Category: ახალი ამბები

  • აინცდამაინც არ გვიხარია, რომ მძიმეწონიანი კონკურენტები არ გვყავს –  მამუკა მდინარაძე

    აინცდამაინც არ გვიხარია, რომ მძიმეწონიანი კონკურენტები არ გვყავს – მამუკა მდინარაძე

    “ჩვენ მაინცდამაინც არ გვიხარია, რომ მძიმეწონიანი კონკურენტები არ გვყავს. ჩვენს კანდიდატებს ვერ გაუწევენ კონკურენციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით ქართული ოცნების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არიან ახალი სახეებიც, რაც მათი გუნდის სინთეზურობაზს უსვამს ხაზს. მდინარაძის განცხადებით, კონკურენტ გუნდებს ჰყავთ ცნობილი სახეები, მაგრამ ცნობადობა რეიტინგს არ ნიშნავს.

    “ცნობადობა რეიტინგს არ ნიშნავს, მოგეხსენებათ. ცნობადობა კარგია, მაგრამ თუ ეს ცნობადობა შემოსილია ნეგატივით, არცისე კარგია. ისინი კონკურენციას ვერც ცალკეულ კანდიდატებს, ვერც მთელ გუნდს ვერ გაუწევენ. სხვათა შორის ეს ჩვენი დემოკრატიისთვის არცისე კარგია”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრებს ხსნის

    შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრებს ხსნის

    დღეს ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.

    გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე.

    “დღეს, 2020 წლის 20 ივლისს, ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე. გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე”, — ნათქვამია საელჩოს განაცხადებაში

  • “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია – სამადაშვილი

    “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია – სამადაშვილი

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის, შეფასებით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია.

    “მაჟორიტარობის კანდიდატებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ძალა, სრულიად გაკოტრებულია. ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი კადრების მოზიდვის რესურსი აქვთ და საზოგადოებისთვის ახალი სახეების წარდგენას აპირებდნენ. დღეს კი ვნახეთ, რომ არათუ არანაირი სიახლე არ არის წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში, არამედ ესაა ხალხი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა. მათი ერთადერთი ღირსება და გამაერთიანებელი თვისება არის ის, რომ უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის ყველა მითითებას. მაჟორიტარების ეს სია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ცნობისთვის, დღეს პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

  • ჩვენ ვიხილეთ წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით – გოცირიძე “ოცნების” მაჟორიტარების სიაზე

    ჩვენ ვიხილეთ წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით – გოცირიძე “ოცნების” მაჟორიტარების სიაზე

    “მორჩილების ხარისხი ამ შემადგენლობაში უკვე ცაშია ასული. ბიძინა ივანიშვილმა სულ 7 წუთამდე ილაპარაკა. შევეცადე დამეთვალა და თითოეულ წუთში მოდიოდა ორი ტაში,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შერჩევის მიზეზი არა მათი კომპეტენცია, არამედ ბიძინა ივანიშვილისადმი უსიტყვო მორჩილებაა.

    “თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა. ამ გუნდს შეუძლია ამ უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანა?! ვინმეს სჯერა, რომ მათ აქვთ აზრები, იდეები, ხედვები?! ვინმეს სჯერა, რომ მათ შესწევთ პრობლემების გადაჭრის უნარი?! ეს ხომ ის ხალხია, ვინც 8 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა. რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?! აი, ეს არის “ქართული ოცნების” დღევანდელი სახე, რომლის მთავარი მახასიათებელი არის ბატონისადმი უსიტყვო მორჩილება, მორჩილება, მორჩილება! თუ გინდა “ქართული ოცნების” “კარზე” რაიმეს მიაღწიო, უსტყვოდ მორჩილი უნდა იყო. მორჩილების ხარისხი ამ შემადგენლობაში უკვე ცაშია ასული. ეს პირველივე პრეზენტაციისას გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა სულ 7 წუთამდე ილაპარაკა. შევეცადე დამეთვალა და თითოეულ წუთში მოდიოდა ორი ტაში. ამით მან გააუმჯობესა ჩრდილოეთ კორეის მმართველის შედეგი. მას წუთში ერთხელ უკრავენ ტაშს,” – განაცხადა გოცირიძემ.

    ცნობისთვის, დღეს პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

  • ვრცელდება ვიდეო, სადაც “ოცნების” დეპუტატი  ენზელ მკოიანი მოქალაქეს იარაღით მისდევს

    ვრცელდება ვიდეო, სადაც “ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს იარაღით მისდევს

    ვრცელდება ვიდეო, სადაც “ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს იარაღით მისდევს. ვიდეო-კადრებს, “Akhalkalaki News” ავრცელებს. ვიდეოში ჩანს,  როგორ ტენის იარაღს და მისდევს გადატენილი იარაღით ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს, პოლიციელი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა.

    ჩანაწერის წარწერის მიხედვით, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, როცა მკოიანის სახლთან სროლა იყო. ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ მაშინ იარაღიდან 4-5-ჯერ გაისროლეს და ამას მკოიანსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირებას უკავშირებდნენ

  • “ოცნებას” მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს

    “ოცნებას” მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს

    პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება ცოტა ხნის წინ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

    ქართულ ოცნებამ მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა. ამასთან, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ყველაფერს “წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”.

    “ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. დღეს ის არის თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”, – თქვა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

  • გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი – ივანიშვილი

    გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი – ივანიშვილი

    ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყანისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

    მისივე თქმით, ეს პოლიტიკოსები არათუ ბრძოლის ველიდან, არამედ ქვეყნიდანაც გარბოდნენ.

    „გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს. სულ ახლახან, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება – მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მე მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი.ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა. ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა – სწორედ ეს იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

    მისივე თქმით, დღეს, ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს გამოცდილი გუნდი სჭირდება.

    „ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი, ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება. მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა! კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ! კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია! კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ!კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!“- აღნიშნა ივანიშვილმა.

  • ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა – სია

    ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა – სია

    პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

    წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება ცოტა ხნის წინ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

    უფრო კონკრეტულად, საქართველოს 30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებია:

    1. დავით სერგეენკო თბილისი (საბურთალო)
    2. ნოდარ ტურძელაძე თბილისი (ვაკე)
    3. ლევან კობიაშვილი თბილისი (გლდანი)
    4. სოზარ სუბარი თბილისი (სამგორი)
    5. კახა კახიშვილი თბილისი (ისანი)
    6. ბექა ოდიშარია თბილისი (მთაწმინდა-კრწანისი)
    7. მიხეილ ყაველაშვილი თბილისი (ნაძალადევი)
    8. გია ვოლსკი თბილისი (დიდუბე-ჩუღურეთი)
    9. შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი
    10. ირაკლი ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი
    11. დავით სონღულაშვილი გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო
    12. ნინო ლაცაბიძე რუსთავი
    13. ზაურ დარგალი მარნეული-გარდაბანი
    14. გოგი მეშველიანი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკა
    15. გიორგი ხოჯევანიშვილი გორი-კასპი
    16. დავით დუგლაძე ხაშური-ქარელი
    17. ანტონ ობოლაშვილი ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძა
    18. სამველ მანუკიანი ახალქალაქი-ნინოწმინდა
    19. ზაზა ლომინაძე ქუთაისი
    20. პაატა კვიჟინაძე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული
    21. ბეჟან წაქაძე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული
    22. გივი ჭიჭინაძე სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი
    23. გოჩა ენუქიძე ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი
    24. ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდი
    25. ირაკლი ხახუბია ფოთი-ხობი-სენაკი
    26. ალექსანდრე მოწერელია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ
    27. ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური
    28. რესან კონცელიძე ბათუმი
    29. ზაალ მიქელაძე ქობულეთი
    30. ანზორ ბოლქვაძე ხულო-შუახევი-ქედა
  • სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები საქართველოს გავლით ჩაიტანეს – აზერბაიჯანული მედია

    სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები საქართველოს გავლით ჩაიტანეს – აზერბაიჯანული მედია

    აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სერბეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

    პროსახელისუფლებო მედია haqqin.az ინფორმაციას სამხედრო წყაროებსა და სოციალურ ქსელებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მასალაში ნათქვამია, რომ სომხური მხარე კონფლიქტური რეგიონის – ტოვუზის დაბომბვისთვის რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა და საბრძოლო მასალა, როგორც სერბეთიდან, ისე რუსეთიდან სომხეთმა საქართველოს გავლით მიიღო. სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ ოფიციალური თბილისის ამგვარმა ქმედებამ აზერბაიჯანული მხარის შეშფოთება გამოიწვია.

    პუბლიკაციაში კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა და ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული არაერთი დახმარების სანაცვლოდ, თბილისისგან პროვოკაციებსა და აზერბაიჯანელ ინვესტორებზე ზეწოლას იღებს.

    აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიის სარედაქციო წერილში კიდევ უფრო მეტი აღშფოთება “სტრატეგიული პარტნიორის, მეზობლის”, საქართველოს ქმედებების გამოა გამოთქმული.

    “განა რამდენიმე წლის წინ ოფიციალურმა თბილისმა არ აკრძალა სომხეთისთვის საბრძოლო ტვირთების სატრანზიტო მიმოსვლა? რა გახდა სერბეთისთვის გამონაკლისის დაშვების მიზეზი? თუ თბილისში არ ესმოდათ, რა მიმართულებით გაფრინდებოდნენ სომხეთიდან ეს ნაღმმტყორცნები? და ჯდება ეს ყოველივე გრძელვადიანი პარტნიორული, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ჩარჩოებში?”.- ნათქვამია წერილში.

    გამოცემა იმ დახმარებაზე საუბრობს, რომელიც აზერბაიჯანმა საქართველოს სხვადასხვა დროს აღმოუჩინა და ხაზს უსვამს, რომ ახლა, საქართველოსგან, სანაცვლოდ პროვოკაციებს და ინვესტორებზე ზეწოლას იღებს.

    “ყველაზე რთულ დღეებში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, აზერბაიჯანმა, საგარეო პოლიტიკური რისკების მიუხედავად, საქართველოს დახმარება გაუწია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ როდესაც, საქართველოში ელექტროენერგიის და გაზსადენის ხაზების დივერსიის შედეგად, მისი მოსახლეობა ზამთარში ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, აზერბაიჯანმა საკუთარი მოსახლეობას შეუმცირა გაზის მოცულობა და მეზობელს გაუგზავნა.

    დაე, ახსოვდეთ თბილისში, რომ სომხეთი, როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმას აძლევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. დაე, ახსოვდეთ თბილისში, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერებს.

    რას ვაკეთებთ საქართველოსთვის ჩვენ და როგორ იქცევა საქართველოსთან სომხეთი. რას იღებენ საქართველოდან ჩვენი მოწინააღმდეგეები? – ჭურვებს და ნაღმტყორცნებს, რომლებიც ხოცავს ჩვენს ჯარისკაცებს. მაგრამ საქართველოდან ასევე ვიღებთ უწყვეტ პროვოკაციებს კეშიკიჩი-დაღში (დავით გარეჯის მონასტერი), მეორე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ნარიმან ნარიმანოვის კრიტიკას, მისი ძეგლის დემონტაჟის მუდმივი მოწოდებების და, საბოლოოდ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართული მედიებში, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.

    და ეს ჯერაც არ არის ყველაფერი . ვინაიდან მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ, ბოლო წლებში აზერბაიჯანი გახდა მეზობელი ქვეყნის მთავარი მსხვილი ინვესტორი, რომელმაც კოლოსალური თანხა დააბანდა. მეტიც, ბაქომ ყველაფერი გააკეთა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად და გასაღრმავებლად.

    რას ვიღებთ სანაცვლოდ? ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით, საქართველოდან ინვესტორების გაძევების დაუსრულებელ და მზაკვრულ მცდელობებს. ყველაზე არაკეთილსინდისერი – ეს ზეწოლაა, რომელიც აზერბაიჯანელ ინვესტორებზე განხორციელდა, რომლებმაც ინვესტიციები ენერგეტიკს სფეროში განახორციელეს. საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს, შეაფერხოს ჩვენი ინვესტორების ბიზნესი, რაც, ფაქტობრივად, რეიდის სახეს ატარებს”.- წერს აზერბაიჯანული სახელისუფლებო გამოცემა და აღნიშნავს, რომ დაელოდება, როდის მოსთხოვს ბაქო თბილისს, დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით, განმარტებებს სომხეთისთვის საბრძოლო მასალების და აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით”.- ვკითხულობთ აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის სარედაქციო წერილში.

  • საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,

    საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,

    საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1039-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 900-ს შეადგენს.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5687 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 232.