Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 895-ს შეადგენს.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 5497 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249

  • ვლაპარაკობ ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად, კრეოლიზე, პორტუგალიურად, ქართულად – ბერას ვიდეო Tik-Tok-ზე

    ვლაპარაკობ ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად, კრეოლიზე, პორტუგალიურად, ქართულად – ბერას ვიდეო Tik-Tok-ზე

    რეპერი ბერა ივანიშვილი Tik-Tok-ზე ვიდეოს აქვყენებს სადაც ის 7 ენაზე საუბრობს. გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თქვა:

    “პოლიგლოტ შემოწმება: იმედია, ყველა კარგად არის. ცხადია, ვსაუბრობ ინგლისურად;შემდეგი ენა არის ფრანგული. ფრანგული ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ენაა. მე პარიზში დავიბადე და სკოლაში იქ დავდიოდი.

    რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ რუსულადაც. მე ქართველი ვარ, მაგრამ დედის მხრიდან სლავური ფესვები მაქვს.

    ბრაზილიელ ფანებს შევპირდი, პორტუგალიურს ვისწავლიდი, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის მეორე სახლივით არის. ვლაპარაკობ გვადალუპურ კრეოლიზე და ჰაიტურ კრეოლიზე.და რა თქმა უნდა, ქართული. ჩემი მშობლიური ენაა, რომელიც ყველაზე მეტად მეამაყება და მიყვარს”.

  • ფოთში ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 1 პირი – შსს

    ფოთში ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 1 პირი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთში 57 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

    “სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის აკ-74-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 საბრძოლო ვაზნა, მაყუჩი, რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, ნაჭრის ნიღაბი და 2 წებოვანი ლენტი” – წერია უწყების განცხადებაში.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თელავის სოფელ შალაურში დაკარგულ ქალს მესამე დღეა ეძებენ

    თელავის სოფელ შალაურში დაკარგულ ქალს მესამე დღეა ეძებენ

    მესამე დღეა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში დაკარგულ ქალს ეძებენ. 68 წლის მზია ბედმანიკაშვილი, გაუჩინარებამდე ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ტყეში იმყოფებოდა და გზას ვერ პოულობდა.

    ძებნის პროცესში პოლიცია და სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. ახლობლების ინფორმაციით, ქალს მეხსიერების პრობლემები აქვს და სავარაუდოდ, გზა ამ მიზეზით აებნა. ოჯახის წევრები და თანასოფლელები შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებითი ზომების მიღებას ითხოვენ. გაუჩინარებული ქალი თელავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეა.

  • მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსმა უკვე 601 820 ადამიანი იმსხვერპლა.

    მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 14 067 292-ს შეადგენს. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში (139 255), ბრაზილიასა (77 851) და დიდ ბრიტანეთში (45 318) დაფიქსირდა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

  • სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა

    სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა

    რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა. 

    ეს სტატუსი მის გარდა რუსმა მომღერლებმა, ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ მიიღეს. “კეთილი ნების” ოცი ელჩი ოკუპირებულ სოხუმში გამოავლინეს. სიის ათი წარმომადგენელი ოკუპირებული რეგიონებიდან, ათი კი ოკუპანტი რუსეთიდანაა.

    ორგანიზაციის განცხადებით, “კეთილი ნების ელჩები” “აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციითა და საერთაშორისო ასპარეზზე “ქვეყნის” წამოწევით დაკავდებიან”.

    შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვის სახელს საქართველოში 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები უკავშირდება. “გავრილოვის ღამე” – ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა,  რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

    ხელისუფლება აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა – აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი. “გავრილოვის ღამეს” თვალი დაკარგა სამმა ადამიანმა.

     

  • ჩვენ ვადგენთ, შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს, გამოძებას არ ვენდობით – ნიკა გვარამია

    ჩვენ ვადგენთ, შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს, გამოძებას არ ვენდობით – ნიკა გვარამია

    ჩვენ ვადგენთ, პირველ რიგში, შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გამოძებას არ ვენდობით, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი წერს.

    “ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით და მორალური უპირატესობის გამოყენებით ჩვენი პრესინგით. ჩვენ არავის აზრი არ გვაინტერესებს, სრულიად – არავის. არავისზე არ ვმუშაობთ და არავის პერსონალურად არ ვემსახურებით. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ვის ენდობა, ვის ვისი სურათი უკიდია ოთახში და ვინ ვის ირჩევს საკუთარი პოზიციის გამხმოვანებლად. ჩვენ არავისთვის არ გვითხოვია დახმარება და არავის თანადგომას არ ვსაჭიროებთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში.

    ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.

    ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირვებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა. სიმართლე – სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო “წერა-კითხვებით”.გვიყურეთ კვირას, მთავარ აქცენტებში” – წერს ნიკა გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით, დაბადების დღეზე და მის შემდეგ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა. მისი ცხედარი არაგვში ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა – შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან დღემდე, “მთავარი არხი” და ნიკა გვარამია საკითხს აქტიურად აშუქებს – აჩვენებს პროკურატურის მიერ გადამალულ კადრებსაც. ამის გამო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სასამართლოშიც გამოიკითხა.

  • მზად ვარ, შევეცადო უკრაინასთან ურთიერთობებისა და ჩვენ შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას – ზურაბიშვილი

    მზად ვარ, შევეცადო უკრაინასთან ურთიერთობებისა და ჩვენ შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას – ზურაბიშვილი

    მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო უკრაინაში დიდწილად, კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო, გადადებული ვიზიტი, შევეცადო უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენ შორის არსებული ტრადიციული მეგობრობის განახლებას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას შეეხებოდა.

    მისი თქმით, ცრუ, ან დამახინჯებულ ახალი ამბების მიღმა ასევე, არის რეალური ამბებიც, რომლებიც მიზნად ისახავს ურთიერთობების შეფერხებას.

    „ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან. ამ ქვეყანასთან ვიზიარებთ საერთო წარსულსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

    ამ პარტნიორობის დასუსტების ნებისმიერი მცდელობა, ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ევროკავშირი თავისი მომავლის ფორმირების პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების ადგილისა და მათი მომავლის გადახედვას გეგმავს, მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ორ ქვეყანასა და საქართველო-უკრაინის გავლენას ამ გადამწყვეტ განხილვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც ასევე შეიცავს ხელისუფლების არალეგიტიმურად დახასიათებას და მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე.

    „მინდა თქვენ და თქვენი საშუალებით თქვენს ხელისუფლებებს მოგმართოთ, მოახდინოთ ზომიერი და საგულისხმო გავლენა, წაახალისოთ გარკვეული რაციონალურობა, რათა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოს საერთო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.

    პირადად მე მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო დიდწილად კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო გადადებული ვიზიტი, შევეცადო ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენს შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას.

    ასეთი ურთიერთობა აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი საერთო გზისა და ასევე, შავი ზღვის პროექტების განახლებული მნიშვნელობის ფონზე, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თანამშრომლობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს – არჩილ თალაკვაძე

    სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს – არჩილ თალაკვაძე

    მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს, – ასე აფასებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა.

    “მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს. ამიტომ, რაც მან და მისმა გუნდმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ ეს კომპასი გაუსწორონ. არეული კომპასით პოლიტიკურ პროცესებში მოძრაობა ძალიან არაეფექტურია და წამგებიანი. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა რუსეთზე”, – აცხადებს თალაკვაძე.

    ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთის ინტერესებს კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემსახურებოდა.

    “თუ ვინმე მოძრაობდა ხელგაშლილი რუსეთის ხელისუფლების მიმართულებით, თუ ვინმე ატარებდა რუსეთის ინტერესებს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. სიტყვით აცხადებდნენ, რომ პრო – დასავლურები იყვნენ, საქმით კი აბსოლუტურად პრორუსები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის განმტკიცება, საკუთრება და ბიზნესი დაცულია, მედია მრავალფეროვანია. ქვეყანას აქვს ახალი ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, არჩევნები ტარდება დემოკრატიულად. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის, ეროვნული ინტერესების შესაბამის კურსს, პროდასავლურ პოლიტიკას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

  • ქალის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ძაღლმა დაგლიჯა, სტაბილურად მძიმეა

    ქალის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ძაღლმა დაგლიჯა, სტაბილურად მძიმეა

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში ძაღლმა დაგლიჯა, სტაბილურად მძიმეა.

    როგორც რატიანმა განაცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის მართვითი სუნთქვის აპარატზე რჩება.

    „აღენიშნება ნაკბენ-ნაფლეთოვანი ჭრილობები თავ-კისრის არეში, გულ-მკერდის არეში და ორივე ქვემო კიდურზე“, – განაცხადა რატიანმა.

    ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ძაღლი 67 წლის ქალს გუშინ, თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თავს დაესხა.