Category: ახალი ამბები

  • იმედია, მოსამართლემ რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო – დეგნანი

    იმედია, მოსამართლემ რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო – დეგნანი

    “იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რურუას საკითხთან დაკავშირებით, მიიღო დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე”,– ასე გამოეხმაური საქართველოში აშშ–ის ელჩი, კელი დეგნანი გიორგი რურუას 4 წლით დაპატიმრებას.

    მისივე თქმით, რურუას დაკავების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.

    “იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ჩვენ წამოვჭერით გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით. გეტყვით იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება დამოუკიდებლად და სამართლიანად”, – განაცხადა დეგნანმა.

    დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა.

  • დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი გავხდები – გიორგი ვაშაძე

    დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი გავხდები – გიორგი ვაშაძე

    “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებით შექმნილი კოალიციური მთავრობის პრემიერ–მინისტრი იქნება. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

    “დღეს დასახელებული ვარ პრემიერობის კანდიდატად და დარწმუნებული ვარ, რომ გავხდები. სერიოზული განაცხადია და გეტყვით, როგორ. მე ვხედავ კოალიციურ მმართველობას 31 ოქტომბრის შემდეგ. მე ზუსტად ვხედავ იმ სტრატეგიას, როგორც მივალთ აქამდე.

    ჩემთვის არჩევანი 31 ოქტომბერს არის ძალიან მარტივი – დამსხვრეული ოცნებების პარტია ან აღმშენებლობა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი აირჩევს აღმშენებლობას”. მეორე, ოპოზიციას აქვს საერთო საკითხები, სადაც ვთანამშრომლობთ და მე ვაპირებთ მათთან კოალიციის გაკეთებას”,– ამბობს გიორგი ვაშაძე.

    მისივე თქმით, “ძალა ერთობაშიას” გამოეყო, რათა გზა გაეხსნა ახალი თაობის პროფესიონალებს პოლიტიკაში, თუმცა მათთან ერთად კოალიციის შექმნას აპირებს.

    მანვე აღნიშნა, რომ მზად არის პრემერ–მინისტრის პასუხისმგებლობა იტვირთოს.

    “ვაპირებ, ამ ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გავხდე, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს, რომ ის უზარმაზარი პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, მოვაგვაროთ და მზად ვარ, რომ ეს უმძიმესი პასუხისმგებლობა ვიტვირთო, გაწერილი მაქვს დეტალურად რა არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, ხალხმა უნდა დამიჭიროს მხარი”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • არ იქნება ცვლილება შემოდგომაზე? იქნება გაზაფხულზე, დარწმუნებული ვარ – ოქრუაშვილი

    არ იქნება ცვლილება შემოდგომაზე? იქნება გაზაფხულზე, დარწმუნებული ვარ – ოქრუაშვილი

    პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ შეიძლება ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნას, რომ პროცესები უმართავი გახდეს, მაგრამ ამას ივანიშვილი ვერ აცნობიერებს.

    “თუ ხელისუფლება გამოსავალს არ მოძებნის და ადამიანებს კონკრეტულ შედეგს არ დაანახებს, მათ რწმენა აღარ ექნებათ ამ ხელისუფლების მიმართ, ეს ერთი. და მეორე, არ მინდა დრამატიზირება სიტუაციის, მაგრამ შეიძლება სიტუაცია ისეთ მდგომარეობამდე მივიდეს და ისეთ პიკს მიაღწიოს, შემოდგომისთვის, ეკონომიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ, შეიძლება, ჩვენ პოლიტიკოსები ხალხის რისხვას ვეფარებოდეთ, რომ ხელისუფლებისკენ არ იყოს გამოხატული დიდი დოზით და ვეღარაფერი შევძლოთ. იმდენად შეიძლება უმართავი გახდეს ყველაფერი. ამას ვერ აცნობიერებს ვერც ივანიშვილი და ვერც გახარია”,– ამბობს ოქრუაშვილი ტვ პირველის ეთერში.

    მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ესმის, რა ტიპის არჩევნებთან აქვს საქმე.

