Category: ახალი ამბები

  • გიორგი რურუას არ შევიწყალებ, ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას – ზურაბიშვილი

    გიორგი რურუას არ შევიწყალებ, ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის “მთავარი არხის” ერთ -ერთ მეწილეს გიორგი რურუას არ შეიწყალებს. ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

    “მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ, თუ რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას.ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ მოახდენს გავლენას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • თუ “ქართული ოცნება” გააყალბებს არჩევნებს, დავალეწავ თავზე ყუთებს! – ბურჯანაძე

    თუ “ქართული ოცნება” გააყალბებს არჩევნებს, დავალეწავ თავზე ყუთებს! – ბურჯანაძე

    პარტია ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება არჩევნებს ისევ გააყალბებს, თავზე დაალეწავს საარჩევნო ყუთებს.

    “ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” გამიკეთეს იმავეს მე და ჩემს პარტიელებს, რაც გაგვიკეთა 2016 წელს, როდესაც გაგვიყალბა არჩევნები და პარლამენტს გარეთ დაგვტოვა, დავალეწავ თავზე ყუთებს. ახლა, თავში არ დავარტყამ ამ ყუთებს, ძირითადად ქალები არიან საარჩევნო კომისიებში, მივალ და უზრუნველვყოფ რომ ყუთები გაიხსნას, ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მარაოების ფრიალით არ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, არც იარაღით და ცემა–ტყეპით, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ მწვავე პროცესი”,– თქვა ბურჯანაძემ ფორმულას ეთერში.

    მისივე თქმით, ივანიშვილს არ აპატიებს გაყალბებულ არჩევნებს.

    “მე მივიღებ ნებისმიერ შედეგს, რომელიც იქნება სამართლიანი, მომეწონება თუ არ მომეწონება, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს არის ის რაოდენობა ხმების, რაც მე ჩემმა ამომრჩევლმა მომცა, შეიძლება გული დამწყდეს, შეიძლება გამიხარდეს, მაგრამ მივიღებ ამ შედეგს. გაყალბებულ შედეგს არავითარ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს და მის სატელიტებს აღარ ვაპატიებ, იმიტომ რომ კმარა, რაც დასცინეს საქართველოს მოსახლეობას, დაგვცინეს ნამდვილ ოპოზიციას, დაგცინეს მე და ჩემს პარტიელებს და ბურჯანაძე– ერთიანი საქართველო, 3 ნომერი ამ არჩევნებში არავის არ მისცემს 1 ხმის მოპარვის უფლებასაც კი”,– აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

  • ჯაფარიძე, ხვიჩია, მეგრელიშვილი – გირჩის განახლებული საარჩევნო სია

    ჯაფარიძე, ხვიჩია, მეგრელიშვილი – გირჩის განახლებული საარჩევნო სია

    პარტია გირჩმა პრაიმერიზის პრინციპით საარჩევნო სია დააკომპლექტა. სიის პირველი ნომერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა. სიის პირველი ათეული ასეთია:

    1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
    2. იაგო ხვიჩია;
    3. ვახტანგ მეგრელიშვილი;
    4. ალექსანდრე რაქვიაშვილი;
    5. ჰერმან საბო;
    6. ლევან ჯგერენაია;
    7. ამირან ტორონჯაძე;
    8. ვახტანგ ზენაიშვილი;
    9. ალექსანდრე თარხან-მოურავი;
    10. გიორგი ლომინაძე

    სია გირჩის ამომრჩევლებმა გირჩის პორტალზე პარტიის ციფრული ვალუტის მეშვეობით შეადგინეს.

    ცნობისთვის, გირჩმა საარჩევნო სია გუშინ დააკომპლექტა, თუმცა სერვერის პრობლემის გამო, როგორც პარტიამ განმარტა, სია საბოლოო ვარიანტს არ წამოადგენდა. ამიტომ გირჩის ამომრჩევლებმა სია დღეს ხელახლა დაასახელეს.

    10–ეულში ვერ მოხვდა ვერცერთი ქალი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კვოტების მიხედვით, პარტიამ ყოველი მე–4 ქალი უნდა წარადგინოს. გირჩი კვოტების წინააღმდეგია, ამიტომ მოცემულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიაში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, “აიღოს ეს სია და საკუთარი ხელით ჩაასწოროს და ვიღაცები ჩაამატოს, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი”.

     

  • სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა

    სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა

    მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა.

    დაცვის მხარე არასრულწლოვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა 6-ვე პირისთვის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

    აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

    ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სრულწოვნების წინასასამართლო სხდომისთვის კი გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვა.

    27 ივლისის პროცესზე სასამართლომ 11 სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

  • “სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა”- თეა წულუკიანის პასუხი სენატორების წერილებზე

    “სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა”- თეა წულუკიანის პასუხი სენატორების წერილებზე

    გიორგი რურუას საქმე არ არის გამონაკლისი იმ საქმეებისგან, რომლებიც საქართველოს სასამართლოებში თვეში ათეულობით გამოდის – ამბობს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, გიორგი რურუას განაჩენის გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში შეუძლია.

    მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია და შეწყალება/არშეწყალებაც მისი გადასაწყვეტია.

    „კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში.

    სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება“ – განაცხადა წულუკიანმა.

    გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცონ, ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

    „სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.

    საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სტანდარტი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

  • პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” ზურაბიშვილის და “ოცნების” შემომწირველები 1.1 მილიონით დააფინანსა

    პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” ზურაბიშვილის და “ოცნების” შემომწირველები 1.1 მილიონით დააფინანსა

    2019 წელს პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 281 პროექტი დააფინანსა, საერთო ჯამში 22 331 323 ლარით. აქედან წარმოების მიმართულების დაფინანსებაში დახარჯა 15 086 402 ლარი, ხოლო სასტუმროს ხელშეწყობის მიმართულებით – 7 244 921 ლარი.

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, პროგრამამ 2019 წელს ჯამში სასტუმროების 102 პროექტი დააფინანსა.

    დაფინანსებული კომპანიებიდან 12 კომპანია ქართული ოცნების ან ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 476,000 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 271,000 ლარი.

    “აწარმოე საქართველოში”-ს მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს შორის არის 2 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებიც რუსეთის მოქალაქეები არიან: შპს “ლეო 444” 150,137 ლარით დააფინანსა აწარმოე საქართველომ. კომპანიის მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა. ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან შპს მაგნეტიტის მესაკუთრეები, რომელიც 2019 წელს 30,904 ლარით დაფინანსდა.

    “აწარმოე საქართველოში”-ს მიერ დაფინანსებული კომპანიებიდან ქართული ოცნების ყველაზე დიდი შემომწირველი კომპანია შპს სევსამორაა. კომპანიამ დაფინანსების სახით 2019 წელს 209,668 ლარი მიიღო.

    კომპანიის მესაკუთრეს, გიორგი გაგუას ქართული ოცნებისათვის ჯამში 147,000 ლარი აქვს შეწირული. დაფინანსების მიღების შემდეგ 2019-2020 წლებში მან 110,000 ლარი შესწირა პარტიას. გიორგი გაგუას ასევე თანხები შეწირული აქვს სალომე ზურაბიშვილისათვის, რომელსაც 60,000 ლარი შესწირა 2018 წელს. 

  • “ოცნების” დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ

    “ოცნების” დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ

    „ქართული ოცნების“განცხადებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ

    პარტიის ცნობით, თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.

    • “ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);
    • გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);
    • შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);
    • ნოდარ ტურძელაძე – ვაკის რაიონის გამგებელი; (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი)”,– აცხადებს ქართული ოცნება.

    მათივე ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.

     

  • “შეგაჭმევ მიკროფონს…  მოგი..ან დედა”  – სასამართლოს ეზოში “ნახალოვკელების” მეგობარი ჟურნალისტებს დაუპირისპირდა (ვიდეო)

    “შეგაჭმევ მიკროფონს… მოგი..ან დედა” – სასამართლოს ეზოში “ნახალოვკელების” მეგობარი ჟურნალისტებს დაუპირისპირდა (ვიდეო)

    “შეგაჭმევ მაგ მიკროფონს… გოგოები არ ხართ, მოგ***” –  ასე მიმართა მცხეთის სასამართლოს ეზოში “ნახალოვკელების” მეგობარმა ჟურნალისტებს, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

    როგორც, გიორგი შაქარაშვილის მეგობრები აცხადებენ, დაკავებულების მეგობრები აგრესიულად და პროვოკაციულად იქცეოდნენ მათთან მივიდნენ და კითხეს თუ რაომ ეცვათ მაისურები, რომლებზეც  გიორგი შაქარაშვილია გამოსახული.   ამ ამბის გასარკვევად კი ჟურნალისტები დაკავებულების მეგობრებთან მივიდნენ რაზეც დაკავებულების ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

  • გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

    გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

    პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

    კითხვაზე, შეხვედრაზე ხომ არ განიხილეს გიორგი რურუას შეწყალების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ, რომ ისინი სამუშაო ტიპის შეხვედრებს პერიოდულად მართავენ და ესეც რიგითი მათგანი იყო.

    ცნობისთვის, გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე  ანდრიუს კუბილიუსი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეომ გაფრხილების მიუხედავად, სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება.

    აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.

    ზურაბიშვილს შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპალამენტარმა ანა ფოტიგამაც.