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე, სატვირთოს მძღოლი 50 წლის მამაკაცია.

    ის ბათუმის “ცხელების ცენტრში” იყო მოთავსებული, სადაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდგინდა.

    აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქე საკუთარი სურვილით სამშობლოში გადაჰყავთ, სადაც მკურნალობას გააგრძელებს.

    ცნობისთვის, აჭარაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

  • თბილისის 50-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 50-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 13 ივლისს, თბილისის 50–ზე მეტ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოდერძი ჩოხელის და პეტრიწის ქუჩების ცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის და ჩხიკვაძის ქუჩის ცხოვრებლებს.

    12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გივი კარტოზიას ქუჩის ცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, ბაგრატიონის, სალიების, სააკაძის, სიღნაღის და დავითაშვილის ქუჩების ცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის ცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და მეველეს ქუჩის ცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის და სამრეკლოს ქუჩების ცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის ცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და გრიგოლ მუხაძის ქუჩის ცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის ცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III  მასივის I, III, IV, X  კვარტლების, ვარკეთილი III  მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი III  მასივის „დ“ ქუჩის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თრიალეთის, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების ცხოვრებლებს.

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის IV, VI, VII, VIII, IX  კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, თაკვერის, ჩხავერის და ნაკადულის ქუჩების ცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეიმურაზ ბატონიშვილის ქუჩის ცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებს თელასი.

  • რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი გაიქცა

    რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი გაიქცა

    ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული 45 წლის მოქალაქე სავალდებულო კარანტინს ერთ–ერთ სასტუმროში გადიოდა. ის კორონავირუსის ტესტის გასაკეთებულად გუშინ რუსთავის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, დღეს დილით კი მისი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

    ექიმებმა განუმარტეს, რომ უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ის საკარანტინე სივრცეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა პაციენტი კლინიკიდან გაიქცა.

    ექიმის თქმით, ის პირველი სართულის ბოქსირებული პალატის ფანჯრიდან გადახტა.

    ცხელების ცენტრმა 112–ს მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად იმყოფება გაქცეული პაციენტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

  • ქართული ოცნება ხელისუფლებიდან ნაციონალების ნახირთან ერთად უნდა წავიდეს – ნიკოლაძე

    ქართული ოცნება ხელისუფლებიდან ნაციონალების ნახირთან ერთად უნდა წავიდეს – ნიკოლაძე

    გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მარიამ ჯაშის პარტიის თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი იმიტომ გახდა, რომ მისი უახლოესი მეგობრები არიან ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები.

    ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან “ნაციონალების ნახირთან” ერთად უნდა წავიდეს.

    “2004 წელს ჩემი ნებით წამოვედი პროკურატურიდან განცხადების საფუძველზე, იმიტომ რომ იმ სადისტური რეჟიმის პირობებში არ ვიმუშავებდი. 9 წელი ვიყავი ფაქტობრივად ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ადვოკატი ვიყავი, ყველგან ვიბლოკებოდი, როგორც ხდებოდა 9 წელი მირიან ნიკოლაძე არ გაჩერებულა. შეხვალთ გუგლში, მისცემთ მირიან ნიკოლაძეს და ნახავთ, რა მიკეთებია. ამის შემდგომ ვიყავი პარტია ოცნების მხარდამჭერი, იმიტომ რომ ის ხელისუფლება უნდა წათრეულიყო და ვიყავი ამის აქტიური მომხრე. პრინციპულია ჩემთვის, რომ მარტო ქართულმა ოცნებამ კი არ უნდა დატოვოს, ქართული ოცნება, რომელიც ხელს აფარებს ამ ნაციონალების ნახირს, აი, იმასთან ერთად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან”,– ამბობს მთავარ არხთან ნიკოლაძე.

    ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში ადასტურებს, რომ ნიკოლაძე აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა მის მაჟორიტარობის კანდიდატად შესაძლო წარდგენას არ ადასტურებს.

    გედევან ფოფხაძის თქმით, ნიკოლაძესთან ერთად მთელი ცხოვრებაა პოლიტიკურ ბრძოლაშია, ამიტომ ახალი შეძენილი თანაგუნდელი არ არის.

    ცნობისთვის, საპარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” 7 ივნისს დააფუძნეს. პარტიის ლიდერები არიან ბექა ნაცვლიშვილი, მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.

  • აფეთქება რუსთავში – გარდაიცვალა 1 მამაკაცი

    აფეთქება რუსთავში – გარდაიცვალა 1 მამაკაცი

    რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ ჯართის მიმღებ პუნქტში ბუნებრივი აირის დანადგარი აფეთქდა.

    აფეთქების შედეგად 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. დაშავებული კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

     

  • ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს

    ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს

    ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია იყო. ქუჩა გადაკეტილია. არსებული ინფორმაციით, 1 პირი საცხოვრებელი სახლის ეზოში დააკავეს.

    სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. განცხადება არ გაუვრცელებია შსს–ს.

  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე მარიამ ჯაშის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

    გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე მარიამ ჯაშის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

    გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.

    მირიან ნიკოლაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ აღნიშნა, პარტიის შეხედულებებთან სრული თანხვედრა აქვს და მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

    მანვე აღნიშნა, რომ პარტიასთან ურთიერთობა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამდე დაიწყო.

    „პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრს. ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები. ამავდროულად, მე ვარ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. ეს ყველაფერი იყო ჯერ კიდევ ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია გრძელდება მიუხედავად ჩემი ოჯახური პრობლემებისა, რომელიც უკავშრიდება გიორგის გარდაცვალებას. მე ყოველთვის აქტიური ვიყავი როგორ მოქალაქე. ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა და ეს გაგრძელდება. რაც შეეხება პარტიის პროგრამას და შეხედულებას, მე მთლიანად ვუერთდები გარდა ჩემი მეგობრული დამოკიდებულებისა, ასევე ჩემი შინაგანი განწყობით, მსოფლმხედველობით, ღირებულებებით. სრული თანხვედრა მაქვს ამ პარტიასთან და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ კუთხით საქმიანობასაც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ფორმულასთან ინტერვიუში.

    ნიკოლაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესში შაქარაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის შემდეგ ჩაერთვება.

    გიორგი შაქარაშვილის ნათესავი ყველას მოუწოდებს, მის პოლიტიკურ აქტივობასა და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ერთამენთს ნუ დაუკავშირებენ.

    „როდესაც გიორგი მკვლელებს დავაბინავებ როგორც საჭიროა, მერე ჩავერთვები აქტიურად. პოლიტიზირება ამ თემის რომ არ მომხდარიყო, ამაზე ვიკლავ თავს ამდენი ხანია. ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს ორი თემა არ მიაბათ ერთმანეთს. მეგობრებმა მთხოვეს, ვგულისხმობ პარლამენტარებს, ამ პარტიის დამფუძნებლებს. ათასჯერ გამომიცხადეს თანადგომა და მითხრეს, რომ თუ უკმაყოფილო ვიქნებოდი ძიების შედეგებთან მიმართებით, მეორე დღესვე ჩაერთვებოდნენ მაგრამ მე ამაზე განვაცხადე უარი. თუ გამიჭირდება, უდიდესი თანადგომა მაქვს ამ ადამიანების“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

    ცნობისთვის, საპარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” 7 ივნისს დააფუძნეს.

    ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები არიან ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.

  • 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

    ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის ნაპირზე იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყყვნენ მაშველები და მყვინთავები.

  • ილია II თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის ყველაზე მძლავრი ლოდია – მეუფე შიო

    ილია II თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის ყველაზე მძლავრი ლოდია – მეუფე შიო

    “თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გახლავთ”,- ასე აფასებს პატრიარს მისი მოსაყდრე, მეუფე შიო.

    მისი თქმით, ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა.

    “მისი სამოციქულო მოღვაწეობა ჩანს ყოველ წელს და დღეს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა”,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

    მანვე ქრისტიანობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქრისტიანი “არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიერ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას და მხოლოდ მიწიურ პრაგმატიზმს”.