Category: ახალი ამბები

  • შვილმოკული მამები შსს-სთან აქციას მართავენ

    შვილმოკული მამები შსს-სთან აქციას მართავენ

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

    როგორც “სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, შს მინისტრს მორალური უფლება არ აქვს, რომ თანამდებობაზე იყოს და ის უნდა გადადგეს.

    „ვინ იქნება შემდეგი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს მუსირებს ქალაქში. შს მინისტრს, რომელსაც ამდენი მკვლელობა აქვს დღის, კვირის, თვის, წლის განმავლობაში, არ აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება იმყოფებოდეს თანამდებობაზე და აგრძელებდეს სამინისტროს მართვას, რადგან ვერ მართავს ან მართავს, ამიტომ შს მინისტრი უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ თანამდებობიდან“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.

    აქციაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.

    მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

  • რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში? – თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

    რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში? – თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

    რვაპუნქტიან დასკვნაში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მნიშვნელოვან ფაქტებზე საუბრობს. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.

    დოკუმენტის მეხუთე პუნქტში წერია, რომ ექსპერტიზა თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე დაგვიანებით ჩატარდა, რამაც ხელი შეუშალა სპეციალისტებს გაერკვიათ, იყო თუ არა ზედაპირული დაზიანებები დაღუპული ქალის სხეულზე. შესაბამისად, წინასწარი შესაწავლით იმის დადგენა, რამ გამოიწვია გარდაცვალება, შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთადერთი რაც ცნობილია, სამედიცინო ექსპერტიზა ამბობს, რომ 23 წლის ახალგაზრდა ქალს ძვლებზე დაზიანებები არ აქვს.

    დამოუკიდებელი ექსპერტი გალინა კარმუშინა თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზას 8 საათის განმავლობაში ატარებდა, მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ დასკვნის გაკეთება პროცესის დაგვიანების გამო რთულია და  ახლა მხოლოდ ღრმა და კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს, რა გახდა ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზი. სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ ცხედრის პოვნა რომ არ დაგვიანებულიყო, ადვილად იქნებოდა შესაძლებელი იმის გაგება, ხომ არ ჰქონდა ფიზიკური ზეწოლის შედეგად რაიმე სისხლცაქცევა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიყენებული თამარ ბაჩალიაშვილს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა, თუმცა გამოძიებამ უკვე დაიწყო საუბარი, რომ ახალგაზრდა ქალს ფსიქოლოგი ჰყავდა და გაუჩნარების დღეს აფთიაქში პრეპარატებიც იყიდა. იყო თუ არა ეს ის წამლები ის, რაც გოგონას ჩანთაში ჰქონდა და არის თუ არა ორგანიზმში მედიკამენტების კვალი, ამას უკვე კომპლექსური ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა დაადგენს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებების შემდეგ დაზარალებულ მხარეს კიდევ უფრო მეტი შეკითხვა დაუგროვდა. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი მთელ რიგ უზუსტობაზე საუბრობს, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან ფიქსირდება. მიხეილ რამიშვილისთვის ახლა მთავარი მიზანი გარდაცვალების მიზეზის დადგენაა. ოფიციალური ვერსიის, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, არც ოჯახს და არც მათ უფლებადამცველს არ სჯერა.

    თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ჯერ მხოლოდ წინასწარი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, კვლევის ძირითადი შედეგები კი დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნით უნდა გაირკვეს რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ასევე უნდა დადგინდეს გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩნდება თუ არა იმ მედიკამენტები რომელიც შემთხვევის ადგილას ბაჩალიაშვილის მანქანაშია აღმოჩენილი.

    თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ორი დღის წინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

    აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

  • “რა კარგად იყენებს მოღალატეების მთავრობა  ექიმებს  რომ მთელი ერი და ქვეყანა ისე ატრიალოს როგორც უნდათ!”- ანიტა რაჭველიშვილი

    “რა კარგად იყენებს მოღალატეების მთავრობა ექიმებს რომ მთელი ერი და ქვეყანა ისე ატრიალოს როგორც უნდათ!”- ანიტა რაჭველიშვილი

    “რა კარგად იყენებს მოღალატეების მთავრობა ექიმებს რომ მთელი ერი და ქვეყანა ისე ატრიალოს როგორც უნდათ!” – ამის შესახებ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “წაიკითხეთ გთხოვთ!  11 ივლისს ევროპაში გავფრინდით! კონცერტების გამო! ამსტერდამის გავლით ათენში ჩავფრინდით! ერთი ღამე ამსტერდამში დავრჩით რადგან ათენზე პირდაპირი ფრენა მეორე დღეს იყო. არანაირი კარანტინი არ ყოფილა ამსტერდამში! ნიღაბი სავალდებულო იყო. ათენში ჩაფრენისას გაგვიკეთეს ტესტი და არანაირ “ციხეში” არ გავუშვივართ. 24 საათის მერე გვითხრეს რომ არ გვაქვს კორონა და შეგვიძლია თავისუფლად ვიმოძრაოთ ყველგან,თუმცა არც იმ 24 საათის განმავლობაში ვიყავით ვალდებულები “ციხეში” ვმჯდარიყავით!
    ნიღაბი სავალდებულოა ყველა დახურულ სივრცეში. ათენში ხალხი ფრთხილობს მაგრამ ყველაფერი ღიაა და სიცოცხლე ჩქეფს!
    ორი დღის წინ იტალიაში ჩამოვფრინდით. ყველამ იცით რა მძიმე მდგომარეობა იყო იტალიაში და როგორი ტრაგედია დატრიალდა აქ კორონას გამო. მილანის აეროპორტში ჩამოვფრინდით და ყველგან მონიტორები დგას და სიცხე ეზომება აეროპორტის სივრცეში ყველა ადამიანს. ნიღაბი სავალდებულოა აქაც. არანაირი კარანტინი. მანქანაზე დავჯექით და ნეაპოლში წამოვედით. გზად ბევრგან გავჩერდით. ნიღაბი ყველას ეკეთა მაგრამ ყველაფერი ღია იყო გზებზე და სიცოცხლე ჩქეფდა. მართალია ამბობენ მილანიც და რომიც ზომბების ქალაქებს გავს ისეთი ცარიელია მაგრამ ციხეში არავინ ჩაგვსვა. კორონა არ გვაქვს რადგან ტესტი ჩაგვიტარეს ათენში და ვიცით რომ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. თუმცა ნიღბებით დავდივართ მაინც. ნეაპოლში ნამდვილი სამოთხეა. ხმაური,უამრავი ხალხი,ყველაფერი ღიაა და ნიღბები აქაც სავალდებულოა შენობაში რომ შედიხარ. დისტანციას იცავენ ყველგან! არავინ გემუქრება 2 კვირიანი ციხით.
    ვზივარ ეხლა აქ და რამოდენიმე დღეში კონცერტია, ვზივარ და ვფიქრობ უკან რომ დავბრუნდები რა მელის! ლოგიკას აცდენილი,მოძალადეობრივი რეჟიმის მიერ დადგენილი ციხე,მიუხედავად იმისა რომ ტესტი ჩამიტარეს და ვიცი არ მაქ კორონა. ძალიან ფრთხილი ვარ და ყველა უსაფრთხოების ზომებს ვიცავ. რომ ვამბობ სახლში დაბრუნებულს “ციხეში” მიშვებენ თქო ვერ ხვდებიან რატომ! ხომ არსებობს 24 საათიანი ტესტებიო! ხო და ვზივარ და ვფიქრობ რა კარგად იყენებს ეს მოღალატეების მთაბრობა ამ ექიმებს იმისთვის რომ მთელი ერი და ქვეყანა ისე ატრიალოს როგორც თვითონ უნდათ!
    ჩვენ ვიჯდეთ და ხმა არ ამოვიღოთ! მონობას გვაჩვევენ და ჩვენც ვდუმვართ!
    მართლა ყელში ამოვიდა ყველაფერი!”- წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში. 

  • თავის სატკივარი მოიშორეს და ერთი შლაგბაუმი დაიმატეს – დოლიძე იუსტიციის საბჭოს ახალ წევრზე

    თავის სატკივარი მოიშორეს და ერთი შლაგბაუმი დაიმატეს – დოლიძე იუსტიციის საბჭოს ახალ წევრზე

    ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოში მისი შემცვლელის, თამარ ხვამიჩავას დამტკიცებას ეხმიანება. დოლიძის თქმით, “კლანმა” “თავის სასტკივარი” მოიშორა და “ერთი შლაგმაუმი” დაიმატა.

    “თუ ვიღაცას ეგონა რომ ჩემს მაგივრად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სალომე ზურაბიშვილი დანიშნავდა ნელსონ მანდელას ან მაჰათმა განდის და არა თამარ ღვამიჩავასნაირ “არავინს” მაშინ მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს სად ცხოვრობს. კლანი გაბრწყინებულია: თავის სატკივარი მოიშორეს და ერთი შლაგბაუმი დაიმატეს”,– წერს ანა დოლიძე.

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ ხვამიჩავა იუსტიციის საბჭოს წევრად დღეს წარადგინა. მან შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

    ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით იქნება.

    ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვადის გასვლამდე, 22 ივნისს დატოვა.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა წევრმა, ანა დოლიძემ პოლიტიკური პლატფორმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან ერთად შექმნა.

  • შსს-ს გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით მიჰყავს, ოჯახი წინააღმდეგია –  მიხეილ რამიშვილი

    შსს-ს გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით მიჰყავს, ოჯახი წინააღმდეგია – მიხეილ რამიშვილი

    “შსს-ს გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით მიჰყავს, ოჯახი წინააღმდეგია “- ამის შესახებ  გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილიმაTV Pirveli-ის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, შსს-ს გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით მიჰყავს, ოჯახი კი ამის “პირდაპირი წინააღმდეგია”. მისი თქმით, ფრაზები, გარდაცვლილს “ფსიქოლოგი ჰყავდა” ან “წერილები ჰქონდა” მიუთითებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი მიმართულება აქვს აღებული.

    “მე მინდა ხაზი გავუსვა, თვითვმკვლელობა არ ხდება ესე დამოუკიდებლად. არსებობს მკვლელობა, როცა ერთი ადამიანი თვითმკვლელობას ახორციელებს ფსიქოლოგიური ზეწოლით გავარკვევ მე დეტალურად ფისქიოლოგის ჩვენების თანახმად რა პრობლემები ჰქონდა, პოლიციის მხრიდან რამდენად კვალიფიციურად ხდებოდა დათვალიერება ეს ყველაფერი გადაფარვის მცდელობაა. გადაფარვა ხდება რაღაც მიზნების გადასაფარად. პირობას ვიძლევი, ყველაფერს თავისი სათქმელი დაექრმევა”, –  განაცხადა რამიშვილმა TV Pirveli-ის ეთერში.

  • შესაძლოა, ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყოს

    შესაძლოა, ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყოს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყოს. გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე იგეგმება.

    „დღეს ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი გამოვიკვლიეთ, პასუხებს ველოდებით, ამის შემდეგ დამუშავდება ალგორითმი, როგორ დავიწყოთ ლილოს ბაზრობაზე ადამიანების უფრო ფარტომასშტაბიანი სკრინინგი, გარდაბნის პარალელურად. გარდაბნის ბევრი მცხოვრები მუშაობს სწორედ ლილოს ბაზრობაზე. დღეს გამოკვლეულ ნიმუშებს, ვნახავთ როგორი იქნება და შემოწმების მასშტაბი განისაზღვრება ხვალიდან.ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან კვლევაზე მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე ვფიქრობთ, რადგან გარდაბანთან ყველაზე ახლო კავშირი აქვს ლილოს ბაზრობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია – ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

    დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია – ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

    გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის, ზაზა ალავრედაშვილის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის თქმით, 35 წლის დაზარალებული ქალის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია.

    მისივე განმარტებით, საქმეში მხოლოდ დაზარალებული ჩვენებაა, პოლიციელი კი ბრალს არ აღიარებს.

    „ბრალის დადგენილების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მანქანა არის, მაგრამ მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა არის, მაგრამ დაზარალებულის მიმართ კოღოს ნაკბენია აღწერილი, როგორც მსუბუქი დაზიანება. დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – აცხადებს ვათიაშვილი.

    გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება 35 წლის ქალის გაუპატიურებას ედავება.

    საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • მჯერა, რომ თამარ ღვამიჩავა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში – ზურაბიშვილი

    მჯერა, რომ თამარ ღვამიჩავა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა წარადგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

    ,,ყველასთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის თანამდებობა.

    როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ახალი წევრის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი; კონკურსში განაცხადი 14-მა კანდიდატმა წარმოადგინა. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები კი, 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა. ჩემი თანდასწრებით კი, თითოეულ მათგანთან გაიმართა გასაუბრება.

    კონკურსების მიმართ ხშირად არსებული უნდობლობის გამო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხაზი გაესვას ამ პროცესის სრულიად გამჭვირვალედ ჩატარებას. და დღეს მაქვს პატივი, საზოგადებას წარვუდგინო ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი – ქალბატონი თამარ ღვამიჩავა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 4 წლის ვადით ვნიშნავ.

    ქალბატონი თამარ ღვამიჩავა არის სამართლის დოქტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

    მას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

    მჯერა, რომ ქალბატონი თამარი, როგორც არამოსამართლე წევრი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში, ასევე, სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რასაც სრულიად აცნობიერებს.

    მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის საჭირო მთავარ მოთხოვნებს: დამოუკიდებლობას, თავისუფალ აზროვნებას, პროფესიონალიზმს.

    ის არის და დარწმუნებული ვარ, იქნება, სრულიად დამოუკიდებელი. მინდა მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, შედეგიანი საქმიანობა და წარმატება ვუსურვო”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

    თამარ ღვამიჩავამ ორბელიანების სასახლეში გამართული წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აქტიურად ჩაერთვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში.

    ,,მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე იყო აბსოლუტურად საჯარო და ღია. მთავარი, რასაც მინდა გავუსვა ხაზი, არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი, მისი ჩართულობა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად განხორციელების პროცესში ძალიან დიდია.

    ასევე, მნიშვნელოვანია მისი როლი სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

    ჩემი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩავერთო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში”, – განაცხადა თამარ ღვამიჩავამ.

     

    წყარო : ინტერპრესნიუსი

  • აშშ არ შეეგუება რუსეთის შეტევას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობზე – სახელმწიფო დეპარტამენტი

    აშშ არ შეეგუება რუსეთის შეტევას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობზე – სახელმწიფო დეპარტამენტი

    “აშშ არ შეეგუება რუსეთის შეტევას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობზე”  –  ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უელსის დეკლარაციის ხელმოწერიდან 80 წლის თავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აწერს.

    წერილში აღნიშნულია, რომ 80 წლის წინ შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ უარყო, ეღიარებინა საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის იძულებითი მიერთება და საბჭოთა კავშირმა ჩაიდინა დანაშაულებრივი აქტი, როდესაც ნაცისტურ გერმანიასთან ერთად, 1939 წელის აგვისტოში ხელი მოაწერა საიდუმლო პროტოკოლს, რომელიც ცნობილია როგორც მოლოტოვ-რიბენტროფის პაქტი. დოკუმენტის მიხედვითვე, ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციისა და იძულებითი ასიმილაციის მიუხედავად, შეერთებული შტატები მუდმივად უჭერდა მხარს ბალტიისპირეთის ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტს. ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსა და უკრაინასაც ახსენებს:

    ველესის დეკლარაცია მხოლოდ ისტორიული არტეფაქტი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების უკანონო იძულებით მიერთებას, ისევე როგორც არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევას, რომელსაც ის ყირიმის ანექსიით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის მცდელობით, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით ცდილობს.

    ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის და იძულებითი ასიმილაციის მცდელობათა პირობებში, აშშ არ წყვეტდა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას. ამ ბნელ დღეებში, ესტონელ, ლატვიელ და ლიტველ ხალხს არასოდეს დაუკარგავს იმედი, რომ საბჭოთა “ქვეყნების საპყრობილის” კარი ერთ დღესაც გაიღებოდა. იმედი არ დაუკარგავს აშშ-საც.

    უელესის დეკლარაცია მხოლოდ ისტორიული არტეფაქტი არ არის. ისევე, როგორც აშშ-ს არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის ქვეყნების იძულებითი შესვლა საბჭოთა კავშირში, ასევე არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან თავდასხმას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში მადესტაბილიზებელი მარიონეტების მხარდაჭერის, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით.”

    – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

  • თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო – ჯიშკარიანი

    თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო – ჯიშკარიანი

    ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს სხეულზე ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო.

    მისი განმარტებით, ამის მიზეზი მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენები იყო.

    მისივე თქმით, ხილული ტრავმული დაზიანებები, მაგალითად, მოტეხილობა, ცეცხლსასროლი ჭრილობა და სხვა არ აღენიშნებოდა.

    ექსპერტის განცხადებით, ნიმუშები აღებულია ჰისქტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის, მათი პასუხები კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მისი თქმით, კვლევების მიზეზი სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენაა.