Category: ახალი ამბები

  • დაკავებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა

    დაკავებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა

    პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადაიბარეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა.

    უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი.

    უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე მას ტესტი გაუკეთეს, რამაც კორონავირუსი დაადასტურა, შესაბამისად, ინფიცირებული პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა.

    2020 წლის 28 ივლისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში. ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1-ლ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს. დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულისგან აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად. ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა. 1-ლ აგვისტოს 16:30 სთ-ზე მიღებული იქნა ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა”,– აცხადებს პენიტენციური სამსახური.

    უწყება აღნიშნავს, რომ ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული 1-ლ აგვისტოს ღამე პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. უახლოეს საათებში მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ტესტირების გავლის და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს.

    ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფება, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს.

    “ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი”,– აცხადებს პენიტენციური სამსახური.

     

  • თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროგრამისტებს დახმარებისკენ მოუწოდებს

    თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროგრამისტებს დახმარებისკენ მოუწოდებს

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს.

    “პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა, მოგიწოდებთ,

    გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები”, – წერს თამაზაშვილი.

    ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

    გუშინ “შაბათის ფორმულამ” ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

    29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

  • ბიძა და ბაბუა გენდერული შეუმწყნარებლობის მოტივით ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ – შსს

    ბიძა და ბაბუა გენდერული შეუმწყნარებლობის მოტივით ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ – შსს

    შსს–მ დააკავა ბიძა და ბაბუა, რომლებიც გენდერული ნიშნით ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ”,– აცხადებს შსს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

  • სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

    სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

    თბილისი ენერჯის ინფორმაციით, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

    “თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114-ში შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს”,–აცხადებს კომპანია.

    მათივე ცნობით, მეორე კორპუსში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა, საიდანაც გაზი ჟონავდა.

    სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე – 114, შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში გაზის სუნი იდგა და მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ. თბილისი ენერჯის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ქონდა მილი რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდა. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა”,– წერს “თბილისი ენერჯი”.

    კომპანია აღნიშნავს, რომ კორპუსში მცხოვრებლები აფეთქებას გადაურჩნენ ყურადღებიანი მეზობლების წყალობით, რომლებმაც ოპერატიულად შეატყობინეს გაზის გაჟონვის შესახებ თბილისი ენერჯის.

    “თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ დაიცავით გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, ნუ დატოვებთ გაზის დანადგარებს უყურადღებოდ, რადგან უსაფრთხოების წესების დარღვევა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს რაც საფრთხეს უქმნის როგორც თქვენს ოჯახს ისე მეზობლებს”,– ვკითხულობთ განცხადებაში.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1177–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი, ჯამში – 955. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 6969 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 285.

  • ბაჩალიაშვილმა საიდუმლო ფაილები გახსნა, რომელიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა-ბაჩალიაშვილის მკვლელობის მოტივის ახალი ვერსია

    ბაჩალიაშვილმა საიდუმლო ფაილები გახსნა, რომელიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა-ბაჩალიაშვილის მკვლელობის მოტივის ახალი ვერსია

    23 წლის პროგრამისტის საეჭვო გრდაცვალების საქმეზე „შაბათის ფორმულას“ წყარომ საგამოძიებო უწყებიდან დაუდასტურა რამდენიმე დეტალი, რაზეც ამ დროისთვის გამომძიებლები მუშაობენ. წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს. ზარი „ვოთსაფის“ საშუალებით განხორციელდა და გოგოს კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.

    ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდათ გასული დღეების განმავლობაშიც. „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.

    რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

    თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

    წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.

    „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

    „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დეენემი.

  • პირობას ვაძლევ ხალხს, რომ გავხდები ამ ქვეყნის პრემიერი, მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის – გიორგი ვაშაძე

    პირობას ვაძლევ ხალხს, რომ გავხდები ამ ქვეყნის პრემიერი, მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის – გიორგი ვაშაძე

    „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაღალმთიანი აჭარის ბაზარი კონტრაბანდულმა სიგარეტმა გაავსო, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის პოლიტიკამ განაპირობა.

    „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მართლა მოატყუა ხალხი და არც ერთი დაპირება არ შეასრულა. მე ერთი რამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ – მინისტრი, მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის. დავიწყებთ აღმშენებლობას და დავამარცხებთ სიღარიბეს. პრემიერობა კი არა ჩემი, მიზანი არის, რომ არცერთი მშიერი ბავშვი არ იყოს და აღარავინ ნაგავსაყრელზე არ ეძებდეს საჭმელს საქართველოში, გვქონდეს ქვეყანა, რომლითაც ვამაყობთ ჩვენი თითოეული მოქალაქე. ადგილობრივ მწარმოებელს უნდა ჰქონდეს ყველანაირი ხელშეწყობა, დღეს საქართველოს ბაზარი გაავსო კონტრაბანდულმა სიგარეტმა, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას აქვს. ერთ კვირაში ჩვენ გვექნება მათთან საუბარი, დავდებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას და ყველა ადგილობრივ თამბაქოს მწარმოებელს ექნება სრული ხელშეწყობა იმისა, რომ ისარგებლოს ადგილობრივი ბაზრით, არ ჰქონდეს უზარმაზარი გადასახადები და ადამიანებს ჰქონდეს ხელშეწყობა. ფაქტობრივად მაღალმთიანი აჭარა დგას თამბაქოზე, ძალიან ბევრ ადამიანს მოყავს, გასაღების ბაზარი კი არ აქვთ. ეს უნდა შეიცვალოს, ეს უსამართლოა თუ როგორ და რანაირად ამისთვის ერთ კვირას ვიღებ ვადას. მე არ მიყვარს ზედაპირულად ლაპარაკი, დავდებ ფორმულას თუ როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას” – გიორგი ვაშაძე.

  • კოლაფსი ვაკეში:სოციალური ქსელის რეაქცია ჭავჭავაძის ახალ სატრანსპორტო სქემაზე(ფოტო,ვიდეო)

    კოლაფსი ვაკეში:სოციალური ქსელის რეაქცია ჭავჭავაძის ახალ სატრანსპორტო სქემაზე(ფოტო,ვიდეო)

    ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის ახალ სქემას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მთელი დღის განმავლობაში ფეისბუქ მომხმარებლები ფოტო და ვიდეომასალებს აქვეყნებენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ მერიის მიერ შემოღებულმა ახალმა სატრანსპორტო სქემამ გამზირის და მიმდებარე ქუჩების კოლაფსი გამოიწვია. ვნახოთ რა შეფასებები მოჰყვა ფეისბუქზე ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის ახლებურად ამოძრავებას.

    ოთო აბესაძე:

    “ბაგების სტუდ. ქალაქიდან უნივერსიტეტის 1 კორპუსამდე არის სრული კოლაფსი.

    შაბათი, შუადღე, აგვისტო.

    ვაკეში აუზებიდან (ასახვევიდან) ჭავეავაძეზე მხოლოდ მოძრაობაში შესასვლელად დამჭირდა 25 წუთი.

    თამარაშვილიდან (მაღლივის გადასახვევიდან) აუზებამდე (სახლამდე) მოსასვლელად დამჭირდა 40 წუთი. მანქანების ნაკადი უბრალოდ არ იძვროდა.

    სექტემბერში, როდესაც დაიწყება სკოლა, ბაღი, უნივერსიტეტები..“

    ლევან ალაფიშვილი:

    “ვაკის საცობი მალე წყნეთს მიაღწევს, მართლა #გაჭედილია“

    ილია კიკაბიძე:

    “წყნეთიდან ჩამოვდივარ, ბაგებში ჩავდექი საცობში, 45 წუთია კუსტბის ასახვევამდე მოვდივარ, თამარაშვილამდე როდის მივალ კაცმა არ იცის. რო არ იცი რას ეტაკეთ, თქვე არასწორებო, თან დამცინავი სახით, მოკლე პასუხებით გვპასუხობთ: თქვე ქაჯებო აზზე არ ხართო. ეხლა გამოა@@ით, ბოდიში მოიხადეთ და თქვენი მო@@ული თქვენივე ფულით გამოასწორეთ. ფუიიიი ,,იფტვაიუ მაააწ”

    ირაკლი ოქრუაშვილი:

    “ისევ ჭავჭავაძის გამზირის შესახებ.

    მსოფლიოში ყველგან, ავტობუსის ხაზით სარგებლობს სასწრაფოს, პოლიციის, სახანძროს და ტაქსის ავტომანქანაც.

    აქ როგორ უნდა იარონ ავტობუსის ხაზში ან ერთმა ან მეორემ ან მესამემ?

    მგონი ის დროა ბინა ნახალოვკაში გაადავცვალო.“

    რომან გოცირიძე:

    “რაც ჭავჭავაძეზე ახლა ხდება, მსგავსი მდგომარეობაა მთელი ქვეყნის ეკონომიკაში.

    გამოსავალი არის ერთადერთი: უნდა დაინგრეს რაც ”აშენდა” და სწორად უნდა გაკეთდეს ხელახლა.

    დაიკარგა დრო, ფული, დაზიანდა მომიჯნავე ადგილები( სფეროები).

    ჭავჭავაძის კოლაფსი გახდება ოცნების უნაყოფო რვაწლიანნი მმართველობის ”ცოცხალი” სიმბოლო.“

    ფადი ასლი:

    “იქნებ რუსეთთან ჩვენი საზღვრის რეკონსტრუქციაც კალაძემ გააკეთოს. რუსეთის არმია ვეღარ შეძლებს შემოსვლას და ჩვენს დაპყრობას.“

    თეიმურაზ მურღულია:

    ნუ, არ გესმით თქვენ რომ კონცეფცია შეიცვალა. მე მესმის, და ბოლტის მანქანას, რომელიც ტრადიციულად 5-7 წუთში უნდა მოსულიყო, 35 წუთია მშვიდად ველოდები ანტრეში. ბიზნესიც კმაყოფილია და მეც. რა მაქვს სანერვიულო, აპლიკაცია მიჩვენებს რომ მაქსიმუმ ნახევარი საათი მომიწევს კიდევ ლოდინი.

    დავით ქაცარავა:

    “ისიამოვნეთ განახლებული ჭავჭავაძის გამზირით.“

    რაულ აგიკიანი:

    “ჭავჭავაძეზე ისეთ საცობში ვარ ავტობუსის მძღოლები წიგნებს კითხულობენ …

    კარგი იდეაა

    ხვალ მეც წამოვიღებ

    მადლობა გამზირის დამპროექტებლებს ჩვენს განათლებაზე ზრუნვისთვის!!!

    ❤️❤️❤️“

    გია ხუხაშვილი:

    “როდესაც მაფიას იტალიაში პრესტიჟულ უბანში უძრავ ქონებაზე ფასის დაგდება უნდა, დაახლოებით ისეთ რაღაცას იგონებს, რაც ახლა ვაკეში ხდება.“

    გოგი გვახარია:

    “ვაკის საცურაო აუზი / Vake Swimming Pool

    ვერ მოვედი. უკან გამოვბრუნდი:(“

    მერაბ ბასილაია:

    “იმედია სასწრაფოს და სახანძროსაც აქვთ ავტობუსის ზოლში მოძარაობის უფლება თორემ ვეღარასდროს მოვლენ ვაკეში.“

    თეა გოდოლაძე:

    “ბაგები, წყნეთი, კიკეთი და ა.შ. ვეწირებით ექსპერიმენტს, რომლის ჩამდენებმა არ იციან რა არის საგზაო ინჟინერია, სამიქალაქო ინჟინერია, ვექტორული ველის თეორია! მათემატიკური გათვლები!!! რატომ ვისწავლე ნეტა რიცხვითი მეთოდები! მეგორებინა ბურთი!!! ნახევარი საათია ბაგებიდან ვერ გამოვაღწიე!“

     

  • ჭავჭავაძე მაგალითია, როგორ უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა ნაკლები საცობისთვის, შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება – მერის მოადგილე

    ჭავჭავაძე მაგალითია, როგორ უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა ნაკლები საცობისთვის, შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება – მერის მოადგილე

    თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

    „თბილისის სატრანსპორტო სისტემა დღეს რეფორმის ეტაპზეა. ერთი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, რაც გარდამავალ ეტაპზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია.

    რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, ვაშენოთ ახალი გზები და ესტაკადები, რათა იმ მანქანების ნაკადს გაუძლოს, რომელსაც ყოველწლიურად იმპორტს ვუკეთებთ. ესაა რამდენიმე ათეული ათასი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წლიდან წლამდე ემატება ჩვენს ქალაქს. ჩვენ ამ თემაზე საუბარი და მოქმედებები დღეს არ დაგვიწყია. დაახლოებით, ორი წლის წინაა გაჟღერებული ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, დეტალურად მოვუყევით ჩვენს მოსახლეობას, თუ რა პოლიტიკის გატარებას გეგმავდა მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო სისტემაში. ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო და რაც მთავარია, სწორი გზა.

    რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, დღეს, რეფორმის პირველი დღეა. რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე, ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან, თუ ერთი წლის წინ დანიშნულების ადგილამდე ერთი კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს, განსხვავებული სისტემით მოუწევთ გადაადგილება. მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო – რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

    ამასთან, ვიცე-მერი ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირი არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი, რომელზეც კერძო სატრანსპორტო საშუალებების გარდა, გადაადგილდებიან ქვეითებიც, ველოსიპედებიც და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

    მისივე თქმით, მოძრაობის პრინციპი და სქემა ყველასთვის შეიცვალა, შესაბამისად, ახალ სატრანსპორტო სქემასთან ადაპტაციისთვის დრო ყველა მათგანს დასჭირდება, რაც გზაზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს.

    „ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში,“- აღნიშნა ვიცე-მერმა.

    რაც შეეხება საცობებს, ხმალაძე ამბობს, რომ პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ.

    „ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გთხოვთ გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

  • “კაწროს” მიერ სამხარაულის ბიუროში დნმ-ის ტესტის ჩაბარება არის მორიგი პიარი და ბლეფი – ელისო კილაძე

    “კაწროს” მიერ სამხარაულის ბიუროში დნმ-ის ტესტის ჩაბარება არის მორიგი პიარი და ბლეფი – ელისო კილაძე

    “”კაწროს” მიერ სამხარაულის ბიუროში დნმ-ის ტესტის ჩაბარება არის მორიგი პიარი და ბლეფი !”- ასე აფასებს “ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე, ავთანდილ ბილანიშვილის მიერ ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებას.

    “”კაწროს” მიერ სამხარაულის ბიუროში დნმ-ის ტესტის ჩაბარება არის მორიგი პიარი და ბლეფი !
    ჩვენ მას ვედავებით არა იმას რომ იყო ნარეკვავში და მოკლა გიორგი შაქარაშვილი,არამედ იმას რომ მან შექმნა და მფარველობდა ნახალოვკის ბანდას-მკვლელ ზონდერებს გამოძახებით !
    დნმ-ზე ზღაპრები კაწრომ და მისმა ადვოკატმა მოუყვეს კაკოს ! “- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის,ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა.