Category: ახალი ამბები

  • “COVID-19-ს ადარებენ ჩვეულებრივ გრიპს” – გამყრელიძე განმარტავს, რატომ ჩაიკეტა ყარაჯალარი

    “COVID-19-ს ადარებენ ჩვეულებრივ გრიპს” – გამყრელიძე განმარტავს, რატომ ჩაიკეტა ყარაჯალარი

    დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმატავს, თუ რატომ ჩაიკეტა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი.

    გამყრელძის თქმით,  მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს და ამიტომ ტესტირებაზე უარს ამბობდნენ. მოსახლეობა COVID-19–ს გრიპს ან სურდოს ადარებს.

    “გვინდოდა, რომ არ ჩაკეტილიყო სოფელი და გაფართოებული ტესტირება გვეწარმოებინა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის საშუალება. ამიტომაც, მიღებული იქნა რადიკალური ზომა და დღეს დილიდან ჩაიკეტა ყარაჯალარი. მოსახლეობა არის კარანტინში და მიმდინარეობს ასევე გაფართოებული ტესტირება.

    მოსახლეობის წინააღმდეგობის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ სჯერათ, რომ ამ ტიპის ვირუსული ინფექცია არსებობს. უმრავლესობა ამას ადარებს ჩვეულებრივ სურდოს, გრიპს. არ სჯერათ, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს. გარკვეულად, შიშიც არის, რომ დაკარგავენ სამუშაო ადგილს, ყოველდღიურ შემოსავალს. მოგეხსენებათ, ბევრი მათგანი ვაჭრობს სხვადასხვა ბაზრობაზე – იქნება ეს ლილოს თუ სხვა ბაზრობები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყო რეზისტენტობა.

    თანდათან ჩვენი სამედიცინო პერსონალი მათ არწმუნებს, რომ აუცილებელია და თანდათან დამყოლობა იზრდება”, – ამბობს გამყრელიძე ტვ პირველთან საუბარში.

    გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დღეს ჩაიკეტა. სოფელში კორონავირუსის 26 შემთხვევაა დადასტურებული.

    საქართველოში კორონავირუსი მთლიანობაში 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი გარდაიცვალა.

  • დავაკავეთ ირანის 2 მოქალაქე, რომლებმაც უკანონოდ ნახევარი მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს – სუს-ი

    დავაკავეთ ირანის 2 მოქალაქე, რომლებმაც უკანონოდ ნახევარი მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს – სუს-ი

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

    “გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ.

    სუს-ის ინფორმაცით, ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

    „დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს თანხის ბრუნვამ 12 603 569 ლარი, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში – 504 142 ლარი შეადგინა. ბრალდებულების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 155 897 აშშ დოლარი, 8 730 ევრო და 66 673 ლარი. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

  • 86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ლოცვა აღევლინება (Live)

    86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ლოცვა აღევლინება (Live)

    86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიას ტაძარი მეჩეთია და დღეს პარასკევის ლოცვები აღევლინება. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება.

    მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიაში ისლამური ლოცვა პირველად ტარდება. შეზღუდების გამო ლოცვას 500 მუსლიმი ესწრება. მლოცველთა დიდი ნაწილი ტაძრის გარშემოა შეკრებილი.

    პარასკევის ლოცვას პირდაპირ ეთერში Euronews–ი აშუქებს:

    https://www.facebook.com/euronews/videos/3674457885900932/

    მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს Unisco, მრავალი რელიგიური ორგანიზაცია და სახელმწიფო მოუწოდებდა, აია სოფია კვლავ მეჩეთად არ გადაეკეთებინა, ერდოღანმა მაინც მიიღო გადაკეთების გადაწყვეტილება.

    10 ივლისს თურქეთის სასამართლომ გააუქმა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ გაცემული ბრძანება ყოფილი ტაძრის მუზეუმად გარდაქმნის თაობაზე, რის შემდეგაც ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა.

  • მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, არ იქნება პროპორციულ სიაში – თალაკვაძე

    მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, არ იქნება პროპორციულ სიაში – თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტი მამუკა ბახტაძე სავარაუდოოდ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში არ იქნება.

    “მამუკა ბახტაძე არის გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა ქართული ოცნების მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში,- თქვა თალაკვაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ პროპორციულ სიაში აუცილებლად იქნება, ოღონდ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზე.

    შეგახსენებთ, 20 ივლისს  “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძე დაესწრო.

  • გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონზე საქართველოს ჩართულობით – რა წერია აშშ-ს თავდაცვის აქტში

    გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონზე საქართველოს ჩართულობით – რა წერია აშშ-ს თავდაცვის აქტში

    გუშინ აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომლის მიხედვით, მომავალს წელს თავდაცვის ხარჯებისათვის ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

    აქტში საუბარია რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე, რომლის განსახორციელებლად აღნიშნულია შავი ზღვის რეგიონისა და საქართველო–უკრაინის ჩართულობის მნიშვნელობა.

    აქტის მიხედვით, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გააგრძელოს ევროპული შეკავების ინიციატივის დაფინანსებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რათა აღმოვფხვრათ შესაძლებლობებში არსებული ჩავარდნები და ევროპაში განთავსებული ერთობლივი ძალების ინფრასტრუქტურული საჭიროებები.

    ასევე:

    • ევროპაში განთავსებული შეიარაღების მარაგი გაზარდოს;
    • აშშ-ს ძალები უნდა გაიგზავნონ რუმინეთსა და ბულგარეთში. უნდა გაგრძელდეს საწვრთნელი პროგრამები ისეთ სამხედრო ადგილებში, როგორებიცაა ბანაკი მიხაილ კოგიელნიჩანუ რუმინეთში და ნოვო სელოს საწვრთნელი ბაზა ბულგარეთში;
    • გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რეაგირებისათვის, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ჩართულობით;

    მოცემულ აქტს 23 ივლისს აშშ-ს სენატმა 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

     

  • “ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე” – გახარია  Haqqin-ის ფოტოებზე

    “ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე” – გახარია Haqqin-ის ფოტოებზე

    “ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე” – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი აზერბაიჯანული მედიის Haqqin–ის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ნაღმტყორცნების მიწოდებაზეა საუბარი.

    გახარია ამბობს, რომ “ესაა მხოლოდ მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია”. მისივე თქმით, ინფორმაცია საყურადღებო იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯელობის საგანი ორ ქვეყანას შორის გახდებოდა და არა მედიით:

    “”აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს.

    პოლიტიკური პრობლემა საქართველოს არ ექნება. ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია”,– აცხადებს გახარია.

    ​აზერბაიჯანული პრო სახელისუფლებო გამოცემა haqqin.az ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან  იარაღებით დატვირთულმა მანქანებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ახლა სომხეთში იმყოფება, საქართველომ კი უკანონო ტვირთის გადასაზიდად  დერეფანი გაუხსნა იარაღით მოვაჭრე ცნობილ კრიმინალს, სლობოდან ტესიჩს.

    გამოცემის გავრცელებულ ფოტოებს, რომელშიც სატვირთო მანქანები დგას, გახარიამ “ჩვეულებრივი სატვირთო მანქანები უწოდა”.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ივლისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    რაც შეეხება თბილისს, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

  • რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა

    რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა

    ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა გუშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    კადიროვის თქმით, პომპეოს ჩეჩნეთში აღარ მიიწვევს. ასევე, შეჰყავს სანქციების სიაში.

    „ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს,“- აღნიშნა კადიროვმა.

    მისივე თქმით, არ ესმის, რატომ დაუწესა მაიკ პომპეომ მასსა და მის ოჯახს სანქციები, თუმცა ამით ამაყობს.

    „ამით უნდა ვიამაყოთ, ეს ნიშნავს, რომ გვიცნობენ, გლობალურ საკითხებში მსოფლიო დონეზე გვაყენებენ, ჩვენი სახელი მათთვის მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა კადიროვმა.

