Category: ახალი ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    28 ივლისს, დღის ბოლოდან 30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • რომელიმე პირობა შეასრულა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ? უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია – გიორგი ვაშაძე

    რომელიმე პირობა შეასრულა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ? უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია – გიორგი ვაშაძე

    „დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ვაშაძემ კოალიცია “ძალა ერთობაშია” დატოვა.

    „საქართველო იმყოფება უმძიმეს ვითარებაში, მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღე ებრძვის სიღარიბეს და შიმშილს. ასობით ათასი ადამიანი არის უმუშევარი, ახალგაზრდები საქართველოში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ, პენსიონრები უსამართლოდ მაღალ პროცენტს იხდიან ძვირიანი წამლების შესაძენად აღებული სესხისთვის. ყველაფერ ამაში დამნაშავეა დამასხვრეული ოცნებების პარტია. დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში. მე მინდა, კითხვა დავუსვა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვცხოვრობთ ჩვენ უკეთესად, ვიდრე 8 წლის წინ ვცხოვრობდით? შეასრულა რომელიმე პირობა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ?! რა გააკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში?! უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია, 45 ათასით შემცირდა ბოლო 4 წლის მანძილზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა. ამას ვამბობ კორონავირუსამდე პერიოდამდე. შესაბამისად, დღეს გადამწყვეტი მომენტია, რომ 31 ოქტომბერს გაიმარჯვოს საქართველოს მოქალაქეებმა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან.

  • სახლში ნაღვლიანი მოდიოდა და ტიროდა,  არ მეუბნებოდა რა ჭირდა – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    სახლში ნაღვლიანი მოდიოდა და ტიროდა, არ მეუბნებოდა რა ჭირდა – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    თამარი სახლში ნაღვლიანი მოდიოდა და ტიროდა,- ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დატოვებისას განაცხადა.

    „ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • განადგურებულია სომეხი ჯარისკაცი, რომელმაც საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

    განადგურებულია სომეხი ჯარისკაცი, რომელმაც საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

    განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

    შეგახსენებთ, სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

    სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

  • ბაჩალიაშვილის ოჯახი დაასახელებს შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომლებიც დაღუპულის მამას აშანტაჟებდნენ

    ბაჩალიაშვილის ოჯახი დაასახელებს შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომლებიც დაღუპულის მამას აშანტაჟებდნენ

    დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამ წუთებში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებიან. ადვოკატი იმ მაღალჩინოსნების დასახელებას აპირებს, რომლებიც დაღუპულის მამას აშანტაჯებდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თამარის მანქანა და ცხედარი ნაპოვნი არ იყო.

    ოჯახის წევრების თქმით, ეს მოხდა სამშაბათს, 22 ივლისს, აქციის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ შსს-დან და თავი წარუდგინეს საქმის გამომძიებლად და უთხრეს: “რა დროს აქციებია, როცა შენი შვილი შარშია”. ასევე ისინი მოუწოდებდნენ რომ აქციები შეეწყვიტათ და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ჰპირდებოდნენ.

    მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს ადამიანები პოლიციის მაღალჩინოსნები არიან.

    თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

    ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • კორონავირუსის ციფრები რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს – გამყრელიძე

    კორონავირუსის ციფრები რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია.

    მისივე თქმით, კოვიდ ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ დამშვიდების საფუძველი არ არის.

    „არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ის ციფრები, რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ –  თორნიკე რიჟვაძე

    საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ –  თორნიკე რიჟვაძე

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ.

    როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელსაც თურქეთში სამუშაოდ წასვლის სურვილი აქვს, ვალდებული იქნება წარმოადგინოს ოფიციალური 3- თვიანი ცნობა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან იქნება გაცემული.

    „საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც თურქეთში სამუშაოდ გადასვლის სურვილი აქვთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლისგან გაცემული სამ თვიანი მოწვევების საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან კარანტინი გაიარონ“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

  • კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

    კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

    როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით, ამიტომ ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს.

    „სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ იქ 3 დღეა დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულია 1415 ადამიანი, აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა განმეორებით და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ეს ორი წერტილი – ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე. გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • ტოიტაში მყოფი 6 პირიდან შაქარაშვილი არავის მოუკლავს –  კობაიძე

    ტოიტაში მყოფი 6 პირიდან შაქარაშვილი არავის მოუკლავს – კობაიძე

    ;;ტოიტაში მყოფი 6 პირიდან შაქარაშვილი არავის მოუკლავს  ” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილს გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და არც ტოიოტა ქამრიში მჯდარი 5 პირი შაქარაშვილის მკვლელობაში არ ფიგურირებს. ამის შესახებ მან მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, აღკვეთის ღონისძიების გადახედვის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

    “თუ სასამართლო არ მოექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ და სამართლებრივად შეაფასებს, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი სტანდარტი, რომ პატიმრობაში დარჩეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დანარჩენს სასამართლოს მსვლელობისას გავიგებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგირიცაა 199 მუხლი. სასამართლოს ბერკეტი აქვს ჩამოართვას პასპორტი, პირადობა, ყოველ კვირას დაიბაროს სასამართლოში, ამიტომ თუ სასამართლოს ექნება მზაობა მაშინ აღვკვეთავთ ამ ყოველივეს”, – აღნიშნა ადვოკატმა.

  • მოვითხოვთ პატიმრობის ძალაში დატოვებას, რადგან გამოძიებასთან არ თანაშრომლობენ – პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირზე

    მოვითხოვთ პატიმრობის ძალაში დატოვებას, რადგან გამოძიებასთან არ თანაშრომლობენ – პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირზე

    მცხეთის საქალაქო სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, 11 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. დღეს გაირკვევა, ისევ პატიმრობაში დატოვებს მოსამართლე მათ თუ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას.

    ცნობილია, რომ ოთხი დაკავებულის – თენგო ბარბაქაძის, საბა ჩხარტიშვილის, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. მათი თქმით, არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

    თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ მართალია იგი აპირებს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობიდან გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დატოვებას, მაგრამ არაფრის იმედი აქვს.

    ”ჩვენი შუამდგომლობა რომ დაკმაყოფილდეს, სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს სხვადასხვა მარწუხებისგან, ზეგავლენებისგან, რაც სახეზე არ არის”, – ამბობს ფოფხაძე.

    პროკურატურის წარმომადგენელთა მტკიცებით, დაკავებულთა მიმალვისა და მათ მიერ მტკიცებულებების რისკი არსებობს, რადგან არც ერთი მათგანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია საქმეში არსებულ მასალებს არ შეესაბამება.

    19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.

    19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.