Category: ახალი ამბები

  • “მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ” – ზალკალიანი კარანტინში არწასვლაზე

    “მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ” – ზალკალიანი კარანტინში არწასვლაზე

    “მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ”,– ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპონენტების კრიტიკას ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში არ წასვლის შესახებ. ზალკალიანი მთავრობის 332–ე დადგინელებას იშველიებს, რომელშიც წერია, რომ  სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ, ვალდებულები არიან, 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დადგენილების შინაარსი იციან, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. “იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე”, – აცხადებს საგარეო უწყება.

    სამინისტროსვე ინფორმაციით, მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია.

    გუშინ ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას მიმართა, გაივლის თუ არა ზალკალიანი ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინს. კანდელაკის თქმით, ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოდიან, 2-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

  • ვფიქრობთ შერეულ მოდელზე, რომელიც ონლაინ და საკლასო სწავლებას ითვალისწინებს – გაბუნია

    ვფიქრობთ შერეულ მოდელზე, რომელიც ონლაინ და საკლასო სწავლებას ითვალისწინებს – გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტრო სწავლების შერეულ მოდელზე ფიქრობს. მისი თქმით, ეს მოდელი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ისე საკლასო სწავლებას.

    მისივე თქმით, შესაბამისი რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

    „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად, ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება“, – განაცხადა გაბუნიამ.

    მისივე თქმით, იქ სადაც შესაძლებელია ონლაინ სწავლება, ეს მეთოდის მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული როგორც დაბალი, ისე მაღალი კლასებისთვის.

  • “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ჭიათურაში 1 პირი დააკავეს

    “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ჭიათურაში 1 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს ჭიათურაში გამართული „ქურდული შეკრების“ და “ქურდული სამყაროს” წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისთვის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

    უწყების ინფორმაციით, 1968 წელს დაბადებული მ.გ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, “ქურდული სამყაროს” წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

    აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ხსენებული “ქურდული გარჩევის” ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მიმდინარე წლის აპრილში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავა.

    მ.გ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას”,-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • COVID-19 ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ ჯარისკაცს დაუდასტურდა, ისინი საქართველოში გადამოიყვანეს

    COVID-19 ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ ჯარისკაცს დაუდასტურდა, ისინი საქართველოში გადამოიყვანეს

    ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც 28 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად, 10 ივლისს და 17 ივლისს განხორციელდა.

    „10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება”,– აცხადებს თავდაცვის უწყება.

  • საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, საერთო რაოდენობა კი 1010–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი, სულ 885 პაციენტი.  მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა.

    ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი – მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.

    კარანტინის რეჟიმში 5640 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41, მათ შორის 28 ქართველი ჯარისკაცია.

  • ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა ითქვას, რომ 20% ოკუპირებულია – ვაჟა გაფრინდაშვილი

    ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა ითქვას, რომ 20% ოკუპირებულია – ვაჟა გაფრინდაშვილი

    “ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა ითქვას, რომ 20% ოკუპირებულია”- ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა TV პირველზე, თამარ ჩიხლაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა აღინიშნოს რომ რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს და შეხვედრაზე უნდა ვაჩვენოთ რომ ეს პრობლემა ერთეული მოქალაქის საფიქრალი არ არის.

    “ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე, სიმპოზიუმზე უნდა ითქვას – გამარჯობა, აფხაზეთი ჩვენია, ოსეთი ჩვენია, 20 პროცენტი ოკუპირებულია, კარგად იყავით. ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის 5, 10, 20 კაცის საფიქრალი.”- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

    ცნობისთვის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.48-დღიანი პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

     

  • “ძალიან გთხოვთ, არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს”- ქალი რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

    “ძალიან გთხოვთ, არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს”- ქალი რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

    “ნუ გაიმეტებთ საკუთარ თავს სიკვდილისთვის . ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს .მელანომა ერთ-ერთი ყველაზე უმართავი დიაგნოზია.” – ამის შესახებ,  აგოსტინო ჯემელის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის პაციენტებთან ურთიეთობების და კომუნიკაციების დეპარამენტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო ორგანიზაცია ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში “ევროპა დონა საქათველოს” მმათველი ბორტის წევრი  მარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში წერს. მარიამ სირბილაძე,  გოგონა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა საზოგადოებას მოუწოდებს რომ სოლარიუმებს მოერიდონ. მან სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პაციენტის ისტორია გამოაქვეყნა,  რომელსაც, სოლარიუმში აქტიური საირულის გამო მელანომას დიაგნოზი დაუსვეს

