Category: ახალი ამბები

  • გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდეს – იმნაძე

    გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდეს – იმნაძე

    “გარკვეული მედიასაშუალებები უკვე მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას არ სჯეროდეს კორონავირუსის არსებობის,” –  ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“  განაცხადა.

    „რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა მუშაობს და შემდეგ ეს იწვევს სწორედ იმას, რომ, გამოკვლევებისას, მოსახლეობის ნაწილის დამყოლობა არაა საკმარისი. შესაბამისად, გვიწევს ხოლმე, რომ მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება ვურჩიოთ მთავრობას. სამწუხაროდ, საინფორმაციო გარემო წალეკილია არასწორი ინფორმაციით. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ამაზე მთელი ტროლების ფაბრიკები მუშაობს – არა მარტო რუსული ან სხვა, არამედ, აქაც, საქართველოშიც“ – განაცხადა პაატა იმნაძემ

  • “ბურთის ტიკტიკის მეტი არაფერი იცის” – კალაძეზე გაბრაზებული მძღოლები

    “ბურთის ტიკტიკის მეტი არაფერი იცის” – კალაძეზე გაბრაზებული მძღოლები

    “ბურთის ტიკტიკის მეტი არაფერი იცის”, – ამის შესახებ  კახა კალაძეზე გაბრაზებული მძღოლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ხალხი აბუჩად აიგდეს და “ეს საქციელი არის სადისტობა, ხალხი დაგვტანჯეს. ველოსიპედი მაინც დააყენონ, უფასოდ ვიაროთ”.

    გაბრაზებული მძღოლები რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის იდეის ავტორსა და თბილისის მერს, კახი კალაძეს სიგნალებითა და ამ სიგნალის შესაბამისი გამონათქვამებით იხსენიებენ.

    ეს გაჩერება არის ლონდონში. ლონდონი და თბილისი ერთია?! – ეგ ვერ გაუგიათ. ბურთის ტიკტიკის მეტი მაგან ხო არაფერი არ იცის. ორი საათია დელისის მეტროდან ვაკეში მოდის მგზავრი, – ამბობს ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლი.

  • 13 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში

    13 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში

    ბორჯომში, ლიკანის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ 13 ადამიანი დაშავდა.​ ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები, დაჟეჟილობები და ღია ჭრილობები აღენიშნებათ

    მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

    მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა. მან ბიურო თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

    „შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილმა 2020 წლის 1 აგვისტოს დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლიბით ჩააბარა საექსპერტო ბიუროს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, არც ირიბი და არც პირდაპირი”, – აცხადებს აბესაძე.

  • პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლ.პ დააკავა და ბრალდება წარუდგინა.

    გამოძიებით დგინდება, რომ ლ.პ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს, რომელთაგან ერთი – 2014 წელს, ხოლო მეორე – 2017 წელს წარადგინა საჯარო რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. 2014 წელს ლ.პ-მ ბოლომდე ვერ მიიყვანა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოააშკარავეს მისი განზრახვა, რაც შეეხება 2017 წელს, ლ.პ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მოახერხა დაეუფლებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 40139,9 ლარის ოდენობის ზიანი.

    ლ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ლ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

  • სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები შვილის ძებნას თბილისში აგრძელებენ

    სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები შვილის ძებნას თბილისში აგრძელებენ

    სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები შვილის ძებნას თბილისში აგრძელებენ. როგორც გაუჩინარებული მოზარდის მამამ განაცხადა, ოჯახი შსს-თან მუდმივ კავშირზე იმყოფება.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი არაფერი უთქვამთ. ილიას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი ახალი არ გაუგიათ. ისინი გვეკითხებიან, კიდევ რით შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში და აქ ვეძებთ ჩვენს შვილს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ილიას დაკარგვის შესახებ. შეხვედრაზე მითხრეს, რომ ჩემს შვილს მთელ ქვეყანაში ეძებენ“, – განაცხადა დავით ფილფანმა.

    სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.

  • პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა – სერგი კაპანაძე რურუას არშეწყალებაზე

    პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა – სერგი კაპანაძე რურუას არშეწყალებაზე

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, გიორგი რურუას შეწყალებაზე უარის თქმა, პრეზიდენტის კი არა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.

    „ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რაც ბუნებრივია, მოულოდნელი არ იყო. ბრძოლა მაინც გაგრძელდება და როგორც კი ეს ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში, როგორც რურუა, ისე სხვა პოლიტპატიმრები, აუცილებლად გათავისუფლდებიან. სამწუხარო ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე პოლარიზაცია ისევ დარჩება, ნორმალური ვითარება საარჩევნოდ არ იქნება და ბუნებრივია, ეს ცუდ გავლენას მოახდენს როგორც არჩევნების შედეგების აღქმაზე, ისე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების და პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციებზე. ეს უკვე ვნახეთ ჩვენ იმ განცხადებებში, რაც გაკეთდა სენატორი რიშის თუ სხვა ჩვენი მეგობრების მხრიდან. ჯამში, ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს თავისი ვალდებულებების შესრულებას და როგორც ჩანს, აპირებს, რომ იყოს ისეთივე ან შეიძლება უფრო მძიმე კამპანიაც კი, რაც იყო 2018 წელს“, – განაცხადა კაპანაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის არ აპირებს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას შეწყალებას.„მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • დამოუკიდებელია, მისი განცხადება მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით – წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

    დამოუკიდებელია, მისი განცხადება მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით – წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

    “პრეზიდენტი დამოუკიდებელია, მისი განცხადება მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით “- იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია. ამის შესახებ მან გიორგი რურუას არშეწყალების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას თქვა.

    “გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი, პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას და ნებისმიერ სხვა პოზიციას თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით”, –  განაცხადა წულუკიანმა.

  • “შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები…ძალიან ცუდად დაუმთავრდება” – ნათელაშვილი ზურაბიშვილზე

    “შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები…ძალიან ცუდად დაუმთავრდება” – ნათელაშვილი ზურაბიშვილზე

    სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას შეწყალებაზე უარით ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურობა გამოაცალა – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ზურაბიშვილს უარს.

    “მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს პუტინის რეკომენდაციით დასმული პრეზიდენტის უარზე შეეწყალებინა პოლიტიკური პატიმარი, რითაც მან პრაქტიკულად ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს, თავი ჭკუით.იმ დროს, როდესაც ამ ქალბატონმა რამდენიმე ხნის უკან შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები, მისგან განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს, თუმცა ეს გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომელიც ძალიან ცუდად დაუმთავრდება მას და მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს პარიზიდან” – განაცხადა შალვა  ნათელაშვილმა.

  • ანა დოლიძემ დიდუბეში სეირნობა დააანონსა

    ანა დოლიძემ დიდუბეში სეირნობა დააანონსა

    დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძე დიდუბეში სეირნობა დააანონსა. “ვსეირნობთ დიდუბეში” – ამის შესახებ მანდ ღონისძიება საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა.

    მე და ჩემი გუნდი დღეს გავისეირნებთ ფეხით აკაკი წერეთლის ძეგლიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლამდე 4.5კმ. გზად ვისაუბრებთ, დავათვალიერებთ და შევხვდებით ყველას ვისაც სურს. მოგვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები და ბავშვები. ჩაიცვით კომფორტულად. შემოგვიერთდით გზად სადაც გინდათ და რამდენი ხნითაც გინდათ,- წერია ივნეთის აღწერაში.

    სეირნობის მსურველები 19:00 საათზე აკაკი წერეთლის ძეგლთან იკრიბებიან.

    შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობა 30 ივლისს გადაწყვიტა. “ქართული ოცნებიდან” ამ ოლქში გია ვოლსკი იყრის კენჭშ.  მანამდე ანა დოლიძემ  21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დააფუძნა  და 22 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა.