Category: ახალი ამბები

  • რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაცია გავაჟღერე – ნიკოლაძე

    რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაცია გავაჟღერე – ნიკოლაძე

    19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ამის მიზანი გარკვეული პირების “ტესტირება” იყო.

    „რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად გავავრცელე მცდარი ინფორმაცია. მიზანი ის იყო, რომ როდესაც ოჯახის პოზიციის კომენტირების ხარისხი ვიცოდით, იქ ასევე ვიცოდით შესაბამისი რეაგირებები, რა როგორ ხდებოდა, პულსზე გვიდევს ხელი. ამიტომ, რაღაც ეტაპებზე ჩავთვალეთ, რომ ამით შეიძლება, გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო და სათანადო ინფორმაცია მიგვეღო, ამასაც კი ვაკეთებთ, რომ ოღონდ შედეგი იყოს ისეთი, რომ სალაპარაკო არ გახდეს, თითქოს ოჯახს უნდა ვიღაცის განზრახ მკვლელობით დასჯა და ასეთი ფაქტი არ ყოფილა“, -თქვა ნიკოლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

    მისივე განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი, იმაზე მაღალი ხარისხით იქნება დადასტურებული ვიდრე დღესაა.

    ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

    ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება. გამოძიება საქმის განხილვის 1 თვით გადადებას ითხოვს.

  • თვითმკვლელობა არ ყოფილა, ყველაფერი სამსახურიდან მოდის – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    თვითმკვლელობა არ ყოფილა, ყველაფერი სამსახურიდან მოდის – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მის შვილს თავი არ მოუკლავს და მისი გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება.

    “ოჯახის მხრიდან [პრობლემა] არ ჰქონია. ხანდახან როცა შემოდიოდა სახლში აღელვებული, ეს მოდიოდა სამსახურის მხრიდან. სპეციალურად ველოდებოდი, კიდევ ასე მოვიდოდა თუ არა სახლში სამსახურიდან. ეს ყველაფერი სამსახურიდან მოდის..”, – ამბობს ჯუმბერ ბაჩილაიშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში.

    მანვე აღნიშნა, მისი შვილი სამსახურს არ აჩვენებდა, სახლიდან მუშაობის დროს კი აღელვებული იყო.

    ჯუმბერ ბაჩილაიშვილმა იმ ადგილზეც ისაუბრა, სადაც თამარის მანქანა დღეს იპოვეს. მისი თქმით, ის ადგილი, პოლიციას დრონით არ დაუთვალიერებია.

    “არ გაუტარებიათ არანაირი დრონი, არ ყოფილა ეგეთი რამე. არა მჯერა ეს, ტყუილია.. გზიდან რომ გაიხედები ხელმარჯვნივ, ეს ადგილი ხელისგულივით ჩანს 40-50 მეტრში.. დღეს რომ წავედი, ტრიალი მინდორია.. როგორ არ გამოჩნდებოდა”…

    ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

  • შსს-სთან აქციაზე 3 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

    შსს-სთან აქციაზე 3 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

    შსს–სთან აქციაზე 3 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ლაშა ცუცქირიძე და ზვიად კუპრავა.

    ცუცქირიძის მეუღლის თქმით, ის მის თვალწინ სცემეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

    ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – ამ ლოზუნგით მოძრაობა “შეცვალე”, “სირცხვილია”, “გაბედე” და ორგანიზაცია “დემოკრატიული მომავლისთვის” ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

    ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის მიზანია ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს.

    მათი თქმით, ასევე სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და საგამოძიებო უწყებებისგან ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

     

     

  • ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია, ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, გაგერკვიათ – უგულავა გოცირიძეს

    ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია, ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, გაგერკვიათ – უგულავა გოცირიძეს

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ენმ–ს წევრს, რომან გოცირიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ზუგდიდში მაჟორიტარად კენჭისყრაზე არ უფიქრია.

