Category: ახალი ამბები

  • გამტაცებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ – ზელენსკი

    გამტაცებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ პირთან, რომელმაც ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    „პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირთან, რომელმაც მძევლები აიყვანა. ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

  • მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური საარჩევნო კამპანია ექნება – ოხანაშვილი

    მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური საარჩევნო კამპანია ექნება – ოხანაშვილი

    “ქართული ოცნების, ერთერთ ლიდერს, ანრი ოხანაშვილს მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიციას “ბინძური”, “პოლიტიკურად უზრდელური” და “არაადეკვატური” საარჩევნო კამპანია ექნება.

    ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ოპოზიციის განცხადებებს ოხანაშვილმა არასერიოზული უწოდა და მათ მსგავსი შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

    “ნამდვილად არ ვაპირებ, რომ “ოპოზიციის უშინაარსო განცხადებებზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ეს ადამიანები პოლიტიკურად თავხედები და ცინიკოსები არიან. მათ ვურჩევ, რომ არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ელემენტარული პატივისცემა და პოლიტიკური კორექტულობა მართებს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს. ჩვენ ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ მათ ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნებათ. ჩვენ ამ დღის წესრიგში არ შევდივართ, ვინაიდან ისინი წარსულის ჯგუფები არიან, ჩვენ კი მომავლისკენ ვიყურებით. დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებასთან ერთად მომდევნო წარმატებულ 4 წელს შევქმნით.

    ჩვენი გუნდისთვის კრიტერიუმები პირველ რიგში, არის პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა, საზოგადოების განწყობა, რეპუტაცია, პოლიტიკური გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

  • უკრაინაში თავდამსხმელმა ავტობუსი გაიტაცა და ამტკიცებს, რომ დანაღმული აქვს

    უკრაინაში თავდამსხმელმა ავტობუსი გაიტაცა და ამტკიცებს, რომ დანაღმული აქვს

    უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და 20-მდე მგზავრი და მძღოლი მძევლად აიყვანა. ის ირწმუნება, რომ შეიარაღებაში აქვს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარები და ავტობუსში განთავსებულია ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. მისივე მტკიცებით, ბომბი ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილასაც აქვს დამონტაჟებული.უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად „ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საფრთხე გაანეიტრალოს და მძევლები გაათავისუფლოს.“

    სამართალდამცავები მოსახლეობას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით სახლებსა და სამსახურებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

    ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკის ცენტრიდან ავტობუსი გაიტაცა, ნასამართლევია.

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკური აშილილობა აქვს და ინციდენტამდე ფსიქიატრთან კურსს გადიოდა. მათივე ინფორმაციით, ის ნასამართლევია.

    სამართალდამცავებმა მძევლებიანი ავტობუსი ალყაში მოაქცია. ტერორისტმა სამართალდამცავებს ცეცხლიც გაუხსნა. პოლიცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

    შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

  • მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია – ვოლსკი მაჟორიტარებზე

    მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია – ვოლსკი მაჟორიტარებზე

    საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატებზე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა სიახლეები საზოგადოებისთვის ოპოზიციასაც არ შეუთავაზებია.

    “სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია. თუმცა ჩვენ ადამიანებს ვარჩევთ არა სიახლის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, რა გაუკეთებიათ და რის გაკეთებას აპირებენ, – თქვა გია ვოლსკიმ.

    მან ოცნების დეპუტატზე, კახა ოქრიაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება, თუმცა “ქართული ოცნების” კანდიდატი აჯობებს.

    ცნობისთვის, ოქრიაშვილი ამჟამად “ქართული ოცნების” წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატია. ის პარტიიდან ერთადერთი დეპუტატი იყო, ვინც თითქმის პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა. გუშინ მმართველმა პარტიამ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გოგი მეშველიანი დაასახელა.

  • Wizz Air და Ryanair-სთვის კვირაში ერთხელ და ორჯერ ფრენა წამგებიანი იქნება – თურნავა

    Wizz Air და Ryanair-სთვის კვირაში ერთხელ და ორჯერ ფრენა წამგებიანი იქნება – თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე Lufthansa-სა და Air France-სთან.

    მინისტრის განმარტებით, ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია და მათთვის კვირაში ორჯერ ფრენების შესრულება მომგებიანი არ იქნება, ამიტომ ისინი 10–ზე მეტი მიმართულება შესთავაზეს.

    ” Wizz Air da Rynair ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ ის დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ და ერთხელ, ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის.

    მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, 10-ზე მეტი მიმართულება გვქონდა ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული, ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ძალიან დიდ ნაკადს ადამიანების. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც როცა იქნება და ის ქვეყნებიც, საიდანაც ისინი გვთავაზობენ ფრენას, ჩვენ ამას დავუშვებთ”, – განაცხადა თურნავამ.

    ცნობისთვის, Lufthansa-ს შემდეგ საქართველოს მთავრობამ Air France-ს აგვისტოდან თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცა. ავიაკომპანია რეისს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

  • მთავარმა არხმა რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ დაამახინჯა – სუს-ი

    მთავარმა არხმა რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ დაამახინჯა – სუს-ი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მთავარმა არხმა აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ დაამახინჯა.

    “2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს აუწყებდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, პანდემიის დროს, სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილი პირების ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიაგნოზის გაყალბების და გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას სთავაზობდნენ.

    გამოძიების პროცესში, გამოიკითხა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები, სიუჟეტის ავტორთა მიერ, განზრახ იყო დამახინჯებული”,– აცხადებს სუს–ი.

    უწყების ცნობით, მთავარმა არხმა გამოძიებას მხოლოდ ეთერში გაშული, დამონტაჟებული მასალა მიაწოდა.

    2020 წლის 2 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოძიებამ, ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ 2020 წლის 20 ივნისს, 21:20 საათზე, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“-ი, ასევე 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, დაუმონტაჟებელი მასალის გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მთავარი არხის მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეო მასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა”,– წერს სუს–ი.

    მათივე განცხადებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი კი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება.

    შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

  • ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

    ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

    ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. დაშავებული ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავთ. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

    იმერეთის კორესპონდენტის მოპოვებული ინფორმაციით, მეშახტე მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდა და ხელფასის გაზრდას მოითხოვდა.

    შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასა და ხელფასების ზრდას უკვე რამდენიმე კვირაა მოითხოვენ. შახტის თანამშრომლებმა 10 ივნისს მუშაობაზე უარი განაცხადეს, მას შემდეგ, რაც შახტში ინციდენტი მოხდა და 22 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

  • სტადიონებზე გულშემატკივრებს დასწრება შეეძლებათ – პროტოკოლში ცვლილებები შედის

    სტადიონებზე გულშემატკივრებს დასწრება შეეძლებათ – პროტოკოლში ცვლილებები შედის

    ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენიტის, ლევან კობიაშვილის თქმით, კორონავირუსისი შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, საქართველოს სტადიონებზე გულშემატკივრებს კვლავ შეეძლებათ დასწრება და მომდევნო დღეებში ეს ცვლილება პროტოკოლში აისახება.

    “საკითხი დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით. ეს შეეხება ღია სტადიონებს. მომდევნო დღეების განმავლობაში, პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ მოხდება ქაოტურად. სტადიონზე შესვლამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი, ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვის”,– განაცხადა კობიაშვილმა.

    მანვე აღნიშნა, რომ გულშემატკივრები სტადიონის მიღმა იკრიბებოდნენ, რაც კოვიდთან მიმართებით უსაფრთხო არ არის.

  • „ჭე“ კლასის დონეზე დაეშვა “ქართული ოცნება” და მისი საკადრო შემადგენლობა – გოცირიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” და მისი საკადრო შემადგენლობა “ჭე კლასის დონეზე დაეშვა”.

    მისი შეფასებით, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები სამმაგად მორჩილი ადამიანები არიან.

    “წარდგენილ კანდიდატებს რესურსიც კი არ ჰქონდათ ოდნავ განზე გაეხედათ. ამ პარლამენტში ვიღაცები ხომ გაიქცნენ, დამოუკიდებლობის რესურსი ხომ აღმოაჩნდათ, ამათ დამუკიდებელი მოქმედების რესურსიც კი არ აქვთ. მთავარი მოთხოვნა არის ივანიშვილისადმი პერსონალური მორჩილება, აქ სამმაგად მორჩილი ადამიანები ჰყავთ, რომლებსაც არც თავიანთი პოლიტიკური წონით, არც რაიმე სხვა თვისებებით არ აქვთ შანსი, ერთი საათით გაებუტონ ივანიშვილს, არათუ გამოეყონ. საბჭოთა კავშირში ფეხბურთის ლიგა იყო ასეთი: ა კლასი, ბ კლასი, ც კლასი და მერე მოდიოდა რაიონის გუნდები, „ჭე“ კლასს ვეძახდით. აი „ჭე“ კლასის დონეზე დაეშვა “ქართული ოცნება” და მისი საკადრო შემადგენლობა,”- განაცხადა გოცირიძემ.

    “ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

  • არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

    არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ-ს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წლის 17 დეკემბერს მოხდა.

    “თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა” – წერია უწყების განცხადებაში.