Category: ახალი ამბები

  • საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

    საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

    საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება.

    აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დილით უკვე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით პირველი ფრენა, საღამოს კი პანდემიის შემდეგ, პირველი შიდა რეგულარული რეისი თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდა.

    უწყების ცნობითვე, ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

  • საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge გავრცელდა.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 186 მოქალაქე იმყოფება.

  • თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძლავენ

    თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძლავენ

    თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძლავენ.  23 წლის ახალგაზრდას 10 საათზე ფონიჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც 2 საათზე მისი გამოსვენება დაიწყება.

    შეგახსენებთ, რომ 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

    გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება.

  • მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში პირველი ნამაზი ჩატარდა. ლოცვისას  ქრისტიანული ფრესკები  დაფარეს

    მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში პირველი ნამაზი ჩატარდა. ლოცვისას ქრისტიანული ფრესკები დაფარეს

    სტამბოლში, აია სოფიას ტაძარში 86 წლიანი პაუზის შემდეგ  ნამაზი პირველად ჩატარდა. მასში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიმ ერდოგანიც მონაწილეობდა.

    მეჩეთად გადაკეთებული ტაძრის შიგნით მლოცველთა რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის გამო 500–ზე მეტი ვერ იქნებოდა, თუმცა სულთანაჰმედის მოედანზე, აია სოფიას წინ ათასობით მორწმუნე მუსულმანი შეიკრიბა. რელიგიის საქმეთა სამინისტროს შეფასებით პანდემიის დასრულების შემდეგ ტაძარში ერთდროულად რამდენიმე ათას ადამიანს შეეძლება ლოცვა.

    სტამბოლის გუბერნატორმა მუსულმანებს მოუწოდა მეჩეთში თან წაეღოთ ნიღბები, სალოცავი ხალიჩები, “მოთმინება და გაგება“.

    1453 წელს ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1935 წელს მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ივლისის დასაწყისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ეს დადგენილება გააუქმა, რამაც ქვეყნის ხელისუფლებას კანონიერი შესაძლებლობა მისცა კვლავ ჩაატარონ კომპლექსში მუსულმანური ღვთისმსახურება.

    წმინდა სოფიას ტაძარი ბიზანტიური კულტურული მემკვიდრეობის ერთ–ერთ ყველაზე დიდ საგანძურად ითვლება. ტაძრის შიგნით მრავალი ძველებური ფრესკაა, რომლებიც მლოცველი მუსულმანების თვალისგან დაფარეს. ბევრი ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე ღელავს ამ ფრესკების ბედზე, რომლებზეც ქრისტიანული წმინდანები არიან გამოსახული.

    ასე დაფარეს მუსულმან მლოცველთა თვალისგან ქრისტიანული ფრესკები

    ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომში წმინდა პეტრეს ტაძრის აშენებამდე აია სოფია ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი ტაძარი იყო. 1985 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. რომის პაპმა განაცხადა, რომ განაწყენებულია თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესახებ.

    თურქეთის პრეზიდენტი ერდოგანი ამბობს, რომ ტაძარი კვლავ რჩება მსოფლიო და ზოგადსაკაცობრიო მემკიდრეობად და აქ სტუმრობა ყველას შეეძლება, შესვლა კი უფასო იქნება. ერდოგანის ოპონენტები თვლიან, რომ ტაძარს სტატუსი პრეზიდენტის შერყეული რეიტინგის ასაწევად შეუცვალეს.

  • აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი – მხარდაჭერა საქართველოსთვის და გაფრთხილება ხელისუფლებისთვის

    აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი – მხარდაჭერა საქართველოსთვის და გაფრთხილება ხელისუფლებისთვის

    ამერიკის სენატმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, რომლითაც ვაშინგტონი მხარდაჭერას უცხადებს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწარაფებას, საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე და რუსულ ოკუპაციაზეც.   საბოლოო ტექსტი ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდება. თუმცა, მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა მოხსენება უნდა წარადგინოს, რამდენად ეფექტურია ქვეყნის მთავრობა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ეფექტურია თუ არა საარჩევნო რეფორმა და დაცულია თუ არა სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დამოუკიდებლობა.

    ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში ჯიმ რიშის შესწორებები პოლიტპატიმრებისა და 8 მარტის შეთანხმების თემაზე არ შესულა, თუმცა, ამავე დოკუმენტში ვხვდებით შესწორებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა მოამზადოს და დაასკვნას – აძლიერებს თუ არა ქვეყანა დემოკრატიულ ინსტიტუტებს; ახორციელებს თუ არა საარჩევნო რეფორმას და იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების უფლებებს. შესწორება კონგრესმენ პიტ ოლსონს ეკუთვნის.

    აქტის მიღება ხელისუფლებას ახარებს და ამბობს, რომ ამით ბოლო მოეღო სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მხარდაჭერა დაკარგა იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმის.

    “ცალკეულ ჩვენს მეგობარს, კონგრესმენს, სენატორს შეიძლება გარკვეული კითხვები ქონდეს და მას აქვს ამ კითხვების დასმის უფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის უფლება. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კითხვები თანდათანობით იხსნება. “– თქვა დღეს პრემიერმა გახარიამ.

    საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ აქტის თავდაპირველი შესწორებების გამოყენებას ქართული პოლიტიკური ძალები შეეცადნენ, რასაც დღეს წერტილი დაესვა:

    “თავდაპირველად არსებული სხვადასხვა შესწორებების გამოყენებას შეეცადნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, მაგრამ საბოლოო ვერსიამ, რომელიც დღეს იქნა დამტკიცებული სენატში წერტილი დაუსვა ამ სპეკულაციებს და მათ მცდელობას რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო–ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერთობაში. “– ამბობს ზალკალიანი.

    ის სწორედ სენატორ რიშის შესწორებებს გულისხმობს, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ივნისის ბოლოს წარადგინა და რომელშიც ჯიმ რიშის დოკუმენტში რვა მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობდა.

    იმის გამო, ეს შესწორებები სენატის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ვერ მოხვდა, “ოცნება” დილიდან გამარჯვებას ზეიმობდა. ოპოზიცია კი საპასუხოდ ივანიშვილის გუნდს ახსენებდა, რომ საზეიმო არაფერი აქვთ და პარტნიორებისთვის პოლიტპატიმრების თემა დახურული არ არის.

    ამერიკის ელჩი საქართველოში ხელისუფლებას გულშემატკივართა მითითების მოსმენისკენ მოუწოდებს.კელი დეგნანმა დღეს მხარეებს მოუწოდა,კანონპროექტი კარგად წაიკითხონ. გაიაზრონ, რა გზავნილებია იქ და რა მოლოდინი აქვს სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოსგან. “ოცნების” ხელისუფლება თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებით კმაყოფილია, მათ შორის პრემიერმინისტრის განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო განმარტებები მოჰყვა.

    თავდაცვის აქტი საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც დოკუმენტის ტექსტზე კონგრესი და სენატი შეთანხმდება. კანონპროექტზე, რომ გარკვეული პროცედურები ჯერ კიდევ გასავლელია, ამას დღეს საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებდა.

    სენატის პარალელურად ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი კონგრესსაც მომზადებული აქვს. სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ამერიკის მხრიდან დაფინანსება 15 პროცენტით შეუმცირდება, მანამ სანამ ქვეყნის მთავრობა დემოკრატიის გაძლიერებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

  • მგონი, ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას 6 თვის წინ ფიქრობდა – კომპანია ZAG-ის მფლობელი

    მგონი, ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას 6 თვის წინ ფიქრობდა – კომპანია ZAG-ის მფლობელი

    მთავარი არხის ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მეპატრონე აბრაჰამ რეიხბახმა განაცხადა, რომ  23 წლის პროგრამისტი სამსახურიდან წასვლას დაახლოებით 6 თვის წინ ფიქრობდა, თუმცა ის დარწმუნებული არაა, რომ ეს ნამდვილად ნახევარი წლის წინ იყო. აბრაჰამ რეიბახმა “მთავართან” ინტერვიუში ასევე ყვება, რომ მან მომხდარის შესახებ სატელეფონო საუბრიდან, რამდენიმე ადამიანისგან გაიგო. 

    თავის მხრივ, კომპანია ZAG-ი, რეიბახის თქმით, საქართველოში დაახლეობით 8 წელია ფუნქციონირებს და ისინი კომპანიებს პროგრამულად უზრუნველჰყოფენ, თუმცა თავად მფლობელი ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული არაა. – ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვიზიარებ მწუხარებას, ყველაზე მეტად მშობლებზე მეფიქრება…

    თამარი, სხვების მსგავსად, პროგრამებს წერდა, ჩვენ კარგი მენეჯერი გვყავს საქართველოს ოფისში, მე არ ვარ ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, მენეჯერი კურირებს ყველაფერს. რაც ვიცი, ჩვენი თანამშრომლები კმაყოფილი არიან ანაზღაურებით, პირობებით და ყველა თავისუფალია თავის ქმედებაში – წავიდეს თუ დარჩეს.

    როგორც ვიცი, თუ არ ვცდები, თამარმა თქვა, რომ წასვლას აპირებდა, მგონი ეს 6 თვის წინ იყო, ზუსტად არ ვიცი. რადგან მას 2 სამსახური ჰქონდა. მე პირადად მასთან არ მისაუბრა, მგონი ერთხელ დავინახე ოფისში, როცა ჩამოსული ვიყავი, უბრალოდ მივესალმე, რადგან ყოველდღიურ საქმიანობაში არ ვერევი.

    – რაც მედიით გავრცელდა, აქამდე ცნობილი არ იყო, რომ ის 6 თვის წინ ფიქრობდა სამსახურიდან წასვლას. ხომ არ იცით რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?

    – არ ვიცი ზუსტად, მგონი, ვფიქრობ, ეს 6 თვის წინ იყო, შეიძლება ვცდებოდე. საბოლოდ მგონი ბოლოს ერთი კვირის წინ წავიდა სამსახურიდან. მგონი, 2 წელი მუშაობდა იქ დაახლოებით.

    – ბევრი რამ თქვა თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ, ითქვა ისიც, რომ აქ ტროლებისა და ბოტების ქარხანაა.

    – არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს, ტროლები??

    – დიახ, ტროლების ქარხანა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას და პროპაგანდას ემსახურება.

    მართლა არ ვიცი რას ნიშნავს ეს. ერთი რაც ვიცი, ესაა კომპანია, რომელიც პროგრამებს წერს და ადამიანები იქ კარგად მუშაობენ. ეს ჩემთვის სისულელეა. მე არ ვიცი თქვენთან როგორაა, მაგრამ ჩვენი კომპანიაა ის, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ჭორებს საფუძველი არ აქვს.

    – ასევე კითხვის იშნებს იწვევს ის, რომ თქვენი ორგანიზაციის არანაირი მანიშნებელი აბრა არ არის ჭავჭავაძის 15-ში.

    – ეს იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოზე არ ვმუშაობთ, მანდ არაფერს ვყიდით, პროგრამებს ვწერთ რომელიც ამერიკაში მოდის. არაა აბრის საჭიროება, უბრალოდ ადგილია, სადაც ჩვენი გუნდი ამერიკისთვის წერს პროგრამებს – პროგრამულ უზრნველყოფას ვაკეთებთ, არაფრის რეკლამირებას არ ვეწევით. ამიტომაც არაა აბრა. ვეტყვი, დაკიდონ. ის რაც ამ ახალგაზრდა ადამიანს შეემთხვა, ძალიან მძიმეა. რამდენადაც შეწუხებულია ჩვენი კომპანია, არაფერ შუაში ვართ. ჩვენ თანამშრომლები გვყავს საქართველოში, მაგრამ ჩვენი კომპანია პროგრამებს ამერიკისთვის წერს, მათ უტილიზაციას უზრუნველვყოფთ. ესაა რასაც ვსაქმიანობთ.

    – რა პრინციპით არჩევთ თანაშრომელებს ?

    – გარკვეულ უნარებთან ერთად, მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება,  ტესტირებასაც ვუტარებთ თანამშრომელბს, ჩვენი ამერიკული გუნდი ამოწმებს, რომ მათ იცოდნენ PHP-ის დაწერა. ამაზე დაყრდნობით ვიყვანთ თანაშრომელბს, თან რასაც ვაკვირდები, უფრო და უფრო რთულდება კვალიფიციური კადრების პოვნა, რომლებმაც პროგრამული უზრუნველყოფა იციან. ნამდვილად კარგი თანამშრომლები გყავს, 14 ადამიანია თუ არ ვცდები. ყველას შეუძლია წავიდეს სამსახურიდან, მაგრამ რასაც ვაკვირდები, მათი უმრავლესობა არსად მიდის. ამერიკაშიც ჩამოდიან. რამდენადაც მე ვიცი, არაფერი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ახალგაზრდა ქალთან სამსახურეობრივად.

    – მაშინ რატომ წავიდა სამსახურიდან თქვენი აზრით?

    – მე როგორც ვხვდები და ვიცი, მას მეორე სამსახურიც ჰქონდა და ამიტომ. 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ეს იყო მიზეზი. მანდ უფრო ეცოდინებათ ადამიანებს, სავაურაუდოდ დატვირთული იქნებოდა.

    – თქვენ გამორიცხავთ, რომ თამარის დაღუპვა სამსახურს უკავშირდებოდეს?

    – 100 – არა, 110%-ით ვარ დარწმუნებული, რომ არა.

    – და ბოლოს, გამოძიებაზე მინდა გკითხოთ. რა ეტაპზეა, თქვენთან თუ ჰქონდათ სამართალდამცავებს კითხვები ან თუ დაგიკავშირდნენ საქართველოდან, ვიცით რომ თქვენი ოფისიდან წაიღეს კომპიუტერები.
    ბევრი კითხვის ნიშანია, იმის გამოც, რომ გამოძიებამ თამარის კომპიუტერში რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შეაღწია, მხოლოდ მე-4 დღეს მოხსნენს მას პაროლი.

    – კომპიუტერები საიდანაც პროგრამები იწერება, დაშიფრულია, ძლიერი დაცვის სისტემა აქვს, რომ არ დაიჰაკოს. იქნებ ვინმეს ოფისშიც ჰქონდა პაროლი, მე, რასაკვირველია, არ მაქვს, წარმოდგენაც არ მაქვს. მაგალითად გუგლის კომპიუტერები რომ აიღოთ, ვერ გახსნით, იგივეა აქაც. ახლა უკვე, გამოძიების ფარგლებში პოლიცია გახსნის და ყველაფერს ნახავენ, რომ პროგრამები იწერებოდა.

    – მოკლედ რომ შევაჯამოთ, თქვენ გამორიცხავთ რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვა უკაავშირდებოდეს სამსახურეობრივ საქმიანობას ან რაიმე სახის კონსპირაციას?

    – 120%-ით, სრულად.

  • პანდემიის გამო ტრამპმა ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გააუქმა

    პანდემიის გამო ტრამპმა ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გააუქმა

    კოვიდ19-ის პანდემის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც ის პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ, გააუქმა.

    “ფლორიდაში პანდემიური ვითარება რთულია, ახლა არ არის შესაფერისი დრო ყრილობის გამართვისთვის,”- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციის დროს თეთრ სახლში.

    როგორც ის ამბობს, 27 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება გაუქმებულია და ამ დროისთვის არ აქვს გადაწყვეტილი, რა ფორმით მიმართავს ის ამერიკის მოქალაქეებს და მხარდამჭერებს.

    “მე უნდა დავიცვა ამერიკელი ხალხი. ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვაკეთებ და ამას მე ყოველთვის გავაკეთებ,”- ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.

    თეთრ სახლში საუბრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ფლორიდაში 27 აგვისტოს მისი 10 000 მხარდამჭერი უნდა შეკრებილიყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მან ეს გადაიფიქრა.

     

  • ცოტა ნორმალურად შეგიძლიათ მოიქცეთ? ან ნომრები დაიჭირეთ, ან რიგზე დადექით – გახარიაVSჟურნალისტები

    ცოტა ნორმალურად შეგიძლიათ მოიქცეთ? ან ნომრები დაიჭირეთ, ან რიგზე დადექით – გახარიაVSჟურნალისტები

    თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო სარეაბილიტაციო საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე მისულმა პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვები და პასუხები სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა, თუმცა არანაკლებ საინტერესო იყო ჟურნალისტების ტრადიციული მონდომება და გახარიას რეაქციები.

  • ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია – ეთიკის ქარტია

    ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია – ეთიკის ქარტია

    ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა ე.წ. კაწროს ცოლის, ნათია რუხაიას საჩივარი განიხილა. რუხაიამ ქარტიას მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართა.

    ქარტიამ დაასკვნა, რომ გვარამიამ ქარტიის პირველი, სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

    რუხაია ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა ქარტიის საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

    ავთანდილ ბილანიშვილის ცოლი, ნათია რუხაია სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი შესაძლოა ბილანიშვილი ყოფილიყო.

    მთავარი არხმა 8 ივლისს, დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართის სადგურის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა. კადრებით საქმეში თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი გამოჩნდა.

    ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარმა არხმა ივარაუდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების დასაბუთებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს