Category: ახალი ამბები

  • “4 ადამიანი კინაღამ მსხვერპლად გვაქციეს” – ოზურგეთში ხელყუმბარის აფეთქებით დაზარალებული

    “4 ადამიანი კინაღამ მსხვერპლად გვაქციეს” – ოზურგეთში ხელყუმბარის აფეთქებით დაზარალებული

    ოზურგეთში, სოფელ ახალსოფელში ერთ–ერთი საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა შეაგდეს, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, ჩაიმსხვრა შუშები და დაიბრაზა კელდები.

    შემთხვევა გამთენიისას, იმ დროს მოხდა, როცა ოჯახში ყურბან-ბაირამის დღესასწუალს აღნიშნავდნენ.

    დაზარალებული ებრალიძეების თქმით, 4 ადამიანი კინაღამ მსხვერპლად აქციეს.

    “ოთხი ადამიანი კინაღამ მსხვერპლად გვაქციეს, ხელყუმბარაა და ავღანეთის ომი ხომ არაა, ასეთ მდგომარეობაში ვართ, როგორ უნდა ავდგე, შიშის ქვეშ ვარ ყოველთვის, თუ ესეც არ გამოძიეს მაშინ ამ ქვეყანას საშველი აღარ ჰქონია”,– ამბობს დაზარალებული.

    კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამიტომ უცნობია, დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება.

  • მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამეგრელოში მამაკაცი დააკავეს

    მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამეგრელოში მამაკაცი დააკავეს

    შსს–მ სამეგრელოში დააკავა მამაკაცი, რომელსაც საკუთარ მამიდაშვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.

    შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა, დაზარალებულმა ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის განაცხადა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

  • ვასრულებთ დალოდების რეჟიმს, ენმ-მ მაჟორიტარების შეთანხმებაზე უარი თქვა – კაპანაძე

    ვასრულებთ დალოდების რეჟიმს, ენმ-მ მაჟორიტარების შეთანხმებაზე უარი თქვა – კაპანაძე

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა 30 მაჟორიტარი დატოვა, ამიტომ მათი ვინაობა მალე უნდა გაიგოს მოსახლეობამ.

    მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი არგუმენტის გარეშე თქვა უარი საერთო კანდიდატებზე.

    „ჩვენ დღეს ვასრულებთ დალოდების რეჟიმს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება ყველასთვის ცნობილია. მიგვაჩნია, რომ იყო სრულიად საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული შეთავაზება, რომ გაზრდილიყო შანსი და ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატებით პირველ ტურში გვქონოდა მეტი წარმატება. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი არგუმენტის გარეშე ამაზე უარი თქვა. ეს მათი საქმეა. ჩვენ ამაზე აღარ ვაპირებთ ორშაბათიდან საუბარს”,– აცხადებს კაპანაძე.

    მისივე თქმით, ევროპული საქართველო ორშაბათიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.

    “მიგვაჩნია, რომ თუ მანამდე არ მოხდა შეთანხმების მიღწევა, ეს იქნება ჩავლილი ამბავი და ვაპირებთ უკვე, რომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს კამპანიაზე და იმაზე, რა პრობლემებიც გააჩნია მოსახლეობას. ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და რა უნდა გაკეთდეს შემდეგ უკვე კოალიციური მთავრობის პირობებში. ნებისმიერ შემთხვევაში ორშაბათიდან საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს. შეუძლებელია არჩევნებამდე სამი თვით ადრე მოსახლეობამ არ იცოდეს ვის ირჩევს“, – განაცხადა კაპანაძემ.

    ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ თბილისის გარეთ, 22 ოლქში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი დააყენოს. ევროპული საქართველო მოუწოდებდა, გადაწყვეტილება შეეცვალა და საერთო კანდიდატებზე შეთანხმებულიყო.

    ოპოზიცია თბილისის 8 ოლქიდან 6–ში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა. ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმდებიან დარჩენილ 2 რაიონში – საბურთალოზე და დიდუბე–ჩუღურეთზეც, თუ ყველა თავის კანდიდატს დააყენებს.

  • პრეზიდენტი არის მხატვარი საფრთხე  – რომან გოცირიძე პრეზიდენტის დროშაზე

    პრეზიდენტი არის მხატვარი საფრთხე – რომან გოცირიძე პრეზიდენტის დროშაზე

    “პრეზიდენტი არის მხატვარი საფრთხე “- ასე აფასებს, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე რომან გოცირიძე, პრეზიდენტის დროშის დამტკიცებას. გოცირიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე, მოლაპარაკე და მწერალი საფრთხეა.

    „როგორ შეიძლება პრეზიდენსტს ჰქონდეს საკუთარი დროშა? – დროშა არის ერთი, ეს არის სახელმწიფო დროშა. მისი გადაწყვეტილება ჯერ ერთი არის არაკონსტიტუციური და როდესაც პრეზიდენტზე ვიძახდით, რომ ის არის მოსიარულე საფრთხე, ანუ გადადგამს ფეხს და მერე მისი შეცდომები უნდა გამოასწოროთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მოლაპარაკე საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მწერალი საფრთხე, როდესაც რაიმე პოსტს დადებს და ხან ლიტერატურულად არის ჩასასწორებელი და ხან პოლიტიკურად, ახლა უკვე დაემატა ახალი ეპითეტი და ის არის მხატვარი საფრთხე. დახატა რაღაც დროშა, რომელიც უკვე ფაქტობრივად, ხდება პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი და ასე ვთქვათ, ძალაუფლების შტოებში სეპარატულ კუნძულად წარმოაჩენს საკუთარ თავს და ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ – ცქიტიშვილი რურუას განაჩენზე

    ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ – ცქიტიშვილი რურუას განაჩენზე

    ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება. ცქიტიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიზირებულობას გამორიცხავს.

    “ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად. შესაბამისად, გვქონდა საშუალება, გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბატონ რურუას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ.

    ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

    სასამართლოს გადაწყვეტილებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე    ანდრიუს კუბილიუსი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეომ გაფრხილების მიუხედავად, სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება.

    აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.

    გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

    რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.

     

  • „თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, არ გაიხაროს“ – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

    „თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, არ გაიხაროს“ – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

    „მაგ სიმართლით იარე”, – ამ სიტყვებით და გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე. მის მაისურზე ასევე შაქარაშვილის ფოტოსურათია ასახული წარწერით – “შაქარას მკვლელებმა არ გაიხარონ”.

    არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მისთვის სათქმელი აქვს. ხომასურიძე განმარტავს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.

    „ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. მაგალითად, ფაქტების განადგურება არ აინტერესებს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი სამინისტროს რაზე მოელაპარაკა. ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს”, – აცხადებს ხომასურიძე.

    ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს არაგვის მიმართულებით “სამი გამხდარი ბიჭი” მისდევდა, ხომასურიძის თქმით, მისი შვილი ამ ადამიანებს შორის არ ყოფილა.

  • არ გინდოდათ ელისაშვილი მერად და იარეთ ბატონებო ვაკეში კომპასით – ელისაშვილი

    არ გინდოდათ ელისაშვილი მერად და იარეთ ბატონებო ვაკეში კომპასით – ელისაშვილი

    “არ გინდოდათ ელისაშვილი მერად და იარეთ ბატონებო ვაკეში კომპასით”,– ასე ეხმიანება  “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირს.

    თბილისის მერიამ ავტობუსის ზოლები და გაჩერებები შუა ზოლში გადაიტანა, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

    მერიის მტკიცებით, ასეთი სატრანსპორტო სტრატეგიით 500 მლნ ლარი დაიზოგება.

  • “უპატიოსნეს ოჯახს, მშრომელ კაცს ლიმონკა შემოუგდეს” – ოზურგეთში აფეთქება მოხდა

    “უპატიოსნეს ოჯახს, მშრომელ კაცს ლიმონკა შემოუგდეს” – ოზურგეთში აფეთქება მოხდა

    ოზურგეთში, სოფელ ბაილეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. “ლიმონკა” შეაგდეს.

    “უპატიოსნეს ოჯახს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მშრომელ კაცს, აი, თავისი შრომით, თურქეთში მუშაობით, საკუთარ ბაღ–ვენახში მუშაობით რომ თავს ირჩენს, ასეთ ოჯახს, შემოუგდეს ლიმონკა”,– ამბობს ადგილობრივი.

    მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან აფეთქების დროს, გვიან ღამით ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა.

    ადგილობრივი ყვება, რომ ამ ფაქტის “მომკითხავი არავინ არ არის” და ოჯახს შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება.

    ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

     

  • სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

    სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

    სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა.

    “საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი — წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან”, — წერია მაცნეზე, ბრძანებულების დანართში.

    ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე 30 ივლისს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

  • ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა

    ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა

    ივნისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.7%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველ 6 თვეში კი საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 5.8% შეადგინა.

    ივნისში დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 6.2%-ით არის შემცირებული.

    წინასწარი მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით არის შემცირებული. კლება განსაკუთრებით მკვეთრი აპრილში იყო, როცა მშპ 16.6%-ით შემცირდა.