Category: ახალი ამბები

  • თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა – ოჯახის ადვოკატი

    თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა – ოჯახის ადვოკატი

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ახალგაზრდის ავტომობილი მწყემსმა იპოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

    „გეგმა არის შემდეგი – აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გავარკვიოთ, რა მოხდა, რის საფუძველზე იყო ეს გოგო წამოსული, იმოქმედა თუ არა გამოძიებამ სრულყოფილად, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მისი ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა. შესაბამისად, ყველაფერზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ახალგაზრდა ავტომობილში იყო , უკანა სავარძელზე. შესაბამისად, ავტომობილი გაიხსნა, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები, ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საჭირო მოქმედებებს ახორციელებენ. პირადად, გიორგი შაქარაშვილი საქმიდან გამომდინარე სრულყოფილი ნდობა არ გამაჩნია, ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ყველა კითხვას გაეცემა დეტალურად პასუხი. მე და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს რა კითხვებიც გაგვაჩნია, ამ კითხვებს დავსვამთ გამოძიებასთან. ყველაფერი იქნება გამოკვლეული, დეტალურად ჩატარდება ექსპერტიზა და დადგინდება, თუ რისგან არის გარდაცვლილი. პირობას გაძლევთ, არავის არაფერი შერჩება“,-აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

  • თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ამოღებულია თანამშრომლების კომპიუტერები

    თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ამოღებულია თანამშრომლების კომპიუტერები

    თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ამოღებულია თანამშრომლების კომპიუტერები.  ჯერჯერობით უცნობია, მიაკვლიეს თუ არა მათ რაიმე მიმოწერას.

    ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა კომპანია “ზეგის” დირექტორმა. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც მან მენეჯმენტს გასულ კვირას შეატყობინა.

    თამარ კობერიძე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილი რიგითი პროგრამისტი იყო და ბექენდ დეველოფმენთზე მუშაობდა და ბოლო პერიოდში იგი თანამშრომლებიც სამსახურში ონლაინ დასწრების პროგრამაზე მუშაობდა, რადგან პანდემიის პერიოდში და მერეც თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურში არ დადიოდა.

    კობერიძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება შეიძლება სამსახურეობრივ საქმიანობასთგან იყოს დაკავშირებული.

    “ზეგის” დირექტორი ამტკიცებს, რომ იგი კონტაქტში იყო გაუჩინარებული თანამშრომლის ოჯახის წევრებთან და რჩევებსაც აძლევდა მათ, რომ ძიების დაჩქარების მიზნით მედიით გაშუქებულიყო ეს ამბავი, თუმცა გუშინ “მთავართან” საუბრისას ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა, რომ ოფისის წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობასთან მას კონტაქტი არ ჰქონია.

    ასევე ვრცელდება სატელეფონო მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია “ზეგიდან”  წასვლის შესახებ დირექტორთან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობას ითხოვს.

    კომპანიაში რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავები შევიდნენ. სავარაუდოდ, კომპანიაში სამართალდამცავების შესვლის მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის გამოთქმული ეჭვი იყო, რომ ეს უბედური შემთხვევა, შესაძლოა, სამსახურიდან ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდეს.

    თამარ ბაჩალეიშვილის მეორე სამსახური კი რეგისტრაციის მისამართზე არ იძებნება.

    შეგახსენებთ,  18 ივლისს  გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს ის თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით,  21 ივლისს, ოჯახის  ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას ოჯახი მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

  • თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება

    თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება

    თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება. 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, სადაც უნდა დადგინდეს ახალგაზრდა ქალის დაღუპვის ზუსტი მიზეზი.

    მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია სიკვდილის შესაძლო ვერსიად განიხილება, რადგან გარდაცვლილის მანქანაში მედიკამენტები აღმოაჩინეს. თუმცა, ოჯახის ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, კონკეტულად რომელ მედიკამენტებზეა საუბარი.

    ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია, პირველადი დათვალიერებით კი მის სხეულზე ძალადობის ნიშნები არ ჩანს.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი იყო. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბოლო დროს დათრგუნული იყო და მის გარდაცვალებას სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებენ.

  • ცხედარს ცუდი ფერი აქვს, რამდენიმე დღის გარდაცვლილია – 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

    ცხედარს ცუდი ფერი აქვს, რამდენიმე დღის გარდაცვლილია – 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

    „ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, ამას ექსპერტები დაათვალიერებენ ჩემი თანდასწრებით. არ ჩანს არაფერი, ცუდი ფერი აქვს და რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცი როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელში, თვითონ იჯდა თუ ვინმემ გადასვა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

    „მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე, რომ ვერ ნახულობდე. სამართალდამცავების განცხადებით, რასაც მე ვუსმენდი, აეროგადაღება იყო გამოყენებული. ყველა ვერსიას და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება. არც არაფერს გამოვრიცხავ და არც არაფერს ვადასტურებ. ეს იქნება დეტალურად გამოკვლეული და მოთხოვნილი ყველა კითხვაზე პასუხი, დეტალურად ექსპერტიზა ჩატარებული, ისე რომ არავის არაფერი შერჩება. მე არ ვენდობი საერთოდ კითხვის ნიშნები როცა ჩნდება ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე არ ვენდობი, როცა 5 დღის განმავლობაში, ასეთ გარემოში ვერ ხერხდება ადამიანს მოძებნა. მე არ ვენდობი, როცა მწყემსი პოულობს პოლიციის ნაცვლად, მე არ ვენდობი, როცა არავის სიცოცხლე არ არის უსაფრთხოდ და არ ვენდობი ძალიან ბევრ რამეს. ამიტომ მე ვენდობი ისეთ ადამიანებს, რომელსაც არაფრის ეშინია,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

  • “ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!” – 21 საათზე შსს-სთან აქცია დაანონსდა

    “ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!” – 21 საათზე შსს-სთან აქცია დაანონსდა

    “ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!”- ამ ლოზუნგით მოძრაობა “შეცვალე” და ორგანიზაცია “დემოკრატიული მომავლისთვის” დღეს, 22 ივლისს, 21 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას აანონსებს.

    “ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული მკვლელობები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის. დღეს 22 ივლისს, 21:00-ზე ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები !” – წერია განცხადებაში.

    აქციის მიზანია, ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

  • 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი, მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

    „რა თქმა უნდა, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ამ 5 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მისი პოვნა, კითხვები მიჩნდება. უღრანი ტყე არ არის, რომ ვერ დაენახათ.

    აღენიშნება თუ არა დაზიანება ცხედარს, ვერ გეტყვით, რადგან ავტომობილშია მოთავსებული და ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტები არიან. მანქანას გახსნიან და ცხედარს გადმოიყვანენ, შემდეგ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ და დადგინდება, რისგან გარდაიცვალა. უკვე დავრეკე და ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერთვება“, – აცხადებს ადვოკატი.

    როგორც მან აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელეზე, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს. ადვოკატის თქმით, ის ვერსიებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.

  • უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს ქვეყანაში – ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე

    უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს ქვეყანაში – ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე

    სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში – აკეთებს კომენტარს თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის გაჭიანურების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი. მისი თქმით, უნამუსო ტყუილია, რომ ძებნის დროს პოლიციამ საკმარისი არ ძალისხმევა არ გამოიჩინა. მისი თქმით, ამ საქმესაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ.

    “არაერთი ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას,” – განაცხადა მან.

    მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არაერთხელ უთქვამს, რომ არის საქმეები, რომელთა გამოყენებაც პოლიტიკური მიზნით არ შეიძლება. ვოლსკი ამბობს, რომ ბუტა რობაქიძის საქმის გაპოლიტიკურებაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესია.

  • თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

    თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

    თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, სამართალდამცავები იმყოფებიან. მათ ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

    გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიაზე გადასვენებენ.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

  • ადგილობრივმა დარაჯმა სათვალთვალო კამერები მოხსნა და ჩანაწერების გაყიდვას აპირებდა – შაქარაშვილის საქმე

    ადგილობრივმა დარაჯმა სათვალთვალო კამერები მოხსნა და ჩანაწერების გაყიდვას აპირებდა – შაქარაშვილის საქმე

    შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში  ირკვევა, რომ შპს “ელდორადოს” დარაჯმა თვითნებურად მოხსნა სათვალთავლო კამერები, ამოიღო ჩანაწერები და მკვლელობის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების გაყიდვას აპირებდა. დარაჯი, რომელმაც მტკიცებულებებით ღია ვაჭრობა გამოაცხადა, ცხოვრობს შემთხვევის ადგილას – იქ, სადაც ჩერდებიან აღნიშნული მანქანები, სადაც იწყება დევნა და სადაც დაიმალა ფოტოგრაფი.

    ერთ-ერთი კამერა, რომელიც დარაჯმა მოხსნა, პირდაპირ უყურებდა იმ ხიდს, სადაც გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობრები გარბოდნენ. ჩანაწერები უკვე საგამოძიებო უწყებამ წაიღო.

    დარაჯის, ნუგზარ ოთარაშვილის თქმით, მან ვიდეოკამერები მოხსნა, რადგან უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო. ვინაიდან დარაჯს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, იგი ჩანაწერების გაყიდვას გეგმავდა.

    ნუგზარ ოთარაშვილის დაკითხვის დეტალები შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომშია შეტანილი. დარაჯი გამოკითხვისას ამბობს, რომ მასთან არავის ჰქონია კომუნიკაცია.

    ვიცოდი, რომ აღნიშნულ კამერებზე ჩაწერილიიყო 2020 წლის 18-19 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ მაინც ვაპირებდი მათ გასხვისებას, რადგან ჩემთვის უცნობი იყო, რომ მე არ შემეძლო მათი გასხვისება, – წერია გამოკითხვის ოქმში.

    რატომ დააგვიანა გამოძიებამ აღნიშნული ჩანაწერების ამოღება და რა კადრებია ასახული ვიდეომასალებში, ჯერჯერობით უცნობი რჩება.

    შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

  • წვეულების სტუმრებმა იცოდნენ, რომ მათ მეგობარს გაუსწორდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს – შაქარაშვილის საქმე

    წვეულების სტუმრებმა იცოდნენ, რომ მათ მეგობარს გაუსწორდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს – შაქარაშვილის საქმე

    აქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტები და სკანდალური დეტალები – როგორც “მთავარმა” საქმის მასალებიდან გაარკვია, საბედისწერო წვეულებაზე ნახალოვკელებთან ერთად იმყოფებოდა, სულ მცირე, ერთი პირი, რომელიც გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული. მიმოწერებიდან ირკვევა ისიც, რომ წვეულების სტუმრებმა იცოდნენ მათი მეგობრის დაკარგვის შესახებ, იცოდნენ, რომ მას, სავარაუდოდ, გაუსწორდნენ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს.

    ადამიანი, რომელიც არ დაუკითხავთ, არის კაკი ჩქარეული. მის შესახებ ანი გაბეჩავას მიმოწერიდან ირკვევა. გაბეჩავა წერს ლაშა შერმადინს, რომელიც ესწრებოდა დაბადების დღის წვეულებას და იქ მომხდარი პირველი კონფლიქტის შედეგად ნაცემია. გაბეჩავა შერმადინს შეკითხვას უსვამს ჩქარეულისა და მასთან ერთად მყოფი პირების შესახებ. საქმის მასალებში კი არც კაკი ჩქარეულისა და არც მისი თანმხლები პირების ჩვენებები არ იძებნება.

    ლაშა შერმადინისა და ანი გაბეჩავას მიმოწერიდან ირკვევა, რომ გაბეჩავამ იცოდა შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ და ეძებდა მას. გაბეჩავა შერმადინს ეკითხება, ისიც ხომ არ იყო მანქანაში, რომლის მგზავრებმაც “ბავშვები” რკინის ჯოხებით სცემეს. ასევე კითხულობს ჩქარეულის შესახებ, თუმცა შერმადინის თქმით, მან ისიც არ იცის, გზა ვინ ასწავლა ჩქარეულს. შერმადინი ამბობს, რომ თავად მას კრამიტი გადაამტვრიეს თავზე.

    ანი გაბეჩავასა და მის მეგობარ გოგოსთან სალომე ჭკადუასთან მიმოწერაში გაბეჩავა აზუსტებს, ვისთან ერთად მოვიდა ჩქარეული ნარეკვავის წვეულებაზე. ჭკადუა შიშობს, რომ ბიჭი ნასვამ მდგომარეობაში მდინარეში ხომ არ გადავარდა. ასევე მეგობრები საუბარში ნიკა ხეჩოშვილს, ვახო ჩიქოვანს და იმ გოგოს ახსენებენ, ვის გამოც, სავარაუდოდ, ჩხუბი მოხდა.

    ანი გაბეჩავას ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან მიმოწერისას ირკვევა, რომ ბრეგვაძეს მიტოვებული შენობიდან დაინახა, რომ დაინახა გური ამირხანაშვილი, რომელიც გარბოდა, შაქარაშვილის შესახებ კი არაფერი იცის. ბრეგვაძე ასევე აღწერს, რომ არაგვის ხიდთან ორი ავტომობილი მოვიდა.

    ანი გაბეჩავა ბევრ ადამიანთან მიმოწერით ცდილობდა გაერკვია, სად წავიდა გიორგი შაქარაშვილი და რა შეემთხვა მას.

    19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე “მთავარი არხი” საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.