Category: ახალი ამბები

  • მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები – თალაკვაძე მომავალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე

    მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები – თალაკვაძე მომავალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე

    თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ, რომ კონკრეტულ პოზიციაზე ვარ საჭირო, მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

    „მე ვფიქრობ, საზოგადოება დარწმუნდა, თანამდებობები და სავარძელი არ არის ჩვენი თვითმიზანი, არცერთი ლიდერის. შესაბამისად, არც სიაში ნომრებზე და ადგილებზე ფიქრი და ზრუნვა არ არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა დღეს ამის შესახებ და ახლაც იგივეს გეუბნებით, რომ ჩემთვის დღეს სიაში ადგილი და ნომერი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. ჩემი აზრით, სიის ფორმირება უნდა მოხდეს გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით. სიის დაკომპლექტების ბოლო მომენტშიც კი არ მექნება პრეტენზია კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მომეცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის საშუალება, პარლამენტის თავმჯდომარეობა. თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ, რომ მე კონკრეტულ პოზიციაზე ვარ საჭირო, მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები. მინდა გითხრათ, რომ თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა, ყოველთვის იყო მეტი პასუხისმგებლობა, მეტი შრომა და ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ, როცა აქ ჟურნალისტები ბევრს მუშაობთ, ალბათ, დროს აკლებთ პირად ცხოვრებას, თქვენს ოჯახს, ასეა პოლიტიკაშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

  • პუტინს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, მისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება – პესკოვი

    პუტინს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, მისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება – პესკოვი

    რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

    „არა, არ გაუკთებია. ის ჯერ დამტკიცებული არაა და ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაურისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

    მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რუსი მეცნიერების მუშაობის შედეგები დამაიმედებელია, თუმცა ამ სამუშაოს დასარულებამდე ვაქცინაციაზე საუბარი ნაადრევია.

  • ოქმში აღნიშნული ფრაზა „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა – ექპერტი შაქარაშვილის საქმეზე

    ოქმში აღნიშნული ფრაზა „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა – ექპერტი შაქარაშვილის საქმეზე

    დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან ამოყვანისას პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნული ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომაა. სწორედ ამით ხსნის „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ალექსანდრე გეჯაძე ცხედრის პირველადი დათვალიერებისას დაწერილ დასკვნასა და ექსპერტიზის საბოლოო დაკვნას შორის სხვაობას, სადაც წერია, რომ „გვამური გაშეშება მოხსნილია“.

    „ეს ოქმი გამომძიებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“ – ეს არის მექანიკური შეცდომა, ამაში ორი აზრი არ არის, რამეთუ, დოკუმენტში ამავდროულად წერია, რომ გაშეშებასთან ერთად ადგილი აქვს გვამური ლპობით ცვლილებებს. წარმოუდგენელია, გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად იყოს მოგვიანებითი გვამური მოვლენები, კერძოდ, კი, ლპობა გამოხატული. პოვნიდან რამდენიმე საათში ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიკვეთა, გამოხატული იყო ლპობითი ცვლილებები, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პროზექტურაში. ეს მექანიკური შეცდომა ალბათ გამოსწორდება გამოძიების მიერვე, დაიკითხება ის გამომძიებელი, ვინც ეს ოქმი შეადგინა, ის ექსპერტიც ვინც ეს უკარნახა. ვიმეორებ, წარმოუდგენელია, გვამური გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად ლპობითი ცვლილებები იყოს“, – აცხადებს გეჯაძე.

  • აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია – საგარეო უწყება

    აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია – საგარეო უწყება

    საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნაღმტყორცნები ჩაიტანეს, დეზინფორმაციას უწოდებს.

    როგორც უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აცხადებს , საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება,

    „ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ – გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.

    კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

  • “ვიცოდი, რომ მთელი საქართველო ელოდა”- ქართველმა მებრძოლმა რუსი მეტოქე მუხლით გათიშა (ვიდეო)

    “ვიცოდი, რომ მთელი საქართველო ელოდა”- ქართველმა მებრძოლმა რუსი მეტოქე მუხლით გათიშა (ვიდეო)

    ნოკდაუნი მუხლით დარტყმის შედეგად – ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით გათიშა რუსეთის წარმომადგენელი ხადის იბრაგიმოვი.შერეული ორთაბრძოლების ММА-ს ტურნირებზე ქართველმა ნული წაგებით შვიდი გამარჯვება მოიპოვა, ახლა კი UFC-ში მისი წარმატებული დებიუტი შედგა

     

    “ძალიან კარგი მოწინააღმდეგე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ორი წაგება ჰქონდა UFC-ში, საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული მეტოქეა. მე მქონდა ნანახი მისი კარიერის რამდენიმე ბრძოლა. ის მსოფლიოს თასისა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია საბრძოლო სამბოში. ეს ძალიან სერიოზული შედეგებია სპორტსმენისთვის. ასევე ხადისს კარგი კარიერა ჰქონდა M-1-ის ლიგაში. იქ ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა და UFC-ში დაუმარცხებელი გადმოვიდა. აქედან გამომდინარე მახარებს, რომ ასეთ ძლიერ სპორტსმენთან მოვახერხე ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება. მე მის ორ წაგებას ყურადღებას არ ვაქცევდი. ბრძოლას მომზადებული ტაქტიკით შევხდი და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად შევასრულე. გეგმას მივყევი და შედეგსაც მივაღწიე. ჩემი ჩანაფიქრი იყო, რომ პირველ რაუნდში ბევრი მემოძრავა და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დამეშვა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონტრშეტევაზე მისი დაჭერა იყო და როგორც ნახეთ, გეგმა პირნათლად შევასრულე. როდესაც შეტევის პირველივე შანსი მომეცა, დგომი შევცვალე და მოულოდნელი დარტყმა განვახორციელე.

    ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ წარმატებული დებიუტი მქონოდა. ვიცოდი რომ მთელი საქართველო ელოდა ჩემს ბრძოლას და საგულდაგულოდ მოვემზადე. ამჟამად მსურს, რომ რამდენიმე კვირა დავისვენო. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ არავითარი ტრავმა არ მაქვს და იმ შემთხვევაში თუ რაიმე შემოთავაზება მექნება აუცილებლად განვიხილავ და შესაძლებელია, რომ დაპირისპირება უფრო ადრეც გავმართო. მე ნებისმიერ დროს მზად ვარ რომ ვიბრძოლო.”- განაცხადა რომან დოლიძემ “პირველ არხთან”

    https://www.youtube.com/watch?v=huBAWH-hn2I

     

  • ალგეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი და განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს

    ალგეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი და განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს

    შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა საქმის გამოსაძიებლად დამატებით ვადას ითხოვს

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა საქმის გამოსაძიებლად დამატებით ვადას ითხოვს

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გასაგრძელებლად პროკურატურა დამატებით ვადას ითხოვს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2-ი ავრცელებს. “კურიერმა” ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტი 31 დღის გადასავადებლად მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

    მოსამართლემ შუამდგომლობა სამი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს და დაცვის მხარის პოზიციები მოისმინოს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შედგება შაქარაშვილის საქმის წინა სასამართლო სხდომა – 31 ივლისს, თუ ერთი თვის შემდეგ – 31 აგვისტოს.

    პარალელურად, საქმეზე გამოკითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროში განახლდა. დღეს უწყებაში მოწმის სტატუსით ერთ-ერთი არასრულწლოვანი მივიდა.

    შესვლამდე არც მას და არც ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუ მოწმეები უწყებაში გამოკითხვაზე არ მივლენ, ბრალდებულთა ადვოკატები მათ გამოკითხვას უკვე სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ.

    იგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაც. ამ საკითხზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველი პენიტენციური დაწესებულებისთვის ოფიციალურად მიმართვასაც გეგმავს.

    არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება მის ინტერესებში არ შედის.

    “მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სრულყოფილი გამოძიებისთვის სჭირდებათ დამატებითი დრო. ამას სჭირდება დასაბუთება. როდესაც გავეცნობით შესაბამის არგუმენტს, გვაქვს კანონით მონიჭებული ვადა პოზიციის დასაფიქსირებლად. შესაბამისად თუ მტკიცებულებებია, არ არსებობს ინტერესი, რომ წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდეს,”- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

    დაკავებულის ადვოკატებს უწყება დაუკავშირდა და ოქმების გაფორმება დაიწყო.

    შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

    საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

  • იოსელიანის ქუჩაზე მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა

    იოსელიანის ქუჩაზე მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა

    თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-15 სართულიდან შუახნის ქალბატონი გადმოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა ქალი სარეცხს ფენდა – მეზობლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ სარეცხის ნაწილი გაფენილი იყო.

    შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა. ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარებას იგი გარდაცვლილი დახვდა. ქალი უბედური შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

    იოსელიანის 39-ში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

  • საქართველოში კორონავირუსით მე-16 ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მე-16 ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია.

    ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

    ეს კოვიდინფექციით გარდაცვალების უკვე მე-16 ფაქტია საქართველოში.

  • წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლია, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, ფსიქოპატი გამნათებლებით – ხუხაშვილი

    წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლია, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, ფსიქოპატი გამნათებლებით – ხუხაშვილი

    ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.

    მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული უპირატესობა აქვს.

    „თვითონ მოდელი ამ ორგანიზაციის, პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი, არის ის, რომ ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ პარტიის აქტივების 100%-ის მფლობელი. შესაბამისად, მისი სისტემური რესურსით ხდება ყველაფერი. „ქართულ ოცნებაში“ რეალური პოლიტიკური ფიგურების გენერაცია არ მომხდარა. იქ ხომ არავინ, გარდა ერთი კაცისა, არავინ არ არის. ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია ატარებს ნეგატიურ ხასიათს, ბუნებრივია ნეგატიურ არჩევნებში რესურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული უპირატესობა, რაც არ გამორიცხავს ცალკეულ ანომალიებს. იგივე, ვაკეში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ფიგურები, რომელზეც ლაპარაკი ღირს და აქვს საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფია, საკუთარი პოლიტიკური წონა. ესეთები „ქართულ ოცნებაში“ არ არიან, ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილის რესურსები და ბიძინა პლიუს გახარია,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

    მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას ჰქონდა ის ტონი, როგორც სჩვევია.

    „ჩვენ ხომ ყველა სათქმელი ზეპირად ვიცით. გუშინ რომ დაგერეკათ ჩემთან, სანამ წამოაყენებდნენ კანდიდატურას, აბსოლუტურად იგივე სათქმელი მექნებოდა. ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, ჩვენ ვართ ის მაყურებლები, რომლებმაც ზეპირად ვიცით ყველა მიზანსცენა, ყველა ფრაზა, ყველა მოძრაობა, მაგრამ იძულებული ვართ, ამას ვუყუროთ, რადგან სხვა გასართობი ჩვენს სოფელში არ არის,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.