    რომან გოცირიძემ თქვა, რომ ზუგდიდში ენმ აპირებს კანდიდატის დაყენებას, ამიტომ გამორიცხულია, რომ მისმა პარტიამ უგულავას დაუჭიროს მხარი, თუ ის ზუგდიდში იყრის კენჭს.

    “ჩემო ძვირფასო ბატონო რომან. “ევროპული საქართველო” არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში, მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” ასე მოიქცევა.

    ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ“, – მიმართავს უგულავა გოცირიძეს.

  • Tbilisi Pride-ის ოფისს გუდრონი შეასხეს და შესასვლელში კვერცხები დაამტვრიეს

    Tbilisi Pride-ის ოფისს გუდრონი შეასხეს და შესასვლელში კვერცხები დაამტვრიეს

    თბილისი პრაიდის ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, ბოლო ორ დღეში მათ ოფისს 2–ჯერ დაესხნენ თავს. ერთხელ ოფისის კართან კვერცხები დაამტვრიეს, მეორედ კი ოფისს გუდრონი შეასხეს.

    მისი თქმით, პოლიცია ადგილზე მორიგებოდა, თუმცა ყველა თავდასხმის შემთხვევა მაინც გამოუძიებელია.

    “ქვეყანა თავზე გვემხობა და ამის დრო არ არის ალბათ, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს. გუშინ დილით კვერცხები დაგვხვდა შესასვლელთან. დღეს უკვე წარსულში გატესტილი მეთოდი გამოიყენეს და გუდრონი შეასხეს ისევ შენობას.

    პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა მეორეს მხრივ გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა.

    ძალიან დამღლელია უკვე ეს ყველაფერი. მშვიდად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა გვჭირდება!”,– წერს თაბაგარი.

    ცნობისთვის, Tbilisi Pride-ის ოფისს გუდრონი ივნისის დასაწყისშიც შეასხეს. როგორც მაშინ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, მათ ოფისს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ თავს.

  • თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად გალინა კარმუშინა ჩაერთო

    თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად გალინა კარმუშინა ჩაერთო

    თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად უკრაინელი გალინა კარმუშინა ჩაერთო. ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

    “ჩვენ მოგვმართა ადვოკატმა ბატონმა მიხეილ რამიშვილმა და ცენტრი ემპათია ჩაერთვება. ამ ეტაპზე გვქონდა კომუნიკაცია გამომძიებელთან და გავაგზავნეთ ჩვენი ექსპერტი, ქალბატონი გალინა კარმუშინა ჩაერთვება. შემდგომში ადვოკატთან და ოჯახთან ერთად იქნება დასახული შემდგომი სტრატეგია. შესაძლებელია, რომ ჩაერთოს კიდევ უფრო მეტი ექსპერტი, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვიქნები”,– ამბობს ჯიშკარიანი.

    გალინა კარმუშინა უკრაინელი ექსპერტია, რომელმაც მთავარი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ექსპერტიზის სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი თქმით, ოქმში მითითებული მონაცემებით ირკვევა, რომ შაქარაშვილს მისი წყლიდან ამოყვანის დროს გვამური გაშეშება აღენიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 4 დღის გარდაცვლილი ვერ იქნებოდა.

    მას დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ უპასუხა და თქვა, რომ დასკვნაში ტექნიკური შეცდომა დაუშვეს.

  • რა ჩანაწერები აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის საფულეში – ოჯახის ადვოკატის განმარტება

    რა ჩანაწერები აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის საფულეში – ოჯახის ადვოკატის განმარტება

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გარდაცვლილის საფულეში ბევრი ფურცელი აღმოჩნდა, რომელზეც ყოველდღიური ჩანაწერები ეწერა. რამიშვილის განმარტებით, ეს ჩანაწერები არაფრისმთქმელი არ არის და წინასწარ იმის თქმა, რომ ვიღაცას დაუტოვა, არ შეიძლება.

