Category: ახალი ამბები

  • ივანიშვილი დაჯდა, სია დაწერა და მოგვცა, ეს არ არსებობს – ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატებზე

    ივანიშვილი დაჯდა, სია დაწერა და მოგვცა, ეს არ არსებობს – ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატებზე

    საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები მთავარი კრიტერიუმით – საქმის კეთები უნარით შერჩია.

    „ეგ არ ყოფილა განმსაზღვრელი ნიშანი, იქ ისაა და მოდი ამ კანდიდატს დავაყენებ – ასე არ იყო. საქმიდან გამომდინარე. საქმე უნდა აკეთო და უნდა გქონდეს რესურსი, საქმე გააკეთო. მე ვერ ვხედავ, რომ ამ დესტრუქციულ ძალას უნარი შესწევს გააკეთოს ის, რაც ჩვენს კანდიდატებს შეუძლიათ“, – თქვა ვოლსკიმ პალიტრანიუსის ეთერში.

    მისივე განცხადებით, კანდიდატების სია ბიძინა ივანიშვილს არ დაუწერია.

    „მუშაობს უშველებელი მანქანა და მუშაობს შეუცდომლად. შეცდომები ვის არა აქვს, მაგრამ რესურსი არის ახლა, ინტელექტუალური რესურსიც არის საქართველოში და არ არის აუცილებელი, რომ ყველა პარლამენტში იჯდეს, ხომ? ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც დაჯდა, სია დაწერა და მოგვცა ეს არ არსებობს. იყო ერთ-ორ რეგიონზე კამათი, ის სხვას ამბობდა, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრების მოსაზრება გაითვალისწინა”, – თქვა ვოლსკიმ.

    მანვე აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდმა გამოაჩინა, რომ “თურმე არავითარი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს, მუშაობას უშველებელი მანქანა და მუშაობას შეცდომლად”.

  • “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაიბარეს

    “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაიბარეს

    „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრეგაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა.

    მისი ინფორმაციით, გამოკითხვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

    ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ბრეგაძის სუს-ში დაბარება.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი, სულ – 903 პაციენტი, ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 5534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.

  • “შესაძლოა შაქარაშვილი გადაიყვანეს ექიმთან…” – იურისტი ახალი დეტალებით

    “შესაძლოა შაქარაშვილი გადაიყვანეს ექიმთან…” – იურისტი ახალი დეტალებით

    შესაძლოა შაქარაშვილი გადაიყვანეს ექიმთან…” – იურისტ ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილი ცემის შემდეგ, სადმე გადაიყვანეს, რათა მისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხდა, ის წყალში დაახრჩეს. მისი თქმით, თუ ეს ვერსია რეალობას შეესაბამება, მაშინ საქმეში გაცილებით მეტი ფიგურანტი გამოიკვეთება და დამნაშავეთა წრე გაიზრდება. ამის შესახებ მან გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.

    “შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა გადაიყვანეს სადღაც სხვა ადგილას. შესაძლოა ტარდებოდა რაღაც გარკვეული ღონისძიებები, იმისთვის, რომ იქნებ გამოეყვანათ მდგომარეობიდან. როცა დაინახეს, რომ შეუძლებელია ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, უკვე დაახრჩეს.პროკურატურა თუ გამოძიება ჩემი აზრით ხელს აფარებს აბსოლუტურად ყველაფერს. მათ შორის იმასაც, რომ გიორგის მიაყენეს ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში დაზიანებები, ამიტომ მოუწიათ მისი გადაყვანა სადღაც, შეიძლება ექიმთანაც, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ვიღაც არის ჩაბმული – მანქანა და მძღოლი, რომელმაც ის გადაიტანა, ვიღაც ადამიანები, რომლებმაც ის აწიეს და გადაიყვანეს ჯერ კიდევ ცოცხალი, ვიღაც ხალხი რომელიც, სავარაუდოდ, თავზე ადგა და ბოლოს ვიღაც ხალხი, რომლებმაც ეს 2-ფაზიანი მკვლელობა დაასრულეს” – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძე.

  • გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს, რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება

    გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს, რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება

    გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება.

    მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.

    „ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ. გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება, გვინდა რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება, გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხვალ იმსჯელებენ.

    ,,ხვალ იქნება მსჯელობა ყველაფერ ამაზე საკორდინაციო საბჭოში. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

  • ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომაც საუბრობენ მხოლოდ ჩვენზე- სოზარ სუბარი

    ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომაც საუბრობენ მხოლოდ ჩვენზე- სოზარ სუბარი

    ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს , – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სამგორის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

    „ეს ისინი არიან ჩვენზე რომ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ მათზე ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებთ. საქმე გვაქვს საკეთებელი. 8 წელი რასაც ვაშენებდით, იმას სჭირდება განმტკიცება და წინსვლა და ამას კარგად ხედავს ქართველი ამომრჩეველი.

    რაც შეეხება, ოპოზიციის წარმატების ფორმულებს, ასეთი ფორმულა არ არსებობდა და ამიტომაც ლაპარაკობენ ისინი ჩვენზე. ერთხელ მაინც ილაპარაკონ საკუთარ თავზე, რა გაუკეთებიათ და რისი გაკეთების შანსი აქვთ. აღმოჩნდება, რომ სათქმელი არაფერი აქვთ ამიტომაც ლაპარაკობენ მხოლოდ ჩვენზე და კიბატონო, ილაპარაკონ, არ გავინტერესებს მათი ნალაპარაკევი“, – განაცხადა სუბარმა.

     

  • შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურა მორიგ განცხადებას ავრცელებს.

    “საგამოძიებო უწყება წინასასამართლო სხდომის 1 თვით გადადების შესახებ შუამდგომლობას განმარტავს, ხოლო პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით წერს, რომ კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს და არსებითი სასამართლო განხილვა მათ შემთხვევაში, განსაზღვრულ ვადაში წარიმართება.

    პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულებისთვის ახალი ბრალდების წარდგენას არ გამორიცხავს:

    მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე. უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულად ცნობილია 17 პირი, მათ შორის 6 არასრულწლოვანი.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 31 ივლისი.

    ვინაიდან, საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ.

    რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს, იმის გათვალისწინებით, რომ ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში.

    აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას.
    შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლის შედეგების შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის და საზოგადოების პერიოდულად ინფორმირება მოხდება”-  ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

    შეგახსენებთ, რომ  შოთაძის უწყებამ გამოძიებისთვის ვადის ერთი თვით – 31 აგვისტომდე გაგრძელების მოთხოვნით, მცხეთის სასამართლოს მიმართა.

  • რამზან კადიროვს აშშ-ში შესვლა აეკრძალა

    რამზან კადიროვს აშშ-ში შესვლა აეკრძალა

    აშშ-მ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და ეს გადაწყვეტილება კადიროვის მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და მკვლელობებზე.  აშშ-ს შავ სიაში კადიროვის გარდა მისი მეუღლე და შვილებიც მოხვდნენ.

  • “თქვენს წასვლამდე დარჩა სამი თვე” – ხედი პარლამენტიდან

    “თქვენს წასვლამდე დარჩა სამი თვე” – ხედი პარლამენტიდან

    “თქვენს წასვლამდე დარჩა 3 თვე!” -სამოქალაქო  მოძრაობამ “სირცხვილია” ამ წარწერით საკუთარი ოფისის აივანზე ბანერი გამოფინა. მომავალი 3 თვის განმავლობაში  პარლამენტის დეპუტატებს ფანჯარაში გახედვისას სწორედ ეს ხედი ექნებათ, რადგან საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრებიდან ბანერი საკმაოდ კარგად ჩანს და კითხვადია.

  • აპოლიტიკური პიროვნება ვარ, მიწვეული ვიყავი, როგორც მხარდამჭერი – ამირან  გამყრელიძე “ოცნების” კანდიდატების წარდგენაზე

    აპოლიტიკური პიროვნება ვარ, მიწვეული ვიყავი, როგორც მხარდამჭერი – ამირან გამყრელიძე “ოცნების” კანდიდატების წარდგენაზე

    მე პოლიტიკურ სიმპატიებზე არ ვისაუბრებ, აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას; დღეს მიწვეული ვიყავი როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უკავშირდებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ყოფნა მის პოლიტიკურ სიმპატიებს.

    ,,დღეს წარმოვადგენ სახელწიფოს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციას – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა Covid 19-თან ბრძოლაში და ამ ინფექციის შეკავებაში ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.