Category: ახალი ამბები

  • ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი,  დღეს ამან შეგვკრიბა – თაკო ჩარკვიანი

    ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი, დღეს ამან შეგვკრიბა – თაკო ჩარკვიანი

    ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი და დღეს მე ვფიქრობ, ამან შეგვკრიბა, – “სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

    „ქუჩაშიც რომ გავიდეთ, ყველა გვეტყვის, რა გვეშველება, რა ვქნათ, ეს კითხვა არავის აძინებს. ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი და დღეს მე ვფიქრობ, ამან შეგვკრიბა. ჩვენი გაერთიანებაც ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე მოხდა. ყველა ძალიან განვიცდით, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ნიჭიერი ხალხით და არაფერი ხელში არ გვაქვს.

    დიდი ლიტერატურა, დიდი მწერლობა, ნიჭი, ფლოკლორი გვაქვს, გვყავს ლამაზი ხალხი. მემატიანეც კი ამბობს – ახოვანნილამაზნიტანადნი და კიდევ იქ ტირეა, მაგრამ იმ ტირეს არ ვიტყვი, რადგან აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ის ტირე არ არსებობდეს. ჩვენ ვართ ლამაზნიტანადნიახოვანნი. 30 წელის ვიღაც ნათაღლითარი პოლიტიკოსები წრეზე ატარებენ ჩვენს ქვეყანას და ვერ მოვერიეთ. რვა წელია თავზე ჩამოგვემსხვრა არათუ ოცნება, სახელმწიფო ინსტიტუციები“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

  • ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

    ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

    ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 42 წლის ლევან გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდან არის.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

    ოჯახის წევრები მომხდარ  ფაქტზე არ საუბრობენ. მეზობლებისთვის კი მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა, ამბობენ, რომ მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.

    მათივე ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მანამდე კი საკუთარი მკვლელის ვინაობა დაასახელა.გადმოსვენების საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

  • ზოგიერთი კონგრესმენი უხერხულობაში ჩავარდება – ნათია თურნავა

    ზოგიერთი კონგრესმენი უხერხულობაში ჩავარდება – ნათია თურნავა

    “ზოგიერთი კონგრესმენი უხერხულობაში ჩავარდება “- ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კომპანია “ფრონტერას” და მისი ლობისტების მცდელობა ჩრდილი მიაყენონ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობას.

    “ვაფასებთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ძალიან ვაფასებთ იმ საინვესტიციო გარემოს, რაც გააჩნია საქართველოს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ფრონტერა” დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაო.აქედან გამომდინარე, ყველა დანარჩენი მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს ჩვენს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, არის უსუსური, არაფრისმომცემი და შედეგი დადგება ის, რომ უხერხულობაში ჩავარდებიან ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, იქიდან გამომდინარე, რომ მცდარი ინფორმაცია იქნება მიწოდებული “ფრონტერას” და მისი ლობისტების მხრიდან”, – განაცხადა თურნავამ.

  • ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი – ეკატერინე ტიკარაძე

    ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი – ეკატერინე ტიკარაძე

    ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა, რითიც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

    ტიკარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტია.

    „მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მთავრობა ერთობლივად შევძლებთ და საქართველოში დაიწყება და გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც უკვე 8 წელია მიმდინარეობს,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.

  • ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება – დავით მათიკაშვილი  რურუას განაჩენზე

    ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება – დავით მათიკაშვილი რურუას განაჩენზე

    ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ სცნო გიორგი რურუა. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ “ნაციონალურ მოძრაობად” წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ- ერთი კრიმინალი ლიდერი. ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგანაც ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები არ ერევიან სასამართლო საქმეებში. 2012 წლის შემდგომ მკვეთრად არის გამიჯნული ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება და მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე სახით ეჭვის ქვეშ დავაყენოთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

  • ვერ მოგერევიან!  გიორგი რურუაც და ჩემი ძმაც ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან – თორნიკე მამალაძე

    ვერ მოგერევიან! გიორგი რურუაც და ჩემი ძმაც ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან – თორნიკე მამალაძე

    “ვერ მოგერევიან გიორგი რურუაც და ჩემი ძმაც ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან” -ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე გიორგი რურუას განაჩენს.

    “სიმართლე გითხრათ, როგორც კი გავიგე, რომ გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლე ბუგიანიშვილი გაამწესეს, მაშინვე ვიცოდი, რომ დღევანდელი განაჩენი ასეთი იქნებოდა. ქართულ ოცნებას თუკი სურს ვინმე ციხეში ჩასვას შეკერილი საქმით და მტკიცებულებების გაყალბებით – ძმები ბუგიანიშვილები საუკეთესო ვარიანტია. დეკანოზს მისმა ძმამ გამოუტანა უკანონო განაჩენი. ერთს ვიტყვი: გიორგი რურუაც და ჩემი ძმაც ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან, ხოლო ნაძირალა და კრიმინალი ბუგიანიშვილები თავიანთი მბრძანებლებითურთ ჩაანაცვლებენ მათ კამერებს საპყრობილეში. ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა გიორგი რურუას! ვერ მოგერევიან ძმაო, შენ გაიმარჯვებ!!!”- წერს თორნიკე მამალაძე.

    შეგახსენებთ, რომ“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

  • მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება – ფოტიგა რურუაზე

    მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება – ფოტიგა რურუაზე

    ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება და პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს უფლებამოსილება და შეიწყალოს.

    საქართველოს ბევრი მეგობარი მედიის მფლობელ გიორგი რურუას დაკავებას და ახლა უკვე სასჯელს პოლიტკურად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, როგორც იმ სხვა ფიგურების შემთხვევაში ქნა, რომელთა საქმეც რვა მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ეს გააუმჯობესებდა კლიმატს არჩევნების წინ”,- წერს ფოტიგა ტვიტერზე.

    მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

    გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

    გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

    გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.

  • ხელვაჩაურში ოთხი პირი 82 439 ლარს თაღლითურად დაეუფლა, ორი დავაკავეთ – პროკურატურა

    ხელვაჩაურში ოთხი პირი 82 439 ლარს თაღლითურად დაეუფლა, ორი დავაკავეთ – პროკურატურა

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების საქმეებზე პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა. უწყების განცხადებით, 2 მათგანი დააკავეს.

    პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს მარიამი ო.ბ.-2006-ის დირექტორმა მუნიციპალიტეტის მერიიდან საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიღების მიზნით, დაამზადა შესრულებული სამუშაოების მიღების ყალბი აქტები, რომელთა სინამდვილეც დადასტურებული იყო სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით, ექსპერტის მიერ გაცემული ყალბი ექსპერტიზის დასკვნებით და სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების ყალბი აქტებით. უწყების განცხადებით, აღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შპს მარიამი ო.ბ.-2006-ის დირექტორი ო.ბ. უსაფუძვლოდ, მოტყუებით დაეუფლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 82 439 ლარს. დაკავებულები არიან დირექტორი და ექსპერტი.

    შპს-ს დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ექსპერტს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ხოლო კომისიის თავმჯდომარესა და სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარედგინათ.

  • მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას! – რურუა

    მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას! – რურუა

    “მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას!”,– ასე ეხმიანება გიორგი რურუა სასამართლოს განაჩენს.

    მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით,  რურუას დაპატიმრების გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

    მისივე თქმით, გიორგი რურუა განაჩენს ღიმილით შეხვდა, რადგან ელოდა კიდეც ასეთ გადაწყვეტილებას.

    “მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

  • აცდენილია რეალობას – დაჩი ბერაია კონგრესმენების წერილზე

    აცდენილია რეალობას – დაჩი ბერაია კონგრესმენების წერილზე

    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება და მას უსაფუძვლოს უწოდებს. მისივე თქმით, წერილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და ქვეყნის პროგრესის უკუსვლაზეა საუბარი, აცდენილია რეალობას.

    “ეს არის მორიგი უსაფუძვლო წერილი, რომელსაც ხელს აწერს კონგრესმენი მალინი. არც არის მისი მხრიდან გასაკვირი, ეს არის ფრონტერას მხარდამჭერი მესიჯბოქსის გაგრძელება მისი მხრიდან.

    თავისთავად ის, რომ წერილში ჩამოთვლილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის გასაკვირი. ერთ-ერთი დეტალი, რაც წერილში მითითებულია, თურმე საქართველოში არ განხორციელებულა საარჩევნო რეფორმა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წერილი აცდენილია რეალობას”, –ამბობს ბერაია.

    ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს. ისინი წერილში საქართველოში დამყარებულ ოლიგარქიასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის.

    “მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის”. – წერენ კოგრესმენები.

    წერილს, რომელიც 27 ივლისი არის დათარიღებული,  ხელს აწერენ კონგრესმენი მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი.