Category: ახალი ამბები

  • საქართველოს მთავრობაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ პროგრესი უკან მიდის – კონგრესმენები პომპეოს

    საქართველოს მთავრობაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ პროგრესი უკან მიდის – კონგრესმენები პომპეოს

    კონგრესმენები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს წერილს უგზავნიან. ისინი წერილში საქართველოში დამყარებულ ოლიგარქიასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ საუბრობენ.

    მათი თქმით, საქართველოში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის.

    “როგორც იცით, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მშვენიერი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ურთიერთობების ტრანსფორმაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილიყო გლობალური სავაჭრო პარტნიორებისათვის ბაზრის მეტად ხელმისაწვდომობა, თავდაცვითი თანამშრომლობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის”. – წერენ კოგრესმენები.

    მათი თქმით,  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩერილ ფერმანდს და აარონ რუპერტს ესაუბრნენ და დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს კერძო სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუარესების მონიტორინგისთვის. ისინი პომპეოს მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან მომავალში საუბარში გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

    “1. მოქმედი მთავრობა, რომელსაც პარტია ქართული ოცნება ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული, რომელიც ცდილობს გააძევოს ქვეყნიდან ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც საქართველოს და ამერიკის ეკონომიკებში წლებია წვლილი შეაქვთ. ეს კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების გაზრდისათვის.

    2. საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები კრიტიკულ ამერიკულ ეროვნულ ინტერესს უქმნის საფრთხეს, მათ შორის:

    ა. ამერიკული კომპანიები განზრახ მოხსნა შავი ზღვის პორტის ინვესტიციებიდან და მფლობელობიდან, რის მიზანსაც რუსული და ჩინური გავლენებისგან საქართველოს იზოლირება წარმოადგენდა.

    ბ. ირანის და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გატარების არასრულფასოვნება, განსაკუთრებით პორტთან დაკავშირებული აქტივობების და სხვა დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციების კონტექსტში.

    3. ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ არ მიუღია საჭირო საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობის და სამართლიანობისათვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.”

    წერილს, რომელიც 27 ივლისი არის დათარიღებული,  ხელს აწერენ კონგრესმენი მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი.

  • ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ჩვენებასაც გავეცანი და თვითმკვლელობას გამოვრიცხავ – რამიშვილი

    ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ჩვენებასაც გავეცანი და თვითმკვლელობას გამოვრიცხავ – რამიშვილი

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ თამარის ფსიქოლოგის ჩვენების გაცნობის შემდეგაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

    “ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ეს დღეები მაქვს საუბრები თამარის მეგობრებთან, ოჯახის ყველა წევრთან. მე პირადად, არა როგორც ადვოკატი, არამედ ჩახედული ამ საქმეში, ფსიქოლოგის ჩვენებასაც გავეცანი და თვითმკვლელობას გამოვრიცხავ”,– ამბობს რამიშვილი ფორმულას ეთერში.

    ცნობისთვის, შსს–მ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგი ჰყავდა და გარკვეულ კონსულტაციებს გადიოდა. 23 ივლისს, პრესკონფერენციაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.

    “ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. რა თქმა უნდა, დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, დღეს ოჯახი მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. არ დავუმძიმოთ მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები”,– თქვა ჭელიძემ.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

  • თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

    თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

    თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

    აქამდე, საქეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა, რადგან ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იპოვეს.

    შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

  • ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი

    ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი

    დღეს კორონავირუსით საქართველოში მე–17 პაციენტი გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. საავადმყოფოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსითან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

    „ხანგრძლივი ავადობის შემდეგ გარდაიცვალა, მრავალი თანმხლები პათოლოგიებით“,- უთხრეს ცენტრში ipn–ს.

    ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 929 გამოჯანმრთელდა.

  • საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

    სამთავრობო ვებგვერდის, StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.

    29 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1 155 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 6489, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს შეადგენს.

  • სასამართლო პროცესი ცინიკური ფარსია, ესაა პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან – რურუა

    სასამართლო პროცესი ცინიკური ფარსია, ესაა პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან – რურუა

    მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ წინააღმდეგ მიდის, ის პოლიტიკური დევნის მაგალითია.

    „ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ სიტყვით გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩვენ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები. საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ოფიცრების ხელით, რამიშვილს ვგულისხმობ და მის სამეგობროს, ცდილობდნენ ჩვენი სახელების გატეხვას.

    ჩემი წინასწარვე დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას. ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან.

    მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი მე ხელისუფლების მიზანში, არის მთავარი არხის აქტივის შეძენა, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ზონდერი მთავრობის მიმართ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გვინდა რუსეთის ჩრდილში ყოფნა. სწორედ ამ ჩრდილში ყოფნას უშლის ხელს თავისუფალი მედია”,– განაცხადა გიორგი რურუამ.

    მისი შეფასებით, მიმდინარე სასამართლო პროცესი “ცინიკური ფარსია”, რადგან ყველა სამართლებრივი პროცედურა უხეშადაა დარღვეული.

    „მინდა შევეხო სასამართლო პროცესს, რომელიც ცინიკური ფარსია. მე არ მქონდა სასამართლოზე მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება, რაც ჩემ უდანაშაულობას დაამტკიცებდა, მე არ მქონდა ადვოკატის დასწრების უფლება, ჩხრეკის დროსაც კი, რაც რეალურად არ ჩატარებულა, თუმცა სამართლებრივად ეს უფლება ჩამომართვეს.

    ოლიგარქიულმა სასამართლომ არაფრად ჩააგდო მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პრეცედენტები სამართალწარმოებაში. ყველა სამართლებრივი პროცედურა, რაც ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსშია, უხეშადაა დარღვეული.

    მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდება აბსურდულია“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

    გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

    გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

    გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.

    გიორგი რურუას განაჩენი ხვალ 11:00 საათზე გამოცხადდება.

     

  • მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – ანა დოლიძე

    მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – ანა დოლიძე

    ანა დოლიძე  მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დადგება – ამის შესახებ ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.  

    “ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21 საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით”

  • რის საფუძველზე დაადგინა თსუ-ს კომისიამ კაჭკაჭიშვილის კეთილსინდისიერების დარღვევა – განმარტება

    რის საფუძველზე დაადგინა თსუ-ს კომისიამ კაჭკაჭიშვილის კეთილსინდისიერების დარღვევა – განმარტება

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისია განმარტავს, რის საფუძველზე დაადგინა იაგო კაჭკაჭიშვილის თვითპლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა.

    კომისიის წევრების განცხადებით, “აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის” დადგენა სადამსჯელო ღონისძიება არ არის, მათ კი უბრალოდ დაადასტურეს ისედაც ცხადი ფაქტი, რომ კაჭკაჭიშვილის დისერტაცია და სახელმძღვანელო ერთმანეთის იდენტურია.

    მათი განმარტებით, თსუ–ს ეთიკის კომისიის დასკვნა მიზნად არ ისახავს თსუ–ს მხრიდან ვინმეს მიმართ კონტრაქტის გაწყვეტას, ან ნაშრომის დაკნინებას.

    ეთიკის კომისიის წევრები: ზვიად აბაშიძე, სალომე დუნდუა, ქეთევან ხუციშვილი,ეკატერინე ფირცხალავა და ლალი ხეჭუაშვილი “ტაბულას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერენ:

    “უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში მონაწილეები თავისი ნებით არ ერთიანდებიან, მათ არსებული სიიდან ირჩევს უნივერსიტეტი (კორპორაციული ეთიკის მიხედვით, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, არ გაქვთ უფლება, უარი თქვათ წევრობაზე).

    კომისიას მოეთხოვებოდა შემოსული განცხადების საფუძველზე, პასუხი გაეცა, მხოლოდ,ორ კითხვაზე:

    • იყო თუ არა ე. წ. თვითპლაგიატის ფაქტი?
    • იყო თუ არა დისერტაცია/სახელმძღვანელო კომპილაცია?

    საკითხი 1

    ე. წ. „თვითპლაგიატი“. შემოსულ განცხადებაში ერთი მხარე ადანაშაულებდა მეორეს, რომ დისერტაცია და გამოცემული სახელმძღვანელო ერთმანეთის იდენტურია ისე, რომ არ არის მათში მინიშნება ამ საკითხზე და, რომ ეს არის აკადემიური გადაცდომა. ბ-ნ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებაში პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ეს მართლაც ასეა, რომ წიგნი დისერტაციის მოდიფიკაციას წარმოადგენს და დისერტაცია და სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, ერთმანეთის იდენტურია, მცირეოდენი განსხვავებით.

    აქედან გამომდინარე, კომისიამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო განსაკუთრებული განხილვის გარეშე. ამავე დროს, აღნიშნა კიდეც, რომ წიგნში ამ ყველაფრის მითითება მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა. სწორედ, ამას ნიშნავს დასკვნის ბოლო ნაწილში „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“, რომელიც შესაძლო ბევრისთვის „სადამსჯელოდ“ მოჩანდეს, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

    ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის ე. წ. თვითპლაგიატის თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება.

    ბ-ნი იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის დაკნინება აზრად არავის მოგვსვლია! დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი არ ემსახურება სოციოლოგიური აზრის განვითარებას. ამას ვერსად ვნახავთ!

    ნაშრომების შინაარსობრივ ნაწილის განხილვაში არც შევსულვართ, ჩვენ არ ვართ სოციოლოგები და არ იყო ეს ჩვენი მიზანი. ამას, წესით, დარგობრივი კომისია აკეთებს საჭიროების შემთხვევაში.

    საკითხი 2

    იყო თუ არა ნაშრომი კომპილაცია? დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი კომპილაციაა, დასკვნაში წერია, ის შეიცავს კომპილაციის ნიშნებს (და ხაზი გასმულია სახელმძღვანელოდ გადაკეთებაზე), როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და მითუმეტეს სახელმძღვანელო. ამაში უცხო და საჩოთირო არაფერია.

    კომისიამ პასუხი გასცა ამ ორ კითხვას. კომისია არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. მან შექმნა შუალედური დოკუმენტი, (რომლიც, რატომღაც, გაუგებარი გზებით, ჩუმად მოხვდა მედიაში მანამ, ვიდრე ის აკადემიური საბჭოს განხილვაზე გავიდოდა).

    ყველაზე მთავარი, რომელსაც, სამწუხაროდ, არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას არის ის, რომ კომისია დასკვნის საბოლოო ნაწილში მიმართავს აკადემიურ საბჭოს, რომ 20 წლის წინანდელი ნაშრომის შესახებ მსჯელობების პრეცენდენტს ნუ დაუშვებს. აი, სწორედ ეს გახლავთ ეთიკის კომისიის დასკვნის მთავარი პათოსი!

    სამწუხაროდ, დასკვნის ეს უმნიშვნელოვანესი მხარე საჯარო განხილვებიდან უსამართლოდ სადღაც გაქრა!

    და ბოლოს, ვიტყვით იმას, რომ ეს დასკვნა არ დაწერილა იმ მიზნით, რომ ვინმეს საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული და, მით უფრო, ამის საფუძველზე თსუ-ს კონტრაქტი შეეწყვიტა ვინმესთვის. ამის დასტური კი სწორედ დასკვნის ეს ბოლო ნაწილია.

    აქედან გამომდინარე, ვთხოვთ, დაინტერესებულ საზოგადოებას, გაიაზროს, თუ რა დოკუმენტია სინამდვილეში შექმნილი და რომ ამ თითქოსდა მოკლე დოკუმენტის შექმნას, კომისიამ 4 თვე მოანდომა, რომელიც ერთ თვეში იყო შესაძლებელი დამთავრებულიყო. ამის მიზეზი კი სწორედ ის გახლდათ, რომ იგი არ ყოფილიყო ავი ზრახვებისთვის გამოყენებული და მისით არავის ესარგებლა!

    ვინც ჩვენ პიროვნულად გვიცნობს, მან კარგად იცის, რომ ჩვენგან ვერც ჯალათი და ვერც უსამართლობის ქომაგი ვერ და არ გამოვა ვერასდროს. საკუთარი განვლილი ცხოვრების ისტორია ამის თქმის სრულ მორალურ უფლებას გვაძლევს.

    ზოგადად, საუნივერსიტეტო საქმე უნივერსიტეტის კედლებში უნდა წყდებოდეს. სოციალური მედია არ გახლავთ ამისათვის მართებული არეალი. სწორედ ეს განაპირობებდა ჩვენს თავშეკავებას, რადგან არაეთიკურად მივიჩნიეთ საკითხის ამგვარი საჯარო განხილვა.

    ყველას მადლობას ვუხდით, ვინც მოახერხა თავშეკავება ჩვენი ლანძღვა-გინებისგან სწორედ ჩვენი და უპირველესად, საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების გამო. მათაც მადლობა ვინც პატივს გვცემდა, მაგრამ გარკვეულმა ეიფორიამ აიყოლია და ზოგჯერ უკადრებელიც ათქმევინა. დარწმუნებულები ვართ, მათ ეს ცხელ გულზე გააკეთეს, რისი მიზეზიც საქმეში მათი ბოლომდე ჩაუხედაობა იყო, თუმცა სურვილის შემთხვევაში წინ არაფერი ეღობებოდათ!” – წერია განცხადებაში.

    იაგო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც, თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყვეს. მისი თქმით, რექტორის ბრძანებით, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც მისი 2001 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციის  შესწავლა დაევალა. კომისიამ აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა დაადგინა.

  • “ბოდიშს ვიხდი ემოციური ფონისთვის, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა! ბიძინას ზებრამ რომ გიბრძანოთ, საკუთარ დედებზე იტყვით უარს!”- ქაცარავა

    “ბოდიშს ვიხდი ემოციური ფონისთვის, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა! ბიძინას ზებრამ რომ გიბრძანოთ, საკუთარ დედებზე იტყვით უარს!”- ქაცარავა

    “შემომითვალეს ერთ ერთი სტრუქტურიდან – თუ გინდა ბიზნესში საქმეები კარგად გქონდესო, დაანებე თავი ანტისაოკუპაციო საქმიანობას და ყველაფერი კარგად გექნებაო”-  ამის შესახებ,  ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

    “წინასწარ ვიხდი ბოდიშს ემოციური ფონისთვის, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა!!!

    რატომ ვწერ ამ პოსტს?

    დიდი ხანი ვიკავებდი თავს და ვცდილობდი დამერწმუნებინა საკუთარი თავი რომ რასაც დავწერ აქ, ოკუპაციასთან ბრძოლასთან არანაირ კავშირში არ არის და შესაძლოა მეჩვენებოდა.
    მაგრამ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი.

    ოკუპაციის ხაზთან რომ ვერ გვაჩერებენ ეს კოლაბორაციონისტები, ინაცვლებენ ჩემს პირად და საქმიან ცხოვრებაში.
    რა მოხდა?
    ბევრი რამ.

    ალბათ იცით, რომ 2006 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში და კომპანია რაფტინგ.ჯი/Rafting.ge სათავგადასავლო ტურიზმში საუკეთესო კომპანიების 3 შია.
    სინამდვილეში, ეს კომპანია გახლავთ ჩემი ოჯახის შემოსავლების ძირითადი წყარო და არა ეფემერული ალფა ბანკები და რაღაც გრანტები, რომლებიც ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან არანაირ კავშირში არ არიან.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კომპანია ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიაა საჯომარდო ბაზარზე და მუდმივ განვითარებაზე იყო და არის ორიენტირებული, ბოლო 2 წლის განმავლობაში რაფტინგი.ჯი ს მომსახურებაზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა.

    ამ კლებას თავიდან ვაბრალებდი ჩემს გადართვას ანტისაოკუპაციო საქმიანობაზე, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ გამოდგა.

