Category: ახალი ამბები

  • ქუთაისში მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელი ამბობს, რომ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა

    ქუთაისში მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელი ამბობს, რომ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა

    “მთავარმა არხმა” მოიპოვა ქუთაისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ქალის ჩვენება, სადაც დაკავებული დეტალურად ყვება, რატომ გაუსწორდა მეზობელს. დაკავებულია ბრალდებულის მეუღლეც. მეგობრებთან ერთად სწორედ მათ ნახეს პირველად 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის დასახიჩრებული ცხედარი.

    ბრალდებულმა, რომელმაც მეზობელს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა, კარი დასისხლიანებული ტანსაცმლით გააღო, რის შემდეგაც გამოიცვალა და ქმართან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    45 წლის ბრალდებული დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. მისი თქმით, ელისო ჩეჩელაშვილი მას მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა, რის გამოც ბრალდებული წყობიდან გამოვიდა და დანაშაული ჩაიდინა.

    ელისო ჩეჩელაშვილის მეგობრები ბრალდებულის ჩვენებას არ ენდობიან და ამბობენ, რომ დაღუპულს ჰყავდა შეყვარებული, ვისთანაც ოჯახის შექმნას აპირებდა.

    გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, ხვალ, 22 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, რომელზეც ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებენ.

  • თბილისის ზღვიდან მყვინთავება მეორე მოზარდის ცხედარიც ამოიყვანეს

    თბილისის ზღვიდან მყვინთავება მეორე მოზარდის ცხედარიც ამოიყვანეს

    თბილისის ზღვაში მყვინთავება მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს.

    თბილისის ზღვაზე პოლიცია და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. მყვინთავები წყალში დაკარგულ მოზარდებს საღამოს 6 საათის შემდეგ ეძებდნენ.

    ადგიკლზე ცოტა ხნის წინ, დაპირიპირებასაც ჰქონდა ადგილი. პირველი ნაპოვნი მოზარდის ცხედრის ამოყვანის შემდეგ, მისი ოჯახის წევრები სამართალდამცვერლებს დაუპირისპირდნენ

    ოჯახი ითხოვდა, რომ ცხედრის პირველად დათვალიერებაში მონაწილეობა დამოუკიდებელ ექსპერტს მიეღოს.

    14 წლის მოზარდის ცხედარი ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული.

    მანამდე მაშველებმა თბილისის ზღვაზე ერთი არასრულწლოვანი, 15 წლის მოზარდი  გარდაცვლილი იპოვეს. მეორე დაკარგულის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდებოდა.

    ​რა ვითარებაში გაუჩინარდა ორი მოზარდი ჯერჯერობით უცნობია. მათ მაშველები თბილისის ზღვაში საღამოს ექვსი საათიდან ეძებდნენ.

  • უკრაინაში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

    უკრაინაში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა განაცხადა.

    მისი თქმით, ამჟამად ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები აკეთებენ ყველაფერს, რათა მძევლები, რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლდნენ.

    „ვითარება მოითხოვს ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის შეთანხმებულ მოქმედებას. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ. ეს პროცესები, როგორც წესი, არ არის საჯარო და საზოგადოების ყველა კითხვას შევძლებთ მას შემდეგ ვუპასუხოთ, რაც ყველა მძევალი სრულიად უსაფრთხოდ იქნება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ , – განაცხადა ბაკანოვმა.

    შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

  • “სამწუხაროა რომ ოფიცილაურმა თბილისმა ჩვენი გამოცემის კომპეტენტურობაში ეჭვი შეიტანა.” – აზერბაიჯანული გამოცემა საქართველოს საგარეო სამინისტროს პასუხობს

    “სამწუხაროა რომ ოფიცილაურმა თბილისმა ჩვენი გამოცემის კომპეტენტურობაში ეჭვი შეიტანა.” – აზერბაიჯანული გამოცემა საქართველოს საგარეო სამინისტროს პასუხობს

    „სამწუხაროა რომ ოფიცილაურმა თბილისმა თავის განცხადებაში ჩვენი გამოცემის კომპეტენტურობაში ეჭვი შეიტანა.” -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხოდ აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az მორიგ სტატიას აქვეყნებს და ზალკალიანის უწყებას დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაში ადანაშაულებს.

    „გულწრფელად გვჯერა, რომ ამჯერად წამოდგენილი ფაქტები ქართველი დიპოლმატებისთვის უდავო მტკიცებულება გახდება, რადგან სამხედრო ტექნიკის განლაგება არ უნდა იწვევდეს ეჭვსა და კითხვის ნიშნებს. რამდენიმე საათის შემდეგ, სწორედ ეს საბრძოლო ტექნიკა გადაკვეთს სახელმწიფო საზღავრს და გაემართება აზერბაიჯანის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნისაკენ.ჩვენ მხოლოდ იმის დადგენა გვრჩება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებული შტატების კონგრესის სანქციების ქვეშ მყოფი პირების მიერ, სომხეთისათვის განკუთვნილი იარაღის მიწოდება დაუშვა.“ – ვკითხულობთ სტატიაში.

    გამოცემა სტატიას თან ურთავს ფოტოებს, რომლის მიხედვითაც, მათი მტკიცებით, დასტურდება, რომ რუსეთიდან სომხეთში შეიარაღება გადააქვთ. გამოცემისვე მიხედვით, ფოტოები საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული.

    ცნობისთვის, 19 ივლისს  აზერბაიჯანულმა პრო-სახელისუფლებო გამოცემა haqqin.az-მა, 19 ივლისს სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თოვუზის რეგიონის დასაბომბად განკუთვნილი ნაღმტყორცნები, სერბეთმა სომხეთს, საქართველოს დახმარებით მიაწოდა.

    პუბლიკაციაში კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა და ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული არაერთი დახმარების სანაცვლოდ, თბილისისგან პროვოკაციებსა და აზერბაიჯანელ ინვესტორებზე ზეწოლას იღებს.

    აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიის სარედაქციო წერილში კიდევ უფრო მეტი აღშფოთება “სტრატეგიული პარტნიორის, მეზობლის”, საქართველოს ქმედებების გამოა გამოთქმული.

    “განა რამდენიმე წლის წინ ოფიციალურმა თბილისმა არ აკრძალა სომხეთისთვის საბრძოლო ტვირთების სატრანზიტო მიმოსვლა? რა გახდა სერბეთისთვის გამონაკლისის დაშვების მიზეზი? თუ თბილისში არ ესმოდათ, რა მიმართულებით გაფრინდებოდნენ სომხეთიდან ეს ნაღმმტყორცნები? და ჯდება ეს ყოველივე გრძელვადიანი პარტნიორული, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ჩარჩოებში?”.- ნათქვამია წერილში.

    გამოცემა იმ დახმარებაზე საუბრობს, რომელიც აზერბაიჯანმა საქართველოს სხვადასხვა დროს აღმოუჩინა და ხაზს უსვამს, რომ ახლა, საქართველოსგან, სანაცვლოდ პროვოკაციებს და ინვესტორებზე ზეწოლას იღებს.

    “ყველაზე რთულ დღეებში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, აზერბაიჯანმა, საგარეო პოლიტიკური რისკების მიუხედავად, საქართველოს დახმარება გაუწია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ როდესაც, საქართველოში ელექტროენერგიის და გაზსადენის ხაზების დივერსიის შედეგად, მისი მოსახლეობა ზამთარში ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, აზერბაიჯანმა საკუთარი მოსახლეობას შეუმცირა გაზის მოცულობა და მეზობელს გაუგზავნა.

    დაე, ახსოვდეთ თბილისში, რომ სომხეთი, როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმას აძლევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. დაე, ახსოვდეთ თბილისში, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერებს.

    რას ვაკეთებთ საქართველოსთვის ჩვენ და როგორ იქცევა საქართველოსთან სომხეთი. რას იღებენ საქართველოდან ჩვენი მოწინააღმდეგეები? – ჭურვებს და ნაღმტყორცნებს, რომლებიც ხოცავს ჩვენს ჯარისკაცებს. მაგრამ საქართველოდან ასევე ვიღებთ უწყვეტ პროვოკაციებს კეშიკიჩი-დაღში (დავით გარეჯის მონასტერი), მეორე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ნარიმან ნარიმანოვის კრიტიკას, მისი ძეგლის დემონტაჟის მუდმივი მოწოდებების და, საბოლოოდ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართული მედიებში, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.

    და ეს ჯერაც არ არის ყველაფერი . ვინაიდან მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ, ბოლო წლებში აზერბაიჯანი გახდა მეზობელი ქვეყნის მთავარი მსხვილი ინვესტორი, რომელმაც კოლოსალური თანხა დააბანდა. მეტიც, ბაქომ ყველაფერი გააკეთა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად და გასაღრმავებლად.

    რას ვიღებთ სანაცვლოდ? ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით, საქართველოდან ინვესტორების გაძევების დაუსრულებელ და მზაკვრულ მცდელობებს. ყველაზე არაკეთილსინდისერი – ეს ზეწოლაა, რომელიც აზერბაიჯანელ ინვესტორებზე განხორციელდა, რომლებმაც ინვესტიციები ენერგეტიკს სფეროში განახორციელეს. საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს, შეაფერხოს ჩვენი ინვესტორების ბიზნესი, რაც, ფაქტობრივად, რეიდის სახეს ატარებს”.- წერს აზერბაიჯანული სახელისუფლებო გამოცემა და აღნიშნავს, რომ დაელოდება, როდის მოსთხოვს ბაქო თბილისს, დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით, განმარტებებს სომხეთისთვის საბრძოლო მასალების და აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით”.- ვკითხულობთ აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის სარედაქციო წერილში.

     

  • შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა

    შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა

    გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა. როგორც უწყების დატოვებისას ჟურნალისტებთან გაბეჩავას ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა განაცხადა, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა კვლავ მიიღოს.

    „ვინაიდან, ინტენსიურად ხორციელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, დღესაც გამოკითხულ იქნა დამატებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, დეტალებზე ვერ გიპასუხებთ.

    სოციალურ ქსელს არ ეხებოდა, სოციალური ქსელის დათვალიერება მოხდა წინა დღეებში, რაზეც შესაბამისი ოქმი შედგა. არც არანაირი კადრების დათვალიერება არ მიმდინარეობდა, ჩვეულებრივი დამატებითი გამოკითხვის ოქმის შედგენა. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგში კვლავ მიიღოს დამატებით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

    ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

  • დაოჯახებულ ქალთან სექსუალური კავშირის გამო, მარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს

    დაოჯახებულ ქალთან სექსუალური კავშირის გამო, მარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს

    მარნეულში, სოფელ კაპანახჩში კაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კაცს დაოჯახებულ ქალთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, რასაც ქალის მამამთილი შეესწრო. ამის შემდეგ კაცი გაკოჭეს და შურისძიების მიზნით ბოძზე მიაბეს. კაცი ბოძზე მიბმული მისი მშობლების მოსვლამდე იყო. ქალის მამამთილს კი გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

    სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მამაკაცი რომელიც ბოძზე მიაბეს, მომხდარის შესახებ პოლიციას მიმართა და 8 ადამიანი დააკავეს.  20 ივლისს მათი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელში აქცია გაიმართა.

    ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ თუ პოლიციაში წაყვანილ პირებს სახლში არ გაუშვებენ, აქციას პარლამენტის წინ გამართავენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპანახჩში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამინისტროს პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

  • თბილისის ზღვაში მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

    თბილისის ზღვაში მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა თბილისის ზღვაზე ერთი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე გრძელდება მეორე დაკარგულის ძებნა

    ​როგორ სამაშველო სამსახურში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 5 მყვინთავია ჩართული. რა ვითარებაში გაუჩინარდნენ მოზარდები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • “არ მინდა გეგონოთ, რომ იქ ვინმეს დავტოვებდით”- რას ყვება  ანი გაბეჩავას მეგობარი

    “არ მინდა გეგონოთ, რომ იქ ვინმეს დავტოვებდით”- რას ყვება ანი გაბეჩავას მეგობარი

    “არ მინდა გეგონოთ, რომ იქ ვინმეს დავტოვებდით”- ამის შესახებ, დღეს  შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში დაბადების დღის ორგანიზატორის ანი გაბეჩავას დაქალმა,  ბარბარე ურუდიამ განაცხადა.

    „გიორგი ბოლოს ვნახე აგარაკზე, სანამ ლისის ტბაზე წავიდოდით. უბრალოდ ველაპარაკებოდი წაქაძესთან თუ ხარ ნამყოფი-თქო და კიო. ახლა ძალიან მიხარია, რომ მივდივართ, იმიტომ რომ ყველა ერთად გავერთობითო. ძალიან უხაროდა, ყველა ერთად რომ მივდიოდით.

    სამწუხაროდ, როცა ჩვენ ჩავსხედით მანქანაში, ისე გადავნაწილდით, რომ წინ და უკან ადგილები აღარ იყო, ჩვენი მეგობრების ჩაჯდომაც კი ვერ მოვახერხეთ.

    არ მინდა გეგონოთ, რომ იქ ვინმეს დავტოვებდით. გვითხრეს, რომ ტაქსი მოვიდოდა ერთ წუთში და იმიტომ წამოვედით, თორემ იქ ნამდვილად არავის დავტოვებდით. გიორგი პირადად ჩხუბში არ დამინახავს“, – განაცხადა ბარბარე ურიდიამ.

     

  • დამნაშავე, რომელმაც უკრაინაში ავტობუსით მძევლები აიყვანა, პერიოდულად ასაფეთქებელ მოწყობილობებს აფეთქებს

    დამნაშავე, რომელმაც უკრაინაში ავტობუსით მძევლები აიყვანა, პერიოდულად ასაფეთქებელ მოწყობილობებს აფეთქებს

    უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის სიახლოვეს, რომელშიც მძევლები იმყოფებიან, კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ტერორისტმა ხელყუმბარა ისროლა. მამაკაცი ამ გზით ცდილობს მისი მოთხოვნების სტიმულირებას.

    „სოციალური ახალი ამბების პირველი არხის“ ინფორმაციით, დამნაშავემ ინფორმაციის გადაცემის არხად, სწორედ ეს მედიასაშუალება აირჩია.

    მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსთან რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. კერძოდ, აფეთქდა სამი ასაფეთქებელი პაკეტი.

    შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

  • ევროკავშირის გაძლიერება მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის – ზურაბიშვილი  ევროკომისიის პრეზიდენტს

    ევროკავშირის გაძლიერება მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის – ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილი გაუგზავნა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ერთსულოვან შეთანხმებას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.

    “დღეს ისტორიული დღეა! კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ერთსულოვანი შეთანხმება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რითიც ევროკავშირმა მსოფლიოს სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითი გვიჩვენა.

    მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა და ევროკავშირში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის გაძლიერებას და განვითარებას.

    ევროკავშირის გაძლიერება და კრიზისის ამ ფორმით დაძლევა მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის, რომლებისათვისაც ევროკავშირი და მასში ინტეგრაცია ერთადერთი პერსპექტივაა.

    ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი და პარტნიორია”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილში.