Category: ახალი ამბები

  • თბილისის ზღვაში ორ მოზარდს ეძებენ

    თბილისის ზღვაში ორ მოზარდს ეძებენ

    თბილისის ზღვაზე ორ მოზარდს ეძებენ. სამაშველო სამუშაოები ზღვის ტერიტორიაზე, ვარკეთილის მხარეს ამ წუთებში მიმდინარეობს. სხვა დეტალები მომხდარის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

    როგორც, სამაშველო სამსახურში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 5 მყვინთავია ჩართული. რა ვითარებაში გაუჩინარდნენ მოზარდები სამაშველო სამსახურს ინფორმაცია არ აქვს.

  • საბურთალოზე პარკირების საფასური დღეში 10 ლარამდე იზრდება

    საბურთალოზე პარკირების საფასური დღეში 10 ლარამდე იზრდება

    მიმდინარე წლის სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში საათობრივი პარკირების სისტემა ამუშავდება. საბურთალოს ტერიტორიაზე ავტომანქანის ერთი საათით გაჩერების საფასური 1 ლარი იქნება რაც იმას ნიშნავს, რომ ფიქსირებულ პარკირების გადასახადთან, მოქალაქეებს დამატებით, საათში ერთი ლარის გადახდა მოუწევთ. მაგალითად, იმ ადამიანებს, ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ „თბილისი პარკინგის“ საფასურთან ერთად, დღეში დამატებით 10 ლარის გადახდა მოუწევთ.

    ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს.

    პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).

    მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინისა და ყაზბეგის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აგვისტოდან, ათი საინფორმაციო პავილიონი განთავსდება, სადაც მოსახლეობა რეგისტრაციასა და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს.

    ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით, ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

    პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებს არ შეეეხება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

    ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი – www.tp.ge, მობილური აპლიკაცია – TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

    რაც შეეხება პარკირების ადგილებს, საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 603 ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი – 68 ადგილი, ყაზბეგის გამზირი – 43 ადგილი, მიცკევიჩის ქუჩა – 71 ადგილი, ცინცაძის ქუჩა – 31, ბახტრიონის ქუჩა – 56, პეკინის გამზირი-ჟვანიას მოედანი – 211, გამრეკელის ქუჩა 123.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.

  • რუსეთის მხრიდან საქართველო არაერთხელ ყოფილა ტროლების სამიზნე – ადამ კინზინგერი

    რუსეთის მხრიდან საქართველო არაერთხელ ყოფილა ტროლების სამიზნე – ადამ კინზინგერი

    “რუსული ტროლებისა და ბოტების შესახებ ქმედებები ძალიან შემაშფოტებელია”, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “მთავარ არხთან”  ინტერვიუში ისაუბრა.

    “დღის სტუმარში” საუბრისას კონგრესმენმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ბოლო დროს, რეიტინგი საგრძნობლად დაუვარდა, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის ვადა გაიხანგრძლივა. შესაბამისად, კრემლის ლიდერისგან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, ამბობს კონგრესმენი.

    “პროვოკაცია სავსებით შესაძლებელია. თუმცა, ეს იქნება საქართველო, უკრაინა თუ ბალტიისპირეთი, არ ვიცით. რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა ევროპაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მე სრულიად ვუჭერ მხარს საქართველოს ევროინტეგარციას. ეს რუსული თამაშის წესია: შექმნას დაძაბულობა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა საქართველოს საკითხი დროებით შეჩერდეს და უკან გადაიწიოს. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი, რადგან ის არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. საქართველო იბრძვის ჩვენთან ერთად ავღანეთში, რადგან ქართველ ხალს სურს ჰქონდეს დასავლური ორიენტაცია, ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭროთ მათ”,  – განმარტა კონგრესმენმა.

    “რადგანაც მე საქართველოს კავკასიის ჯგუფის თავჯდომარე ვარ, საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩავერევი, რადგან ახლა საარჩევნო კამპანიაა და ველოდებით თავისუფალ არჩევნებს ოქტომბერში.

    ზოგადად რუსული ბოტებისა და ტროლების ქმედებები ძალიან შემაშფოთებელია. ერთია,რომ გამოვყო სოციალური მედია პოლიტიკური მოძრაობისთვის, მაგრამ მეორეა დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთი თავის თამაშების სცენარში იყენებს. მე ვერ გავაკეთებ მთავრობის ქმედებებზე კომენტარს, ქართველი ხალხის საქმეა შეაფასოს მთავრობა. რაც შემეხება მე, როგორც ტროლების სამიზნეს, ისევე, როგორც საქართველოსთან დაკავშირებით, ზოგადად ამ ტიპის შეტევები არაერთხელ მინახავს რუსეთის მხრიდან”,- განაცხადა კიზინგერმა.

  • ალბათ, რეგიონში დავდგები მაჟორიტარად – გიგი უგულავა

    ალბათ, რეგიონში დავდგები მაჟორიტარად – გიგი უგულავა

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ის სავარაუდოდ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონში იქნება.

    მისივე თქმით, საბურთალოს ოლქი განწირულია მეორე ტურისთვის, ვაკეში კი ელენე ხოშტარია პირველივე ტურში მოიგებს.

    „არმგონია, დავით სერგეენკო ოპოზიციაში რაიმე გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი იყოს, კანდიდატთან დაკავშირებით. საბურთალოზე მაღალი ალბათობით ყველა პარტია დააყენებს კანდიდატებს ან ვინმეს ინდივიდუალურად დაუჭერს მხარს. საბურთალო განწირულია მეორე ტურისთვის, ვაკისგან განსხვავებით. პირველივე ტურში ელენე ხოშტარია ვაკეში მოიგებს.

    რაც შემეხება მე, ალბათ, დავდგები მაჟორიტარად რეგიონში. ჯერჯერობით, კონსულტაციები არაა დასრულებული. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, რომ ვიყო მაჟორიტარი კანდიდატი“, – განაცხადა გიგი უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.

    მანვე აღნიშნა, რომ ტრენდი, რომელიც უკანასკნელი 15-20 წელია შეიქმნა ახალ სახეებთან დაკავშირებით არასწორია.

    „თუ ის სახელი და გვარი არაფერს ეუბნება ფართო საზოგადოებას, ელექტორალური წონა მას არ აქვს. პოლიტიკის კეთების საფუძველი არის ცნობადობა. ადამიანი შეიძლება, გენიალური ადამიანი იყოს, მაგრამ თუ მას არ იცნობენ, მას არ აირჩევენ,“ – განაცხადა უგულავამ.

  • მთავრობამ გადაწყვიტა Ryanair-ს და Wizz Air-ს არჩევნებამდე რეგულარული ფრენები აუკრძალოს — კანდელაკი

    მთავრობამ გადაწყვიტა Ryanair-ს და Wizz Air-ს არჩევნებამდე რეგულარული ფრენები აუკრძალოს — კანდელაკი

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფაქტობრივად აღიარა, რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, არჩევნებამდე აიკრძალოს Wizz Air-სა და Ryanair-ის ფრენები.

    მისი თქმით, მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს “რაც შეიძლება ცოტა და რაც შეიძლება ძვირი ფრენა”.

    “მთავრობამ განზრახ შექმნა სიტუაცია, რომელშიც ფრენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლიათ ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლიათ, საკუთარი თავისთვის გააკეთონ გამონაკლისი და არ ჩასხდნენ სავალდებულო კარანტინში”, – განაცხადა კანდელაკმა.

    რაც შეეხება თურნავას განცხადებას, რომ Wizz Air და Ryanair კვირაში ერთხელ და ორჯერ ვერ იფრენს, რადგან მათთვის წამგებიანი იქნება, კანდელაკი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს სიცრუეა, რადგან ავიაკომპანიები ისედაც ასეთი სიხშირით ასრულებდნენ ფრენებს.

    “თურნავამ დღესაც იცრუა, როდესაც თქვა, რომ Wizz Air-სა და Ryanair-სთვის კვირაში ორჯერ ფრენა წამგებიანი იქნებაო. ქალბატონო ნათია, მოდით, მივცეთ მათ საშუალება, თვითონ გადაწყვიტონ წამგებიანი იქნება თუ მომგებიანი მათთვის კვირაში ორჯერ ფრენა. პანდემიამდე მათი რეისები ისედაც კვირაში ორჯერ და სამჯერ იყო”, – თქვა კანდელაკმა.

    ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე Lufthansa-სა და Air France-სთან.

    მინისტრის განმარტებით, ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია და მათთვის კვირაში ორჯერ ფრენების შესრულება მომგებიანი არ იქნება, ამიტომ ისინი 10–ზე მეტი მიმართულება შესთავაზეს.

  • რეალურად, ჯანდაცვის მინისტრი არის ივანიშვილის მეუღლე  ეკა ხვედელიძე, არაოფიციალურად ატარებს თათბირებს – უგულავა

    რეალურად, ჯანდაცვის მინისტრი არის ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე, არაოფიციალურად ატარებს თათბირებს – უგულავა

    დღეს რეალურად ჯანდაცვის მინისტრი არის არა ეკა ტიკარაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

    „ის ატარებს არაფორმალურად თათბირებს, ფიზიკურად არ არის, მაგრამ ის არის ტელეფონით ჩართული. რეალურად მთელმა ჯანდაცვის სამინისტრომ იცის ეს. როგორც ჩანს, ეკა ხვედელიძეს იმის ამბიცია აქვს, რომ ჯანდაცვა კარგად ესმის. სხვათაშორის, ყველა საავადმყოფომ უნდა იცოდეს, რომ ის მავნებლური გადაწყვეტილება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მოდის ეკა ხვედელიძისგან”, – განაცხადა უგულავამ.

  • სხვანაირი ქუთაისი მახსოვს, როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?! – კილაძე მოკლულ ქალზე

    სხვანაირი ქუთაისი მახსოვს, როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?! – კილაძე მოკლულ ქალზე

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ქუთაისში ქალის მკვლელობას ეხმიანება და ამბობს, რომ სხვანაირი ქუთაისი ახსოვს.

    “ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა. ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. არც ერთი მეზობელი არ დაეხმარა.

    მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი. ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ. როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!

    მერე გვიკვირს, ბავშვები ერთმანეთს ასე რატომ იმეტებენო. რა მაგალითს ვაძლევთ, ამაზე ვინმე ფიქრობს?!” – წერს კილაძე Facebook-ზე.

    ცნობისთვის, 19 ივლისს ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შსს–მ ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ქალი დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამ საქმეზე გუშინ, 20 ივლისს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავეს.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0701 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0701 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0701 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0672 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5165 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5138 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0027 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევ

  • კახიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვიდა – ჭიჭინაძე “ოცნების” კანდიდატზე

    კახიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვიდა – ჭიჭინაძე “ოცნების” კანდიდატზე

    „კახი კახიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვიდა“ , – ასე ეხმიანება „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების მიერ, ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კახი კახიშვილის დასახელებას.

    ჭიჭინაძე ამბობს, რომ კახიშვილი იმას დაკარგავს, რასაც ყველაზე მეტას უფრთხილდებოდა და აღნიშნავს, რომ კახიშვილის საქმიანობის დროს გამოვლენილ გადაცდომებს გაასაჯაროებს.

    „ჭიჭინაძის ფაქტორი ისნის რაიონში იმდენად რთული აღმოჩნდა „ოცნებისთვის“, რომ კახი კახიშვილი დააბრუნეს. კახიშვილი, თავის მხრივ, ყოველთვის ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც სუფთა და პატიოსანი პოლიტიკოსი, მაგრამ მის საქმიანობაში უამრავი გადაცდომაა და ყველა ფაქტი, დოკუმენტებით დადასტურებული მას წინ დაედება. მოკლედ, რასაც ყველაზე ძალიან „უფრთხილდებოდა“ იმას დაკარგავს ზუსტად და ამის გარანტიას მე ვაძლევ“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

    ცნობისთვის, ისნის ოლქში ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა.

  • აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – კელი დეგნანი

    აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – კელი დეგნანი

    აუცილებელია რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს – განცხადება ამის შესახებ აშშ- ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ საუბრისას გააკეთა.

    დიპლომატი ამბობს, რომ მსგავსი საკითხები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა განიხილონ. მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ამ ფორმატს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენასაც:

    “საუბარია IPRM-ის შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ასეთი საკითხები, როცა ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას და სხვადასხვა საკითხებს, რაც წამოიჭრება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებთან და მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, გადაწყდეს ამგვარ შეხვედრებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მექანიზმები რა თქმა უნდა , არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებისთვის აუცილებელია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მექანიზმები როგორც ვთქვი არსებობს, მთავარია, რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები , რაც მას აღებული აქვს” – განაცხადა კელი დეგნანმა.

    დიპლომატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.