    ცოტა ხნის წინ შემომითვალეს ერთ ერთი სტრუქტურიდან – თუ გინდა ბიზნესში საქმეები კარგად გქონდესო, დაანებე თავი ანტისაოკუპაციო საქმიანობას და ყველაფერი კარგად გექნებაო. ხომ ხვდებიო, რატომ აღარ მოდიან შენთან მსხვილი კომპანიებიო?
    ჩვენ “რჩევებს” ითვალისწინებენო.

    ხვდებით ალბათ, რაც ვუპასუხე. ბუნებრივია, ზრდილობიანად უარი ვუთხარი.

    პანდემიის შემდეგ ჯომარდობა გადაისროლეს სათავგადასავლო ტურიზმიდან სპორტულ აქტივობებში და გახსნის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაწიეს.

    მხოლოდ დიდი ბრძოლის შემდეგ რამდენიმე კვირის დაგვიანებით მოგვცეს უფლება გავხსნილიყავით.

    გახსნის დღიდან, ლამისაა კვირაში 3 ჯერ მოდის საგადასახადო და გვამოწმებს.

    რამდენიმე დღის წინ ახალი პროდუქტის გატესტვის დროს ბათუმში, ზღვაში შესული საჯომარდო ნავები დაგვიჯარიმეს, 1 აგვისტოს დადასტურებული შეკვეთა ძალიან “უცნაურად” გაუქმდა, საჯომარდო ბანაკში დენის ჩართვასთან დაკავშირებით შეტანილ განაცხადზე, რომელზეც წლების განმავლობაში არასოდეს პრობლემა არ შეგვქმნია, უარი მოგვივიდა.

    კიდევ რას მოიფიქრებთ, კოლაბორაციონისტებო?

    მაინც ვერ გამაჩერებთ, და იცით რატომ?
    მე ვიცი, რისთვის და რატომ ვიბრძვი, თქვენ კი ნაძირალა მოღალატეები ხართ და ბიძინას ზებრამ რომ გიბრძანოთ, საკუთარ დედებზე იტყვით უარს!

    სიცოცხლეზე გაფრთხილებაც მოვიდა, დიდი მადლობა გაფრთხილებისთვის!

    ფრთხილად ვართ, არც ოკუპაციის ხაზს ვკვეთავთ და მანქანებსაც ფრთხილად ვმართავთ, არც ნარკოტიკებს ვხმარობთ და არც არარეგისტრირებული იარაღი გვაქვს!!!

    ძალიან ცოტა დაგრჩათ, ძალიან!!!

    უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მეფობენ დრონი და არა ქოცები!!!!

    ბრძოლა გრძელდება და არც ერთი ნაბიჯი უკან!!!

    იმედი თუ გაქვთ რომ მეზიზღებით, აქაც ცდებით. საცოდავები ხართ და მართლა მებრალებით, ყველაფრის მკადრებლებო!

    ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ძალა კი ერთობაშია!”- წერს დავით ქაცარავა .

  • გიორგი რურუა დანაშაულის მსხვერპლია და პოლიტიკური მოტივით იდევნება – დიმიტრი საძაგლიშვილი

    გიორგი რურუა დანაშაულის მსხვერპლია და პოლიტიკური მოტივით იდევნება – დიმიტრი საძაგლიშვილი

    გიორგი რურუა დანაშაულის მსხვერპლია და პოლიტიკური მოტივით იდევნება – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

    გიორგი რურუას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება – დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუა იარაღის ჩადების გამო, დაზარალებული თავადაა. დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

    პროცესზე ამ წუთებშიც ადვოკატების დასკვნით სიტყვას ისმენენ, რომლებიც კიდევ ერთხელ შეახსენებენ სასამართლოს ამ საქმეში არსებული დარღვევების შესახებ და კიდევ ერთხელ დაასაბუთებენ იმას, თუ რატომ არის გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარი. გაჭიანურებული პროცესის გამო, სავარაუდოდ, დღეს მოსამართლე გადაწყვეტილებას აღარ გამოაცხადებს.

    გიორგი რურუა ხელისუფლებისთვის მიუღებელი სწორედ ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და “მთავარი არხის” თანადგომის გამო აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ის 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს.