Category: ახალი ამბები

  • თბილისის 120-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 120-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 3 აგვისტოს, თბილისის 120–მდე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად სახვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, ოთარ ჩხეიძის, კალისტრატე ქუთათელაძის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის და  სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ქუთათელაძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის 2, 3 ქუჩების, დიდი ხეივნის, ბადაგის, საბატონოს, წითლანაძის და გულიას ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

    00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თამარ მეფის გამზირის, აკაკი წერეთელის გამზირის, ზეზვა გაფრინდაულის, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, რაფიელ აგლაძის, ცაბაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმანის, სადგურის, მურმან ლებანიძის, თევდორე მღვდლის, ბორჯომის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის  გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის, ზეზვა გაფრინდაულის, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, კარგარეთელის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ბადრი კობახიძის და თეთრი ტბის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ზიგზაგის, ეფრემ ზაქარაიას, ინტერნატის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, კაჭრეთის, ლევან თიგიშვილის, რევაზ ურიდიას, ნოსტეს, ფილიას, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, წიწამურის, საყვირის, მრევლიშვილის და ნინუას ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამისვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირთა,  კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, რადიანის, არაყიშვილის, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბადრი შოშიტაიშვილის, აბაშელის, რაზმაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, ფალიაშვილის და ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის  დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის,  ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის, მეველეს, მათიაშვილის, უჯარმის, ჭრელაშვილის და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებს თელასი.

  • “ქართული ოცნება” მზად არის მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად – თალაკვაძე

    “ქართული ოცნება” მზად არის მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად – თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის და ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არის მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად.

    მისი თქმით, პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებით დაიწყო, თუმცა აქტიურ ფაზაში სექტემბრის დასაწყისიდან შევა.

    „რასაკვირველია, ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს. იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიურად ჩაივლის, იქნება მშვიდი, შედეგებზე ორიენტირებული და პოლიტიკური პარტიები, ლიდერები შევძლებთ, რომ საზოგადოებას ჩვენი პროგრამები და ჩვენი ხედვა გავუზიაროთ.

    რასაკვირველია, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ენდობა თავის მხარდამჭერებს. ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რასაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს. მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად და რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი, მხარდაჭერის მოლოდინი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

    მისივე თქმით, პროპორციულ სიაში მეტი ქალი და მეტი ახალი სახე იქნება.

    „რაც შეეხება გუნდის განახლებას, გუნდის განახლება მოხდება პროპორციული სიის ხარჯზე. პროპორციულ სიას ჩვენ წარვადგენთ სექტემბერში და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პროპორციული სიის ფარგლებში ვუზრუნველყოთ, როგორც ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა იყოს, ასევე განვაახლოთ გუნდი იმ ადამიანებით, ვინც გუნდში ახალი ენერგია უნდა შემოიტანონ. სიმართლე არის ის, რომ 30 მაჟორიტარ კანდიდატში 10-ზე მეტი ადამიანი არის ისეთი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საპარლამენტო პოლიტიკაში ჩართული, არ ყოფილა პარლამენტის წევრი”,– ამბობს თალაკვაძე.

    მანვე აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში საკუთარ თავს არ განიხილავს, რადგან საკუთარი კარიერა სხვანაირად აქვს წარმოდგენილი.

  • “ჯერ კიდევ არ ვიცით, გადარჩება თუ არა” – თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

    “ჯერ კიდევ არ ვიცით, გადარჩება თუ არა” – თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

    თბილისში დაპირისპირებისას გოგი თოფაძის შვილიშვილი და კიდევ 1 პირი დაჭრეს. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა.

    შვილიშვილის დაჭრის ფაქტს მთავარ არხთან ადასტურებს გოგი თოფაძე და ამბობს, რომ ახალგაზრდას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

    “ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა. ოთხი დანა დაარტყა…ახლა ვართ საავადმყოფოში და შეიძლება კიდე დასჭირდეს ოპერაცია. ის კაცი ნასვამი იყო და არ ვიცი ვიღაცა მოსწონდა, თუ ვიღაცა სხვა ქალი ჰყავდა…მე არ ვიცი, არც ვიცნობ იმას, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციამაც იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია”,– ამბობს გოგი თოფაძე “მთავართან” სატელეფონო საუბარში.

