Category: ახალი ამბები

  • ჩვენი შიდა კვლევებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 %-ზე გაცილებით მეტია – მდინარაძე

    ჩვენი შიდა კვლევებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 %-ზე გაცილებით მეტია – მდინარაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შიდაპარტიული კვლევებით “ქართული ოცნების” რეიტინგი 55%–ზე „გაცილებით მეტია“.

    „საერთოდ, ციფრების სიზუსტით კვლევებზე პარტიები არ საუბრობენ, რადგან ეს შიდა სამზარეულოა და მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდაკვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო ბოლო Gorb- ის კვლებაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი იყო 55 პროცენტი. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ 55 პროცენტზე გაცილებით მეტი აქვს დღეს ” ქართულ ოცნებას” რეიტინგი, ჩვენი შიდა კვლევებით,“- განაცხადა მდინარაძემ.

    მანვე გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება გარდაუვალია, გამარჯვების კარგად გაფორმებაში კი გუნდს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე დაეხმარება.

  • მოსახლეობის 58%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – Edison Research

    მოსახლეობის 58%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – Edison Research

    Edison research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

    კვლევაში მონაწილეთა 43% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვის მანძილზე მისი ცხოვრება იგივე იქნება, 32%-ის აზრით – უკეთესი, ხოლო 25%-ის შეფასებით – უარესი.

    Edison research-ის კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა.  კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

  • არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები – თურნავა

    არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები – თურნავა

    ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისრის თქმით, “არ უნდა დავხარბდეთ” ერთჯერად საზღვრების გახსნას:

    “არ არის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვო რომელიმე ჩემს კოლეგასთან ან პრემიერთან შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. ყველანი ვთანხმებით იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები. ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანაში ვართ მოხვედრილები, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ორი-სამი კვირის თავზე მოგვიწიოს ძალიან მასშტაბური საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს”,– განაცხადა თურნავამ.

    მანვე აღნიშნა, რომ ბაზარი ბიზნესვიზიტორებისთვის გახსნილია და იმედი გამოთქვა, რომ შემოსული ბიზნესმენები მხოლოდ საქმიანი ვიზიტით არ შემოიფარგლებიან, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და ქვეყანას ტურისტულადაც დაათვალიერებენ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ. თუმცა თუ ამ ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები შემოვლენ, მათ კარანტინის გავლა მოუწევთ.

  • გაივლის თუ არა ზალკალიანი კარანტინს ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ? – კანდელაკი მთავრობას

    გაივლის თუ არა ზალკალიანი კარანტინს ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ? – კანდელაკი მთავრობას

    „ევროპული საქართველო“ მთავრობას კითხვით მიმართავს, გაივლის თუ არა სავალდებულო ორკვირიან კარანტინს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, როდესაც ბრიუსელიდან დაბრუნდება.

    კანდელაკი აღნიშნავს, რომ ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოდიან, 2-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

    „თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება – რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მითუმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა „გაუმწვანებელ“ ქვეყანაში და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში და რომელთა მოქალაქეებსაც ამავე დროს კარანტინს არ ვთხოვთ“, – თქვა კანდელაკმა.

    მისივე განცხადებით, მთავრობა ფრენების გახსნას, ფაქტობრივად, არჩევნებამდე არ აპირებს, რაც ათასობით ადამიანს შიმშილისთვის წირავს.

    „მთავრობის სურვილია, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა, ასეთმა მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, საერთოდ არ განაახლოს ფრენები არჩევნებამდე. ეს განცხადებები, როგორც სხვა მავნებლური განცხადებები, რომელიც ეხებოდა AirBaltic-ს, რომელსაც სურვილი აქვს სამჯერ იფრინოს კვირაში, თუმცა, მთავრობა ეუბნება, რომ მხოლოდ ერთხელ შეუძლია ფრენა. ეს განცხადებები ფორმალურადაც კი არავის უარუყვია. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი შევაჯამოდ, მთავრობის დუმილი მივიღოთ დასტურად, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და ხელში შეგვრჩება ამ ფორმალური „გახსნის“ ფონზე ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენები და დე-ფაქტო საქართველო დარჩება ჩაკეტილი არჩევნებამდე.

    ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ტურიზმის სფეროში შემოსავლები შემცირებულია 97%-ით. ამ გაჯიუტებით და გაჯიქებით მთავრობა ათეულობით ათას ადამიანს ეუბნება, რომ ისინი განწირულები არიან შიმშილისთვის. ეს არის მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილება. მთავრობა სინამდვილეში ხელმძღვანელობს არა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებებით, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით და ეს პარანოიალური მიდგომაც არამეცნიერულია“, – განაცხადა კანდელაკმა.

    საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ. თუმცა თუ ამ ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები შემოვლენ, მათ კარანტინის გავლა მოუწევთ.

  • ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

    ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

    ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. პოსტი დატოვა ვიცე–მერმა ჯაბა ტუღუშმაც. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მერიის თანამშრომლებმა მიაწოდეს.

    ბათუმის მერიის პრესსამსახურში მომხდარს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძე 2 საათზე ბრიფინგს გამართავს.

    ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა. ლაშა კომახიძეს უარი უთხრეს, როგორც საპარლამენტო ისე უმაღლესი საბჭოს სიის [ხუთეულში] ჩასმაზე.

    ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

  • ბათუმში, ზღვაში მოზარდს ეძებენ

    ბათუმში, ზღვაში მოზარდს ეძებენ

    ბათუმში, ზღვაში მოზარდ ბიჭს ეძებენ. ის სავარაუდოდ 15 წლისაა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან სამძებრო სამუშაოებს ორი სკუტერი, ორი ნავი, სამი მყვინთავი.

    მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება. ამასთან, დრონით ხორციელდება პერიმეტრის კონტროლი.

  • ყოფილ და მოქმედ სამხედროებს თავდაცვის უწყების ბინები საკუთრებაში გადაეცემათ – გახარია

    ყოფილ და მოქმედ სამხედროებს თავდაცვის უწყების ბინები საკუთრებაში გადაეცემათ – გახარია

    თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ე.წ უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ.

    გახარიამ აღნიშნა, რომ საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე.

    “თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს კერძო საკუთრებაში ეს ბინები გადაეცემა”. – თქვა გიორგი გახარიამ.

  • ცილისწამების მიუხედავად, სიმართლემ გაიმარჯვა, დენდროლოგიური პარკი გაიხსნა – გახარია

    ცილისწამების მიუხედავად, სიმართლემ გაიმარჯვა, დენდროლოგიური პარკი გაიხსნა – გახარია

    პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

    “გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. ეს იყო არა მხოლოდ გურიისთვის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც გაიხსნა რიგითი მოქალაქეებისთვის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი. უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად. მიუხედავად 3 წლის ცილისწამების და თეთრზე შავის ძახების, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა”,– თქვა გახარიამ.

    მისი თქმით, მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ, თუ რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი.

     

  • უზრდელი ხარ, ალიყურს მიიღებ მაგისთვის – ლევან კობერიძე რომან კაკულიას

    უზრდელი ხარ, ალიყურს მიიღებ მაგისთვის – ლევან კობერიძე რომან კაკულიას

    “შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ, როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“,- მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრ ლევან კობერიძეს.

    საპასუხოდ, კობერიძემ კაკულიას უთხრა, რომ უზრდელობისთვის “ალიყურს მიიღებს”.

    „ერთი შეკითხვა მაქვს ლევან შენთან, დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ, როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“. შენი ბულინგის არავის არ ეშინია, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას,“-მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

    „მე კიდევ შენზე მგონია, რომ კიდევ ბევრ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას და არც პასუხი არ მოგითხოვია არავისთვის. ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ.. შენ ხარ უზრდელი“,-განაცხადა კობერიძემ.

    დღეს კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

  • საქართველო პროვოკაციასა და პოლიტიკური სპეკტაკლის დადგმას ცდილობს – რუსეთის საგარეო უწყება

    საქართველო პროვოკაციასა და პოლიტიკური სპეკტაკლის დადგმას ცდილობს – რუსეთის საგარეო უწყება

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში მომხდარ “საქართველოს მხრიდან რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადაკვეთის ინციდენტებს.”

    განცხადებაში საუბარია 6 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან საქართველოს 3 მოქალაქის დაკავებაზე. რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ მათ ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, რის გამოც ისინი გალის რაიონის სახელმწიფო უსაფრთხოების განყოფილებაში გადაიყვანეს.

    განცხადებაში ასევე წერია, საქართველოს 24 წლის მოქალაქეზე, რომელმაც 13 ივლისს დაღესტანის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.

    “იგი იყო საბუთების გარეშე, კამუფლაჟიანი ფორმაში, ჰქონდა იარაღი და 28 სანადირო ტყვია, ასევე თან ჰქონდა ბინოკლი. რუსულმა მხარემ დააკმაყოფილა საქართველოს მხარის თხოვნა და ამ ადამიანის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა. ის ქართველ მესაზღვრეებს გადავეცით”,– წერია განცხადებაში.

    “9 ივლისს დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დავაკავეთ, ამ შემთხვევაში საზღვრიდან 9 კილომეტრში”.

    განცხადებაში ასევე საუბარია 11 ივლისს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, 33 წლის ზაზა გახელაძის დაკავებაზეც:

    “11 ივლისს საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელსაც კამუფლაჟიანი ფორმა ეცვა და შიარაღებული იყო ნახევრადავტომატური იარაღით, 300 მეტრის სიღრმეზე შევიდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც გადაეყარა რუსულ სასაზრღვრო ეკიპირებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე არსებობს 2009 წლის 30 აპრილიდან. მან მიმალვა სცადა და რუსი სამხედროების მიმართულებით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა. საპასუხო სროლის შედეგად ის მსუბუქად დაიჭრა ფეხში. დამრღვევს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგად წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე იმყოფება. ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენებებში ის ცნობს, რომ შეგნებულად და მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი”,– წერს რუსეთის საგარეო უწყება.

    ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს პროვოკაციისა და “პოლიტიკური სპეკტაკლის” მოწყობაში ადანაშაულებს.

    “მიუხედავად მსგავსი დარღვევების სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათისა და რუსული მხარის განწყობისა, მოგვარდეს მსგავსი საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და რბილად, თბილისი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ცდილობს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობას და პასუხისმგებლობა სხვებზე გადააქვს. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით უადგილოა მოცემულ სიტუაციაში რუსეთის დადანაშაულება პროვოკაციაში, განსაკუთრებით მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის “უხეშ დარღვევაში” და “გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან პანდემიის დროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოწოდების სრულ უპატივცემულობაში”.”

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოუწოდებს შეწყვიტოს “პროვოკაციები” და გამოიყენოს დიალოგისთვის არსებული ყველა ფორმატი.

    “მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები, გამოიყენოს დიალოგისთვის არსებული ყველა ფორმატი რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ჩართოს ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის რეგიონული მექანიზმები, ჟენევის დისკუსია და კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების არაფორმალური არხი, რათა არსებული პრობლემებს ურთიერთსასარგებლო კონსტრუქციული გადაჭრა მოიძებნოს. ველით, რომ საქართველოს მთავრობა უფრო ენერგიულ სამუშაოებს ჩაატარებს საკუთარი მოქალაეებისთვის ასახსნელად, რომ აღარ განმეორდეს საზღვრის დარღვევის შემთხვევები.

    სასაზღვრო ინციდენტების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების და ერთობლივი, იურიდიულად სავალდებულო დეკლარაციის საჭიროებას ძალის არ გამოყენების თაობაზე”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

    უწყებამ ცალკე გამოყო საოკუპაციო ხაზთან მომხდარი გატაცების ფაქტებზე აშშ-ს განცხადებები და მას პროვოკაციული უწოდა.

    “ცალკე გვინდა აღვნიშნოთ პროვოკაციული კომენტარი საქართველოში აშშ-ს საელჩოს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომლებიც, უკვე იქცა ამერიკისთვის ტრადიციულ ქცევად, იმის გარკვევის გარეშე, რა მოხდა სინამდვილეში, იცავენ თავიანთ ქართველ ხელქვეითებს და მთელ ბრალს აკისრებენ მოსკოვს და ცხინვალს. ეს, როგორც მინიმუმ ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიის”,– აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს 33 წლის ზაზა გახელიძე ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს და გაიტაცეს.

    ამ ფაქტს გამოეხმაურა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი და რუსეთის გახელიძის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.