Category: ახალი ამბები

  • ქობულეთში სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს

    ქობულეთში სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს

    ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 40 წლამდე მამაკაცი, ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმა დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე გუშინ მოხდა.

    ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, მისი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურდა, 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურდა, 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა.

    გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი, სულ – 920.  ინფორმაცია Stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

    საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა.

    26 ივლისის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6183 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 302.

  • მოწმე ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენება: შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

    მოწმე ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენება: შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

    გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან. აღნიშნული ჩვენება, რომელიც საქმის მასალების ახალ, 22-ე ტომშია, „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა. ჩვენებაში ახვლედიანი საუბრობს, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.

    ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ვახტანგ ახვლედიანი წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, ამჯერად დეტალურად იხსენებს მომხდარს და განმარტავს, რომ წინა გამოკითხვებისას, ის აღელვებული იყო, რის გამოც დეტალების გახსენება უჭირდა. ის დაწვრილებით ჰყვება იმ ეპიზოდის შესახებ, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. ასევე საუბრობს, თუ როგორ გაჩერდა არაგვის ხიდის მიმდებარედ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი. ახვლედიანის ჩვენებით, მან გარკვეული პირები სატელევიზიო რეპორტაჟებიდან ამოიცნო.

    „გაჩერებისთანავე, გაიღო მანქანის წინა და უკანა მარჯვენა კარი, რა დროსაც, იქიდან გადმოვიდა ორი ასაკით ჩვენზე უფროსი სრული სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენკენ და მივხვდი, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად, რა დროსაც დავიძახე, გაიქეცით-თქო. როგორც შემდეგში არაერთი სატელევიზიო რეპორტაჟით, ასევე სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, ამოვიცანი ეს პირები არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. არჩილ გაგნიძე იყო საშუალო სიმაღლის, ძალიან მკვრივი, სპორტული აღნაგობის, გამორჩეულად სქელი კისრით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე ის ამოვიცანი და მისი სახელი და გვარი გავიგე საინფორმაციო გამოშვებებში ნანახი კადრებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია მისი ამოცნობა. რაც შეეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს, ის იყო მაღალი, საშუალო აღნაგობის, წვერმოშვებული და გრძელი თმით. ისიც როგორც არჩილ გაგნიძე ამოვიცანი და მისი სახელი და გვარი გავიგე საინფორმაციო გამოშვებებში ნანახი კადრებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია მისი ამოცნობა. მე მოვტრიალდი, მაგრამ სანამ მოვტრიალდებოდი, დავინახე, რომ აღნიშნულ მანქანაში კიდევ იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა, ვინ იყვნენ ისინი არ დამინახავს და ვერ გეტყვით.

    მას შემდეგ, რაც მოვტრიალდი, კვლავ გავიქეცი ზემოთხსენებული ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი გარბოდა ჩემ წინ, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან მორბოდნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი ქათამაძე, ასევე უკან მოგვსდევდნენ ზემოთხსენებული მანქანიდან გადმოსული პირები გინებით, ჩვენ გავირბინეთ მდინარე არაგვის ხიდი დასავლეთის მიმართულებით და როდესაც გავედით ხიდის ბოლოში, გადავუხვიეთ ხელმარჯვნივ და გადავკვეთეთ გზის სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, სირბილი განვაგრძეთ დასავლეთის მიმართულებით, როგორც ჩანს, ჩვენმა მდევრებმაც გადმოკვეთეს გამყოფი ზოლი და კვლავ მესმოდა მათი გინების ხმა. მე გავცდი გზის იმ ნაწილს, სადაც ხელმარჯვნივ განთავსებული იყო ბეტონის ფილები, ამ დროს, ჩემ წინ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან ახლოსვე, მორბოდა გურამ ამირხანაშვილი. ზემოთხსენებული ბეტონის ფილების დასრულების შემდეგ, დავინახე, რომ მარჯვნივ საპირისპირო მიმართულებით, კონკრეტულად, თბილისის მიმართულებით ჩადიოდა მოასფალტებული მეორეხარისხოვანი გზა. აღნიშული გზა იყო ნაკლებად განათებული და მოჩანდა ბუჩქნარი. გადავწყვიტე, რომ მდევრებისგან დასამალად უფრო ხელსაყრელი იქ ჩასვლა იყო და ბუჩქნარში დამალვა, რის გამოც მყისიერად გადავუხვიე ხელმარჯვნივ, ზემოთხსნებულ გზაზე, ვინაიდან გადახვევისას მომიწია ჩასვლა ციცაბო ჩასასვლელზე, ჩავცურდი და გავიქეცი დაღმართზე თბილისის მიმართულებით.

    წამიერად, ჩემი თვალთახედვის არედან დავკარგე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი. თუმცა, როდესაც ხსნებულ გზაზე გავრბოდი, რამდენიმე წამში, წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე ხსენებული მიმართულებით, თუმცა, მალევე გიორგი შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით, ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა, ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან, იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა მდევრების ხმა, ანუ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან, მეორეხარისხოვანი გზის გადმოსახვევისკენ, რა დროსაც დავინახე სამი პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით. აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი, მანამდე არ მინახავს, მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ისინი იყვნენ მათთან შედარებით უფრო თხელი აღნაგობის და ახალგაზრდები, ვინაიდან მდევრები ოდნავ ჩამოგვრჩნენ და ამასთან, მარცხენა მხარეს შევნიშნე ბუჩქნარში მკვეთრი ჩასახვევი, ვიხელთე დრო და გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ მკვეთრ საფეხმავლო ბილიკზე, ამ დროს დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე, მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე მისთვის არ დამიძახია გზიდან გადახვევის თაობაზე, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევრებიც.

    გზის ეს მონაკვეთი იყო ნაკლებად განათებული და ვივარაუდე, რომ მდევრები ვერ დაინახავდნენ გზიდან ჩემს გადახვევას. როდესაც ჩავცურდი საფეხმავლო ბილიკზე, იქვე შევუხვიე მარცხნივ და დაახლოებით, ერთ-ორ მეტრში შევიმალე ბუჩქებში. ამავე დროს, გავიგონე, თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა დაღმართზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. ასევე შევამჩნიე გარკვეული განათებები და ვივარაუდე, რომ ეს იყო ფანრები. ჩემი დამალვიდან დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების და მეორე ხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, რამდენიმე პირის სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ხმაური შეწყდა, თუმცა, შემდეგ კვლავ განახლდა. ამ გარემოებით უკიდურესად შეშინებული ვიყავი, რის გამოც სამალავიდან არ გამოვსულვარ. ამ პერიოდში, მობილური ტელეფონით ვუკავშირდებოდი ჩემ მეგობრებს, ვეუბნებოდი, რომ ვიყავი ნაცემი და ვთხოვდი ჩემ წაყვანაში დახმარებას“, – აცხადებს ახვლედიანი.

    გამომძიებლის კითხვაზე, თუ რითი ხსნის, წინანდელ გამოკითხვასთან შედარებით ახლა უფრო მეტი დეტალის დაზუსტებას, ახვლედიანი პასუხობს, რომ მაშინ აღელვებული იყო.

    „პირველი განმარტება მოცემული მაქვს შემთხვევიდან მეორე დღეს, რა დროსაც ვიყავი ემოციურად აღელვებული, ნაცემი და უძილო, რაც შეეხება მეორე გამოკითხვას, მეორე გამოკითხვისას ვიყავი ძალზე აღელვებული, ვინაიდან ახალი გამოვლენილი იყო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი. ამ ემოციურ ფონზე მოვყევი ყველაფერი, რისი გახსენებაც იმ ეტაპზე შევძელი. მას შემდეგ გასულია დაახლოებით ერთი თვე და ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად ვფიქრობ 18-19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, აღვიდგინე ის დეტალები, რომლებიც დამატებით მოგახსენეთ დღევანდელი გამოკითხვის დროს“,- აცხადებს ახვლედიანი.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

  • ე.წ. ფერად შენობაში ხანძარი მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსის დავალებით გააჩინეს

    ე.წ. ფერად შენობაში ხანძარი მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსის დავალებით გააჩინეს

    გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი ჩნდება. „შაბათის ფორმულას“ სანდო წყარო უყვება, რომ იმ შენობის დაწვის უკან, სადაც 19 ივნისის ღამეს საქმის მთავარი მოწმეები, გური ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი იმალებოდნენ, მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი დგას.

    „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი სწორედ მისი დავალებით გააჩინეს, რათა იქ  გამოძიებას დეენემის ვერცერთი ნიმუში ვეღარ ენახა.

    კიდევ ერთი საგულიხმო დეტალი მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსისა და კაწროდ ცნობილი, ავთანდილ ბილანიშვილის საეჭვო კავშირია.

    დადასტურებული ფაქტია, რომ  2016 წელს, შარდენზე მომხდარი ჩხუბის დროს ბილანიშვილი ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამჟამად მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი მაშინ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს კურირებდა.

    წყარო გვიყვება, რომ თანამშრომლები „კაწროს“ დაკავებისთვის სწორედ თამაზაშვილმა გაათავისუფლა.

    წყარო : ფორმულანიუსი

  • ვაშინგტონში ჩათვალეს, რომ საქართველოს მთავრობას ვერაფერი გააგებინეს – თინა ხიდაშელი  აშშ-ს აქტზე

    ვაშინგტონში ჩათვალეს, რომ საქართველოს მთავრობას ვერაფერი გააგებინეს – თინა ხიდაშელი აშშ-ს აქტზე

    “ვაშინგტონში ჩათვალეს, რომ საქართველოს მთავრობას ვერაფერი გააგებინეს” -თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი,შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ეხმაურება.

    „ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდეგ, პირველად მაშინ იყო, მერე ბევრი წელი გავიდა, ბევრი პრობლემით დატვირთული, მაგრამ აქამდე საქმე არ მისულა. ახლა პირველად ხდება, როდესაც, მიუხედავად ათობით წერილისა, განცხადებისა, გაფრთხილებისა, ვაშინგტონში ჩათვალეს, რომ ვერაფერი ვერ გააგებინეს საქართველოს ხელისუფლებას.საქართველოს უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, ამერიკის კონგრესის უმრავლესობის წევრებმა, ძალიან კარგად იციან, რა არის იმ პრობლემის მიზეზი, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს.

     

  • “მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები“–შაქარაშვილის ბიძა

    “მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები“–შაქარაშვილის ბიძა

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ფეისბუქ სტატუსს ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ გიორგის მკვლელობის ფაქტი მთლიანად აღდგენილია და მისი ჩამდენი პირები გამოკვეთილია, მედიის და ექსპერტების ნაწილი კი გამოძიებას ხელს უშლის:

    “მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს.

    მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტიკისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჩვენზე მეტად უყვარდა გიორგი და ჩვენზე კვალიფიციურები არიან სისხლის სამართალწარმოებაში, მაგრამ როგორი შესაგუებელია მათი მხრიდან დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის „გაფუჭების“ ყოველდღიური მცდელობა?!

    პირველ რიგში განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დამოუკიდებელ ექსპერტს, ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს, რომლის დამაჯერებელმა და მაღალკვალიფიციურმა რამდენიმე კომენტარმა ყველასთვის გასაგები გახადა, რომ სახელდახელოდ გაექსპერტებული უცხოელი მეგზურთუხუცესების, „ბოტასას“ და მსგავსი კარიკატურული პერსონაჟების გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის ბოლოს ყველას დასაცინი ხდება და სამარცხვინო საქმეა.

    რომ არა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის ხელოვნურად ხელის შეშლა, მგონი ყველამ იცით, რომ იმ ფანატიკოსი მრევლის ისტერიკა და წყევლა-კრულვა, ჩემთვის წლების წინ უკვე გადატანილი სანახაობაა და დღესაც თანაგრძნობის თვალით ვუყურებ.

    რატომ ექმნება საფრთხე სისხლის სამართლის საქმეს და რატომ ხდება დამნაშავეებისათვის ხელშეწყობა, არის ანბანური პროცესუალური ხრიკი, დებილიზმამდე მისული ტრიუკი, რომელიც პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის და ზოგიერთი ექსპერტ-პოლიტილოგით დაწყებული, ნავტანილჩამოფერთხილი პოლიტიკოსებით დამთავრებული მე რომ მსაყვედურობს: „რა გინდა, იძიონ თავისთვის ეს საქმე, შენ რას გიშლიანო“, ცოტა უხერხულია.

    კონკრეტულ მაგალითზე აგიხსნით მარტივად და ამის შედეგ ნუღარ შემეკითხებით.
    ერთ-ერთ არხზე, როგორც იქნა, მოახერხეს და „გამოააშკარავეს“ ვიღაც მოწმე, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, დეატლურად მოუსმენია, საკუთარი ყურით: „როგორ გადააგდეს გიორგი და როგორ არ უნდა სცოდნოდა ეს შაქარაშვილების ოჯახს“, ამავე სიუჟეტში ჭკუა დაგვარიგეს, რომ „აგერ ბატონო ვიდეო კამერები და გამოიძიეთ რა უბედურება ხდებაო“.
    ამ დროს რა ხდება?
    ამოღებული ვიდეო ფირები, რომლებიც უამრავი საათისაგან შედგება და მათზე არაფერი არ ხდება, უნდა თუ არ უნდა სასამართლოს, ბრალდების მხარის მოთხოვნით უნდა გამოიკვლიოს სრულად. მოკლედ, რომ ვთქვათ მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოსაკვლევად საჭიროა რამდენიმე სასამართლო პროცესი. გადაინაგარიშეთ ახლა ეს იმ ვიდეო ფირების საერთო რაოდენობაზე, რომელთა ალბათ 10% კი არ შეადგენს ეს მასალა და მიხვდებით, რომ მხოლოდ ვიდეო ფირების გამოკვლევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე და რა ეშველება დანარჩენ მტკიცებულებებს? ვიღაცა ქმნის სათანადო საფუძველს, რომ გავიდეს პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა (რომელიც არ აღემეტება 9 თვეს, საიდანც სასამართლოში საქმის განხილვის დროს დარჩენილი იქნება 6 თვეზე ოდნავ მეტი) და დამნაშავეები გამოვიდნენ ციხიდან.
    გაგიკვირდებათ და, მოწმე აცხადებს, რომ „ამის სათქმელად“ ასეულობით პოლიციის განყოფილებიდან ვერ მიაგნო ვერც ერთს, მაგრამ მიაგნო „ბოტასას“ ტელეფონს, შემდეგ ამავე „ბოტასას“ რჩევით ერთ-ერთ არხთან ჩაწერა ინტერვიუ და გამოძიება არც კი გახსენებია.
    ასეთი მცდელობები არის ურიცხვი და ისინი საფრთხეს უქმნის საპატიმრო ვადებს.
    კატეგორიულად ვამბობ, რომ ამის გამკეთებლები მუშაობენ ბრალდებულების ინტერესებზე!
    ახლა რაც შეეხება პირველ აბზაცში მითითებულ გარემოებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში.

    ეს მასალები დიდი ხანია უკვე დევს სისხლის სამართლის საქმეში, გადაცემული აქვთ მხარეებს და შეგიძლიათ მისი წაკითხვა.“– წერს მირიან ნიკოლაძე.

  • ინექციით გამოწვეული ინტოსქიკაცია –  დამოუკიდებელი ექსპერტის სკანდალური განცხადება ბაჩალიაშვილის საქმეზე

    ინექციით გამოწვეული ინტოსქიკაცია – დამოუკიდებელი ექსპერტის სკანდალური განცხადება ბაჩალიაშვილის საქმეზე

    “ინექციით გამოწვეული ინტოსქიკაცია ”  – საქმის დამოუკდიელი ექპერტი, დღეს პირველად, ახალ გარემოებებზე ალაპრაკდა. მარიამ ჯიშაკრიანი ვარაუდობს, რომ დაღუპული პროგრამისტის ავტომობილში აღმოჩენილი პრეპარატები, შესაძლოა, სასიკვდილო სულაც არ იყო და თამარ ბაჩალიაშვილი, ინექციით გამოწვეული ინტოსქიკაციის მსხვერპლია.

    ახლა ექსპერტიზამ უნდა დადგინოს, როგორ მოხვდა გოგონას სხეულში სავარუდო ნივთიერება, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია და მონაწილებდა თუ არა ინსცენირებულ თვითმკვლელობაში, ვინმე სხვა პირი.

    “თუნდაც იყოს ინექცია, აღებულია გარკვეული მასალა და ამას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა აჩვენებს. თეორიულად ამის შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, გამოძიების მასალებზე და თუკი რაიმე ეჭვი არსებობს საერთოდ მკვლელობის, ეს უნდა იყოს საქმის მასალებში. იპოვეს გარკვეული პრეპარატი და შემოწმდება, ეს პრეპარატია ზუსტად თუ არა, რაც არის გარდაცვალების მიზეზი. ზედაპირული დაზიანებები მას რომ ჰქონოდა იგივე ახალი, სისხლნაჟღერები თუ ინექციის კვალი თუ რაიმე სხვა სახის ასე ვთქვათ სამედიცინო მანიპულაციის კვალი. ჩვენ ვერ ვიტყვით ამის თაობაზე ვერაფერს. იმ შემთხვევაში თუ ეს ადრე გამოჩნდებოდა, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა ამ მიმართულებით უფრო მეტი მსჯელობა,” –  განაცხადა მარიამ ჯიშკარიანი “მთავართან”.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • თამარ ბაჩალიაშვილის მამასთან შანტაჟის მაგვარი საუბრები იმართებოდა –  მიხეილ რამიშვილი

    თამარ ბაჩალიაშვილის მამასთან შანტაჟის მაგვარი საუბრები იმართებოდა – მიხეილ რამიშვილი

    “თამარ ბაჩალიაშვილის მამასთან შანტაჟის მაგვარი საუბრები იმართებოდა” –  ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკტმა, მიხეილ რამიშვილმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

    “როდესაც ჩავერთე საქმეში მამამ მითხრა, რომ იმ პერიოდში, როცა მას სამართალდამცავ ორგანოებთან ჰქონდა შემხებლობა და ინტენსიურად იღებდა ინფორმაციას, დაუკავშირდნენ პირები, არა ერთი არამედ რამდენიმე და ერთ-ერთმა უთხრა, რომ მათ გახსნეს კომპიუტერი და მისი გოგო იყო შარში. შემდგომში სხვამ უთხრა, რომ კომპიუტერი არ იყო გახსნილი, მეორემ უთხრა, რომ ყო გახსნილი. მერე რაღაც მიტინგებთან დაკავშირებით, ხომ მოვილაპარაკეთო… ძალიან ისეთი, შანტაჟის, ვაჭრობის მაგვარი საუბრები იმართებოდა გაურკვეველი და ცოტა უცნაური ფორმის საუბრები იყო”,  – განაცხადა რამიშვილმა.

  • საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი, ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს – საგარეო აშშ-ს აქტზე

    საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი, ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს – საგარეო აშშ-ს აქტზე

    აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცდა საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

    „ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. კანონონპროექტის თანახმად, გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამას გარდა, ხაზგასასმელია, რომ აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის. აღნიშნული თანხა მოხმარდება რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, დაფინანსება მოხმარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

    რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპრექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და $132, 025,000 მლნ დოლარს აღწევს. კანონპრექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით. აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.

    აღსანიშნავია, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესი უკვე მეხუთე წელია ასიგნებების აქტში ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების შესახებ რედაქციას, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ს საკანონმდებლო შტოს ურყევი მხარდაჭერის დასტურია. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ტექსტის დამტკიცებამდე (კანონის მიღებამდე) რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ, ამჟამად აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე. შეჯერებული ტექსტს კენჭს უყრის აშშ-ის კონგრესის სრული შემადგენლობა და დამტკიცების შემდგომ კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი , რომლითაც შესაძლოა საქართველოს დახმარების 15% შეუჩერდეს

    კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი , რომლითაც შესაძლოა საქართველოს დახმარების 15% შეუჩერდეს

    აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი. როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, კანონპროექტი 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

    “სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამისი იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან”, – წერია დოუკუმენტში.

    ცნობისათვის, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

    კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.