    ცნობისთვის, 20 ივლისს აშშ-მ რამზან კადიროვს და მის ოჯახს წევრებს სხვადასხვა სახის სანქციები დაუწესა. რამზან კადიროვი შავ სიაში, ადამიანის უფლებათა პერმანენტული დარღვევის, სექსუალური უმცირესობების დევნის, უკანანო სასიკვდილო განაჩენების და სხვა დარღვევების გამო მოხვდა.

  • ზოგიერთი ძალა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესისთვის იყენებს – გახარია

    ზოგიერთი ძალა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესისთვის იყენებს – გახარია

    საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული“.

    „შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული“, – განაცხადა გახარიამ.

    მისივე თქმით, კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესისთვის იყენებენ და ინტერპრეტირების სივრცეები არ უნდა არსებობდეს.

    „გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი მაშინ, როდესაც შსს მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ამას ვაკეთებდი შს სამინისტროში. სისტემური განახლება რაც იყო, იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

    გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება.

    სხვა რამე ვთქვი და ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია, მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ ისევე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ზოგიერთი ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის და ეს ინტერპრეტირების საშუალება რომ არ მივცეთ, ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს ინტერპრეტირებისთვის“, – აცხადებს პრემიერი.

  • წინა დღეს ვიკამათეთ, გვქონდა ცხოვრებისეული კონფლიქტები – დაკარგული მოზარდის მამა

    წინა დღეს ვიკამათეთ, გვქონდა ცხოვრებისეული კონფლიქტები – დაკარგული მოზარდის მამა

    სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მე–7 დღეა ეძებენ. მისი მამა, დავით ფილფანი დარწმუნებულია, რომ მოზარდი სახლიდან გაქცევისთვის რამდენიმე კვირით ადრე ემზადებოდა.

    მისივე თქმით, პატარა “კონფლიქტები” ჰქონდათ და სახლიდან გასვლამდეც იკამათეს.

    “დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს.

    ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია აქ დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა.

    გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ გავიდოდა სახლიდან, რაღაცაზე ვიკამათეთ. უკვე ამ დროს, ვფიქრობ, გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. 18-ში, როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე მოვიკითხე და რომ გავიგე, სახლიდან გავიდა, მაშინვე გავყევი,  თუმცა ვერ მივაგენი ვერსად”,-ამბობს დავით ფილფანი “ფორმულასთან” საუბარში.

    ის ვარაუდობს, რომ მოზარდი ყველაგან შესაძლოა იყოს- სვანეთშიც, ზღვაზეც და თბილისშიც.

    დავით ფილფანის თქმით, ერთ ადგილზე ორი დღის განმავლობაში ორი კვალი ნახა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შვილი იმ ადგილას გადაადგილდებოდა.

    “ვიყავი ერთ ადგილზე სადაც ველოსიპედის კვალი ვნახე. ხიდზე გადასული იყო როგორც ჩანს და ტყისკენ წავიდა. ვერ ვიპოვე იქ.

    მერე ჩამოვედი და სხვაგან გავაგრძელე ძებნა. როცა მეზობლებიც ჩაერთნენ, ისევ იმ ადგილზე ავედით, სადაც კვალი ვნახეთ და აქ უკვე მეორე კვალიც გაჩნდა.

    როგორც ჩანს უკან გამობრუნდა. მერე უკვე პოლიცია ჩაერთო. ვფიქრობთ, რომ ყველგან შეიძლება იყოს  – ზღვაზეც, აქაც, თბილისშიც.  ვეძებთ და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით.

    უბრალოდ მინდა ვთქვა ერთი რამ – პოლიცია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ მომაცდენენ ხშირად და ნუ მიძახებენ გამოკითხვაზე დღეში რამდენჯერ. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული”, – აცხადებს ილია ფილფანი.

    შეგახსენებთ, როომ 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.