Category: ახალი ამბები

  • ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა – ჭიჭინაძე პომპეოზე

    ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა – ჭიჭინაძე პომპეოზე

    პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გახარია–პომპეოს საუბარს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა.

    მისი თქმით, ის რომ ამდენი აქცენტი კეთდება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე და ოლიგარქის მმართველობის შეზღუდვაზე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით.

    ჭიჭინაძემ მაიკ პომპეოს ზარი 2012 წელს ჰილარი კლინტონის ჩამოსვლას შეადარა.

    „2012 წელს ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჩამობრძანდა არჩევნების წინ. ახლა პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, დისტანციურად ხდება ყველაფერი, ამიტომ ჩათვალეთ, ეს იყო ვიზიტი და გაფრთხილება, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით, რადგან საქართველოს პერსპექტივა აღარ აქვს და უპერსპეტივო ქვეყანა როგორც ჩვენ საკუთარ მოსახლეობას, ისევე ჩვენს პარტნიორებს – არ უნდათ. ასე რომ, როგორც ქართველ ხალხს, ისე მსოფლიოს წამყვან ლიდერებს, ამ ქვეყანაში ცვლილელები უნდათ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

    გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

    მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

    ოპოზიციის შეფასებით, პომპეომ გახარიას მოუწოდა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ენმ–ს განცხადებით, პომპეომ გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა გახარიასთან.

  • პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

    პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე , პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე 11 სრულწლოვანის: ვახტანგ ჩიქოვანის, ვასილ მახარაძის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, გიგა ტატიაშვილის, თენგიზ ბარბაქაძის, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძის, საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძის და საბა გოგშელიძის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

    პროკურატურის განმარტებით, უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.

    უწყების ცნობით, “მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი”.

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

  • დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდებს ეძებენ

    დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდებს ეძებენ

    დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ასაკის მოზარდებს ეძებენ. ბავშვები ერთმანეთის მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს დილის 10 საათზე გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.

    ერთ-ერთი მოზარდის მამის ინფორმაციით, ისინი თბილისში წასვლას აპირებდნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზე არ ჩასულან. დაკარგულის მამა, გიორგი ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ბავშვებს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა კვალს ვერ მიაკვლიეს.

    შსს-ს ინფორმაციით, საქმეში ჩართულია პოლიცია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • ბოკერიას პარტიას ოპოზიციის გამარჯვება კი არა, თავისთვის ხეირის გამოდნობა უნდა – ელისაშვილი

    ბოკერიას პარტიას ოპოზიციის გამარჯვება კი არა, თავისთვის ხეირის გამოდნობა უნდა – ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ევროპული საქართველო “რაღაცას მაიმუნობს”. მისი თქმით, “ბოკერიას პარტიას” ოპოზიციის გამარჯვება კი არა, საკუთარი ხეირის “გამოდნობა” უნდა.

    „ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია. მაგათ სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, სინამდვილეში უნდათ, რომ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის. არც კოორდინაციის პრობლემა არაა. ხომ ხედავდა საზოგადოება, რომ სახელმწიფოებრივად, როცა მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის არა თუ მაგიდასთან ვიჯექი, არამედ ვიბრძოდი და წინა ხაზზე ვიყავი მაგიდასთან მსხდომთა 99%-სგან განსხვავებით”,– ამბობს ელისაშვილი რადიო “პალიტრაზე”.

    მისივე თქმით, გიგი უგულავა მექრთამეა და ეს მთელ საქართველოში იციან.

    “ბოკერიას როგორც უნდა თავისი გემოვნების მიხედვით ეგრე არ გამოდის. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და რესურსები. გიგი უგულავამ სად უნდა მოიგოს? გიგი უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არ იციან, მთელ საქართველოში იციან და მგონი დედამიწაზე, რომ მან 50 მილიონი ჩვენი ფული მოიპარა“,-აღნიშნა ელისაშვილმა.

  • “ოცნების” პერიოდში ყოველი შემდგომი არჩევნები იმართება წინაზე მაღალი სტანდარტით – ბერაია

    “ოცნების” პერიოდში ყოველი შემდგომი არჩევნები იმართება წინაზე მაღალი სტანდარტით – ბერაია

    პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია მაიკ პომპეო– გიორგი გახარიას საუბარს აფასებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოველი შემდგომი არჩევნები წინაზე უფრო მაღალი, დემოკრატიული სტანდარტით ტარდებოდა.

    ბერაია აღნიშნავს, რომ არასერიოზულია, როგორ ინტერპრეტირებს ოპოზიცია პომპეოს განცხადებაზე.

    “არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყოველი მომდევნო არჩევნები იმართებოდა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით და რასაკვირველია, 2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მათთვის სასურველ ინტერპრეტაციას, ამას სერიოზულად არ აღვიქვამ”,– განაცხადა დაჩი ბერაიამ.

    გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

    მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

    ოპოზიციის შეფასებით, პომპეომ გახარიას მოუწოდა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ენმ–ს განცხადებით, პომპეომ გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა გახარიასთან.

