Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 11% უსიმპტომოდ მიმდინარეობდა – NCDC

    საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 11% უსიმპტომოდ მიმდინარეობდა – NCDC

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევებიდან 11% უსიმტომო იყო.ინფიცირებულების 17%-ს აღენიშნებოდა ყელის სიმშრალე/ტკივილი, 14,5%-ს თავის ტკივილი, 10,1%-ს სურდო.

    აღსანიშნავია, რომ სტაციონარებიდან გაწერილ 800 პაციენტს შორის უმეტესი წილი, 69,1% გადაყვანილია საკარანტინე სივრციდან.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს ანგარიში საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მესამე გადახედვაა და მასში მონაცემები ასახულია 2020 წლის 11 ივლისის მდგომარეობით. შესაბამისად, დოკუმენტში ყველა მაჩვენებელი წარმოდგენილია საანგარიშო პერიოდისთვის, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული. NCDC-ში ამბობენ იმასაც, რომ ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში რეგულარულად განახლდება

  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    „სპუტნიკ აფხაზიას“ ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთი დაინფიცირებულის შესახებ სააგენტოსთან საუბარში ე.წ. „პარლამენტის სპიკერმა“ ვალერი კვარჩიამ დაადასტურა, თუმცა ე.წ. დეპუტატის ვინაობა არ დაასახელა.

    ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი ლევონ გოლუსტიანი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მან კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით გაკვირვებულია.

  • პოლიციამ “ქურდული სამყაროს” წევრობის, იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

    პოლიციამ “ქურდული სამყაროს” წევრობის, იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

    სამართალდამცავებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის წარსულში ნასამართლევი ორი „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავა.

    როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

    მისივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი კანონიერი ქურდის ძმაა.

    დანაშაულები 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ „კრიმინალური ავტორიტეტები“ და “ქურდული სამყაროს” წევრები – ლ.ბ. და კ.კ. “კანონიერი ქურდების” მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და “ქურდული გარჩევის” გზით, “კანონიერი ქურდების” დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.

    პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

    გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

  • სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა

    სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დაინიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    მედიის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უკვე მოაწერა.

    ამ დრომდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა.

    სერგეი შამბა 1997-2010 წლებში ის აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის სექტემბრამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

  • TV პირველი მირიან ნიკოლაძის პიარით დაკავდა – ელისო კილაძე

    TV პირველი მირიან ნიკოლაძის პიარით დაკავდა – ელისო კილაძე

    “მირიან ნიკოლაძის პიარით დაკავდა ტვ პირველი”- ასე გამოეხმაურა, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ექსპერიმენტს “ქრონიკა +” -ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

    “ინგა გრიგოლია Ekaterine Mishveladze Vato Tsereteli მირიან ნიკოლაძის პიარით რომ დაკავდა ტვ პირველი,ცხადზე ცხადია,თქვენს ეთერში ბოტასას რომ მეძახის და პასუხს არ სცემთ,ვხედავ-ეთერს ვითხოვ ,პასუხი რომ გავცე მის უსინდისო ბოდვებს.(ჩვენს ნაკვალევზე წახვედით და იმიტომ)
    სტანდარტიც ამას ითხოვს და კოლეგიალობაც ! მზად ვარ ეთერში ნიკოლაძესთან ერთად დავჯდე,ან იმედია, ცალკე მომცემთ პასუხის გაცემის საშუალებას !”- წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, მირიან ნიკოლაძე იმ ადგილას მივიდა ექსპერიმენტის ჩასატარებლად, სადაც რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამია და ელისო კილაძე იმყოფებოდნენ.ნიკოლაძემ TV “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას, ელისო კილაძის, ნიკა გვარამიასა და მათ მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ, გარდაცვლილი ბიჭის შესახებ გაკეთებულ დასკვნებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ვერ დაეყრდნობა გაურკვეველი წარმომავლობის ექსპერტებს.

  • ღია ცის ქვეშ რომ დავრჩე, საქმეს ბოლომდე მივიყვან და სტრასბურგამდე ჩავალ – ბაჩალიაშვილის დედა

    ღია ცის ქვეშ რომ დავრჩე, საქმეს ბოლომდე მივიყვან და სტრასბურგამდე ჩავალ – ბაჩალიაშვილის დედა

    თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი ოჯახის ადვოკატის გარეშე გახსნა. მიხეილ რამიშვილის თქმით, მას კომპიუტერი დალუქული აღარ დახვდა. თუმცა ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა მოწყობილობიდან ამოღებული რაიმე ინფორმაცია. პარალელურად, გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი, მაგრამ  რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს მას, გაურკვეველია.

    “რომ დავრჩე ღია ცის ქვეშ და დამჭირდეს სახლის გაყიდვა, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ჩავალ სტრასბურგამდე” – განაცხადა  “მთავართან” თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

    დაღუპულის დედას ბევრი გარემოება უჩენს კითხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვინ წაშალა თამარის Facebook გვერდი, სადაც ოჯახი ხშირად შედიოდნენ და ასევე, დედა სვამს კითხვას, თუ გამოძიება არაფერს მალავს, რატომ არ დაასწრეს დაღუპულის ლეპტოპის გახსნას ოჯახის ადვოკატი.