    “თამარს საფულეში ედო პატარა ოთხკუთხედი ფურცლები და ძალიან ბევრი ჩანაწერია, რომელიც ყოველდღიურად კეთდება ადამიანის მიერ. ეს როდინდელია ან ვის მიმართ არის განკუთვნილი,  “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” [არ ვიცით].

    კიდევ ძალიან ბევრი ჩანაწერია – “ერთად წავიდეთ”, “იქ მივდივართ”, “აქ უნდა მოვიდე”… როდინდელია, საერთოდ რისი ჩანაწერია, იმიტომ რომ, ძალიან ბევრი პლასტიკური ბარათი დევს და [ფურცელზე] არც ანაბარის ნომერი წერია, არც გვარი წერია – ვისთვის არის განკუთვნილი თუ არის საერთოდ ვინმეს მიმართ.

    ასე რომ მე ვერანაირად ვერ ვუკავშირებ, თითქოს ვიღაცას დაუტოვა, რომ გამოიყენოს. ჯერჯერობით არაფრის მთქმელი არ არის, მესმის, რომ შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, თითქოს წინასწარ ვიღაცას დაუტოვა და ამით მინიშნება გაუკეთა, წინასწარ მაგის თქმა არ შეიძლება, ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრიც კი”,– თქვა ადვოკატმა ტვ პირველის ეთერში.

    ჟურნალისტის კითხვა, უნდა ვიფიქროთ თუ არა თვითმკვლელობის ვერსიაზე, რამიშვილი ამბობს: “არა, არა, არა, ჯერ მაგაზე ფიქრიც არ შეიძლება” .

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

  • თამარ ბაჩალიაშვილი მეორე სამსახურიდან 21 თებერვალს წამოვიდა – ექსკლუზიური ინფორმაცია

    თამარ ბაჩალიაშვილი მეორე სამსახურიდან 21 თებერვალს წამოვიდა – ექსკლუზიური ინფორმაცია

    23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მეორე სამსახურში, ავსტრიულ კომპანია SPRYFLASH-იც მუშაობდა, თუმცა, როგორც ტელეკომპანია “კავკასიას” SPRYFLASH-დან ექსკლუზიურად მიწერეს, ბაჩალიაშვილმა მეორე სამსახურთან თანამშრომლობა 2020 წლის 21 თებერვალს გაწყვიტა.

    კომპანიის ცნობით, ბაჩალიაშვილი არ ყოფილა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ის უმცროსი პროგრამისტი იყო.

    “თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბავი შოკისმომგვრელია. ინფორმაცია ქართველი ჟურნალისტებისგან მივიღეთ. ჩვენი კომპანია ავსტრიულ IT კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი ფუნქცია ბიზნესისთვის ვებ საიტებისა და პროგრამების შექმნაა. ქალბატონი ბაჩალიაშვილი მუშაობდა ჩვენს კომპანიაში არა როგორც თანამშრომელი, არამედ როგორც ქვეკონტრაქტორი. ჩვენ ქალბატონი ბაჩალიაშვილი დავიქირავეთ იმისთვის, რომ შეგვექმნა spry.fire-ს გაფართოების პროგრამა კომპანიებში პროცესების კონტროლისთვის.

    ქართულ მედიაში ქალბატონი ბაჩალიაშვილი მოხსნეიებულია როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ჩვენ არ შეგვიძლია დაადასტუროთ ეს ინფორმაცია. ქალბატონი ბაჩალიაშვილი ჩვენთვის მუშაობდა როგორც უმცროსი პროგრამისტი, მისი ამოცანა იყო პროგრამირების წერა.თანამშრომლობა გაგრძელდა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე (ბოლო სამუშაო დღე იყო 21 თებერვალი) და შემოიფარგლებოდა მხოლოდ პროფესიონალური ასპექტებით.

    ჩვენ ქალბატონ ბაჩალიაშვილს პირადად არასოდეს შევხვედრილვართ, მთელი თანამშრომლობა მხოლოდ ციფრული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ ქალბატონ ბაჩალიაშვილთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ ქალბატონ ბაჩალიაშვილის ოჯახს.” – მიწერა კომპანიამ ტელეკომპანია “კავკასიას”.

    ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

     

  • Exclusive: “ჩვენთვის მუშაობდა როგორც უმცროსი პროგრამისტი” – თამარ ბაჩალიაშვილის მეორე  სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო

    Exclusive: “ჩვენთვის მუშაობდა როგორც უმცროსი პროგრამისტი” – თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო

    23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის LINKEDIN-ის პროფილიდან ირკვევა, რომ ის  შპს ZAG-ის გარდა, 2019 წლის ოქტომბრიდან ავსტრიულ  კომპანია SPRYFLASH-იც მუშაობდა, რომლის მთავარი სერვისი მაღალი ხარისხით დაწერილი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამებია.

    ტელეკომპანია “კავკასია” საინფორმაციო ტექნოლოგიების ავსტრიულ კომპანიას SPRYFLASH-ს დაუკავშირდა რათა გაერკვია, თუ რა ტიპის კომპანიაა SPRYFLASH-ი, რას საქმიანობდა თამარ ბაჩალიაშვილი, ჰქონდა თუ არა პირადი კომუნიკაცია და რა პოზიციაზე მუშაობდა გარდაცვლილი.

    “თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბავი შოკისმომგვრელია.

    ინფორმაცია ქართველი ჟურნალისტებისგან მივიღეთ. ჩვენი კომპანია ავსტრიულ IT კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი ფუნქცია ბიზნესისთვის ვებ საიტებისა და პროგრამების შექმნაა. ქალბატონი ბაჩალიაშვილი მუშაობდა ჩვენს კომპანიაში არა როგორც თანამშრომელი, არამედ როგორც ქვეკონტრაქტორი. ჩვენ ქალბატონი ბაჩალიაშვილი დავიქირავეთ იმისთვის, რომ შეგვექმნა spry.fire-ს გაფართოების პროგრამა კომპანიებში პროცესების კონტროლისთვის. ქართულ მედიაში ქალბატონი ბაჩალიაშვილი მოხსნეიებულია როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ჩვენ არ შეგვიძლია დაადასტუროთ ეს ინფორმაცია. ქალბატონი ბაჩალიაშვილი ჩვენთვის მუშაობდა როგორც უმცროსი პროგრამისტი, მისი ამოცანა იყო პროგრამირების წერა.თანამშრომლობა გაგრძელდა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე (ბოლო სამუშაო დღე იყო 21 თებერვალი) და შემოიფარგლებოდა მხოლოდ პროფესიონალური ასპექტებით. ჩვენ ქალბატონ ბაჩალიაშვილს პირადად არასოდეს შევხვედრილვართ, მთელი თანამშრომლობა მხოლოდ ციფრული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ ქალბატონ ბაჩალიაშვილთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ ქალბატონ ბაჩალიაშვილის ოჯახს.” – მიწერა კომპანიამ ტელეკომპანია “კავკასიას”

     

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

  • თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული სტუდენტი იყო, მწუხარებას გამოვთქვამთ – თსუ

    თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული სტუდენტი იყო, მწუხარებას გამოვთქვამთ – თსუ

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ის წარჩინებული სტუდენტი იყო, ამიტომ მოიპოვა  სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში.

    “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს. თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო.

    მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში – უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას თამარი ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა. ის ემზადებოდა საბაკალავრო პროექტის დასაცავად, რის შემდეგაც შეუერთდებოდა თსუ-ს 2020 წლის 3500 კურსდამთავრებულს. 25 ივლისს თსუ-ს 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება”, – აცხადებს უნივერისტეტი.

    თსუ აღნიშნავს, რომ ამ ტრაგიკული ფაქტის გამო თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიება გადაიდება.