    დაპირისპირება სავარაუდოდ ლისის ტბის ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

  • ერს, რომელსაც ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, განსაცდელი ვერ მოერევა – თალაკვაძე ილია მეორეზე

    ერს, რომელსაც ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, განსაცდელი ვერ მოერევა – თალაკვაძე ილია მეორეზე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ილია თეზბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღე მიულოცა.

    მისი თქმით, ქვეყანამ მსოფლიო განსაცდელით პატრიარქის ლოცვა–კურთხევითა და ხელისუფლების ერთიანობით შეძლო.

    “ერს, რომელსაც ასეთი [ილია მეორე] სულიერი ლიდერი ჰყავს, განსაცდელი ვერ მოერევა. დღეს იცით, რომ მსოფლიო განსაცდელშია. მსოფლიო შეცვალა ამ განსაცდელმა. არაერთი ადამიანი დაიღუპა. ბევრი სასოწარკვეთილებაშია თუმცა ჩვენ, ღვთის მადლით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხელისუფლების, ეკლესიის და ხალხის ერთიანობით შევძელით და საქართველომ შეძლო ამ განსაცდელთან გამკლავება. ჩვენ მადლიერნი ვართ პატრიარქის, მადლიერი ვართ ეკლესიის ამ თანადგომისათვის”,– თქვა არჩილ თალაკვაძემ.

    თალაკვაძე დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა–ლოცვას დაესწრო.

     

  • გამოძიებას ახალი მარშრუტი მე მივაწოდე, დღეს უნდა წავიდნენ და კამერები ამოიღონ – რამიშვილი

    გამოძიებას ახალი მარშრუტი მე მივაწოდე, დღეს უნდა წავიდნენ და კამერები ამოიღონ – რამიშვილი

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამშვილის თქმით, გამოძიებას თამარი გადაადგილების ახალი მარშრუტი მიაწოდა. მისი თქმით, გამოძიება კამერებს დღეს ამოიღებს.

    „ახალი მარშრუტი არსებობს, ეს მარშრუტი პირად მე მივაწოდე იმიტომ, რომ არცერთ შუამდგომლობაში და არცერთ განჩინებაში ეს კამერები მითითებული არ არის, რომ ამოეღოთ. უნდა წავიდნენ დღეს, ამოიღონ და გადაამოწმონ, იყო თუ არა ამ ლოკაციაზე“, – განაცხადა რამიშვილმა. მისი თქმით, ავტომობილის ექსპერტიზა უახლოეს დღეებში დაიწყება.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    ცნობისთვის, დღეს ბაჩალიაშვილის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ მისული. ისინი იმ კითხვების დასასმელად მივიდნენ, რაც გუშინ “შაბათის ფორმულამ” გაასაჯაროვა. ტელევიზიამ ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

  • როგორ გადავაადგილდეთ ჭავჭავაძის გამზირზე – თბილისის მერიის სატრანსპორტო სქემა

    როგორ გადავაადგილდეთ ჭავჭავაძის გამზირზე – თბილისის მერიის სატრანსპორტო სქემა

    განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა. მერიის ინფორმაციით, გამზირიდან მარცხნივ მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება აიკრძალება. ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოსახვედრად კეკელიძის ქუჩის გამოყენებით მოხვდებით.

    თბილისის მერია გადაადგილების სქემას აქვეყნებს:

    https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/324783785568056/

    • ჭავჭავაძის გამზირზე ამოქმედდება ავტობუსების ახალი გაჩერებები
    • ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილი გზის შუა ზოლში,
    • ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით
    • აიკრძალა ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება
    • ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით. ვაკის პარკიდან მოძრავ ავტომობილებს ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩების დახმარებით.
    • ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.
    • ვაკის პარკიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია მიშველაძის, კავსაძისა და მირცხულავას ქუჩებიდან.
    • აბაშიძის ქუჩაზე, ვაკის პარკიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით შენარჩუნდება ცალმხრივი მოძრაობა.
    • ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია მარჯვნივ მოხვევით, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, მირცხულავას, ბაზალეთისა და ნაფარეულის ქუჩების გავლით.
    • ბაზალეთის, თაქთაქიშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილება.
    • ვაკის პარკიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით ყიფშიძის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელია მიშველაძის, მოსაშვილის ან აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით.
    • ჭავჭავაძის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება რამიშვილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია ავალიშვილის ქუჩის დახმარებით.
    • ვაკის პარკიდან ვარაზის ხევის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით მოხვედრა შეეძლებათ მიშველაძის, კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩებზე. მიშველაძე და თაყაიშვილის ქუჩები არის ცალმხრივად მოძრავი.
    • აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია შემდეგი ცალმხრივად მოძრავი ქუჩებით: ბერძენიშვილი, თაქთაქიშვილი, არაყიშვილი, ბაზალეთი და ნაფარეული.

    ცნობისთვის, რეაბილიტირებულ ჭავჭავაძეზე შექმნილმა სატრანსპორტი კოლაფსმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

    იმის გამო, რომ ავტომობილებს სამოძრაოდ მხოლოდ 2 ზოლი დარჩათ, გუშინ დღის განმავლობაში საცობი არაერთხელ შეიქმნა. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, შეჩვევას გარკვეული დრო დასჭირდება. 

     

     

  • ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 23 წლის ორსული ქალი გარდაცვლილი იპოვეს

    ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 23 წლის ორსული ქალი გარდაცვლილი იპოვეს

    ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა სამი თვის ორსული იყო. ის მეუღლემ იპოვა.

    ოჯახი მიიჩნევს, რომ გოგო მოკლეს. ის წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან იყო. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს გარკვეული რაოდენობის თანხა ქართველმა ნაცნობმა მოპარა, რომელსაც უკან დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა აღნიშნული პირი მას მკვლელობით დაემუქრა.

    ქალმა ადგილობრივ სამართალდამცველებს მიმართა, პოლიციის დატოვების შემდეგ ის ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ოჯახი ფიქრობს, რომ ის ქართველმა ნაცნობმა მოკლა.

  • ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება, დამისახელონ ის 3 ადამიანი! – ბაჩალიაშვილის დედა

    ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება, დამისახელონ ის 3 ადამიანი! – ბაჩალიაშვილის დედა

    “ალბათ ვირთხებივით დარბიან, რომ მასალები „შეკერონ“, ამას არ დავუშვებ. ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება”,– ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.

    ის იმ 3 მაღალჩინოსნის დასახელებას ითხოვს, რომლის კომპრომატები, ფორმულას ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა მოიპოვა.

    „დამისახელონ ის სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, შეიძლება 3 ადამიანზე მეტიც არის. დაძრულია მთელი საქართველო, უკვე სლოგანიც არის შექმნილი, რომ არის „მკვლელი მთავრობა“. სჯობს, რომ გონს მოეგონ! სანამ გადაუყოლებიათ ნაბანი წყლისთვის ბავშვი, მთავრობამ დაასახელოს ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ჯგუფურად მოკლეს ჩემი შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მივდივარ. მოვითხოვ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, უშუალოდ გახარიას მინდა ვესაუბრო. გააჟღერეთ ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება მალე გადაეცით“- ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

    გუშინ “შაბათის ფორმულამ” ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

    თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

    წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.

    „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

    „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ. 

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

  • ბათუმში სილამაზის სალონი გაქურდეს

    ბათუმში სილამაზის სალონი გაქურდეს

    ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი გაქურდეს. თანამშრომლებს სალონის კარი დაზიანებული დახვდათ. მათი ინფორმაციით, წაღებულია თანხა.

    ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

  • გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა

    გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელს ხვდებიან. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ის ასევე ითხოვს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც.

    გახარიასთან მინდა შეხვედრა თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. უშუალოდ მისგან მინდა გავიგო რას მეტყვის”, – თქვა ბაჩალიაშილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

    ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ოჯახს აინტერესებს რამდენად ინფორმირებულია გამოძიება საქმის ახალ დეტალებზე.

    “მოგვაწოდეს არასასიამოვნო ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით გვაინტერესებს რამდენად ინფორმირებულია გამოძიება. რა მოქმედებები განხორციელდა ოჯახს აინტერესებს ყველაფერი დეტალურად ვიდეო კამერებთან და ყველა იმ ფაილთან დაკავშირებით, რომლებიც კომპიუტერში არის”. – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

    გუშინ “შაბათის ფორმულამ” ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

    თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

    წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.

    „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

    „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ. 

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.