    “ამასწინათ ერთ-ერთ ჯგუფში დავწერე კომენტარი სოლარიუმთან დაკავშირებით . ათი დღის წინ, ულამაზესი 17 წლის პაციენტი მოვიდა კლინიკაში . მელანომას დიაგნოზით, უმძიმესი ფორმით და დამპალ-გადაგვარებული ხალებით .დღეს გავიგე , რომ ვერ შველიან და 17 წლის გოგო უმძიმესი განაჩენით ელოდება სიკვდილს . კი , სიკვდილს . ზამთარ-ზაფხულ სოლარიუმში ირუჯებოდა .არ ქნათ , არ ქნათ ხალხო ! ნუ გაიმეტებთ საკუთარ თავს სიკვდილისთვის . ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს .მელანომა ერთ-ერთი ყველაზე უმართავი დიაგნოზია . მართლა .მინდა არავის , არასდროს არ გქონდეთ შეხება კიბოსთან . ჩემს დაუძინებელ მტრებს არ ვუსურვებ მაგას. ვისაც ყველაზე მეტად ვძულვარ , მათაც ვერასდროს ვერ ვუსურვებ გაეგოთ რას ნიშნავს კიბოსთან ბრძოლა .მე გამოვცადე , ვიცი , სიკვდილს შევეხე და ძალით ამას ნუ იზამთ .”- წერს მარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში.

    “სოლარიუმის სწორი მოხმარების წესი არ არსებობს და ნათურები ვერასოდეს შეცვლიან ჟანგბადით გაჯერებულ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს .არ არსებობს სამედიცინო პროტოკოლი , რომელიც სოლარიუმით ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს . სამაგიეროდ ტომეულები არსებობს მისგან დაზიანებული შემთხვევებით და უსაზევრო ინფორმაცია, თუ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ .”- აცხადებს მარიამ სირბილაძე.

    ცნობისთვის, მელანომა (შავი სიმსივნე), სიმსივნეთაგან ყველაზე აგრესიული და ყველაზე საშიშია. მელანომას „სიმსივნეების დედოფალსაც“ უწოდებენ და მისი მთავარი მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ზომის, თითქმის უხილავ წარმონაქმნსაც შეუძლია სასიკვდილო მეტასტაზების განვრცობა.

  • პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

    პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

    პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.

    როგორც ინიციატორები და ცვლილებების ავტორები აცხადებენ, დოკუმენტში მთავარი მიზნები უცვლელი დარჩა. სახელმწიფო ინტერესები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობას, მომხმარებლის უფლებებს და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას უკავშირდება.

    კანონს ემატება მუხლი, რომლითაც შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებას კი კომუნიკაციების ეროვნული კომისია იღებს. ეს საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაფრთხილება და სამი სანქცია, კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება.

    კანონპროექტი კანონად სავარაუდოდ ხვალ იქცევა.

  • აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით ემუქრება

    აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით ემუქრება

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს, რომ შეტევის შემთხვევაში სომხეთის ატომურ ელექტრო სადგურზე საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

    მანამდე, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდი, რომ ერევანმა შესაძლოა, შეტევა განახორციელოს აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩევირის წყალსაცავზე.

    ბაქოში განაცხადეს, რომ ფლობენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს და მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს რაკეტის გაშვებას მათი სტრატეგიული ობიექტის მიმართულებით.

    „ამავდროულად, სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სისტემებს, რომელიც ჩვენი არმიის შეიარაღებაშია, მაღალი სიზუსტით შეუძლია მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მიყენება, რაც სომხეთისთვის უდიდესი ტრაგედია იქნება“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ.

    მხარეები ერთმანეთს მეხუთე დღეა ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციებში ადანაშაულებენ. თოვუზის პროვინციაში სისხლისღვრას, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. მოკლულია აზერბაიჯანის 11, სომხეთის კი ოთხი სამხედრო პირი.

    ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით თოვუზის პროვინციაში დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართულია სპეციალური ჯავშანტექნიკა, საარტილერიო ქვემეხები და ნაღმმტყორცნები.

    დაპირისპირებას მოყოლილი მსხვერპლის შემდეგ, ბაქოში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. ათასობით დემონსტრანტი ხელისუფლებას ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. კონფლიქტი რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მიმდინარეობს. იქ, სადაც მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს ესვრიან, ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზრუმის მილსადენები გადის.

    ორ მეზობელ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კონფლიქტი აზერბაიჯანის დე იურე ტერიტორიის, დიდწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო აქვთ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ხელი 1994 წელს მოაწერეს, თუმცა შეთანხმება ორივე მხარემ არაერთხელ დაარღვია.

  • “მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა” – გუბაზ სანიკიძე

    “მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა” – გუბაზ სანიკიძე

    “მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა” –  ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    “ის ჩვენი კალათბურთელი ქვეყნის მოღალატე რომ გაიქცა რუსეთში… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა არაფერია ქვეყანაზე. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები. ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ. კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას, ბოგანოობას, მოღალატეობას.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად თორნიკე შენგელიამ ესპანური “ბასკონია”  დატოვა და რუსულ “ცსკა”-ში გადავიდა.