Category: ახალი ამბები

  • ეს სასამართლო არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია – უგულავა რურუას განაჩენზე

    ეს სასამართლო არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია – უგულავა რურუას განაჩენზე

    “ეს სასამართლო სასამარლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია”, — ასე ეხმიანება ევროპული საქართველო ლიდერი, გიგი უგულავა გიორგი რურუას განაჩენს.

    “ქართულ ოცნებას ერთადერთი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში — გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. დღეს ყველა ერთად ვხედავთ, რომ ეს სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული, ჩმორი მოსამართლეები. ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია.

    საქართველო ვტრიალებს ერთი და იგივე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწის კვრით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი”, – განაცხადა უგულავამ.

    მისივე თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იქნება ადამიანები სამართალს ვერ იპოვიან.

    “პოლიტიკოსები მოვლენ და მივლენ, მაგერამ ეს ვირეშმაკები, რომლებიც აქ არიან დაბუდებულები, ესენი რჩებიან და თუ დროზე არ მივხედეთ, ესენი ისე გაძლიერდებიან, რომ სახელმწიფოს წაიყოლებენ”,– თქვა უგულავამ.

    “მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

  • სასამართლო მონურად ემსახურება პოლიტიკურ გუნდს – ხოშტარია რურუას განაჩენზე

    სასამართლო მონურად ემსახურება პოლიტიკურ გუნდს – ხოშტარია რურუას განაჩენზე

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია გიორგი რურუასთვის 4–წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება. მისი თქმით, მთელი სასამართლოს განმავლობაში მტკიცდებოდა ერთი რამ, რომ გიორგი რურუა არის სისტემის მსხვერპლი, რომ გიორგი რურუას ცალსახად ჩაუდეს იარაღი”.

    ხოშტარიას განცხადებით, სასამართლო მონურად ემსახურება საქართველოს ხელისუფლებას.

    “ამას დამტკიცებაც არ უნდა, უბრალოდ ერთი მიდევნება უნდა, რომ ეს იყო ძალით ჩადებული იარაღი. ეხლა რისთვის უნდოდათ, ცხადია უნდოდათ პოლიტიკური დაშინებისთვის და როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნაზე და სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ეპყრობა კონკრეტულ მოქალაქეს, აი ესეთი სასამართლო არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა. სასამართლო, რომელიც ემსახურება მონურად პოლიტიკურ გუნდს. ამიტომ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც ქართული ოცნება უნდა წავიდეს და დაიხუროს აი ესეთი მონური სასამართლოს ფურცელი”. – ამბობს ხოშტარია.

    ხოშტარია დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილებსაც გამოეხმაურა, სადაც ისინი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ და თქვა, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ქართული ოცნება დიდ ფასს გადაიხდის.

    “საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირ გვეუბნება გიორგი რურუას სახელის დასახელებით, პირდაპირ სენატორები ლაპარაკობენ, გამოუშვით გიორგი რურუა, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. პომპეომ უთხრა გახარიას, რომ უნდა მორჩეს სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. ამაზე ხმამაღალი განაცხადი არ არსებობს უბრალოდ. ეს რას ნიშნავს, ქართული ოცნება ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ამ ყველაფერში, გიორგი რურუა აუცილებლად გამოვა, გიორგი რურუა აუცილებლად დაუმტკიცებს სისტემას, რომ ის არის ამ შემთხვევაში მსხვერპლი სისტემის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ამოცანა გვაქვს, რომ მთლიანად ეს სისტემა მოვშალოთ. არ მივიღებთ ესეთ მონურ სასამართლოს ამ ქვეყანაში”. -აცხადებს ელენე ხოშტარია.

    “მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

    გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

    გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

    გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.

  • ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა

    ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. როგორც პრესკონფერენციაზე კონსორციუმის წარმომადგენელმა განმარტა, მათ ორი სარჩელი 29 ივლისს შეიტანეს.

    მათ შორის ერთი უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა შეიტანა, მეორე კი ბობ მეიერსმა, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი უმსხვილესი წილის მფლობელი იყო.

    არბიტრაჟში შეტანილ სარჩელებში კონსორციუმი საქართველოს სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღუარებას მოითხოვს.

    მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მათ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგათ.

    საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან.

    მალევე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრებდა. როგორც კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, არბიტრაჟში საქმის წარმოება მარტში უნდა დაწყებულიყო.

    კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.

  • გიორგი განაჩენს ღიმილით შეხვდა, სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი არც ჰქონია – საძაგლიშვილი

    გიორგი განაჩენს ღიმილით შეხვდა, სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი არც ჰქონია – საძაგლიშვილი

    გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ რურუას დაპატიმრების გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

    “არ არის ეს მოსამართლე, რომელიც შინაგანი რწმენის ან კანონის საფუძველზე ხელმძღვანელობს, არამედ ის არის უბრალოდ, პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე, – ამბობს საძაგლიშვილი.

    საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუა განაჩენს ღიმილით შეხვდა, რადგან ელოდა კიდეც ასეთ გადაწყვეტილებას.

    “გიორგის არაფერი უთქვამს. ის ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას და ღიმილით და ღირსეულად შეხვდა იმიტომ, რომ არაფერს არ ნიშნავს და არ ცვლის მისთვის ეს გადაწყვეტილება. მას პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გამოუტანა განაჩენი იმის გამო, რომ იყო “ქართული ოცნების” ოპონენტი, იმის გამო, რომ არის “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი, – თქვა ადვოკატმა.

    მანვე აღნიშნა, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ აქვთ ნდობა, რადგან იქაც ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილი მოსამართლეები არიან.

    “მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

    გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

    გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

    გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილ

  • სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

    სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

    “მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

    გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

    გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

    გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.

     

  • კონგრესმენების წერილი გზავნილია, რომ გვჭირდება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა – სამადაშვილი

    კონგრესმენების წერილი გზავნილია, რომ გვჭირდება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა – სამადაშვილი

    ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილი კონგრესმენების მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. მისი თქმით, ეს წერილი ნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა.

    „ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ის კონგრესის რამდენიმე წევრმა სახელმწიფო დეპარტამენტს კიდევ ერთხელ ერთობლივად მიმართა. საუბარი არის რუსი ოლიგარქის მიერ მანიპულირებული ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე. ეს, ჩემი აზრით, არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისგან, რომ ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ჩვენ გვჭირდება ოქტომბერში, არჩევნების გზით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა, თუ ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ გააგრძელოს აშშ-სთან ის სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც სჭირდება”,– განაცხადა სამადაშვილმა.

    მისივე თქმით, ვაშინგტონის გზავნილებია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რეგიონში ამერიკულ სტრატეგიულ ინტერესებს ავიწროვებს, მათ შორის არ აძლევს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ამერიკელ ინვესტორებს და ჩვენს რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გავლენას აძლიერებს.

    “ვფიქრობ, რომ თავისთავად მეტყველებს და შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის სტარატეგიულ ინტერესებშიცაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება,“ – ამბობს სამადაშვილი.

    ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს. ისინი წერილში საქართველოში დამყარებულ ოლიგარქიასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის.

    “მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის”. – წერენ კოგრესმენები.

  • ეკა ბესელია კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის

    ეკა ბესელია კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის

    პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

    მისი თქმით, სწორედ მცხეთა იქნება ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი. უახლოეს პერიოდში კი პარტია კიდევ რამდენიმე ოლქში წარადგენს საკუთარ კანდიდატს. იყრიან თუ არა კენჭს ბესელიას პარტიიდან თბილისის ოლქში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

    “ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

    ცნობისთვის, მცხეთის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი რეგიონის გუბერნატორი შალვა კერესელიძეა.

  • გარემოვაჭრისგან ქრთამის აღების გამო თბილისის მერიის ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

    გარემოვაჭრისგან ქრთამის აღების გამო თბილისის მერიის ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.

    „გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა“, -აცხადებს სუს–ი.

    გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

  • 2019 წელს მთავრობამ 270 მილიონი ლარის პრემია/დანამატები გასცა

    2019 წელს მთავრობამ 270 მილიონი ლარის პრემია/დანამატები გასცა

    ბიუჯეტის მონიტორის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს მთავრობამ 35.9 მლნ ლარის პრემიები გასცა, რაც 2018 წელთან შედარებით 3.6 მლნ–ით მეტია. რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, მასში მთავრობამ 270.34 მლნ ლარი დახარჯა. ეს თანხა გასული წლის მაჩვენებელს 32 მლნ–ით აღემატება.

    ბოლო წლებში ჯამურად მთავრობის მიერ გაცემული პრემია/დანამატების სტატისტიკა ასეთია:

    • 2014 წელი — 289,3 მილიონი ლარი;
    • 2015 წელი — 303,5 მილიონი ლარი;
    • 2016 წელი — 322 მილიონი ლარი;
    • 2017 წელი — 305,6 მილიონი ლარი;
    • 2018 წელი — 234,1 მილიონი ლარი;
    • 2019 წელი — 270,4 მილიონი ლარი;

    გამოდის, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში პრემია/დანამატებზე ბიუჯეტიდან ჯამურად 1,7 მილიარდი დაიხარჯა.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, საერთო რაოდენობა კი 1160-მდე გაიზარდა.

    გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი , სულ – 935. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსის 17 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 6489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.