Category: ახალი ამბები

  • რუსი ჰაკერები Covid19-ის ვაქცინის კვლევის მოპარვას ცდილობენ – დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრი

    რუსი ჰაკერები Covid19-ის ვაქცინის კვლევის მოპარვას ცდილობენ – დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრი

    რუსეთი კვლავ სხვისი იდეების მოპარვას ცდილობს. ამჯერად კრემლის სამიზნე ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც კოვიდ19-ის ვაქცინაზე მუშაობენ. რუსი ჰაკერები “სპირალური ფიშინგის” გზით ცდილობენ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციების საინფორმაციო ბაზებიდან, თუ რა შემადგენლობისაა ესა თუ ის ვაქცინა.

    “კიბერთავდასხმა – ახალი ფრონტი მოსკოვსა და დასავლეთს შორის,”- ეს არის ამონარიდი დიდი ბრიტანეთისა და კანადის მთავრობების განცხადებიდან, სადაც ისინი საუბრობენ რუსი ჰაკერების მცდელობაზე მოიპარონ ინფორმაცია კოვიდ19-ის ვაქცინის შემადგენლობაზე. როგორც ცნობილია, თავდასხმები ორგანიზაციებზე ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა

    ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, კიბერთავდასხმა ჰაკერების ჯგუფის “ქოზი ბეარ”-ის მიერ განხორციელდა. ჯგუფი ასოცირებულია რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან. გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ჯგუფის მიზანია, შექმნას ქაოსი პანდემიის პირობებში. მათი ახალი სამიზნე კი ის ჯანდაცვის ორგანიზაციებია, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რუსი ჰაკერები ცდილობენ ვაქცინის შემადგენლობის მოპარვას.

    ცნობილი ხდება, რომ რუსი ჰაკერების სამიზნე აუდიტორიაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა. ოფიციალური მონაცემებით, ჰაკერებმა ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენეს ე.წ. “სპირალური ფიშინგის” მეთოდი.

    “ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას. ეს ორგანიზაციები სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს აკეთებენ და ცდილობენ შექმნან ვაქცინა, რომელიც კოვიდ19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანი იქნება,”- ამბობს პოლ ჩიჩესტერი, ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი.

    ბრიტანეთში და კანადაში აცხადებენ, რომ როგორც “ქოზი ბეარ” ასევე “ფენსი ბეარ” კიბერ-ჯგუფებია, რომლებიც რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილია და ისინი შემჩნეულები არიან არაერთ ციფრულ დანაშაულში.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების განახლებული სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც სასაზღვრო შეზღუდვები იხსნება

    ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების განახლებული სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც სასაზღვრო შეზღუდვები იხსნება

    ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი განაახლა, რომლების მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გარე საზღვრებზე სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა უნდა დაიწყონ. ჩამონათვალში კვლავ არის საქართველო.

    რეკომენდაციით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე, 16 ივლისის მდგომარეობით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არიან: საქართველო, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

    ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ასევე იყვნენ, მონტენეგრო და სერბეთი.

    ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, სია ყოველ 2 კვირაში განახლდება.

    მესამე ქვეყნებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმებს შორის არის ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეპიდემიის შეკავებისთვის არსებული ზომები, მათ შორის ფიზიკური დისტანციის ზომა, ეკონომიკური და სოციალური პირობები. კონკრეტულად კი, ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სიის შექმნისას შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და ყოველ 100 000 მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან იყოს მასზე ნაკლები; აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წინა 14 დღესთან შედარებით, კორონავრუსის ახალი შემთხვევების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური ან კლებადი; ზოგადი რეაგირება „კოვიდ-19“-ზე, მათ შორის ტესტირების, კონტროლის, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე ინფორმაციის სანდოობის გათვალისწინებით.

  • შსს-მ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

    შსს-მ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

    თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის შვილი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

  • “ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!”- მარიამ ხატისკაცი საზოგადოებას მიმართავს

    “ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!”- მარიამ ხატისკაცი საზოგადოებას მიმართავს

    “ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!”- ამის შესახებ მარიამ ხატისკაცი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” სთორიში წერს. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მარიამ ხატისკაცი უყვარდა და წვეულებაზე სწორედ მის გამო მივიდა.

    „მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით.ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ იქნებ გვაცადოთ გლოვა.გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს.“ – წერს მარიამ ხატისკაცი.

  • სროლა აღმაშენებელზე – გარდაცვლილია მამაკაცი

    სროლა აღმაშენებელზე – გარდაცვლილია მამაკაცი

    როლა აღმაშენებლის გამზირზე – 60 წლის კაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

    აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლებმა, დაახლოებით ერთი საათის წინ, მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია.

    ცხედარი პროზექტურაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.

  • პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია

    პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია.  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ტესტირების ალგორითმში მოგზაურობის პუნქტის განსაზღვრებაზე საუბრისას განაცხადა.

    „200 შემთხვევა გვაქვს კარანტინიდან გამოვლენილი, 200 ათასი გახდებოდა, კარანტინში, რომ არ მოგვეთავსებინა. დავაფასოთ, რაც გვაქვს… რატომ წარმოუდგენიათ კარანტინი ასე, არ მესმის, ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

    “როცა ჩვენი შემთხვევის განსაზღვრებას კითხულობენ ხოლმე, რატომღაც მოგზაურობა მარტო ჰგონიათ ანტარქტიდაში ან ჩინეთში. მოგზაურობა ეხება იმასაც, ჩხოროწყუელი კაცი რომ წავა კახეთში. ესეც მოგზაურობაა.”

  • “ოცნებამ” დესტრუქციული გზა აირჩია – ჭიჭინაძე კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაზე

    “ოცნებამ” დესტრუქციული გზა აირჩია – ჭიჭინაძე კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაზე

    პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნით დესტრუქციული გზა აირჩია.

    „ოპოზიციისთვის ირაკლი კობახიძე მხოლოდ მისალოცია, რადგან „ოცნებამ“ ამით დესტრუქციული გზა აირჩია. რადგან კობახიძე კოლექტიური ზარდიაშვილების ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ვინც გარდა იმისა, რომ გასაშვები ადამიანების სიებით დარბოდა პერიოდულად ივანიშვილთან, ახალგაზრდებთან კომუნიკაციაც კი არ შეუძლია. ისტერიკაში ვარდება ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენის დროს და უბრალოდ გარბის”,– ამბობს ჭიჭინაძე.

    მისივე განცხადებით, ივანიშვილს აგულიანებენ, რომ აშშ–ს მთავრობასთან დაპირისპირებისთვის არ სცალია, თუმცა ივანიშვილმა წითელი ხაზები გადაკვეთა და ამისთვის დაისჯება.

    “მოკლედ, „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა და იკითხონ მათ, ვისი ცხოვრებაც და პოლიტიკური მომავალიც პირდაპირ ივანიშვილზეა მიბმული, თორემ საქართველო ამ გაუგებარ მმართველ ჯგუფამდეც არსებობდა და მერეც იარსებებს. რაც შეეხება დასავლეთთან მიმართებაში, აშკარაა, რომ ვიღაცები აგულიანებენ ივანიშვილს, თვითონ აშშ-შია დაპირისპირება და ჩვენთვის არ სცალიათო. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ დასავლეთს ყოველთვის სცალია ჩვენთვის!

    ეს გლობალური სამყაროს ნაწილია, სადაც თავისი თამაშის წესებია და რომელსაც თავის დროზე სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი. ამ წესების დარღვევა არ აპატიეს სააკაშვილს, მათი მეშვეობით მოვიდა ივანიშვილი და თუ ახლა დააიგნორებს, ის სერიოზულად დაისჯება. არადა, წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია“,- ამბობს დავით ჭიჭინაძე.

  • აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მან უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება – ზურაბიშვილი

    აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მან უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო.

    შეხვედრისას, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას.

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ  უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება, რაც ადმინისტრაციულ ხაზზე მეტ სიმშვიდეს მოიტანს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ნორმალურ პირობებში იცხოვრონ.

    “ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რა სიხშირით იტაცებენ ადამიანებს, ვიცით რა მძიმეა ადმინისტრაციულ ხაზს იქით არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს კიდევ დაუდასტურა მისიის მიმართ პირადად მისი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რათა ყველა პირობა შეიქმნას მისიის მანდატის განსახორციელებლად.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებს, ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა ფორმატებს, რომელიც უნდა იყოს გააქტიურებული.

    “ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას და ვეძებოთ ყველა საშუალება, რითაც შესაძლებელი იქნება, ამ დაძაბულობის მოხსნა და რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ სიტუაციას და ბოლომდე შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს მისიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.

    “ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალი ხელმძღვანელისათვის, დიდი პატივი იყო საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა.

    მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება პრეზიდენტისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციული საქმიანობისა და ჩემი, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პრიორიტეტების შესახებ.

    ჩემი აზრით, ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ევროკავშირის მხრიდან ამ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის ერთგვარი გამოხატულებაა.

    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.
    ჩვენ ვპატრულირებთ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.

    ჩემი აზრით, ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინციდენტებისა და დაკავებების შესაფასებლად, სანამ ისინი უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება.

    მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს მისიის დაფასების, ჩვენი ოპერაციული საქმიანობის მიმართ ინტერესის გამოხატვისა და იმ სურვილისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში იყოს თავდაპირველ მანდატთან, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს.

    მე მსურს, დავარწმუნო ქალბატონი პრეზიდენტი, რომ პანდემიის პერიოდშიც კი, ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა ჩვენი მანდატი და მოწოდებულნი ვართ მომავალშიც განვაგრძოთ საქმიანობა.

    ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას.
    სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

    პანდემიის პერიოდშიც, ამ მდგომარეობამ თავისი გარკვეულწილად ნეგატიური გავლენა იქონია მოსახლეობაზე. ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში, გავერთიანდეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რათა მწვავე საკითხებზე ვიმსჯელოთ.
    შესაბამისად, ეს ამ პრობლემების საპასუხოდ სწორი და შესაფერისი ფორმატია, სადაც თავიდან უნდა ავირიდოთ არასაჭირო პოლიტიკური რიტორიკა.

    ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული პრაგმატული დიალოგის გაგრძელება”,  – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

  • ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

    ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5049 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა

  • რეპერმა ქანიე ვესტმა საპრეზიდენტო კანდიდატურა დააყენა

    რეპერმა ქანიე ვესტმა საპრეზიდენტო კანდიდატურა დააყენა

    ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას რეპერი ქანიე ვესტი გაუწევს – ამის შესახებ ინფორმაციას ოკლაჰომას შტატის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

    “დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო დღეს ქანიე ვესტმა საბუთების შემოტანა, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა და კანდიდატურის დარეგისტრირება მოასწრო,” – წერია კომიისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    კანდიდატურის დაყენებამდე ამერიკელმა რეპერმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ათობით მილიონმა ადამიანმა, მათ შორის ილონ მასკმა, რეპერს არჩევნებში დახმარებაც კი შესთვაზეს. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.