Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 1006–მდე გაიზარდა.

    გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი, სულ 883 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

  • საქართველოში ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება – ბენიძე

    საქართველოში ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება – ბენიძე

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენლის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, Facebook–მა 50–მდე ორგანიზაციას წერილზე უპასუხა. ბენიძე წერს, რომ სოციალური ქსელი 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფს.

    “როგორც გახსოვთ, 2 კვირის წინ, 50-მდე ორგანიზაციამ “ფეისბუქს” მივმართეთ 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით. სულ ახლახანს კი, ამ წერილზე “ფეისბუქის” ოფიციალური პასუხი მივიღეთ. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ, შესრულდება”,– წერს ბენიძე.

    მისი თქმით, ორგანიზაციების ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ, შესრულდება და აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში “ფეისბუქზე” პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება. 

    “ასევე, წერილის მიხედვით, ვიგებთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში “ფეისბუქი” პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

    ეს წერილი ადასტურებს, რომ “ფეისბუქი” სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 საკმაოდ დაძაბული საარჩევნო წელია ასევე აშშ-შიც. ამასთან, “ფეისბუქისთვის” მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და უკუკავშირი. დაბოლოს, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა, ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება უკვე თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება”,– აცხადებს ბენიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სოციალური მედიის საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით გამოყენების გამოწვევები ამით არ აღმოიფხვრება.

    “მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობა “ფეისბუქზე” 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს”,–აცხადებს მიხეილ ბენიძე.

    ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიებმა ფეისბუქის სპეციალური წერილით მიმართეს.

    ორგანიზაციებმა სოციალურ ქსელს თხოვეს, აამოქმედონ პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მექანიზმები.

    “საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ფეისბუქს აქვს შანსი, მტკიცე ქმედებებითა და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის  ფეისბუქის ხელთ არსებული მექანიზმები” – წერია მიმართვაში.

  • გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გატანილი გოლი გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა

    გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გატანილი გოლი გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა

    ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გატანილი გოლი გარდაცვლილ ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა.

    „ჰელსინგბორგისთვის” გოლის გატანის შემდეგ მან მაისური დაიკავა ხელში, რომელსაც ზედ “შაქარა” ეწერა.

    ხარაიშვილი წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” კაპიტანი იყო, სწორედ იმ გუნდის, სადაც შაქარაშვილი თამაშობდა.

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. დღეისათვის, ამ საქმეზე 17 პირია დაკავებული. საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

  • კაცი, რომელსაც კომენდანტის საათის დარღვევის უფლება არ მისცეს, ავარიაში მოყვა

    კაცი, რომელსაც კომენდანტის საათის დარღვევის უფლება არ მისცეს, ავარიაში მოყვა

    27 წლის გოჩა ჩხიკვაძე მთავარ არხს უყვება, რომ 1 აპრილს თბილისიდან დასავლეთ საქართველოში ავტომობილთ მიდიოდა. მას გზაში მანქანა გაუფუჭდა და თერჯოლამდე მისვლას კომენდანტის საათის დაწყებამდე ვერ ასწრებდა, ამიტომ ჯარიმის თავიდან ასაცილებლად ცხელ ხაზზე დარეკა.

    “მითხრეს, რომ ასეთ რამეს არ ასეთ რამეს არ ითვალისწინებდნენ, რომ სადღაც 10–15 წუთი კიდევ მჭირდებოდა, რომ სახლამდე მივსულიყავი. შესაბამისად, ცოტა ავჩქარდით და მოვხვდით ავარიაში”,– ამბობს ჩხიკვაძე.

    დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა თერჯოლის შესასვლელთან ნაწვიმარ გზაზე მოსრიალდა. ავტომობილი რკინის ჯებირიან ბორდიურს შეეჯახა.

    გოჩა ჩხიკვაძეს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ახლა ის მეორე ფეხის ოპერაციას ელოდება.

    “ველოდებით შეხორცებებს, რომ ხელახლა ოპერაცია დაიგეგმოს. ჯერ ვერაფერს ამბობენ ექიმები, რა იქნება და როგორ. შეიძლება შენარჩუნს ფეხი, შეიძლება ვერ. ოპერაცია ნებისმიერ შემთხვევაში გასაკეთებელია”,– ამბობს გოჩა ჩხიკვაძე.

    ის დღეს მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

  • აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

    აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

    აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

    “აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

    კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული” – აცხადებს განათლების სამინისტრო.

    აბიტურიენტს კორონავირუსი  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.

  • როცა ასეთი ბოროტი ოპოზიცია გყავს, ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთო – ვოლსკი ზურაბიშვილს

    როცა ასეთი ბოროტი ოპოზიცია გყავს, ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთო – ვოლსკი ზურაბიშვილს

    უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

    ვოლსკის თქმით, როცა ქვეყანაში ჩასაფრებული და „ბოროტი” ოპოზიცია არსებობს პრეზიდენტმა მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

    მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს ცუდი არაფერი უგულისხმია და ის ტრადიციებზე ლაპარაკობდა, რომელიც აღიარებას ეხება.

    „როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს რა საკვირველია არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადება, ერთი-ერთზე ჩხუბი მოგწონს თუ ჯგუფური ჩხუბი მოგწონს. ფაქტია, რომ პრეზიდენტს ცუდი არაფერი უგულისხმია და თუ ის ტრადიციებზე საუბრობდა, ლაპარაკობდა ტრადიციაზე, რომელიც ეხება აღიარებას. რომელიც ეხება, მონანიებას. სწორედ ეს არის ტრადიცია, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი მიუთითებდა“,-აცხადებს გია ვოლსკი.

    დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე განაცხადა, რომ “ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის”, ჯგუფური ძალადობა კი “არაქართულია”.

  • ორი აბიტურიენტს რელიგიური მრწამსის გამო გამოცდა არ გადაუდეს, მათ გამოცდების ცენტრს უჩივლეს

    ორი აბიტურიენტს რელიგიური მრწამსის გამო გამოცდა არ გადაუდეს, მათ გამოცდების ცენტრს უჩივლეს

    “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების” ინსტიტუცის ინფორმაციით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ორ აბიტურიენტს, რომლებიც რელიგიური მრწამსის გამო შაბათ დღეს გამოცდაზე ვერ გადიან, თარიღის შეცვლაზე უარი უთხრა. ამ მიზეზით, მათ დისკრიმინაციის მუხლით გამოცდების ცენტრს სასამართლოში უჩივლეს.

    “ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც”, – წერია განცხადებაში.

    TDI-ს განმარტებით,27 ივნისს, გამოცდების განრიგის გაგების შემდეგ აბიტურიენტებმა გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს და თხოვეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდა გადაეტანათ, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება.

    ორგანიზაციის ცნობით, გამოცდების ეროვნული ცენტრმა აბიტურიენტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებული იყო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინგლისური ენის გამოცდა 17, 18 და 19 ივლისსაა ჩანიშნული და არსებობს შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო გამოცდაზე ვერ გავლენ შაბათ დღეს, ჩააბარონ სხვა დღეებში.

    “როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; ასევე ირღვევა აბიტურიენტების უფლება განათლებაზე, ვინაიდან საკითხისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდები ვერ შეძლებენ 2020 წელს ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო უწყების უარი არის ასევე დისკრიმინაციული”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

    სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენის შემდგომ, TDI სარჩელით მიმართავს სასამართლოს გამოცდის გადატანაზე უარის ბათილად ცნობის, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. მათივე ინფორმაციით, საკითხს სწავლობს სახალხო დამცველიც

  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებული მორაგბე, არჩილ გაგნიძე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.

    მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გაგნიძეს ამ ექსპერიმენტით იმის გამორიცხვა სურს, რომ „ტოიოტა ქემრის” მგზავრები შაქარაშვილს გაეკიდნენ. ადვოკატის თქმით, გაგნიძე ამტკიცებს, რომ ისინი შაქარაშვილს არ გაკიდებიან –  „სწრაფი ნაბიჯებით” გაჰყვნენ.

    „კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება ხუთ წუთს. შეუძლებელია ამ დროში, რა ვერსიაც არსებობს, რომ წყალში ჩაიყვანა ვინმემ ან ჩაიყვანა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, რეალური იყოს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი – რამდენად რელევანტურია, რომ ხუთ წუთში სცემდნენ კიდეც და წყალში ჩაიყვანდნენ.

    გაგნიძე აღნიშნავს, რომ გაკიდება არ ყოფილა. იყო გადასვლა სწრაფი ნაბიჯებით. გაკიდება არ ყოფილა”, – ამბობს კობაიძე.

    გიორგი შაქარაშვილი დაღუპვის საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება ასფიქსიამ გამოიწვია წყალი დახრჩობით, სხეულზე კი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები ჰქონდა, გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მიუხედავად ამისა, განზრახ მკვლელობაზე ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.

  • საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

    საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    1 ახალი შემთხვევა სავარაუდოდ, ის 10 თვის ბავშვია, რომელსაც კორონავირუსი სოფელ ყარაჯალაში დაუდასტურდა. ის ამჟამად თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    ვებ-გვერდის თანახმად, ქვეყანაში გამოჯანრთელებულთა რიცხვი 873-ს შეადგენს.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება

  • აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

    აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

    აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე ისაუბრა.

    “კავკასიის რეგიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებული მოვლენების გამო აშშ შეშფოთებას გამოთქვამს. ასევე, მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა დაღუპულის გამო. ჩვენ მხარეებს  დეესკალაციისკენ, დიალოგისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”,– აცხადებს პომპეო.

    ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. ქვეყნები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    შეტაკებები მეოთხე დღეა გრძელდება. გუშინ 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხეთის მხარეს – ორი სომეხი სამხედრო.

    აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. ორი დღეა აზერბაიჯანში სომხეთთან ომის დაწყებას ითხოვენ. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, ასევე, დააზიანის პოლიციის მანქანები.

    სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.