Category: ახალი ამბები

  • პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

    პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

    შსს–მ პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

    მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, -წერია სამინისტროს განცხადებაში.

  • იქიდან შეიძლება, პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს – დოლიძე დიღმის მასივზე

    იქიდან შეიძლება, პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს – დოლიძე დიღმის მასივზე

    სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე ამბობს, რომ დიღმის მასივიდან შეიძლება პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს.

    დოლიძის თქმით, ამ უბანს ორგანულად იცნობს და იცის მისი პოტენციალი.

    „მე დიდუბის რაიონში ვცხოვრობდი, დიღმის მასივში, მეთერთმეტე სართულზე. ბავშვობა მაქვს გატარებული, უშუქობაში მეთერთმეტე სართულზე იქით-აქეთ სიარულში. ძალიან კარგად ვიცი დიღმის მასივის სოციალური სამყარო, მისი თვითმყოფადობა. დიღმის ტყე-პარკში დავდიოდი, ვვარჯიშობდი, დავრბოდი. ორგანულად ვიცნობ ამ უბანს და პლიუს ამისა, ვიცი რამხელა პოტენციალი აქვს, მართლაც პოსტინდუსტრიული სამოთხე შეიძლება იქიდან გამოვიდეს, რის საშუალებასაც არ გვაძლევს ეს ხელისუფლება“, – განაცხადა დოლიძემ.

    მანვე გუშინ განაცხადა, რომ თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა, რადგან ეს ადგილი “აბსოლუტური წალკოტი” იყო.

  • გმირთა მოედანზე ავტომობილი სკუტერს დაეჯახა – სკუტერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა

    გმირთა მოედანზე ავტომობილი სკუტერს დაეჯახა – სკუტერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა

    თბილისში, გმირთა მოედანზე მსუბუქი ავტომობილი scroll–ის სკუტერს დაეჯახა. სკუტერის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილის მძღოლი კი პოლიციას ჩაბარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

    შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • საქართველოში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

    საქართველოში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 1168–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი, ჯამში – 940. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge–ზე განახლდა.

    კორონავირუსით ქვეყანაში 17 ადამიანი გარდაიცვალა.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 211 აქტიური შემთხვევაა.

    კარანტინის რეჟიმში 6 596 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 327 პაციენტია.

  • 20 ოპოზიციური პარტია რურუას განაჩენთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

    20 ოპოზიციური პარტია რურუას განაჩენთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

    20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასთვის გამოტანილ განაჩეჩნთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

    “ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

    გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.

    სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესო ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“ „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“.

    გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • “პომპეომ გაგაფრთხილათ…მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება” – კუბილიუსი რურუას განაჩენზე

    “პომპეომ გაგაფრთხილათ…მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება” – კუბილიუსი რურუას განაჩენზე

    გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე     ანდრიუს კუბილიუსი    ეხმაურება.     ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, რომ აშშ- ს სახელმწიფო მდივნის გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლოს “პოლიტიზაცია გრძელდება”:

    ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს, პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა პრეზიდენტი ნაბიჯს და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას? – წერს კუბილიუსი.

    გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    რურუას დაცვის მხარე  განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

    გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

     

  • საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული

    საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული

    ტოქსიკური სიმართლე: ტყვიასთან შეხება ბავშვების მთელი თაობის პოტენციალს ემუქრება – ამ სათაურით გამოქვეყნებულ იუნისეფის ახალ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პირველად შედგენილ გლობალურ ანგარიშში, საქართველოს შესახებ მონაცემები ეფუძნება 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მასშტაბურ კვლევას.

    2018 წელს, სექტემბრიდან დეკემბრამდე ინტერვალში, 1 578 ქართველ ბავშვს აუღეს სისხლის ანალიზი. მათ შორის, 41%-ს აღმოაჩნდა სისხლში ტყვია 5 მკგ/დლ (მიკროგრამი/დეცილიტრზე) ან კიდევ უფრო მაღალი რაოდენობით. აქედან 25%-ს ჰქონდა 5-10 მკგ/დლ; 16%-ს – 10 მკგ/დლ-ზე მეტი. საუბარია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ეს მონაცემი განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.

    ტყვია ნეიროტოქსინია, ასევე – კანცეროგენული ნივთიერება და მისი დასაშვები ნორმა არ არსებობს. 5 მკგ/დლ არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც, ადამიანს ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. იმის გამო, რომ ტყვიასთან შეხების შემდეგ პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამვლა ძალიან ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

    ტყვიასთან მინიმალურ შეხებასაც კი შეუძლია ბავშვის ჯანმრთელობის და კოგნიტური განვითარების დაზიანება. ის ასოცირდება დაბალ ინტელექტთან, ყურადღების მობილიზების პრობლემებთან, მოგვიანებით – ძალადობრივ და კრიმინალურ ქცევასთანაც კი. ეს ყოველივე ადამიანის შემოქმედებით უნარებზე და საბოლოო ჯამში, მის პროდუქტიულობაზეც აისახება. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 5 წლამდე ასაკის ბავშები არიან.

    ტყვიასთან ხანგრძლივ შეხებას ჰაერით, წყლით ან საკვებით, შეუძლია სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ტყვიით მოწამვლას დედამიწაზე 900 000-მდე ნაადრევ სიკვდილს უკავშირებენ.

    იუნისეფის ანგარიში

    დედამიწაზე 800 მილიონამდე ბავშვია ტყვიით მოწამლული. ზოგი მდიდარი ქვეყნის ღარიბ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა უმრავლესობა მაინც ღარიბი ქვეყნიდანაა. იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ტყვიის მაღალი დონე ყოველ მესამე ბავშვში აღინიშნება (5 მკგ/დლ და ზევით).

    ტყვიით მოწამლული ბავშვების უმრავლესობა აფრიკაში და აზიაში ცხოვრობს, თუმცა ბევრია აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშიც – ამბობს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ნიკოლას რისი. ის გაეროს ბავშვთა ფონდში კლიმატის, ენერგიის და გარემოს დაცვის პოლიტიკის სპეციალისტია.

    ბავშებმა შეიძლება ტყვია მშენებლობის მტვერთან ერთად შეისუნთქონ, ხელით შეეხონ ზერელედ გადაყრილ აკუმულატორებს, ეძინოთ ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილ შენობაში, ითამაშონ დაბინძურებული პლასტმასის სათამაშოებით, საჭმელი მიიღონ ჭურჭლიდან, რომელშიც ტყვიაა, ან მათ საკვებშივე იყოს ტოქსიკური ნივთიერება.

    რაც შეეხება რეკომენდაციებს, ნიკოლას რისი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ პირველ რიგშიეს რა თქმა უნდაჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაარათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მონიტორინგის და პოტენციური რისკფაქტორების გამოვლენისრაც უფრო ძლიერია ჯანდაცვის სისტემამით მეტი უნარი აქვს შეაფასოს და უპასუხოს ტყვიით მოწამვლის გამოწვევებს – აღნიშნავს ანგარიშის თანაავტორი.

    მისი თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია მოწამვლის პრევენცია და ამ მიმართულებით მუშაობა: როცა ტყვია ორგანიზმში აღწევსის ისეთ დაზიანებებს იწვევსრომელიც პოტენციურად გამოუსწორებელიასწორედ ამიტომაა პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანიიმისთვისრომ ბავშვები ტყვიასთან შეხების მაღალი რისკის ობიექტებს მოვარიდოთჯერ მათი იდენტიფიკაციაა საჭიროუნდა ვიპოვოთ პროდუქტებირომელიც ტყვიას შეიცავს“.

    ნიკოლას რისი საზოგადოებაში ტყვიის შესახებ ცნობადობის გაზრდასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აუცილებელია ამ საკითხზე ფართო საზოგადოებამ რეალურად უკეთ იცოდესიცოდეს ისთუ რამდენად უარყოფითი შეიძლება იყოს მიღებული შედეგებიმოწამვლის სრულად მატერიალიზაციას ხომ ზოგჯერ წლები სჭირდება, [ტყვიაშეიძლება ბავშვის ორგანიზმშიმის ძვალში დიდხანს ინახებოდეს… ჩვენ უნდა გავაცნოთ ხალხს რისკებირომ მათ ქცევა შეცვალონთავი უკეთ დაიცვან“ – ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი.

    და ბოლოს, მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი რეგულაციები და მოსპოს ტყვიით დაბინძურების წყაროები – ესეც აბსოლუტური აუცილებლობაა, აღნიშნავს ანგარიშის ავტორი. ნიკოლას რისის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ტყვიით მოწამვლის შემცირების საქმეში ძალიან დიდი როლი ითამაშა მაგალითადსაწვავის შემცველობის რეგულაციებმაასევე უნდა მოხდეს ნაგავსაყრელების უკეთ რეგულირებასადაც შეიძლება არასწორად გადაყრილი მანქანის აკუმულატორები მოხვდეს – აღნიშნავს ის.

    იუნისეფის ანგარიშში ტყვიის რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ წყაროზეა საუბარი. მათ შორის სახელდება წყალი, რომელიც ტყვიით დაბინძურებულ მილებში მოედინება; ინდუსტრიული დაბინძურება, როგორიცაა მაგალითად მაღაროების და ნაგავსაყრელების მიდამოები; ინდუსტრიული საღებავი; ბენზინი; კონსერვები; ჭურჭელი; სუნელები; კოსმეტიკა; წამლები; სათამაშოები და მრავალი სხვა.

    მშობლებს, რომლებსაც სამსახურში აქვთ შეხება ტყვიასთან, ის მოაქვთ შინ ბავშვებთან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თმის, თუ ხელების საშუალებით. ასევე გავრცელებულია ორსული ქალების მიერ ტყვიის გადაცემა შვილისთვის საშვილოსნოში.

    საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი, ანდრია ნადირაძე “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ ხელისუფლება, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის მეთაურობით, ძალიან დაინტერესებულია ტყვიის პრობლემის მოგვარებით და თავიდან ბოლომდე ჩართულია ერთობლივ სამუშაოებში. პარტნიორები ამჯერად ტყვიის ახალი ლაბორატორიის მომზადების პროცესში არიან.

    იუნისეფმა საქართველოს მთავრობას აპრილში გადასცა ტყვიის წყაროების შესწავლისთვის გამიზნული ტოქსიკური მეტალების საკვლევი მოწყობილობები. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ოთხი სწრაფი დეტექციის აპარატი (რენტგენის ფლუოროსცენტული ანალიზატორი), სხვადასხვა სახის ნიმუშში ტოქსიკური მეტალების შემცველობის განმსაზღვრელი პორტატული მოწყობილობა.

    20 ივლისს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცეს ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი – ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.) ტოქსიკური მეტალების (ტყვია, კადმიუმი და არსენიკი…) შემცველობის განსასაზღვრად. ორივე შემთხვევაში, ლაბორატორიული მოწყობილობები ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა.

    „ამას გარდა, ვაგრძელებთ კვლევით სამუშაოებსაც, კეთდება ტყვიის ექსპოზიციის რისკების სტატისტიკური ანალიზი. მაგალითად, გვაინტერესებს, არის თუ არა კავშირი ტყვიის გავრცელებას და ბავშვის დედის განათლების დონეს შორის. უნდა მოხდეს რისკის პროფილის ჩამოყალიბება, რითაც შევძლებთ დავეხმაროთ ხელისუფლებას იმის განსაზღვრაში, თუ პრევენციის მიზნით, საით მიმართოს ფოკუსი, რა ჯგუფის ბავშვები არიან უფრო მოწყვლადი ამ პრობლემის მიმართ“ – აღნიშნავს ანდრია ნადირაძე “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში.

    საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლევის მომდევნო ეტაპიც, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება, ასევე ძალიან საინტერესო იქნება საქართველოსთვის. მათ ხელთ უფრო სრულყოფილი სურათი ექნებათ, ჰიპოთეზებით ტყვიით დაბინძურების წყაროების და ბავშვებში ექსპოზიციის შესახებ. ეს საველე სამუშაოების უკეთ დაგეგმვის საშუალებას მისცემთ, რომ დაბინძურების კონკრეტულ ადგილებზე გასვლა და შესწავლა მოხდეს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს” – სენატორი რიში

    “სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს” – სენატორი რიში

    სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებლის გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში.

    “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

    “მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

    მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, – აცხადებს სენატორი.

    გიორგი რურუა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების გამო. გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.

    ეს პირველი განცხადება არაა, რომელიც სენატორმა რიშმა აღნიშნულ საკითხზე გააკეთა. 12 მაისს მან საქართველოს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

    „მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ“, – ნათქვამია სენატორის მაშინდელ განცხადებაში.

    ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტი არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემით გამართვას. პარლამენტის პროპორციული წესით არჩეული – 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული – 30 დეპუტატით ფორმირებას.

    ამასთან, მხარეები 8 მარტს, მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზეც შეთანხმდნენ. ოპოზიციის განმარტებით, შეთანხმების ეს ნაწილი უგულავას, რურუას და ოქრუაშვილის გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მთავრობა ამას უარყოფდა.

    პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიორგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ შეთანხმების სრულად შესრულებისთვის საპატიმრო გიორგი რურუასაც უნდა დაეტოვებინა.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • “ბოდიში და პრემიერ-მინისტრობის რიგში ბოლო ვინაა?” – ელისაშვილი

    “ბოდიში და პრემიერ-მინისტრობის რიგში ბოლო ვინაა?” – ელისაშვილი

    “ბოდიში და პრემიერ-მინისტრობის რიგში ბოლო ვინაა?”,– წერს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ფეისბუქზე. ის სავარაუდოდ გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ დარწმუნებულია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გახდება.

    “დღეს დასახელებული ვარ პრემიერობის კანდიდატად და დარწმუნებული ვარ, რომ გავხდები. სერიოზული განაცხადია და გეტყვით, როგორ. მე ვხედავ კოალიციურ მმართველობას 31 ოქტომბრის შემდეგ. მე ზუსტად ვხედავ იმ სტრატეგიას, როგორც მივალთ აქამდე”,– თქვა ვაშაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ–მინისტრის პასუხისმგებლობის ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს.

    “ვაპირებ, ამ ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გავხდე, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს, რომ ის უზარმაზარი პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, მოვაგვაროთ და მზად ვარ, რომ ეს უმძიმესი პასუხისმგებლობა ვიტვირთო, გაწერილი მაქვს დეტალურად რა არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, ხალხმა უნდა დამიჭიროს მხარი”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • “დაინგრევა ეს ოფისი, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპები” – მარშის აქცია სოროსის ფონდთან

    “დაინგრევა ეს ოფისი, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპები” – მარშის აქცია სოროსის ფონდთან

    პრორუსულმა ჯგუფმა “ქართულმა მარშმა” ფონდ ღია საზოგადოების ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა და საქართველოდან “სოროსის ფონდის გასვლა” მოითხოვა. ძალადობრივმა პარტიამ ოფისთან სოროსის ფიტული დაწვა და მუქარის შემცველი გზავნილები გააჟღერა.

    “თუ ჩვენი ულტიმატუმი არ შესრულდება, ისევე დაინგრევა ეს ოფისი, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპები” – თქვა ჯგუფის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას.

    “ეს არის ბოლო გაფრთხილება, მეტი გაფრთხილება აღარ იქნება. თუ ჩვენი ულტიმატუმი არ შესრულდება, გამოვალთ ქუჩაში, გამოვალთ ბევრად მეტი ადამიანი, და თუ სახელმწიფო არ აღასრულებს ხალხის ნებას, მაშინ ხალხი თავად იღებს ვალდებულებას, აღასრულოს ქართველი ერის ნება და მაშინ მშვიდობიანად აღარ დავიშლებით”,– განაცხადა ბრეგაძემ.

    ქართული მარში, რომელმაც პარტიის ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში ჩაატარა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.