Category: ახალი ამბები

  • ცესკოს თავმჯდომარემ რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა

    ცესკოს თავმჯდომარემ რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 17 ივლისის განკარგულებით რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

    ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.

    რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით  საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა.

    აქედან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას  რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

  • სუბარი, წულუკიანი, ვოლსკი – ვინ არიან “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები

    სუბარი, წულუკიანი, ვოლსკი – ვინ არიან “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები

    მთავარი არხის ინფორმაციით, თბილისის 8 ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები არიან:

    • გლდანი – ლევან კობიაშვილი
    • სამგორი – სოზარ სუბარი
    • ისანი – ირაკლი აბუსერიძე
    • საბურთალო – დავით სერგეენკო
    • ვაკე – ნოდარ ტურძელაძე
    • ნაძალადევი – თეა წულიკიანი
    • დიდუბე–ჩუღურეთი – გია ვოლსკი
    • მთაწმინდა–კრწანისი– ჯერჯერობით უცნობია

    რაც შეეხება რეგიონებს, სამცხე-ჯავახეთის ორი ოლქიდან ერთის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იქნება. “მთავარის” ინფორმაციით, კახეთის ორი ოლქიდან, გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროში მოქმედი მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში ან თავდაცვის კომიტეტის ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი იბრძოლებს ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.

    მცხეთა-მთიანეთის ოლქში სავარაუდოდ ქართული ოცნება კვლავ დიმიტრი ხუნდაძეს დააყენებს. თუმცა, ის ამას არ ადასტურებს და ვარაუდობს, რომ სიაში იქნება. ასევე, ცნობილი ხწდება, რომ ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და თერჯოლაში მაჟორიტარული კანდიდატი ქართული ოცნებიდან იქნება ბეჟან წაქაძე.

    ტელეკომპანიის ცნობით, აჭარის სამი ოლქიდან ერთში, ბათუმში იბრძოლებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რესან კონცელიძე, ქობულეთში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელვაჩაური-ქედა-შუა ხულოში კი “ოცნებას” მოქმედი მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე.

    სამეგრელოს სამი ოლქიდან მთავარმა ორი კანდიდატის ვინაობა იცის: ზუგდიდში სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებული ალექსნდრე მოწერელია და ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მოქმედი მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია.

    მათივე თქმით, რაჭა-ლეჩხუმისადა ქვემო სვანთის ოლქში მმართველი გუნდიდან იბრძოლებს მოქმედი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე. გურიის ოლქში კი ქართულ ოცნებას, ასევე, მოქმედი მაჟორიტარი, ნინო წილოსანი წარადგენს.

    ქართული ოცნება მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.

  • “ვიცი, ვინ გამოიძახა მკვლელები, ისიც გაეკიდა გიოს” – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

    “ვიცი, ვინ გამოიძახა მკვლელები, ისიც გაეკიდა გიოს” – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე “დიჯეი კოკო” მეგობარ გოგოს წერს, რომ თავდაპირველად აგარაკზე შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მას “ეე დიჯეი” დაუძახეს.

    მისი თქმით, ნახალოვკელები ვახო ჩიქოვანს გადაეკიდნენ, იუბილარი ანა გაბეჩავა კი სიცრუეში შეიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სიცრუეზე საუბრობს დიჯეი.

    მეგობარი გოგო პასუხობს, რომ იცის, ვინ გამოიძახა ჯგუფები ნახალოვკიდან და ვინ გაეკიდა გიორგი შაქარაშვილს. დიჯეის თქმით, არ იცის, რა ინტერესი ჰქონდათ ნახალოვკელებს მათ მიმართ.

    ამ დრომდე გავრცელებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნახალოვკიდან დასახმარებლად რაგბისტები ვახტანგ ჩიქოვანმა გამოიძახა.

    ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი- ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

    დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.

    ამ საქმეზე შსს–მ 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. პირველი სასამართლო პროცესი 30 ივლისს გაიმართება. მანამდე პროკურატურამ მტკიცებულები უნდა შეაგროვოს.

  • თბილისის 60-მდე ქუჩა, რომ რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 60-მდე ქუჩა, რომ რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 20 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, დეპოს, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, სტანისლავსკის, ფარეხის და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის და ურიდიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ვეკუას, სანაპიროს და სულხანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ჩაჩავას და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედანის (ნაწილობრივ), ვეკუას, ფურცელაძის, სულხანიშვილის, ასათიანის, ბარათაშვილის, ორბელიანის, გუდიაშვილის, საქანელას, სანაპიროს და თაბუკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების II, V კვარტლების, ლილოს დასახლების, ღლონტის, იგორ ტყემალაძის, ორახელაშვილის, ფრანგულიანის და კამოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

    13 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიხაურის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი

  • რომან დოლიძემ რუსი მეტოქე, ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)

    რომან დოლიძემ რუსი მეტოქე, ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)

    ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში რუსი მეტოქეი, ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც პირველივე ბრძოლის მოგება ნოკაუტით მოახერხა.

    Adjarasport-ის ინფორმაციით, რომან დოლიძე ძალიან გაკვირვებულია ამ შედეგით, რადგან სულ რაღაც ორი წელია, რაც MMA-შია.

    “არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ბედნიერი ვარ, რომ MMA-ს ისტორიის ნაწილი ვხდები. დიდი მადლობა ორგანიზაციას ამ შესაძლებლობისთვის.

    რა თქმა უნდა გაკრვირვებული ვარ, რადგან სულ რაღაც 2 წელია MMA-ში ვარ, გრეპლერი ვარ და მეტოქეებს ნოკაუტებით ვამარცხებ, ეს ცოტა უცნაურია”. – თქვა რომან დოლიძემ.

    https://www.facebook.com/TvMtavari/videos/925728347904507/

  • აშშ-მა საქართველოს $232 170-ის ღირებულების სახანძრო მანქანა გადასცა

    აშშ-მა საქართველოს $232 170-ის ღირებულების სახანძრო მანქანა გადასცა

    აშშ–ის საელჩოს განცხადებით, ტყის ხანძრებთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ ქვეყანას $232 170-ის ღირებულების სახანძრო მანქანა გადასცა, რომელიც ოთხი წამყვანი თვლითა და მთიან რელიეფზე ცეცხლთან საბრძოლველად გაზრდილი შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

    “ახალი სახანძრო მანქანა მოემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ განყოფილებას, რომელიც ხშირი ტყის ხანძრების საფრთხის მიმართ ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა. ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დიდი ძალისხმევისა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გვერდში დაუდგეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მზადყოფნის გაუმჯობესებაში”. – წერს საელჩო განცხადებაში.

    https://www.facebook.com/usingeo/posts/10158467983537954?__xts__%5B0%5D=68.ARBvsk-zRABhNfvk-uFHJoKqIrMqrJNiXxVY-WfAF3mYFAUzNI1-84vnJtkdR0THDZidkKooKQtj4X7cd7Dhgx4OCLuVQQ-J7YGLxkTfgz3zCtcjncG-qr-CPvidVpkSQzKChNXYVHGodN5_tqAe5K-OBrHtughQtzt_MmNJ8uD2og39fnJX6PtM1E0_8YmxjAGc-8tR3J6hJnFMrfkazEsikw7WgWrqGomb-7frr202lzyHDOVn1JCUUCiK6gtbiEOe9NGtzYFZPOrvp-DJaipHjuVkeC0BrrzG8AFREdBbK1TVLf10aeSME2ptouUoH0Lq4DRH_jUUaWw52A&__tn__=-R

  • როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მორიგ დარტყმას – ცერცვაძის განმარტება

    როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მორიგ დარტყმას – ცერცვაძის განმარტება

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მორიგ დარტყმას ფრენების აღდგენის შემდეგ უნდა ველოდოთ.

    მისივე თქმით, პირველი ტალღა მეორეში გადაიზარდოს.

    “ჩვენ ის შეზღუდვები, რაც აქამდე გვქონდა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გადავიტანეთ.

    შემდეგი რისკის შემცველი ეტაპი არის მაშინ, როდესაც ფრენები აღდგება. ასევე, როდესაც შემოდგომა-ზამთარში აგრილდება დაიწყება და რესპირაციული ინფექციების სეზონი დაიწყება. თუმცა სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, კორონავირუსმა ის კანონზომიერება დაარღვია, რომ ზაფხულში შემცირებულიყო გავრცელების რისკები. თუმცა ეს საქართველოში მართლაც ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენთან შესაძლებელია ე.წ მეორე ტალღა გამოკვეთილად კი არ დადგეს, შესაძლოა უბრალოდ პირველი ტალღა გადაიზარდოს მეორეში,”- აცხადებს ცერცვაძე რუსთავი 2–თან საუბრისას.

    მანვე მთავრობის გადაწყვეტილება განამრტა, რომლის მიხედვით, ევროპის 5 ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 2–კვირიანი კარანტინის გავლა უწევთ, ტურისტებს კი – არა. ცერცვაძის თქმით, გლობალური საფრთხისას დისკრიმინაციული ზომები აუცილებელია.

    “მე ამ საკითხის განხილვაში არ ვმონაწილეობდი, ეს ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია იყო მთავრობისათვის. თუმცა ვიტყოდი, რომ როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია.

    წარმოიდგინეთ, ჩამოდის ერთი თვითმფრინავით ქართველი და ფრანგი საქართველოში, თუ ქართველები არ გაივლიან კარანტინს, მეტი შანსი აქვს უფრო ფართო სოციალური კავშირი ჰქონდეთ უფრო მეტ ადამიანთან, ვიდრე ჩამოსულ ტურისტს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 1028–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი, სულ – 899. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამჟამად ქვეყანაში COVID-19–ის 114 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

  • ქუთაისში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი სავარაუდოდ ცივი იარაღით არის მოკლული

    ქუთაისში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი სავარაუდოდ ცივი იარაღით არის მოკლული

    ქუთაისში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    მკვლელობა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ ბინიდან ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.   ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ახალგზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ.  ქალს ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.

    ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები.

     

     

  • “მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა როგორც გიორგისი“– ანა გაბეჩავა შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს

    “მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა როგორც გიორგისი“– ანა გაბეჩავა შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს

    ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღე ტრაგედიად იქცა, 18 ივნისის ღამით ნარეკვავში მომხდარის შემდეგ, საჯაროდ  საუბრობს.

    როგორც გაბეჩავა ამბობს, აგარაკი ნარეკვავში იმიტომ იქირავეს, რომ იქ მისმა კლასმა ბოლო ზარი აღნიშნა. დაბადების დღეზე გაბეჩავამ კლასელები და მეგობრები დაპატიჟა, საიდანაც ბევრი ერთმანეთს არ იცნობდა.

    „დაპატიჟებული იყო, თუმცა შაქარაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობდი კარგად, სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი. არც მიმოწერა მქონია არასდროს. სიას რომ ვადგენდით ერთ-ერთმა ჩემა დაქალმა მითხრა – “მოდი დავპატიჟოთ გიორგი შაქარაშვილი და გური ამირხანაშვილიო”, არანაირი პრობლემა არ მქონია, სულ უცნობი ადამიანი არ ყოფილა ჩემთვის”,- განაცხადა ანა გაბეჩავამ.

    გაბეჩავას თქმით, დაბადების დღეზე პირველი სიტყვიერი შელაპარაკება მოზარდებს შორის დაახლობით საღამოს 10 საათზე მოხდა, თუმცა მალევე სიტუაცია განიმუხტა.

    როგორც გაბეჩავა ჰყვება, ახალგაზრდებს შორის პირველი სიტყვიერი კამათის მიზეზი ის იყო, რომ დიჯეის, კოკო ღიბრაძეს, წვეულებაზე მყოფებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. კერძოდ, უთხრეს მუსიკა შეეცვალა და დაეკრა ის რაც მათ სურდათ. საქმის ფიგურანტის განმარტებით, ამ ეპიზოდის შემდეგ გაუგებრობა მალევე ამოიწურა, ახალგაზრდები დამშვიდნენ და დაძაბული ფონი განიმუხტა.

    „იყო ორი ჯგუფი, ნახალოვკელები და საუბრთალოელები. მე თვითონ ნახალოვკელი ვარ და ვიყავი მათთან. მერე ამოვიდნენ საბურთალოელები. თავიდანვე დაიძაბა სიტუაცია. დიჯეი კოკო, ჩემი მეგობარია. იგი თავისი აპარატურით ამოვიდა, როდესაც აწყობდა ერთ-ერთმა ნახალოვკელმა უთხრა დიჯეი რაღაც ჩართეო. არ მიმიქცევია დიდი ყურადღება, ეს იყო პირველი კონფლიქტი“,- ამბობს გაბეჩავა.

    დაახლოებით ერთ საათში კამათში მონაწილეებს შორის ურთიერთობა, მკვეთრად შეიცვალა. გაბეჩავა ამბობს, რომ სტუმრები ერთმანეთს აგარაკის მიმდებარედ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა მისივე განმარტებით, ფაქტს თვითონ არ შესწრებია.

    18 წლის გოგო ამბობს, რომ მის დაბადების დღეზე ერთადერთი დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი იყო. ის აგარაკზე, კიდევ 2 დაუპატიჟებელ სტუმართან ერთად მივიდა. ჩიქოვანი ნარეკვავში ჩადის პირველი სიტყვიერი კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, თუმცა უკვე მეორე ეპიზოდში სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ისიც მონაწილეობს.

    „მე სახლში ვიყავი და რატომ იკამათეს არ ვიცი. გავიგე გვიან, უკვე როცა ჩხუბზე გადავიდნენ და როდესაც გამოვედი უკვე ნაცემი იყვნენ ნახალოვკელები, ორი პიროვნება დავინახე ჩიქოვანი და ხეჩიშვილი – ნაცემი, იქ გავიგე რომ ნიკა ცუცქირიძეც უცემიათ, მუმლაძეც, ბარბაქაძეც, საბურთალოელების მხრიდან არავინ იყო დაშავებული. ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი“,-განაცხადა ანა გაბეჩავამ.

    აგარაკის გარეთ ხელჩართული ჩხუბი ორჯერ მოხდა. ანა ამბობს, რომ ამ დაპირისპირებების შემდეგ აგარაკიდან ჩხუბში მონაწილე ყველა ახალგაზრდას მოსთხოვა, რომ წვეულება დაეტოვებინათ. ადგილზე მყოფებმა სახლი ღამის 12 საათამდე დატოვეს.

    აგარაკზე რჩებიან იუბილარის ახლო მეგობრები და ასევე გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. იუბილარი ამბობს, რომ არცერთ მათგანს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, აგარაკის დატოვება მათ ამიტომაც არ მოსთხოვა.  წვეულების მონაწილეთა ნაწილმა დაბადების დღის აღნიშვნა ლისზე, ერთ–ერთი მეგობრის სახლში გადაწყვიტა. ანა გაბეჩავა ამბობს, რომ მეგობრები ორ მანქანაში გადანაწილდნენ, შაქარაშვილი და კიდევ ხუთი ახალგაზრდა კი ამ მანქანებში ვერ ჩაეტივნენ, ამიტომაც ტრასაზე ტაქსის გაჩერება გადაწყვიტეს.  ტრასაზე მათი გასვლის შემდეგ კი  ჩხუბში მონაწილე ნაცემი ახალგაზრდები უფროსებთან ერთად, კერძოდ მორაგბეებთან არჩილ გაგნიძესა და ვასილ მახარაძესთან ერთად სამაგიეროს გადასახდელად დაბრუნდნენ. რკინის ხელჯოხებით შეირაღებული ადამიანები 2 ავტომობილით გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს გადააწყდნენ.

    ანა გაბეჩავა ყვება, რომ მათ ტრასაზე მომხდარის შესახებ მოგვიანებით გაიგეს, თუმცა დეტალები არ იცოდნენ. მათთვის დეტალები არც ფოტოგრაფ ბრგევაძეს მოუყოლია, რომელსაც ლისზე შემთხვევით შეხვდნენ. ფოტოგრაფმა მხოლოდ ის თქვა, რომ მათ თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ის გაიქცა, დაიმალა, პატრული გამოიძახა, რომელმაც თბილისში ჩამოიყვანა.

    18 წლის გოგო ამბობს, რომ ის საზოგადოების მხრიდან დიდ აგრესიას შეეჯახა. ბევრი წერს, რომ მან თავი უნდა მოკილას, მას მკვლელსაც უწოდებენ და სხვადასხვა შეურაცმყოფელი ეპითეტებით მიმართავენ.

    “არის ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება, ვინც ჯანსაღაც აზროვნებს და ჩემს მდგომარეობაში შედის, ბევრ კარგ სიტყვას მწერს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ალბათ არ სურთ, რომ მეც გამიგონ, მე მადანაშაულებენ ყველაფერში, რომ თითქოს წინასწარ დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი და ასე უნდა მომხდარიყო. შენ რატომ არ მოკვდი მის მაგივრად, უარესის ღირსი ხარ–ასეთებსაც მეუბნებიან.

    მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს და მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია რაც მოხდა. მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მე მეხება უშუალოდ, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და მეც ძალიან ცუდად ვარ ამის შემდეგ, მეც ძალიან განვიცდი  ამ ამბავს. იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს არცერთი წამით ამ ამბის მიმართ და არცერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში.

    ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ახალ ეტაპზე გადავდიოდი სრულიად, გამოცდები, ეროვნულები, ვეღარც გამოცდებზე ვერ გავედი. მაგრამ მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. “– ამბობს გაბეჩავა.