Category: ახალი ამბები

  • ოჯახს არ უნდა ევაჭრებოდნენ – “ხომ შევთანხმდით, მიტინგებს არ მოაწყობო” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

    ოჯახს არ უნდა ევაჭრებოდნენ – “ხომ შევთანხმდით, მიტინგებს არ მოაწყობო” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

    გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიების მიმართ ოჯახის უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ სამართალდამცავების ქმედებები მუქარას ჰგავდა.

    „ოჯახის უნდობლობა განპირობებულია ამ ხუთდღიანი ვადით, რაც დაკავშირებულია ძებნასთან, რაც დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ ურთიერთობასთან ოჯახის წევრებთან, მამასთან ცუდი და უხეში გაფრთხილებებით. თითქოს იყო მუქარა – „შარშია შენი გოგო და შენც შარში არ მოხვდე“. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი სამართალს უნდა იცავდე და არა – სამართალს არღვევდე”,– განაცხადა რამიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

    მისივე თქმით, სამართალდამცავები ოჯახს არ უნდა ევაჭრებოდნენ, “ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგს არ მოაწყობო”.

    “ასეთ დამოკიდებულებას არ უნდა ქმნიდე და არ უნდა ევაჭრებოდე – „ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგებს არ მოაწყობო“. არ უნდა ევაჭრებოდე, როდესაც პროტესტს გამოხატავს ოჯახი, რომელსაც ამხელა ტანჯვა და ტკივილი აქვს მიყენებული. ვაჭრობას და მუქარას გავდა ეს და სირცხვილია. სახელმწიფოა ეს და არა ერთეული პირების სავაჭრო ცენტრი. აქედან გამომდინარე, ოჯახს გაუჩნდა დიდი პროტესტი. ჩართული ვარ ამ საქმეში და ვნახავ, გამოძიება როგორ იმოქმედებს. არავის არ მივცემ ამის საშუალებას, ვინც არ უნდა იყოს, საითაც არ უნდა მიდიოდეს ეს გზა და რა პირებთანაც არ უნდა მიდიოდეს”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა.

    ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

  • აგვისტოში რეგულარული ფრენების შეჩერების მოტივაცია ადამიანების დაცვაა – თურნავა

    აგვისტოში რეგულარული ფრენების შეჩერების მოტივაცია ადამიანების დაცვაა – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენები აგვისტოშიც არ აღდება, მაგრამ კონკრეტულ ფრენებს დაუშვებენ.

    “ჩვენ აგვისტოში გავაგრძელებთ რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს, მაგრამ დავუშვებთ კონკრეტულ ფრენებს უსაფრთხო დერეფნების მიხედვით, რაც ჯერ კიდევ მაისში იყო ჩვენი ტაქტიკა და პოლიტიკა ცნობილი ამ თვალსაზრისით”,– ამბობს თურნავა.

    მინისტრი იხსენებს, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ Rynair და Wizzair ქართულ ბაზარზე შემოსულიყვნენ. მისი თქმით, ავიაკომპანიებთან მთავრობა ცდილობს ოპტიმალური რაოდენობის ფრენებზე “გავიდეს”, რაც არც კომპანიებს დააზარალებს და არც ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად.

    თურნავა აღნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობაში მთავრობას არანაირი მედიატორი არ სჭირდება, რადგან მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ.

    “ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია – ეს არის ადამიანების დაცვა”,– განაცხადა თურნავამ.

  • თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს შენობის აშენების ან შეძენისთვის 40 მლნ ლარამდე გამოეყო – გახარია

    თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს შენობის აშენების ან შეძენისთვის 40 მლნ ლარამდე გამოეყო – გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთვის ახალი შენობის ასაშენებლად ან შესაძენად მთავრობა 40 მლნ ლარამდე თანხას გამოუყოფს.

    მისი თქმით, ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციოირებს.

    “ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. სამინისტროს ერთად ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა. დღეს ეს არის აქტუალური ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. კლინიკური ჯგუფი, რომელიც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა იყო უკიდურესად ეფექტური და ეს ჯგუფი სხვათა შორის, არა მარტი საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს.

    ეპიდემიის გავრცელების და რისკების გავრცელების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა გახარიამ.

  • საკარანტინე ზომების გამკაცრებისთვის უნდა ვიყოთ მზად – გიორგი გახარია

    საკარანტინე ზომების გამკაცრებისთვის უნდა ვიყოთ მზად – გიორგი გახარია

    საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი გამკაცრდება.

    “ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც არის უაღრესად საყურადღებო. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, უაღრესი ყურადღება გვმართებს.

    განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება, ძირითადად, კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლების გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისისა და ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზე.

    ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი – ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი. ასევე, ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება”, – ამბობს გახარია.

    მისი თქმით, საკარანტინე ზომების გამკაცრებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

    “საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების სწრაფად გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, – განაცხადა გახარიამ.

    გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

    დღეს კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 085 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 911 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი გარდაიცვალა.

  • არ დავტოვოთ სივრცე ინტერპრეტირებისთვის – გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე

    არ დავტოვოთ სივრცე ინტერპრეტირებისთვის – გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე

    პრემიერ–მინისტრმა გახარიამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს–ს დაავალა, რომ საზოგადოებას პროაქტიურად მიაწოდოს ინფორმაცია და ეფექტურად გამოიძიოს საქმე, რათა ინტერპრეტაციებისთვის სივრცე არ დარჩეს.

    “უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავავლო მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა პირველ, რიგში სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა.

    დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ რომ ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა”,– განაცხადა გახარიამ.

    მისი თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში არსებობს და სისტემური განახლება და რეფორმები შსს-ში სწორედ ამიტომ დაიწყო.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

    ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტებს რთავს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დამოუკიდებელ ექსპერტად არასამთაავრობო ორგანიზაცია “ემპათიის” თანამშრომელი, გალინა კარმუშინა ჩაერთვება. 

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1085–მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

     

  • “ოცნებამ” სიაში ჩასმა შემომთავაზა, დავთანხმდი – მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი

    “ოცნებამ” სიაში ჩასმა შემომთავაზა, დავთანხმდი – მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი

    მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში იქნება.

    “იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – უთხრა თემურ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს .

    მანვე აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

    აბაზოვი ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის შემდგომ რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

    ის სასამართლო პროცესების პარალელურად “ათლეტიზმის” ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნეს.

     

  • შემძრა სურათმა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში – კობახიძე ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებზე

    შემძრა სურათმა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში – კობახიძე ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებზე

    ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოცნების მაჟორიტარები თბილისის რვავე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებენ, რადგან ოპოზიციაში “მძიმე სურათია”.

    “მე მგონია, რომ ჩვენმა რვავე მაჟორიტარმა პირველივე ტურში უნდა მოიგოს არჩევნები, გამომდინარე იმ მძიმე სურათიდან რაც არის. შემძრა იმ სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, წარმოუდგენელი სახელები და გვარებია, გინდა კვალიფიკაცია ავიღოთ და გინდა სხვაგვარი ელემენტები მათი რეპუტაციის.”

    კითხვაზე, რას ფიქრობს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატზე, გიორგი ვაშაძეზე, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს, კობახიძე აცხადებს, რომ უსინდისობის ნაწილში მას მხოლოდ გიგა ბოკერია შეედრება.

    “თუ ვინმე შეიძლება უსინდისობის ნაწილში ერთმანეთს შევადარო ბოკერია და ვაშაძე შეიძლება ერთად დავაყენო. ძალიან მძიმეა ეს ადამიანი სინდისის მიმართ თავისი დამოკიდებულებით”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

    ცნობისათვის, ოპოზიცია თბილისის 8 ოლქში საერთო კანდიდატებს დააყენებს, ხოლო იმავეს მოახერხებს თუ არა რეგიონებში, ჯერჯერობით უცნობია.

  • მიმიწვიეს “ოცნების” მაჟორიტარების წარდგენაზე და რატომ არ უნდა მივსულიყავი? – გამყრელიძე

    მიმიწვიეს “ოცნების” მაჟორიტარების წარდგენაზე და რატომ არ უნდა მივსულიყავი? – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე მისი დასწრებით არაფერი გაფუჭებულა.

    “მიმიწვიეს იქ, როგორც დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი და რატომ არ უნდა მივსულიყავი? რა გავაფუჭე ჩემი იქ მისვლით? მე ამ ხელისუფლების პერიოდში მომეცა საშუალება, რაც იყო მთავარი… ერთ-ერთი მთავარი იყო, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ხელისუფლების დროს ჯანმრთელობა გახდა ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს იყო ჩემთვის ყოველთვის ოცნება – მთავრობას გაეთავისებინა ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და მოსახლეობის განათლება ორი მთავარი ბოძია, რომელზეც უნდა აშენდეს ქვეყნის მომავალი…”,– ამბობს გამყრელიძე ტვ პირველის ეთერში.

    მისივე თქმით, ამ მთავრობამ რამდენიმე ინიციატივის განხორციელების საშუალება მისცა.

    “დღეს, ახლა მიკიჟინებენ, რატომ მივედი იქ, მივედი, დიახ, იმიტომ, რომ [ამ ხელისუფლების პირობებში] მომეცა საშუალება ზოგიერთი ჩემი ინიციატივის განხორციელების… ახლა მაქვს ძალიან დიდი პროექტი – საქართველოს გენომის პროექტი, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუ დამაცლიან, ამასაც შევძლებთ… არა ბატონო, არ მინდა პოლიტიკა”,– თქვა გამყრელიძემ.

    ცნობისთვის, 20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მათ წარდგენას დაესწრნენ პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და ლევან რატიანი.

  • ეს პრობლემები, რაც გვაქვს, ივანიშვილის რიტორიკის შედეგია – უგულავა

    ეს პრობლემები, რაც გვაქვს, ივანიშვილის რიტორიკის შედეგია – უგულავა

    ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ძალოვან უწყებებში არსებული პრობლემები ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის შედეგია.

    მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ შსს-ში არსებულ პრობლემებზე საუბარს პოლიტიზირების იარლიყს აწებებს.

    „მიტინგზე შსს-ს ცხრა დრონი სვავებივით დაგვტრიალებს და მერე მათი ტელევიზიებით ხორხოცობენ, ბევრნი ვართ თუ ცოტა. იქნება გუშინ და გუშინწინ მეტი გულისყურით რომ მომხდარიყო მოძებნა, იქნება სხვა შედეგი დამდგარიყო. არასდროს შევალ ამ გაგებით პოლიტიზებაში.

    ეს პრობლემები, რაც გვაქვს, ივანიშვილის რიტორიკის შედეგია. რაც მოვიდა ხელისუფლებაში, თუ რამე პრობლემაა შსს-ში, უნდა მივაწებოთ იარლიკი პოლიტიზირება. გუშინდელ გზის გადაკეტვაზე გამგეობის წარმომადგენელი ამ ადამიანებს ეუბნება, ოპოზიცია გმართავთო. პოლიტიზება ეს არის”, – აცხადებს გიგი უგულავა.

    ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.