    “რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა” , – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

    თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები კვლავ კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმკვლელობას. დედა ამბობს: “რომც დამხვრიტონ, არასდროს დავიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. ის ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჰქონდა ძალიან ბევრი გეგმა”. ჯუმბერ ბაჩალიაშვილს აქვს ეჭვი, რომ გამოძიება ფაქტებს განგებ ასაიდუმლოებს. მისი თქმით, საეჭვოა, რომ თამარის მანქანა და მისი ცხედარი მხოლოდ მას შემდეგ იპოვნეს, რაც ოჯახმა აქცია ჩაატარა. ასევე, როდესაც ოჯახმა და ადვოკატმა საქმეში ფედერალუ

  • რაჭაში კალაპოტიდან გადმოსულმა რიონმა ხიდები და გზები წაიღო

    რაჭაში კალაპოტიდან გადმოსულმა რიონმა ხიდები და გზები წაიღო

    რაჭაში სტიქია მძვინვარებს – გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდდა მდინარეები, გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი. მათ შორის, წყალმა წაიღო კურორტ შოვთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. რამდენიმე ადგილას ჩანგრეულია საავტომობილო გზები, წაღებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. სტიქიას მსხვერპლი არ გამოუწვევია.

    კალაპოტიდან გადმოსულმა რიონმა წაიღო რკინისა და ხის კონსტრუქციის ხიდები და ჩაანგრია საავტომობილო გზები. ადგილობრივების თქმით, წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზე და დახოცილია მათი კუთვნილი პირუტყვი და ფრინველი.

    რაჭველებს ეშინიათ ონის კასკადის აშენების შედეგების, რომლის აგების შემდეგაც მდინარე რიონში ორ მილში უნდა მოთავსდეს.

    ადგილზე მისული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ზარალის დათვლა გამოდარების შემდეგ დაიწყება. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე აზუსტებს, რომ გარესამყაროს 12 სოფელია მოწყვეტილი, დაზიანებულია 10 ხიდი, ელექტროგადამცემი ხაზები. მისი თქმით, სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ და გზების აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

  • ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება – კალაძე

    ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება – კალაძე

    ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე შემუშავებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

     

    „ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა მორგებული და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი მთლიანად ბუნებრივი ქვითაა მოპორკეთებული, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა“, – აღნიშნა კალაძემ.

  • როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი – რამიშვილი

    როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი – რამიშვილი

    გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

    რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას – „კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო.

    „კომპიუტერის სკანირებას რამდენიმე დღე შეიძლება დაჭირდეს. მათ იცოდნენ, რომ კომპიუტერი გახსნილი არ უნდა ყოფილიყო, დალუქულ მდგომარეობაში უნდა დამხვედროდა, მაგრამ გახსნილი დამხვდა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება უკვე და ძალიან ამყარებს ეს იმ ნათქვამს, რაც მამას, ბატონ ჯუმბერს უთხრა იმ მაღალჩინოსანმა, რომ „კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო. ახლა ამბობს, არაფერი ამდაგვარი არ მითქვამსო, ეტყობა, მაშინ ეს ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდათ, ბევრი კითხვის ნიშანია.

    მას შემდეგ, რაც განცხადება გავაკეთე, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროდან ექსპერტის ჩამოყვანა მინდოდა იმისთვის, რომ კომპიუტერი მათ გაეხსნათ, ვინაიდან ესენი ამბობდნენ, ვერ ვხსნითო, უცებ, იპოვეს კოდი, არადა მანამდე იმ მაღალჩინოსანს ნათქვამი ჰქონდა, რომ „გოგო შარში“ იყო. ოჯახს უკვე გამოძიების მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა აქვს.

    ექსპერტიზის ბიუროში მითხრეს, რადგან კომპიუტერი დადგენილების მიხედვით მოიტანეს, იმ წუთას დავიწყეთ კოდის ძებნა და ახლა თქვენს თვალწინ ვიწყებთ ამის გახსნასო. არადა, ლუქის ახსნა და მთელი რიგი პროცედურები ჩემ თვალწინ უნდა მომხდარიყო“, – აცხადებს რამიშვილი.

     

  • ხვალიდან 3 ღამის განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

    ხვალიდან 3 ღამის განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან სამი ღამის განმავლობაში (00:30-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

    როგორც კაა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება.

    „ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს დახაზვითი სამუშაოები. თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. გვინდა, რომ 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში ღამის 00:30 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან წერეთელი, თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძე ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რომ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შსს-ს და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ამას ადაპტაციის პერიოდი ექნება, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად შევუწყობთ მძღოლებს ხელს ამ მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს. ჭავჭავაძე, ფალიაშვილი და აბაშიძე ერთი დიდი კლასტერია და როდესაც სქემები მუშავდებოდა, ყველაფერი დათვლილია, რომ პრობლემა ამ მიმართულებით არ შეიქმნება“,-აღნიშნა კალაძემ.