    “ცვლილება იქნება. არ იქნება ამ შემოდგომაზე? იქნება გაზაფხულზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ხელისუფლებამ მშვიდად არ გააგრძელა ქვეყნის მართვა და ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც აუცილებლია ქვეყნისთვის, პოლიტიკური კრიზისი იქნება გარდაუვალი”,– აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას მყარი უმრავლესობის შექმნის რესურსი არ აქვს.

  • ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

    ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

    განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო, შეძენა, შენახვა-ტარებითვის ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    პირს, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის მანქანის მიმართულებით ისროლა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყება მას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

    შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა სულაბერიძის მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

  • კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის გამო შესაძლოა ევროკავშირის საზღვრები ისევ ჩაიკეტოს

    კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის გამო შესაძლოა ევროკავშირის საზღვრები ისევ ჩაიკეტოს

    ევროპის ბევრ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დონის ზრდამ ქვეყნების ხელისუფლებები აიძულა კვლავ დაფიქრდნენ ევროკავშირის შიდა და გარე საზღვრების ჩაკეტვაზე. თუმცა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვარანი ყველას აფრთხილებს, რომ ყველანაირად უნდა შეეცადონ ეს ზომა თავიდან აიცილონ. მისი განცხადებით, არ სურს ქვეყანაში განმეორებითი კარანტინი შემოიღონ, თუმცა ვირუსთან ბრძოლა მისი თქმით, დასრულებისგან ჯერ შორს არის.

    დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ესპანეთში, სადაც ხელისუფლებას ლოკალური საკარანტინო ზომები შემოაქვს განსაკუთრებით დაზარალებულ რაიონებში. ბრიტანეთში ესპანეთიდან ჩასულების სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი ელით, თუმცა  მანამდე ამ ქვეყნებმა შეთანხმება დადეს ეგრეთწოდებული საჰაერო კორიდორის შექმნის შესახებ.

    ამ კვირის დასაწყისში ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მეტისმეტად მკაცრი  უწოდა და დასძინა, რომ ესპანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, ბრიტანეთი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედავს. მისი თქმით, ესპანეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე კორონავირუსით დაინფიცირების დონე იმაზე დაბალია, ვიდრე თავად ბრიტანეთში.

    გერმანელი მეცნიერები თვლიან, რომ ვაქცინა მომავალი წლის შუა პერიოდამდე არ გამოჩნდება. ეს ქვეყანა ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ეპიდემიასთან ბრძოლაში. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ ძალიან შეშოთებულია ბოლო დღეებში განვითარებული სიტუაციით, რცა დაინფიცირების სტატისტიკამ კვლავ მკვეთრი ზრდა დაიწყო. გერმანიაში ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობა 208 ათასს აჭარბებს. გარდაცვლილია 9100 ადამიანი.

    ახალი ტალღის ფონზე ზომები გაამკაცრა რუმინეთის ხელისუფლებამ. საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება. დაწესდება შეზღუდვები ბარების და ზოგიერთი სხვა დაწესებულების სამუშაო საათებზე. რუმინეთში დაავადებულთა რაოდენობამ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 47 ათასს მიაღწია. გარდაცვლილია 2200 ადამიანი. ეს ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ბოლო კვირას ყოველდღიურად ათასზე მეტი ახალი დაინფიცირებული ვლინდება.

    მედიკოსების აზრით ეს დიდწილად რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც დაავადებულთა იძულებითი ჰოსპიტალიზაცია და ნათესავებისგან სავალდებულო იზოლაცია არაკონსტიტუციურად ცნო. შედეგად,  ცოტა ხანში საავადმყოფოებიდან 972 კორონავირუსიანი პაციენტი გამოწერეს, რომლებსაც დაავადება მსუბუქი ფორმით ქონდათ. ასევე, რუმინელი ექიმების შეფასებით, 3600 დაავადებული საავადმყოფოებში საერთოდ არ მისულა.

  • სერვერის პრობლემის გამო პარტიულ სიას ხვალ, თავიდან გამოვავლენთ – გირჩი

    სერვერის პრობლემის გამო პარტიულ სიას ხვალ, თავიდან გამოვავლენთ – გირჩი

    გირჩი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ დღეს დაკომპლექტებული პარტიული სია რეალობას ბოლომდე არ ასახავს, რადგან საიტის სერვერს პრობლემები შეექმნა გადატვირთულობის გამო.

    “როგორც იცით, დღეს, 30 ივლისს, 16:20-ზე ჩვენს პორტალზე მხარდამჭერებს, GeD-ების მფლობელებს უნდა გამოევლინათ გირჩის პროპორციული პარტიული სია. ამ დღის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მომზადებული გვქონდა “გირჩის” საიტის სერვერები, თუმცა საიტზე შემოსულთა რიცხვმა და ტრანზაქციების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინს რამდენჯერმე გადააჭარბა და, სამწუხაროდ, ჩვენს სერვერს პრობლემა შეექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების რაღაც რაოდენობა არ აისახა დროულად საბოლოო რეიტინგზე, საბოლოო სიაზე.  შედეგად, მივიღეთ რეალურისგან ოდნავ განსხვავებული სია”,– წერს გირჩი.

    პარტიის ინფორმაციით, მაქსიმალური გამჭვრივალობისთვის საარჩევნო სია ხვალ თავიდან შეირჩევა.

    “ჩვენ, ჩვენმა კონტრაქტორმა დეველოპერულმა კომპანიამ და თანამშრომლებმა ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად და დათქმული დროიდან დაახლოებით 2 საათში სია გასწორებული იყო.  თუმცა, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ჩავთვალეთ, რომ დღეისთვის დაგეგმილი პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ, რათა ყველა პოლიტიკოსს ჰქონდეს შანსი, რომ მისკენ მიმართული მხარდაჭერა რეალურად აისახოს ჩვენს პროპორციულ სიაში.  ამისათვის გადავწყვიტეთ შემდეგი: დღეს, 30 ივლისს, საღამოს 19:00-ზე საიტზე ისევ ჩაირთვება ხმის მიცემის პროცესი და GeD-ების ყველა მფლობელს თავიდან შეეძლება გამოხატოს საკუთარი პრეფერენციები.  ხოლო ხვალ, 31 ივლისს, 17:00-ზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიკეტება. ამის შემდეგ საიტს მიეცემა მინიმუმ 1 საათი (თავის დაზღვევის მიზნით) კალკულაციისთვის და საბოლოო სიის გამოვლენისთვის.

    “გირჩი” ბოდიშს გიხდით ამ  შეფერხებისთვის!  მართლა არ ველოდით ამხელა დაინტერესებას და ჩართულობას, რისთვისაც დიდი მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს!”,– აცხადებს გირჩი.

    ცნობისთვის, დღეს გირჩმა საარჩევნო სიის 10–ეული დაასახელა, რომლებიც გირჩის ამომრჩევლებმა გირჩის პორტალზე პარტიის ციფრული ვალუტის მეშვეობით შეადგინეს.

  • შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც მაღაზიის მეპატრონე სასმლის ნისიად არმიცემის გამო სცემა

    შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც მაღაზიის მეპატრონე სასმლის ნისიად არმიცემის გამო სცემა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 28 ივლისს, თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა და თანხის შემდგომი გადახდის პირობით, ალკოჰოლური სასმლის მიცემა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ამავე მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”,– აცხადებს შსს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

  • სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება – ტიკარაძე

    სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თარიღის გადმოწევა სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით არ იგეგმება. . მისი თქმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიურ მდგომარეობაზე, განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს და გადაწყვეტილებას ერთმანეთთან შეთანხმებით მიიღებენ.

    “თარიღის გადმოწევა სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა, სავარაუდოდ, განახლდება, მაშინ, როგორც ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანი არის ის, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებში ან სკოლებში”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

  • თუ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ვერ შედგა, ყველგან, თბილისს გარეთ საკუთარ კანდიდატებს დავაყენებთ – დავით ბაქრაძე

    თუ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ვერ შედგა, ყველგან, თბილისს გარეთ საკუთარ კანდიდატებს დავაყენებთ – დავით ბაქრაძე

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე საბოლოოდ ვერ შეთანხმდებიან, „ევროპული საქართველო“ ყველგან, თბილისს გარეთ, საკუთარ კანდიდატებს დააყენებს.

    როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ეს 30 მაჟორიტარი შეიძლება, იყოს გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი და ის პატარა კენჭი, რომელიც სასწორის რომელ მხარესაც დაემატება ის მხარე მოიგებს.

    „ბოლო რვა თვეა ოპოზიცია არის ერთიანი. მაჟორიტარები არის ხელისუფლების რესურსი, რომ, რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღოს მაჟორიტარებისგან. ხელისუფლებამ იცის, ჯამურად, პროპორციულ ნაწილს ის ოპოზიციასთან წააგებს. რა თქმა უნდა, აბსოლუტური პრიორიტეტი, ის რომ პროპორციული უნდა მოვიგოთ, ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. მაგრამ მაჟორიტარები თუ არ მოვიგეთ, თუ ხელისუფლებას მაჟორიტარები დავუტოვეთ „მაშველ რგოლად“, ამ „მაშველმა რგოლმა“ შეიძლება , წყალში ჩაგვიყაროს პროპორციულის ნაწილში წვალება. ყველგან უნდა მოვიგოთ, სადაც შესაძლებელია. მე პირადად ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილთან არ მქონია კომუნიკაცია, თუმცა რამდენადაც ვიცი, ამ თემაზე იყო საუბარი. ის ამ თემის საქმის კურსშია და ჩართული იყო განხილვაში, თუმცა მე ეს კომუნიკაცია არ მქონია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

    „ჯერ მე ამ პროცესს არ დავხურავდი, იმიტომ რომ საუბარი ოპოზიციურ პარტიებთან მიდის. ჯერ არ ვიტყოდი, რომ ოპოზიციური შეთანხმება ვერ შედგება, თუმცა ეს შეთანხმება რომც არ შედგეს, ჩვენ გვაქვს საფუძველი თბილისში ერთიანობის. „ევროპული საქართველო“ ყველგან თბილისს გარეთ დააყენებს კანდიდატებს. ჩვენ თბილისში შეთანხმებას პატივს ვცემთ და ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

  • გრიგოლ ვაშაძის შტაბის ყოფილი პიარტექნოლოგი მინსკში დააკავეს

    გრიგოლ ვაშაძის შტაბის ყოფილი პიარტექნოლოგი მინსკში დააკავეს

    გრიგოლ ვაშაძის შტაბის ყოფილი პიარტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი მინსკში დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “მედუზა.იო” რუსულ ტელეარხ “Дожд-“ზე დაყრდნობით ავრცელებს. არხის ინფორმაციის წყარო ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ვალერი ცეპკალოს შტაბის პრესსამსახურია.

    არსებული ინფორმაციით, პოლიტტექნოლოგი ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას კამპანიაში მუშაობისთვის დააკავეს.

    თუმცა, ივნისში “რადიო თავისუფლების” ბელორუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, შკლიაროვმა უარყო, რომ იგი, თითქოსდა, ტიხანოვსკის პიარტექნოლოგია.

    ბელორუსის სპეცსამსახურების ვერსიით კი, იგი კონსულტირებას უწევდა სოციალურ ქსელებში “ქვეყანა სიცოცხლისთვის” ქვეშ გაერთიანებული ჯგუფების ადმინისტრაციას.

    ტიხანოვსკაია პრეზიდენტობაზე კენჭს მას შემდეგ იყრის, რაც მისი მეუღლე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ბლოგერი, სერგეი ტიხანოვსკი, მილიციელებთან ძალადობრივი ქმედების საფუძველზე დააკავეს.

    შკლიაროვი ბელორუსში ივლისში აშშ-დან ჩავიდა. ის ალექსანდრე ლუკაშენკოს მკაფიო კრიტიკითაა ცნობილი.

    2018 წელს შკლიაროვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბშიც მუშაობდა.

    ამას გარდა, ვიტალი შკლიაროვი მუშაობდა ანგელა მერკელის, ბარაკ ობამასა და ბერნი სანდერსის საარჩევნო შტაბებში.