  • თამარ ჟვანიამ 2016-19 წლებში 654 936 ლარი მიიღო, აქედან 210 776 პრემია-დანამატის სახით – ISFED

    თამარ ჟვანიამ 2016-19 წლებში 654 936 ლარი მიიღო, აქედან 210 776 პრემია-დანამატის სახით – ISFED

    “სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2016-დან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს.

    ანგარიშის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით 654,936 ლარი მიიღო. აქედან 210 776 ლარი, თანამდობებრივი სარგოს თითქმის ნახევარი, ჟვანიას პრემია-დანამატების სახით აქვს მიღებული.

    ანაზღაურება წლების მიხედით განსხვავებული იყო. მაგალითად, 2018 წლის 1 იანვრიდან ჟვანიას თანამდებობრივი სარგო დარიცხული 5 500 ლარიდან 8 500 ლარამდე გაიზარდა (54,5%-იანი ზრდა). 2018 წელს ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 170 438 ლარი შეადგინა. ამ წელს ჟვანიას მიერ მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 21.9% შეადგინა (დანამატი – 14.6%, ჯილდო – 7.3%).

    2019 წელს ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 138,015 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან თანამდებობრივი სარგოს ჯამი 119,548 ლარია. სახელფასო დანამატის სახით ცესკოს თავმჯდომარეზე ამ წელს 16,767 ლარი გაიცა, ჯილდო 1,700 ლარის ოდენობის იყო. თავმჯდომარის მიერ მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 15.4% შეადგინა (დანამატი – 14%, ჯილდო – 1.4%).

    ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცესკოს თავმდჯომარემ არაერთ თვეში მიიღო ერთდროულად დანამატიც და პრემიაც, რაც „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით არასწორი პრაქტიკაა.

    „2016-2017 წლებში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, როდესაც მოხდა დანამატისა და პრემიის ერთდროული გაცემა არასაარჩევნო თვეს. რაც შეეხება საარჩევნო თვეებს, თანამდებობის პირებისთვის დანამატი და პრემია ერთდროულად გაიცა 2016 წლის აგვისტოს თვეში და ცესკოს წევრებისთვის ნოემბრის თვეში, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ასევე მხოლოდ ცესკოს წევრებისთვის.

    მსგავსი ფაქტები უარყოფით პრაქტიკას წარმოადგენს,ვინაიდან გაუგებარია რა გამორჩეულ საქმიანობას ასრულებს პირი, რომ ორივეს გაცემის მოთხოვნას აკმაყოფილებს, განსაკუთრებითარასაარჩევნო პერიოდში”, – წერია ISFED-ის ანგარიშში.

    ISFED-ის რეკომენდაციით, „საარჩევნო პერიოდში მიღებული გაორმაგებული თანამდებობრივი სარგოს პარალელურად არ უნდა გაიცეს დანამატი, სასურველია განისაზღვროს დანამატის გაცემის პერიოდულობა და უნდა განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს მატების პროცენტულობა და პერიოდულობა როგორც კომისიის წევრებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის”.

  • თბილისი-რიგას რეისზე 5-20 აგვისტოს Air Baltic-ი კვირაში ერთ ფრენას შეასრულებს – თურნავა

    თბილისი-რიგას რეისზე 5-20 აგვისტოს Air Baltic-ი კვირაში ერთ ფრენას შეასრულებს – თურნავა

    საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება.

    უკვე დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია „AirBaltic“-ს შორის. რეისი მხოლოდ კვირაში ერთხელ შესრულდება.

    „ამით როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდთან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

     

  • ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

    ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

    “გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატიურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

    სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტოლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა ჰეროინი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.

    დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მოსახლეობის მხოლოდ 10% თვლის, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ინტერნეტს უკავშირდება – NDI

    მოსახლეობის მხოლოდ 10% თვლის, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ინტერნეტს უკავშირდება – NDI

    NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს სჯერა, რომ 5G-ის ინტერნეტის ინფრასტრუქტურა კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.

    მოსახლეობის 45 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 30-მა პროცენტმა არ იცის. 16 პროცენტი ამბობს, რომ არასდროს სმენია 5G ინტერნეტის შესახებ.

    NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. მათი ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

    რაც შეეხება ფოკუს ჯგუფებს, საველე სამუშაოები 24-30 ივნისს, ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული, ახალქალაქი.

    კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.

  • 10 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მამა დააკავეს – ის ბრალს აღიარებს

    10 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მამა დააკავეს – ის ბრალს აღიარებს

    ქვემო ქართლის ერთ–ერთ სოფელში, 40 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება მას არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება.

    ტვ პირველის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ 10 წლის გოგონამ დედას მოუყვა და დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც მამამ მომხდარი შემთხვევა აღიარა.

    გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის კაცმა პოლიციას თავად დაურეკა და ჩაბარდა. ჯერჯერობით უცნობია, წარუდგინეს თუ არა მას ბრალი ოფიციალურად.