Category: ახალი ამბები

  • კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან – ანი გაბეჩავა

    კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან – ანი გაბეჩავა

    გიორგი საქარაშვილის საქმის ერთ–ერთი მოწმის, იუბილარი ანი გაბეჩავას თქმით, არც მისი ჩვენება და არც მეგობრებთან მიმოწერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და გამოძიებისთვის ყველაფერი დიდი ხანია ცნობილია.

    მისი თქმით, 19 ივნისს მცხეთაში ბიძამისი იმიტომ გაყვა, რომ მამამისი თბილისში არ იყო.

    “გადავწყვიტე,რომ პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ,რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან,რომ პირველი ადამიანი ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში,ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას.

    გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს,რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა,რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია.ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა,რომ გამერკვია თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს,რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო:1. მარტო არ მსურდა წასვლა, 2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა,რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა”,– წერს გაბეჩავა.

    მისივე განცხადებით, კარგი იქნება თუ საზოგადოება მხარდაჭერას გამოხატავს და არა ზეწოლას.

    “ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი,რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას”,– ამბობს ანი გაბეჩავა.

    მან მედიასაც მიმართა და მოუწოდა, კითხვების შემთხვევაში მას მიმართონ. ასევე, მადლობა გადაუხადა ელისო კილაძეს, რომელმაც, მისი თქმით, საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობის ისე გადმოცემა შეძლო, როგორც რეალურად იყო.

    ცნობისთვის, ანი გაბეჩავა არის იუბილარი, რომლის დაბადების დღეზე ყოფნის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ და მაშველებმა ფეხბურთელი 22 ივლისს, არაგვის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.

  • 19 ინფიცირებულიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 3-ის ინფიცირების წყაროს კვლევა გრძელდება – ეზუგბაია

    19 ინფიცირებულიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 3-ის ინფიცირების წყაროს კვლევა გრძელდება – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან: 8 შემთხვევა ლილოს ბაზრობიდანაა, 5 შემთხვევა გაჩიანიდან, 2 იმპორტირებულია, 1 სამედიცინო პერსონალი, 3 შემთხვევაზე კი კვლევა გრძელდება, ანუ წყარო ჯერჯერობით უცნობია.

    ეზუგბაიამ საზოგადოებას მოუწოდა, რეგულაციები შეასრულონ.

    “სადაც დისტანცირება შესაძლებელია, დისტანცირება უნდა წარმოებდეს, თუ ეს შეუძლებელია, პირბადეები აუცილებლად უნდა გვეკეთოს, გარდა ამისა, თავი უნდა შევიკავოთ თავყრილობებისგან და ჩვენ თვითონ არ უნდა შევქმნათ ასეთი პრეცენდენტები. ეს რეგულაციები შექმნილია ჩვენთვის, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი თავები”,– თქვა ეზუგბაიამ.

    მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.

  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

    გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

    უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

    შსს-ს ინფორმაციით, სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო.

    მათივე განცხადებით, აკონტროლებენ სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება.

    “გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.

    შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ.

    სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.

    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, ქვეყანაში Covid-19–ით ინფიცირების 1104 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.

  • მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის გოგო პოლიციამ იპოვა

    მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის გოგო პოლიციამ იპოვა

    მოსკოვის გამზირიდან დაკარული 15 წლის მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

    შსს–ს ინფორმაციით, მოზარდი გოგონა თავს კარგად გრძნობს და ის მშობლების თანდასწრებით გამოიკითხება.

    ცნობისთვის, 15 წლის ნინო ჯარიაშვილს სამართალდამცავები მე–6 დღეა ეძებენ, ის სახლიდან კვირას გავიდა.

  • საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 912 გამოჯანმრთელდა,  16 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 936 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 268.

    კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

  • თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გარდაცვლილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას და საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. მიხეილ რამიშვილი თვლის, რომ გამოძიება, სულ მცირე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა წარიმართოს.

    მიხეილ რამიშვილი ღამით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდა. როგორც მან პოლიციიდან გამოსვლის შემდგ განმარტა, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ არავინ არის ცნობილი, მასალები ამიტომ საქმის მასალები არ გადასცეს. ადვოკატი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ბაჩალიაშვილის მამისთვის ითხოვს.

    ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ მიდის გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, მაშინ, როდესაც საქმეში არის გარდაცვლილი.

    “მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარიდან, სხვადასხვა დაკითხვა მიმდინარეობს. ჩემთვის უკვე ძალიან საეჭვოა, რადგან, მოგეხსენებათ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბიძამისს მეორე დღესვე ჰქონდა საშუალება ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა, ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან. დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ მოხდეს მამამისის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა,”-განაცხადა ადვოკატმა.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.შსს-ს ინფორმაციით  პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა.

  • დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

    დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი და შემოწმება იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბაზრობის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაირკვა, რომ ლილოში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტთან არის კავშირში, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის აქტიური კერაა.

    ბოლო დღეების განმავლობაში ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფიც გამოიკვლიეს, რომელთა ანალიზების პასუხებიც დღეს გახდება ცნობილი.

  • თეა წულუკიანი: დღეს პანჩურებით, წიხლით და ცოცხით არ ხდება გამოძიება, ეს მათ დროს ხდებოდა

    თეა წულუკიანი: დღეს პანჩურებით, წიხლით და ცოცხით არ ხდება გამოძიება, ეს მათ დროს ხდებოდა

    პრაქტიკულად ღია ეთერში, კამერების ქვეშ მიმდინარეობს ადამიანების ოჯახური ტრაგედიები ტრანსლაცია. მძიმე სანახავია, ვითომ ტელეგამოძიებები და ტელესიმართლეები, რომელსაც ზოგიერთი ტელეარხი ეწევა, – ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.

    „რაც შეეხება პრემიერის მოწოდებას, რომ პროაქტიულად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება, როდესაც სახეზეა ამ ტიპის გამოძიება. ნორმალურ პირობებში პროაქტიულად გამომძიებელი საზოგადოებას აბარებდეს ანგარიშს რის მერე რა ნაბიჯი გადადგა, ეს არამც თუ დაშვებული, აკრძალულიც კი არის. სისხლის სამართალში არსებობს ასეთი საბაზისო ცნება, გამოძიების საიდუმლო. გამოძიება თუ იქნება ტელევიზორში, საქმე ვერ იქნება გამოძიებული. თუკი გამომძიებელი დაგვიჯდება ჩვენ აქ და მოყვეს ვის გამოკითხვას აპირებს, როგორი სტრატეგია აქვს, ვის გამოკითხვას აპირებს, ვის რა ნამდვილი ან ცრუ შეკითხვა უნდა დაუსვას, რომ გამოტეხოს. დღეს რომ პანჩურებით, წიხლით და ცოცხით არ ხდება გამოძიება, უკვე ვიცით, ეს მათ დროს ხდებოდა. დღეს გამოძიება ტარდება კანონით დადგენილი სტანდარტებით და ეს გულისხმობს ტიტანურ შრომას. ამის ტელევიზიით გადაცემა გამორიცხულია. ნორმალურ პირობებში, გამოძიება საერთოდ არაფერს უნდა ამბობდეს, სანამ საქმე არ წავა სასამართლოში. რადგან ჩვენ ვიმყოფებით არანორმალურ სიტუციაში, როდესაც აღარ არსებობს რაიმე სიწმინდე რასაც უდნა მოუფრთხილდეს ზოგიერთი ჟურნალისტი, ზოგიერთი ტელეარხი, ასეთ პირობებში გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრმა თითოეულ ჩვენგანს მოგვცა დავალება იმის შესახებ, რომ უფრო მეტი დეტალი,რაც საქმეს არ ავნებს, სანამ კითხვა გაჩნდება ითქვას. საზოგადოებაში იმ ფსიქოტური მდგომარეობის პრევენცია მოვახდინოთ, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ზოგიერთი არხი.“, – განაცხადა წულუკიანმა.

  • როგორ მოხვდა კოვიდინფიცირებული ყაზახი სტუმარი საქართველოში კარანტინის გარეშე. ბათუმის რედისონის სტუმარს Covid19 აქვს

    როგორ მოხვდა კოვიდინფიცირებული ყაზახი სტუმარი საქართველოში კარანტინის გარეშე. ბათუმის რედისონის სტუმარს Covid19 აქვს

    საქართველოში, კორონავირუსი ყაზახეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. ის ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სწორედ რამიშვილმა უშუამდგომლა ყაზახ ბიზნესპატრნიორებს ზღვისპირა ქალაქში კარანტინის გერდის ავლით სტუმრობისთვის. ინფიცირებული სტუმარი არც ინფექციურ და არც რესპულიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, უცნობია ისიც, რატომ გადამალეს  ყაზახეთის მოქალაქე და როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა.

    სასტუმროს ადმინიტრაციაში კოვიდ 19-ის შემთხვევას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ყაზახ სტუმარს მანამდე  გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მასთან ერთად მყოფ სხვა სტუმრებსაც და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია და  ყველა მათგანი ორ კვირიან კარანტინში იმყოფება.

    ყაზახეთიდან საპატიო სტუმრებთან აქტიური კომუნიკაციის მიუხედავად, სასტუმროს მფლობელი და  მასპინძელი კარანტინში არ იმყოფება. გიორგი რამიშვილს დღეს “მთავარმა არხმა” საცხოვრებელ სახლში მიაკითხა. ჟურნალისტებს ადგილზე დაცვა და მისი კუთვნილი ავტომანქანა დახვდა, ეჭვი იმის შესახებ, რომ ბიზნესმენმა  სავალდებულო კარანტინი დაარღვია, სასტუმრო “რედისონის” ადმინისტრაციის თანამშრომრომელმა დაუდასტურა. გიორგი რამიშვილი არც კარანტინშია და საკუთარ სახლში, სტუმრებს აქტიურად იღებს.

    ქვეყანაში გავრცელებულ შერჩევით სამართალზე საუბრობენ ოპოზიციაში, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს რიგითი მოქალქეები ვალდებულები არიან ორ კვირიანი კარანტინი გაიარონ, მთავრობასთან დაახლოვებული პირები საკუთარი ნებით მოქმედებენ.

    მთავარი არხი ამბობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით საქართველოში შემოსვლაზე და ინფიცირებული პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საგულდაგულოდ გადამალულია.

    ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით შემოსვლაზე და მათ შორის ინფიცირებული პირების ყოფნაზე ბათუმში გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქამდე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარმა პროტესტის ნიშნად სასტუმროც კი დატოვა.

    „რადისონის“ სტუმრები ბათუმელებს უყვებოდნენ, რომ სასტუმროს მაღლივი ორი სართული ჩაკეტილია.

    ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ დაადასტურეს. უწყებაში ბათუმელებს უთხრეს, რომ „რადისონის“ ყაზახი სტუმრები მათ არ შეუმოწმებიათ“.

    „რადისონის“ მმართველ კომპანიაში კი დაადასტურეს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა.

    „კომპანია „სილქ ჰოსფითალითი“ ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ ერთ-ერთი სტუმრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას ეხმიანება. სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის“ ერთ-ერთ სტუმარს, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით  ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა კოვიდ -19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

    კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, სტუმარი გადაყვანილი იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო „რადისონის“ თანამშრომლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC)  წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომენდაციები.“ – ასეთია კომპანიის პოზიცია.

    ამ დროისთვის ბათუმის რედისონი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

     

  • “ქართულ ენას ვსწავლობ“ – „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯავახეთში

    “ქართულ ენას ვსწავლობ“ – „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯავახეთში

    „ქართულ ენას არ ვფლობ. ენის არ ცოდნა, რა თქმა უნდა, ხელს შემიშლის იმაში, რომ მოსახლეობის სათქმელი მივიტანო პარლამენტში და მაგიტომაც ვსწავლობ. გასული 4 წლის განმავლობაში მე შევამჩნიე, რომ მოსახლეობასთან ჩემი კავშირი გაზრდილია.“– ეს განცხადება ქართული ოცნების ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა ტელეკომპანია TOK TV-სთან ინტერვიუში გააკეთა. მანუკიანი, რომელიც პარლამენტში 2016 წლიდან ქართული ოცნების დეპუტატია. ის პარლამენტში პატიული სიით მოხვდა. საკანონმდებლო ორგანოში ოთხწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად სახელმწიფო ენას არ ფლობს.  ამის მიუხედავად, მას ქართულმა ოცნებამ 20 ივლისს ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. მანუკიანი ამბობს, პარტიიდან შეთავაზება კანდიდატობაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.

    „დაახლოებით ერთი კვირის წინ მივიღე კონსულტაცია ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის შესახებ და მეც დავთანხმდი. ყველანაირი გზით ვეცდები დავიცვა ჩვენი რეგიონის ინტერესები. წინასწარ განსაზღვრული გეგმები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ძველი, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ გამარჯვების შემთხვევაში” — ამბობს მანუკიანი.

    სამველ მანუკიანი იმ დეპუტატთა შორის არის, რომლებიც პარლამენტში სიტყვით არასოდეს გამოსულან. ერთ–ერთი ინტერვიუში ის ამბობს, რომ არ უნდა ენის არცოდნის გამო დაცინვის ობიექტი გახდეს:

    „პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტრიბუნასთან არ ვყოფილვარ აქტიური და ვერც ვიქნები, რადგან სახელმწიფო ენაზე საუბარი მიჭირს. არ მინდა, რომ დამცინონ. პარლამენტში 150 დეპუტატი ზის. უკვე თვეებია ვსწავლობ ქართულს და პერსპექტივა მაქვს, მაგრამ არ მგონია რომ სიტყვით გამოვიდე“, – ამბობს სამველ მანუკიანი.

    წყარო: TOK TV