Category: ახალი ამბები

  • 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?- იმნაძე

    200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქორწილის, იუბილისა და ქელეხის ჩატარება დახურულ სივრცეში ისევ არ არის რეკომენდებული. ამის შესახებ იმნაძემ „ფეისბუქ ლაივში“, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    მისივე თქმით, ასეთ სიტუაციებში მოქალაქეები დისტანციას ვერ დაიცავენ.

    „ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით, ხომ? კონცერტი შეიძლება ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის და ამიტომ როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ამიტომ, ჯერჯერობით ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ დიდი ზომის ასეთი ღონისძებები არ არის რეკომენდებული“, – განაცხადა იმნაძემ.

  • ნაგვის დაყრისთვის ჯარიმები იზრდება

    ნაგვის დაყრისთვის ჯარიმები იზრდება

    საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება. პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით (80 მომხრე) დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად, ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება.

    კანონპროექტის მიხედვით, იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც 2კგ.მდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება. გარემოს დაბინძურება ნარჩენებით, რომელთა ოდენობა 2 კგ-ს უტოლდება ან აღემატება, ამ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარი (ნაცვლად 150 ლარისა), ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარი ( ნაცვლად 1 000 ლარისა) იქნება. 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით – 3000 ლარით; დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო – ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა – ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით.

  • ხომ არ დაეხმარა  ჟურნალისტიკა დამნაშავეებს? – ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

    ხომ არ დაეხმარა ჟურნალისტიკა დამნაშავეებს? – ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

    “ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს?”- ამის შესახებ ექსპერტ-კრიმინალისტმა გიორგი დეკანოზიშვილმა “ტვ პირველის”ეთერში განაცხადა. როგორც დეკანოზიშვილი აცხადებს, შაქარაშვილის საქმეში ორი გამოძიება, ჟურნალისტიკა და საგამოძიებო უწყება ერთმანეთს შეეჯახა.

    „გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისმება კიდევ სხვა კითხვები, ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს. ყოველ დღე გაშუქება, ყოველ დღე ლაპარაკი აძლევთ მათ ყველანაირ ინფორმაციას თუ რა ხდება გამოძიებაში.აქ ძალიან დიდი ყურადღება არის ხოლმე საჭირო, ეს პრობლემა ჟურნალისტიკის და გამოძიების ახალი არ არის, ეს მოდის კიდევ ძველი დროიდან.საქმეში ორი გამოძიება, ერთი კანონმდებლობით და მეორე ჟურნალისტიკა თავისი წესებით ეჯახება ერთმანეთს.ხომ ხედავთ უკვე გამოვიდა ახალი ინფორმაცია, თურმე ვერ დაინახეს ბავშვებმა ვინ მისდევდა, ეს ყველაფერი საიდან გაიგეს? ან ვიღაცამ უთხრა ასე ილაპარაკე, ან ააწყვეს ისტორიები“, – ამბობს დეკანოზიშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

  • ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით

    ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით

    ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ოფიციალური წარმომადგენელის, პიტერ სტანოს, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    „12-13 ივლისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაავრცელეს ინფორმაცია მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოყვა.

    ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით.

    ამ კონტექსტში, ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს მათი მექანიზმები პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ დამკვიდრებული ფორმატი, ისევე როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი. ცეცხლის შეწყვეტის ეს სერიოზული დარღვევა ხაზს უსვამს ადგილზე ეუთო-ს მონიტორინგის გაგრძელების სასწრაფო აუცილებლობას, მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება იქნება.

    ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, ენერგია და რესურსები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მიუძღვნან, ხელახლა ჩაერთონ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით გამართულ არსებით მოლაპარაკებებში და მოამზადონ თავიანთი მოსახლეობა მშვიდობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • შაქარაშვილის საქმის მოწმე ამტკიცებს, რომ როცა გიორგის მისდევდნენ, ნიახურს აგროვებდა

    შაქარაშვილის საქმის მოწმე ამტკიცებს, რომ როცა გიორგის მისდევდნენ, ნიახურს აგროვებდა

    უერთიერთგამომრიცხავი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში – საქმეში დევს კიდევ ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმი, “ფორდ ტრანზიტის” მძღოლი, რომელიც ყვება, რომ შუაღამით იქ, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, მანქანა გააჩერა და დანაგვიანებული ტერიტორიით დაინტერესდა.

    ამონარიდი “ფორდ ტრანზიტის” მძღოლის ჩვენებიდან:

    „იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც ჩემი კუთვნილი Ford Transit-ის მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონი სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი.

    დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასხვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი.

    უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. აქედან გამომდინარე მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ ხიდის ბოლოში გზის პირას, ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო, ანუ ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ მაქნანაში.

    მე წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. ამ დროს მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობა არ იყო, მაგრამ მანქანები დროთა განმავლობაში მოძრაობდნენ.

    თავიდან გზის პირიდან როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით, რათა არ გადაევლო უცხო საგნებზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო.

    როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან, ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან” , – აცხადებს ჩვენებაში საქმის ფიგურანტი.

  • 100 დღეში საქართველო ან გადარჩება ან საქართველო აღარ იქნება- მიხეილ სააკაშვილი

    100 დღეში საქართველო ან გადარჩება ან საქართველო აღარ იქნება- მიხეილ სააკაშვილი

    100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება. საქართველო იშლება, ბოლომდე ჩამოხმა და გაუბედურდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ახლა, შემდეგი 100 დღე არის გადამწყვეტი.

    „საქართველოში ჩვენ გვიკეთებენ ანესთეზიას – დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი, ფეხი არ გაანძრიოთ, ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვენებ ტურისტებს?! ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი, ივანიშვილის აზრით, მით უფრო ადვილად, იაფად გაიყიდება. ამიტომ, ამის გადატეხვა შეიძლება მარტო ახალგაზრდული ენთუზიაზმით, ყველასთან მისვლით, ყველა ადამიანთან დალაპარაკებით, რწმენის დაბრუნებით, იმიტომ, რომ ისინი საკუთარი მომავლის, რწმენის განადგურებაზე მუშაობენ. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ამ რწმენის დამკვიდრებაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. შემდეგი 100 დღე ნიშნავს იმას, რომ ასმაგად უნდა ვიმუშავოთ. 100 დღე ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა გვეძინოს, მე ნამდვილად აღარ მძინავს. 100 დღე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს ორგანიზებულები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს. ჩვენ ქვეყანა ან გვაქვს, ან აღარ გვაქვს. ან საქართველო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ და რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, რომ ის იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, მთელი მსოფლიო ახსენებდა, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა , მთელ რეგიონში ძალიან დიდი გავლენა მოვიპოვეთ, ახლა აბა ახლა რის ხარჯზე ვართ უკრაინაში ?! იმდროინდელი გავლენის და მონაპოვრების ხარჯზე რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩვენს რამდენიმე ადამიანს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ. გატაცებაზე არიან, იმიტომ, რომ იციან, თავის დროზე საქართველოში ჩვენ სასწაული მოვახდინეთ. ეს ყველაფერი მთავრდება. საქართველო აღარ იარსებებს… ეს რომ აღარ იყოს ახლა, თითოეული თქვენგანის ხელშია, თქვენთვის წარმოუდგენელი შანსი და პასუხისმგებლობაა, მე ასე მგონია. ჩემი მხრივ, მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი სასურველია არ იყოს უფსკრულში, იმიტომ, რომ უფსკრულში უკვე მიდის ჩვენი ქვეყანა. უნდა მოვახდინოთ ამ უფსკრულიდან ქვეყნის აქეთ გამოყვანა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • “გირჩი” მათთვის, ვინც არჩევნებზე წავა Tesla-ს ავტომობილებს გაათამაშებს

    “გირჩი” მათთვის, ვინც არჩევნებზე წავა Tesla-ს ავტომობილებს გაათამაშებს

    წადი არჩევნებზე და მოიგე ტესლა! – “გირჩი” მათთვის, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, “ტესლას” ავტომობილებს გაათამაშებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გააკეთა.

    ჯაფარიძემ ჟურნალისტებს გათამაშებაში მონაწილეობის პირობები გააცნო და განაცხადა, რომ ავტომობილებს იმ თანხით შეიძენენ, რომელსაც პარტიას დასაფინანსებლად სახელმწიფო ურიცხავს.

    მისი თქმით, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცესკოს ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას. ხმის მიცემის შემდეგ კი მონაწილეობის მიღების დასადასტურებლად, მოქალაქემ უნდა გადაიღოს სელფი, საარჩევნო უბანთან და ფეისბუქის პირად გვერდზე ატვირთოს.

    “გირჩი არ აპირებს, რომ გადასახადის გადამხდელებისგან აიღოს ფული. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ, ის გამოგვეყენებინა არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ “ტესლას”, რომელსაც გავათამაშებთ. რაც მეტ ხმას მიიღებს გირჩი, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება და მით მეტი “ტესლა” გათამაშდება,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

  • ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც – ილჰამ ალიევი

    ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც – ილჰამ ალიევი

    გუშინ და დღეს მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც, – სააგენტო APA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, სომხეთის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატებაა.

    „ვფიქრობ, ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებებს მიაღწია. ჩვენი ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტები. ჩვენი ინიციატივით ჩატარდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 130-ზე მეტმა ქვეყანამ, ხოლო სომხეთი წინააღმდეგი წავიდა და ამით საკუთარი თავის მსოფლიოდან იზოლირება მოახდინა. თავისი გაუგებარი პოზიციით კოვიდ 19- ის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც დღეს მსოფლიოს დღის წესრიგის სათავეშია, სომხეთმა კიდევ ერთხელ მიაპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება საკუთარი უსახური პოლიტიკისკენ. როგორ შეიძლება ეს იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს ამ ბრძოლაში, სომხეთი დაუპირისპირდა მას, ”- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

    „სომხეთის ხელისუფლების მიერ გუშინდელი ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუის კიდევ ერთი ნიშანია. მათ სურთ, პასუხისმგებლობა აზერბაიჯანზე გადაიტანონ. მათ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, ან ჩვენი სამხედრო საგუშაგის წინააღმდეგ მოულოდნელი ცეცხლის გახსნა შეუძლიათ. ისინი ასე მოიქცნენ და კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავიანთი მახინჯი და მზაკვრული ბუნება,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

    შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს და აცხადებს, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.

  • საქმის მასალებით, ცემა არ იკვეთება – დავით კობალაძის ადვოკატი

    საქმის მასალებით, ცემა არ იკვეთება – დავით კობალაძის ადვოკატი

    „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის ადვოკატის, ირაკლი გაბრიჭიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან გიორგი ენდელაძეზე ძალადობა არ დასტურდება.

    „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ გამოკითხული არ არის, შესაბამისად, პოზიცია გამოკითხვის ოქმში აისახება. მასალების მიხედვით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, ცემას, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ გამოუწვევია სხეულის არავითარი დაზიანება. ამ შემთხვევაში, ჩემ მიერ ნანახი მასალებიდან ცემაც არ იკვეთება. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ბრალი აქვს წაყენებული, თუ რატომ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, – აცხადებს გაბრიჭიძე.

    ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დავით კობალაძესთან ერთად ბრალდება კიდევ 5 პირს წაუყენა. უწყების ცნობით, გიორგი ენდელაძეს 6 პირი შურისძიების მოტივით დაესხა თავს, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

  • ასეთ დროს არ გვაქვს არანაირი ეფექტიანი მექანიზმი – ომბუდსმენი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე

    ასეთ დროს არ გვაქვს არანაირი ეფექტიანი მექანიზმი – ომბუდსმენი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე

    “ასეთ დროს არ გვაქვს არანაირი ეფექტიანი მექანიზმი “- ომბუდსმენი ნინო ლომჯარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს ეხმაურება.

    “რაც ყველაზე მეტად ართულებს ვითარებას არის ის, რომ რეალურად, მსგავსი ტიპის შემთხვევების დროს, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეფექტური მექანიზმი, როგორც სახელმწიფოს, რომ ასეთი ტიპის შემთხვევების დროს ქვეყანამ მოახდინოს ეფექტური რეაგირება.

    ეს გულისხმობს იმას, რომ არ მუშაობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, როგორც წესი მსგავსი შემთხვევების დროულად რეაგირების თვალსაზრისით, არ არის ეფექტური და რეალურად, ქვეყანა არის დარჩენილი ყოველგვარი ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე”.- განაცხადა ნინო ლომკარიამ.