Category: ახალი ამბები

  • ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია

    ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია

    გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

    როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბარში მიხეილ რამიშვილი განმარტავს, მისთვის უცობია, თუ რა რაოდენობის თანხა ინახებოდა ბაჩალიაშვილის ანაბარზე და კონკრეტულად ვის გულისხმობდა, ის, რომ ეს თანხა გამოეყენებინა.

    „მე ვერ გეტყვით, ეს გამომძიებელია, რიგითი პოლიციელი, თუ თანამდებობის პირი, ამაზე კონკრეტულდ მამა გასცემს პასუხს, როცა ის საგამოძიებო ორგანოებში მივა. წარმოდგენა არ მაქვს რა პრობლემაზეა საუბარი, იმ პიროვნებამ მამას დაურეკა და უთხრა – „თქვენი შვილი შარებშიაო“. ამასთან, წერილი არ ყოფილა, ეს იყო ფერად ფურცელზე დაწერილი – ჩემ ანაბარზე არსებული თანხა გამოიყენეთო, ვისი მისამართით არის დაწერილი, ვინ უნდა გამოიყენოს, რომელ ანაბარზეა საუბარი, ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მოთხოვნა გაგზავნილია ყველა ბანკში და იქიდან როცა პასუხი მოვა, გავეცნობი და გეტყვით“, – აცხადებს რამიშვილი.

    ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

  • დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმეები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული -ლია მუხაშავრია

    დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმეები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული -ლია მუხაშავრია

    უფლებადამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აღმასრულებელი დირექტორის ლია მუხაშავრიას განცხადებით, შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებმა გამოძიების ღრმად არსებული პრობლემები ცხადყო.

    „გამოძიება გადაიქცა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად, ხოლო დანარჩენ მათ საქმიანობაზე ყოველგვარი კონტროლი მოიშალა, მათ შორის უმთავრესი კონტროლი, რომელსაც მართლმსაჯულება უნდა ახორციელებდეს. დაახლოებით ორი ათეული წლის მანძილზე, ბუნებრივია, გამოძიებამ დაკარგა კვალიფიკაცია და ის პროფესიული უნარები, რომლის გარეშე ეფექტური გამოძიების ჩატარება შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა ამის ნება და სახელისუფლებო დაკვეთაც კი არსებობს.

    ვფიქრობ, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებმა ცხადყო ღრმად არსებული გამოძიების პრობლემა და ზედაპირზე ამოიტანა ის საშინელი სურათი, რომელიც აქამდე შეიძლება ყველას დასანახი არ იყო“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

    მუხაშავრიას თქმით, დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეები სათანადოდ გამოძიებული არ იქნება.

    „ჩემდა სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმე არ იქნება სათანადოდ გამოძიებული ზემოაღნიშნული მიზეზების გამო და მრავლად დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები როგორც დაზარალებულებს, ისე საზოგადოებას.

    გამოძიების ყველა რგოლი, სისტემა მთლიანად არის, როგორც დღეს ტრენდულია, შეიძლება ითქვას, უკურნებელი ვირუსით დაავადებული და მისი გაჯანსაღება ან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ან შეუძლებელია, როგორც კორონავირუსის შემთხვევაშია“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

     

    წყარო: ინტერპრესნიუსი

  • ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

    ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

    მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

    ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

    როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. გათვალისწინებული იყო როგორც მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან, ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

    გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობაა: აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;

    სტუდენტები – 3 600-ზე მეტი; მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი; მასწავლებლობის მსურველები – 12 000 – მდე.

    რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს, ისინი გამოცდებში 22 ივლისიდან ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართა. მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 1-4 აგვისტოს ჩატარდება.

    „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, საკუთარ რეიტინგულ სიაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ არ დაავიწყდეთ გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვრონ ყველა ცვლილება. ასევე, შედეგების გამოცხადების შესახებ ან გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გაეცნონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა

    თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს, რომლის ცხედარიც რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს, საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად „ქრონიკამ“ მოიპოვა.

    როგორც დღეს ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა რომ იმ ადგილას ყოფილიყო, ოჯახი მას გაუჩინარებიდან მეორე დღესვე იპოვნიდა.

    „ოჯახს აქვს კითხვები გამოძიებასთან, რადგან დაემატა კიდევ ახალი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა და გვაინტერესებს, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ მანქანა შეიძლება თავიდანვე იქ არ ყოფილიყო. იმ ადგილებში შეგვეძლო თუნდაც კვირა დღეს, ანუ გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაგვეფიქსირებინა. ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ კოდსაც“, – განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

    სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში იპოვეს წერილი, რომელიც სავარაუდოდ მან თავის ოჯახს დაუტოვა. „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – ნათქვამია წერილში, რომლის ავთენტურობა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

    თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

  • “ლელომ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

    “ლელომ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

    “ლელომ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დაასახელა. ეს არის პირველი კანდიდატი თბილისში, რომელიც “ლელომ“ წარადგინა. შეგახსნებთ, რომ პარტია არ მონაწილეობდა ოპოზიციის შეთნხმებაში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის შესახებ, თუმცა კოორდინაციას არ გამორიცხავდა.

    ამ დროისთვის საბურთალოს ოლქში ოფიციალურად დასახელებულია რამდენიმე კანდიდატურა:

    ქართული ოცნებიდან დავით სერგეენკო, პარტია “კანონი და სამართალი“–ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი. სავარაუდოდ საბურთალოს ოლქში დააყენებს კანდიდატურას პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, თუმცა მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

  • დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველია ჩართული

    დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველია ჩართული

    სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხორციელდება.

    13 წლის მოზარდს სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ეძებენ.

    როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე  აცხადებს, ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

    შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

  • კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია

    კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია

    კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია. ამის შესახებ ინფორმაციას  „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის“, ე.წ. ინგოროყვას კლინიკა ადასტურებს

    მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულ მედიკოსთან ცვლაში მომუშავე პერსონალი კარანტინშია გადაყვანილი.

    „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. შესაბამისად, მის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად გადაყვანილია კარანტინის რეჟიმში. ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილი იქნა ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე.

    ჩატარებულია დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა განახლებული სპეციალისტებით. კლინიკა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას“,- განაცხადეს კლინიკაში.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.

  • ოზურგეთში ქალის დაყაჩაღების და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ოზურგეთში ქალის დაყაჩაღების და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

    პოლიციამ გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

    ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “კაწროს” საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია – ქარტია

    “კაწროს” საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია – ქარტია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თქმით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია.

    როგორც მათ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” ცოლმა, ნათია რუხაიამ მიმართა.

    “მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო” – ნათქვამია განცხადებაში.

    მათივე ინფორმაციით, მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

    შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ბილანიშვილის, ე.წ. კაწროს ნაცვლად, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მისმა ცოლმა, ნათია რუხაიამ უჩივლა. მაშინ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობდა, რომ “მთავარმა არხმა” ბილანიშვილის მიმართ დაუსაბუთებელი, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებები გააჟღერა, “რამაც მას ძალინ დიდი მორალური ზიანი მიაყენა”.

    “მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას ეთიკის პრინციპები არ დაურღვევია. მისი თქმით, თავდაპირველად განმცხადებელი ავთანდი ბილანიშვილი იყო, მოგვიანებით კი ის ნათია რუხაიათი შეიცვალა.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია 11 ივლისს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. დაკითხვის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის მონაწილეობას სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.

    მანამდე, 8 ივლისს, გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავად ავთო ბილანიშვილიც. მაშინ ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ გამოძიებას ტელეფონის სრული ამონაწერი მისცეს და აღნიშნა, რომ ბილანიშვილი დანაშაულის ღამეს უბანში იმყოფებოდა და მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში “თეთრპერანგიანი” პირი ის არაა.

    შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე “მთავარი არხი” საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

    აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება, მანამდე კი 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლო, 17 დაკავებულიდან 11-სთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.