Category: ახალი ამბები

  • ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

    ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

    ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია. შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა.

    ზურაბ ზვიადაური და სავარაუდო ბრალდებული ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც მათ შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დავის გამო დაიწყო.

    სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ოლიმპიურ ჩემპიონს და მასთან მყოფ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენს.

    ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, არცერთს შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება.

    გვიან ღამემდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

    პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო.

  • „ქართული ოცნება“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

    „ქართული ოცნება“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს. ღონისძიება 11:00 საათზე კოჯორში გაიმართება.

    ცნობისთვის, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

    ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

  • ქუთაისში  ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეგობარი ქალი დააკავეს

    ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეგობარი ქალი დააკავეს

    პოლიციამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა 1975 წელს დაბადებული ქალი, რომელმაც შსს–ს ინფორმაციით მიმდინარე წლის 18 ივლისს ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ქალს, ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალი  ადგილზე გარდაიცვალა.

    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

    დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ახალგაზრდა ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში ორი დღის წინ  იპოვეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით ქონდა მიყენებული. მეზობლებს სახლიდან ხმაური და ჩხუბი დიდი ხნის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა პატრული არავის გამოუძახია.

  • “გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა ორი დღე ცოცხალი, კომაში იყო“ – მთავარი არხის  ვერსია

    “გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა ორი დღე ცოცხალი, კომაში იყო“ – მთავარი არხის ვერსია

    მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმი გიორგის შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ ვერსიას ავრცელებს. ვერსიას საფუძვლად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იქცა, რომელმაც არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის პროკურატურის მხრიდან. პოსტფაქტუმის ჟურნალისტმა ექსპერტიზის დასკვნის შესაფასებლად დამოუკიდებელ ექსპერტებს მიმართა, რომლებიც თვლიან, რომ ამ დასკვნის მიხედვით შაქარაშვილი მდინარეში პოვნის მომენტში მაქსიმუმ 2 დღის გარდაცვლილი იყო. სიუჟეტში რამდენიმე პარადოქსია ჩამოთვლილი, რაც ამ ეჭებს აჩენს.

    პარადოქსი პირველი: გვამური გაშეშება

    როდესაც დგება სიკვდილი, რამდენიმე საათში ცხედარი შეშდება, რა დროსაც მას სახეს და სხეულის კიდურებს უფიქსირებენ.

    22 ივნისს 15:05 წუთზე ხდება წყლიდან ამოყვანის შემდეგ სხეულის დათვალიერება, დასკვნაში შავით თეთრზე წერია: „სხეულს გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუკი გიორგი 19 ივნისის ღამეს დაახლოებით 3 საათზე გაუჩინარდა, როგორ შეძლო ორგანიზმმა გვამური გაშეშება 84 საათის მანძილზე. მსგავსი პრეცედენტი ბუნებაში არ არსებობს, რომ გაშეშება სხეულს 36 საათის შემდეგ არ მოეხსნას და თან ზაფხულში.

    პარადოქსია თუმცა ამავე დროს შოკისმომგვრელიც რომ შესაძლოა ზუსტად 36 საათის წინ, ან მაქსიმუმ 48 საათის წინ, გიორგი ცოცხალი იყო.

    ცნობილი უკრაინელი სასამართლო ექსპერტი, კრიმინალისტი გალინა კარმოშინას კომენტარი ვთხოვეთ, თუ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი რომ გარდაცვლილს 4 დღე გვამური გაშეშება ეტყობოდეს.

    “ცხედარი რომელიც აღმოჩენილი იქნა წყალში, მე ექსპერტიზის პასუხების და ფოტოების საფუძველზე გადაჭრით შემიძლია ვთქვა რომ ის 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს ჰქონდეს 84 საათის მანძილზე“– ამბობს ის.

    კიდევ ერთი პარადოქსი:

    წყლიდან ამოყვანის შემდეგ სხეული ექსპერტიზაზე გადააქვთ, თუმცა იქ მითითებულია რომ გვამური გაშეშება მოხსნილია. ისმის კითხვა როგორ? გვამური გაშეშების მოხსნასაც საათები სჭირდება.

    ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ისიც რომ ექსპერტიზა არ წერს დროს, თუ როდის დაწყო დათვალიერება ცხედარზე და რომელ საათზე მოეხსნა ცხედარს გაშეშება.

    თუკი ექსპერტიზა ამას მიუთითებდა ჩვენ ზუსტად გვეცოდინებოდა როდის გარდაიცვალა გიორგი, თუმცა უკვე ცალსახაა გიორგი დღენახევარი -ორი დღე ცოცხალია, გარდაცვალების შემდეგ 36 -დან 48 საათამდე ცხედარი გაშეშებულია.

    იქვე პროკურატურა ადეკვატურად რეაგირებს და კითხვით მიმართავს ექსპერტიზას დააკონკრეტონ როდის დადგა სიკვდილი? ექსპერტიზა  დროს ვერ უთითებს თუმცა წერს:

    „სიკვდილის დადგომიდან გვამის სასამართლო- მედიკური წესით გამოკვლევამდე გასულია 48 საათზე მეტი დრო, ანუ რა გამოდის სიკვდილი დადგა 20 ივნისს გვიან – 21 ივნისის ღამეს”

    ეს ყველაფერი ხდება ზაფხულში, როცა მდინარის საშუალო ტემპერატურა პლიუს 15-20 გრადუსია.

    მოლურჯო – მოიისფრო სისხლნაჟღენთები

    დაზიანებებში ვკითხულობთ რომ სახეზე აღენიშნება მოლურჯო- მოიისფრო სისხლნაჟღენთი.

    თუკი გიორგი 19 ივნისს გარდაიცვალა წყალში, როგორ განუვითარდა წყალში გარდაცვლილს სიკვდილის შემდეგ წყალში ე.წ. სინიაკი? თუკი მსოფლიოში მთავარ საერთაშორისო საექსპერტო პროტოკოლს მივყვებით, სტამბულისა და მინესოტას პროტოკოლში განსაზღვრულია რომ სიკვდილის დადგომის შემდეგ არცერთ სხეულზე არ ფიქსირდება მოლურჯო მოიისფრო სისხლნაჟღენთი. მსგავსი მოლურჯო დაზიანება ახალი, ან 36 საათის წინ განვითარებული, ანუ მაშინ როცა სხეული ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

    ტრავმები და ეგრეთ წოდებული სიანიაკები სხეულზე მათ შორის სახეზე, ეს სიცოცხლის პერიოდშია მიყენებული, ის აშკარად ცოცხალი იყო დღენახევარი – 2 დღე, რა დროსაც მის სხეულზე ცოცხალი პროცესები მიმდინარეობდა და დალილავებული ადგილები სივდებოდა.

    გარდაცვლილ სხეულზე, მით უფრო ზაფხულში და თბილ წყალში, არ ვითარდება არანაირი სიცოცხლისთვის დამახასიათებელი მოლურჯო -მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთები, როგორც ეს ექსპერტიზაშია დაწერილი.

    პარადოქსი მესამე თავის ტვინის დაზიანება- კომა:

    ექსპერტიზა წერს: ტვინი ჩვეულებრივი განაკვეთზე მოთეთრო მორუხო, საზღვარი გასარჩევია, პარკუჩები ნაპრალისებრი ფორმის, ეპენდიმა სადა, კრიალა, – შეიცავს შემღვრეულ თავ ზურგ ტვინის სითხეს მოჭარბებული რაოდენობით- და იქვე აგრძელებს რომ ქალას ფუძე მთელია.

    სრულიად ალოგიკურია- ანუ, თავ -ზურგ- ტვინის სითხე მოჭარბებული და შემღვრეულია, თუმცა იქვე წერენ რომ ქალა მთელია.

    ცასლახაა ტვინი დაზიანებულია, რამაც საბოლოოდ კომატოზური ტრავმა გამოიწვია, თუმცა არსად გვხვდება რომ სხეულს ჩაუტარდა კატე რომ გაეგოთ იყო თუ არა მოტეხილობა ან ფუძის დაზიანება, ან იყო თუ არა ის გაბზარული, რამაც ეს უმძიმესი ტრავმა თავ- ზურგ -ტვინის სითხის მოჭარბება და შემღვრევა გამოიწვია.

    იქვე ვკითხულობთ რომ სახისა და კიდურების ძვლები ხელის შეხებით მთელია- როგორ შეძლო ექსპერტიზამ 21-ე საუკუნეში მხოლოდ თვალით და ხელებით დაეთვალიერებინა ძვლები თან როცა ექსპერტიზა ცალსახად აღნიშნავს რომ მარჯვენა მტევანი მიქცეულია.

    მაშინ უნდა განისაზღვროს რატომაა მტევანი მიქცეული თუ ის არ არის მოტეხილი, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს რომ სხეული უმწეო იყო, როცა ის მდინარეში მოხვდა, რადგან მიყენებული იყო თავის არეში კომატოზური ტრავმა. ალოგიკურია როგორ შეძლო ქართველმა ექსპერტმა დაენახა თვალით ფუძის ძვლის დაზიანებები, ან მთელი სხეულის, რამაც საბოლოოდ ტვინის სითხის შემღვერვა გამოიწვია.

    პარადოქსი მეოთხე: “მრეცხავის ხელები”

    მას შემდეგ, რაც სხეული წყლიდან ამოაქვთ, ხდება პირველად დათვალიერება. ფოტოებზე აშკარაა ხელის გულებზე გამოხატული ე.წ. „მრეცხავის ხელები“ რასაც შემდგომ უკვე ექსპერტიზაც ადასტურებს. თუკი სხეული 4 დღე წყალში იყო, თან ზაფხულში, სადაც საშუალოდ წყლის ტემპერატურაა 15-დან 20 გრადუსამდე გათბებოდა, წარმოუდგენელია როგორ არ დაიწყო 4 დღის გარდაცვლილზე მაცერაციის პროცესი ანუ კანის განცალკევება. ეს კიდევ ერთი საეჭვო არგუმენტია, რომ გიორგი ახალი გარდაცვლილია.

    პარადოქსი მეხუთე: პლანქტონი თირკმელში

    ამერიკაც და ცივილიზებული ევროპაც თუკი სტამბულის ან მინესოტას პროტოკოლით ვიხელმძღვანელებთ, დახრჩობის ფაქტს ადასტურებს მას შემდეგ, რაც წყლის მიკროორგანიზმები პლანქტონები ძვლის წითელ ტვინს მიაღწევს. რა გვაჩვენა სამხარაულის ექსპერტიზამ, პლანქტონი აღმოჩენილია თირკმელში ძვალზე კვლევა კი არსადაა. ის არც მომდევნო საკვლევადაა გადაგზავნილი, ასფიქსიის ფაქტს მხოლოდ თირკმელის არგუმენტით ვიჯერებთ. თუკი შემთხევვის ადგილი მართლაც აქაა, რატომ არ მოხდა წყალში ანალიზი პლანქტონზე აღნიშნულ ტერიტორიაზე.

    კითხვები კიდევ მრავლადაა, თუმცა როდის იქნება მზად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნა, ამის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, 22-23 ივლისს გახდება ცნობილი.

    პირველი ექსპერტიზის დასკვნის დაწერას საკმაოდ გაიწელა  მას 18 დღე დასჭირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან

    გამომდინარე ამჯერად ის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში იმუშავებენ.

  • “ყველა სიმპტომია, რომ ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში“–გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალი ვერსია

    “ყველა სიმპტომია, რომ ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში“–გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალი ვერსია

    წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი “დროებასთან” საუბარში ამბობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა.

    მარიამ ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს – იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღინიშნებოდეს.

    “ხელების მდებარეობა მიუთითებს, რომ გაშეშება არ არის გავლილი. თუ გაშეშება არ არის გავლილი, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი დიდი ხნის მკვდარი არ არის. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ 19 ივნისს არ არის გარდაცვლილი. ყველანაირი სიმპტომია, რომ ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში. შესაძლოა, იყო რამდენიმე საათი და შემდეგ იპოვეს. ჩქარი მდინარე იყო, როგორც მინიმუმ ზაჰესის დამბასთან უნდა ეპოვნათ. სიკვდილის წინ კრუნჩხვითი მდგომარეობა იყო”, – ამბობს ჯიშკარიანი.

    გიორგი შაქარაშვილის ზუსტი გარდაცვალების დრო არ წერია ექსპერტიზის პირველ დასკვნაში – სავარაუდოდ, ამას კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დაადგენს, რომლის პასუხებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

    კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ამყრებს ვარაუდს, რომ  ახალგაზრდა ბიჭის სხეული წყალში 4 დღე არ ყოფილა, ცხედრის მდგომარეობაა. გარდაცვლილის სხეულზე არ შეინიშნებოდა ძლიერი შეშუპება, არ მოხდარა ღია ჭრილობის მიდამოში კანის ქსოვილის დაზიანება – ცხედარი კი, რომელსაც მაშველები 20 ივნისის დილიდან ეძებდნენ, მეოთხე დღეს  ახლო მანძილზე აღმოაჩინეს.

    ჯიშკარიანი ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც უკვე საჯაროდ იყო ცნობილი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ – ის ცოცხალი იყო და დამნაშავეებმა წყალში დანაშაულის დაფარვის მიზნით გადააგდეს.

    წყალში გადაგდებამდე გიორგი შაქარაშვილმა, სავარაუდოდ, ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა, გარდა სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებებისა – ამაზე წყლიდან ამოყვანილ ცხედარზე ხელის მოხრილობა მიუთითებს, რასაც ძლიერი ტკივილი ან შოკური მდგომარეობა იწვევს. სავარაუდოდ, შოკური მდგომარეობა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაფიქსირდა – ანუ გამოდის, რომ დამნაშავეებმა 19 წლის შაქარაშვილი წყალში ცოცხალი გადააგდეს და უმწეო მდგომარეობაში დატოვეს.

    ამ ვერსიას განიხილავენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც.

    19 ტომისგან შემდგარ საქმის მე-4 ტომში არის ერთი ჩვენება, რომელიც, შესაძლოა, შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყოს. ჩვენების მიხედვით, ტოიოტა ქამრში მყოფი არასრულწლოვანი ამბობს, რომ არჩილ გაგნიძე, ვახო ჩიქოვანი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი გიორგი შაქარაშვილს არაგვის პირამდე მისდევდნენ.

    გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.

    შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.ექსპერტიზის პასუხების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით – მას დაზიანებები სხეულზე სიცოცხლეში მიაყენეს.

    გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში. ამ მუხლით ბრალდება ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.

  • პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს

    პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს

    ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. დეტალები უცნობია, თუმცა პირველი არხის ინფორმაციით დაკავების მიზეზი ოზურგეთში, სასტუმრო პარაგრაფში მომხდარი ინციდენტი გახდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას გულისხმობს.

    პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე წარსულშიც  იყო დაკავებული. 2018 წელს ის იარაღის უკანონოდ შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

    2017 წელსა და 2018 წელს კი ის დაჭრეს.

  • შსს–მ წუხელ მოკლული ყოფილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

    შსს–მ წუხელ მოკლული ყოფილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

    შსს–მ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი, 1992 წელს დაბადებული თ.ი. დააკავა.

    გამოძიების ინფორმაციით  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კახაბერ თეგეტაშვილს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    დაპირისპირების დეტალები ამ დრომდე უცნობია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კახაბერ თეგეტაშვილი ყოფილი პოლიციელი იყო. ის ბოლო წლების მანძილზე საქართველოში არ ცხოვრობდა და თბილისში ახლახანს ჩამოვიდა. სავარაუდოდ მოკლული და მკვლელი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მკვლელობა მათ სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

     

  • კობიაშვილი, სერგეენკო, სუბარი – TV იმედი “ოცნების” სავარაუდო მაჟორიტარ კანდიდატებს ასახელებს

    კობიაშვილი, სერგეენკო, სუბარი – TV იმედი “ოცნების” სავარაუდო მაჟორიტარ კანდიდატებს ასახელებს

    ტელეკომპანია იმედი 11 ოლქის მაჟორიტარობის ოლქის სიას აქვეყნებს, რომელსაც, მათი ინფორმაციით, ქართული ოცნება საზოგადოებას ხვალ წარუდგენს .

    ტელეკომპანისი ცნობით, კანდიდატები იქნებიან:

    • ახალციხე – ანტონ ობოლაშვილი;
    • რუსთავი – ნინო ლაცაბიძე;
    • ზესტაფონი – ბეჟან წაქაძე;
    • მცხეთა – შალვა კერესელიძე;
    • ბოლნისი – გოგი მეშველიანი;
    • საბურთალო – დავით სერგეენკო;
    • გლდანი – ლევან კობიაშვილი;
    • ისანი – სოზარ სუბარი;
    • რაჭა – გოჩა ენუქიძე;
    • გურჯაანი – დავით სონღულაშვილი;
    • თელავი – ირაკლი ქადაგიშვილი.

    დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების სია დაამტკიცა. სიას მმართველი პარტია საზოგადოებას ხვალ, 20 ივლისს წარუდგენს.

  • “ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოზე მაჟორიტარობის კანდიდატების სია დაამტკიცა

    “ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოზე მაჟორიტარობის კანდიდატების სია დაამტკიცა

    მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატეიბს კანდიდატების სია დაამტკიცა. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.

    „პოლიტიკური გაერთიანება ‘ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

    პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ხვალ წარუდგენს“, – წერია განცხადებაში.
    ცნობისთვის, 20 ივლისს ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურიად გახსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
    “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატების სია მედიაში გავრცელდა.
  • დაზარალებულის სტატუსი მორალური ზიანის გამო მომანიჭეს – ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე

    დაზარალებულის სტატუსი მორალური ზიანის გამო მომანიჭეს – ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე

    დღეს გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაკითხვაზე დაიბარა და სოციალური შეუმოწმა. მისი თქმით, დაზარალებულის სტატუსი მორალური ზიანის გამო მიანიჭა.

    “გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები”- თქვა ბრეგვაძემ.

    რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე ღამის საათებში ჩატარდება.

    “ჩვენ გვინდა მივიღოთ მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში იმ დროს, რა დროსაც ეს მოქმედებები ხდებოდა. ჩვენი მოთხოვნა იყო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო ღამის საათებში და ამაზე თანხმობა მივიღეთ და დამატებით შეგვატყობინებენ ამაზე” – განაცხადა ირმა ჭკადუაამ.